1 |
არა ვარ მოციქული? არა ვარ თავისუფალი? არ მიხილავს ჩვენი უფალი იესო ქრისტე? და
არც თქვენ ხართ ჩემი ნაღვაწი უფალში? |
1 |
არა ვარა მოციქულ? არა ვარა აზნაურ? ანუ არა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე თუალითა
ვიხილეა? ანუ არა ნამუშაკევნი ჩემნი თქუენ ხართა უფლისა მიერ? |
2 |
სხვებისთვის თუ არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც
ვარ, რადგანაც ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენა ხართ უფალში. |
2 |
სხუათა ღათუ არა ვარ მოციქულ, არამედ თქუენდა ხოლო ვარ,
რამეთუ ბეჭედნი ჩემისა მოციქულებისანი თქუენ ხართ უფლისა მიერ. |
3 |
აი, ჩემი თავისმართლება ჩემი ბრალმდებლების წინაშე. |
3 |
ჩემი სიტყჳს-გებაჲ ჩემთა მათ განმკითხველთა ესე არს. |
4 |
იქნებ არა გვაქვს უფლება ჭამის და სმისა? |
4 |
არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებჲ ჭამად და სუმად? |
5 |
ნუთუ უფლება არა გვაქვს მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი, როგორც
სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას? |
5 |
არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფეაბჲ დათა მათ დედათა
მიმოყვანებად, ვითარცა სხუათა მათ მოციქულთა და ძმათა უფლისათა და კეფას? |
6 |
იქნებ მხოლოდ მე და ბარნაბას არა გვაქვს უფლება უქმად
ყოფნისა? |
6 |
ანუ მე ხოლო და ბარნაბას არა გუაქუს ფლობაჲ საქმედ? |
7 |
ვინ, რომელი მეომარი ომობს თავისი ხარჯით? ვინ ჩაყრის
ვაზს და ყურძენს კი არა ჭამს? ვინ მწყემსავს ფარას და ცხვრის რძეს კი არა
სვამს? |
7 |
ვინ-მე სადა საგრობნ თჳსითა საგზლითა? ვინ დაასხის ვენაჴი
და ნაყოფისა მისისაგან არა ჭამის? ანუ ვინ მწყსინ სამწყსოსა და სძისა
მისგან სამწყსოთაჲსა არა ჭამის? |
8 |
იქნებ კაცთა ჩვევისამებრ ვმსჯელობ? მაგრამ განა ამასვე არ
ამბობს რჯულიც? |
8 |
ანუ კაცობრივ-მე ნუ ვიტყჳ ამას? ანუ არა შჯულიცა ამასვე
იტყჳსა? |
9 |
რადგანაც მოსეს რჯულში სწერია: „ნუ აუკრავ პირს მლეწავ
ხარს“. ნუთუ ხარების დარდი აქვს ღმერთს? |
9 |
რამეთუ შჯულსა მოსესსა წერილ არს: არა შეუკრა პირი ჴარსა მლეწველსა. ნუუკუე ჴართაჲ
რაჲმე ეურვებოდა ღმერთსა? |
10 |
თუ სწორედ ჩვენზე ამბობს ამას? რადგანაც მხვნელი იმედით უნდა ხნავდეს და ლეწვისას
მლეწავსაც უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ თავის წილს მიიღებს. |
10 |
არამედ ჩუენთჳს სამე იტყჳს, რამეთუ ჩუენთჳს დაიწერა. რამეთუ სასოებით თანა-აც ჴნვაჲ
მჴნველსა მას, და რომელი-იგი ლეწავნ სასოებითა მითვე, - შეკრებაჲ სასოებით. |
11 |
ხოლო თუ ჩვენ სულიერი სიკეთე დავთესეთ თქვენთვის, განა დიდი ამბავი იქნება, რომ
ნორციელი სიკეთე მოვიმკათ თქვენგან? |
11 |
უკუეთუ ჩუენ სულიერი დავსთესეთ თქუენ შორის, დიდ-მე რაჲ არსა, თქუენგან თუ ჴორციელი
მოვიმკოთ ჩუენ? |
12 |
თუ სხვებსა აქვთ თქვენზე ამის უფლება, განა მით უმეტეს არ გვეკუთვნის ჩვენ? მაგრამ
ჩვენ არ გვისარგებლია ამ უფლებით, არამედ დღემდე ვითმენთ ყველაფერს, რათა არაფრით
შევაფერხოთ ქრისტეს სახარება. |
12 |
უკუეთუ სხუანი ჴელმწიფებჲსაგან თქუენისა მიღებენ, არა-მე უფროჲსღა ჩუენდა? არამედ
არა ვინებეთ ჴელმწიფებაჲ ესე, რამეთუ ყოველსავე დავითმენთ, რაჲთა არა დაბრკოლებაჲ
რაჲმე ვსცეთ სახარებასა მას ქრისტესსა. |
13 |
ნუთუ არ იცით, რომ მღვდელმსახურნი ტაძრისგან ჭამენ და საკურთხევლის მსახურნი
საკურთხევლისაგან იღებენ წილს? |
13 |
არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ბაგინსა ჰმსახურებენ, ბაგინისაგან ჭამიან? და
რომელნი საკურთხეველსა წინაშე დგანედ, საკურთხეველისაგან ნაწილი განიღიან? |
14 |
ასე უფალმაც უბრძანა სახარების მქადაგებელთ, რომ სახარებით ცხოვრობდნენ. |
14 |
ეგრეთცა უფალმან ბრძანა, რომელნი-იგი სახარებასა მიუთხრობენ, სახარებისაგან
ცხორებაჲ. |
15 |
მაგრამ მე არასოდეს მისარგებლია ამით, და არც იმიტომ გწერთ, რომ ჩემი კუთვნილი
მომაგოთ. რადგანაც სიკვდილი მიჯობს იმას, რომ ვინმემ გამიცუდოს ჩემი სიქადული. |
15 |
ხოლო მე არარაჲ ვიჴუმიე ამათგანი. და არა ამისთჳს მივწერე ესე, რაჲთა ესრეთ იყოს
ჩემდა მომართ. რამეთუ უმჯობეს არს ჩემდა სიკუდილი უფროჲს, ვიდრეღა სიქადული ჩემი,
და-თუ ვინ-მე-აცუდოს იგი. |
16 |
რადგანაც თუ ვაბარებ, ვითომ რა მაქვს სასიქადულო? ვინაიდან აუცილებლობით ეს მადევს
ვალად, და ვაი ჩემს თავს, თუ არ ვახარებ. |
16 |
რამეთუ ვახარებ თუ, არა არს ჩემდა სიქადულ, რამეთუ უნებელი ზედა-მაც მე, და ვაჲ არს
ჩემდა, არა თუ ვახარებდე. |
17 |
რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ძალაუნებურად, მხოლოდ
ჩემთვის მონდობილ მნეობას ვასრულებ. |
17 |
რამეთუ ნეფსით თუ ვიქმ ამას, სასყიდელი მაქუს, ხოლო უკუეთუ უნებლიეთ, სამნოჲ
რწმუნებულ არს ჩემდა. |
18 |
კი მაგრამ, რაა ჩემი საზღაური? ის, რომ სახარების ქადაგებისას უსასყიდლოდ ვახარებ
ქრისტეს და არ ვსარგებლობ მახარებლის უფლებით. |
18 |
რაჲ-მე უკუე არს სასყიდელი ჩემი? რაჲთა, ვახარებდე რაჲ, უსასყიდლოდ ვახარებდე
სახარებასა მას ქრისტესსა, რაჲთა არარაჲ ვიმსახურო ჴელმწიფებითა ჩემითა სახარებასა
მას შინა ჩემსა. |
19 |
რადგანაც ყველასაგან თავისუფალმა ყველას ვუმონე თავი, რათა უმრავლესნი შემეძინა. |
19 |
რამეთუ თავისუფალ ვიყავ ყოველთაგან და ყოველთა თავი ჩემი დავამონე, რაჲთა
უმრავლესნი შევიძინნე. |
20 |
იუდეველებთან ვიყავი როგორც იუდეველი, რათა შემეძინა იუდეველნი; რჯულის ქვეშ
მყოფთათვის - როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, რათა შემეძინა რჯულის ქვეშ მყოფნი. |
20 |
ვიქმენ ჰურიათა თანა, ვითარცა ჰურიაჲ, რაჲთა ჰურიანი შევიძინნე; შჯულსა ქუეშე
მყოფთა თანა, ვითარცა შჯულსა ქუეშე მყოფი, რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი შევიძინნე; |
21 |
ურჯულოთათვის - ურჯულო (თუმცა არა ურჯულო ღვთისა, არამედ რჯულიერი ქრისტესი), რათა
შემეძინა ურჯულონი. |
21 |
უშჯულოთა თანა, ვითარცა უშჯულოჲ, - არა უშჯულოი ვიყავ ღმრთისა, არამედ შჯულიერი
ქრისტესი, - რაჲთა უშჯულონი შევიძინნე; |
22 |
უძლურთათვის - უძლური, რათა შემეძინა უძლურნი. ყველას ყველად ვექმენ, რათა მეხსნა
ზოგიერთნი. |
22 |
ვიქმენ უძლურთა მათ თანა, ვითარცა უძლური, რაჲთა უძლურნი იგი შევიძინნე; ყოველთა
ვექმენ ყოვლად, რაჲთა ყოველნი ვაცხოვნნე. |
23 |
ხოლო ამას ვასრულებ სახარებისთვის, რათა ვიყო მისი თანაზიარი. |
23 |
ხოლო ამას ვიქმ სახარებისა მისთჳს, რაჲთა თანა-ზიარ მისსა ვიქმნე. |
24 |
ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს
ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მიიღოთ. |
24 |
არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ასპარეზსა მას შინა რბიედ, ყოველნივე რბიედ, ხოლო
ერთმან მიიღის ნიჭი? ესრეთ რბიოდეთ, რაჲთა ეწინეთ. |
25 |
ვინც იღვწის, ყველაფერს ითმენს: მოღვაწენი იმისთვის, რომ მიიღონ ხრწნადი გვირგვინი,
ჩვენ კი იმისთვის, რომ დავიმსახუროთ უხრწნელი. |
25 |
ხოლო ყოველივე იგი მოღუაწე ყოველსავე მოითმენნ: იგინი უკუე სამე, რაჲთა განხრწნადი
გჳრგჳნი მოიღონ, ხოლო ჩუენ - უხრწნელი. |
26 |
ამიტომ ისე როდი გავრბივარ, თითქოს არ ვიცოდე, რისთვის; და არც მუშტებს ვიქნევ ისე,
თითქოს ჰაერსა ვცემდე. |
26 |
მე უკუე აწ ესრეთ ვრბი, ვითარცა არა უჩინოდ; ესრეთ ვიჭირვი, ვითარცა არა ჰაერსა
ვსცემ. |
27 |
არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა, სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ
ვიყო უღირსი. |
27 |
არამედ აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე
გამოუცდელ ვიყო. |