1 |
ამრიგად, რაკი ქრისტე ჩვენთვის ევნო ხორციელად, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით,
ვინაიდან ხორციელად ვნებული აღარა სცოდავს. |
1 |
ქრისტემან რაჲ ივნო ჩუენთჳს ჴორცითა და თქუენცა იგივე გონებაჲ შეიჭურეთ, რამეთუ
რომელმან-იგი ივნო ჴორცითა, დაცხრომილ არს ცოდვისაგან, |
2 |
რათა კაცთა გულისთქმით კი არა, ღვთის ნებით გალიოთ
სიცოცხლის დარჩენილი დღენი. |
2 |
რაჲთა არღარა კაცთა გულის თქუმითა, არამედ ნებითა
ღმრთისაჲთა ნეშტნი იგი ჟამნი ჴორცითა ცხორებად. |
3 |
რადგან თქვენთვის ისიცა კმარა, რომ წარსულში წარმართთა
ნებისამებრ იქცეოდით, უწმინდურებას, ბილწ გულისთქმათ, მემთვრალეობას,
ნაყროვანებას, განცხრომასა და უკეთურ კერპთმსახურებას თავმიცემულნი. |
3 |
რამეთუ კმა არიან ჩუენდა წარსრულნიცა იგი ჟამნი ამის
ცხორებისანი ნებისა მისებრ წარმართთაჲსა აღსრულებად, რომელი-იგი ვლენან
არაწმიდებითა გულის თქუმათაჲთა, მთრვალობითა, სიმღერითა, შუებითა და
უჯეროჲთა კერპთ-მსახურებითა. |
4 |
ამიტომაც უკვირთ, რომ მათთან ერთად არ მონაწილეობთ იმავე
გარყვნილებაში, და გგმობენ კიდეც. |
4 |
რომლისაგან უკჳრს არა სლვაჲ თქუენი მასვე არაწმიდებისა
აღრევასა და გგმობენ. |
5 |
მალე აგებენ პასუხს მის წინაშე, ვინც განიკითხავს
ცოცხლებსა და მკვდრებს. |
5 |
რომელთა სიტყუაჲ მიუგონ მას, რომელნი-იგი განმზადებულ არს
განშჯად ცხოველთა და მკუდართა. |
6 |
მკვდრებსაც ხომ იმიტომ ეხარათ, რომ ხორცით
განკითხულიყვნენ, როგორც კაცნი, და სულით ეცოცხლათ, როგორც ღმერთს. |
6 |
რამეთუ ამისთჳს ეხარა მკუდართა, რაჲთა ისაჯნენ კაცობრივ
ჴორცითა და ცხონდენ ღმრთისა მიერ სულითა. |
7 |
თუმცა ახლოა ყოვლის აღსასრული; მაშ, იყავით გონიერნი და
ლოცვებისთვის იფხიზლეთ. |
7 |
ხოლო ყოველთაჲ აღსასრული მოახლებულ არს, განიწმიდენით
უკუე და განიფრთხვეთ ლოცვად. |
8 |
უწინარეს ყოვლისა კი, გულწრფელად გიყვარდეთ ერთმანეთი,
რადგანაც სიყვარული ფარავს ცოდვათა სიმრავლეს. |
8 |
ყოვლისა წინა ურთიერთას სიყუარული განმარტებული გაქუდინ,
რამეთუ სიყუარულმან დაფარის სიმრავლე ცოდვათაჲ. |
9 |
უდრტვინველად უმასპინძლეთ ერთურთს. |
9 |
სტუმრის მოყუარე იყვენით ურთიერთას თჳნიერ დრტჳნვისა. |
10 |
თვითეული თქვენგანი იმ ნიჭით ემსახუროს დანარჩენთ, რაც მიუღია, როგორც შეშვენის
ღვთის მრავალფეროვანი მადლის კეთილ მნეს. |
10 |
კაცად-კაცადმან, ვითარცა მიიღო მადლი, ეგრეთვე ურთიერთას ამსახურებდით მას, ვითარცა
კეთილნი მნენი მრავალ-ფერისა მის ნიჭისა ღმრთისანი. |
11 |
თუ ლაპარაკობს ვინმე, ღვთის სიტევისამებრ ილაპარაკოს; თუ მსახურებს ვინმე, ღვთის
მიერ ბოძებული ძალით იმსახუროს, რათა სრულად იდიდებოდეს ღმერთი იესო ქრისტეს მიერ,
ვისიცაა დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ. |
11 |
რომელი იტყოდის, ვითარცა სიტყუათა ღმრთისათა; რომელი ჰმსახურებდეს, ვითარცა
ძალისაგან, რომელსა მოსცემს ღმერთი, რაჲთა ყოველსა შინა იდიდებოდის ღმერთი იესუ
ქრისტეს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ. |
12 |
საყვარელნო, ნუ იუცხოვებთ თქვენს გამოსაცდელად მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს,
თითქოს რაღაც უჩვეულო რამ დაგმართოდეთ. |
12 |
საყუარელნო, ნუ უცხო გიჩნს თქუენ შორის განჴურვებაჲ ეგე, რომელი იქმნების
განსაცდელად თქუენ თანა, ვითარმცა უცხოჲ რაჲმე შეგემთხუეოდა თქუენ. |
13 |
არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების
გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ. |
13 |
არამედ რაოდენ-ეგე ეზიარებით ვნებათა ქრისტესთა,
გიხაროდენ, რაჲთა გამოჩინებასაცა დიდებისა მისისასა გიხაროდის და მხიარულ
იყვნეთ. |
14 |
თუ ქრისტეს სახელისთვის გაგინებენ, ნეტარნი ხართ,
რადგანაც თქვენზე ივანებს სული დიდებისა და სული ღვთისა, მათ მიერ რომ
იგმობა, თქვენით კი იდიდება. |
14 |
უკუეთუ იყუედრებოდით სახელისათჳს ქრისტესისა, ნეტარ ხართ,
რამეთუ დიდებისაჲ იგი და ღმრთისაჲ სული თქუენ ზედა განსუენებულ არს, რამეთუ
ვითარ იგინი ჰგონებენ, იგმობვით, ხოლო ვითარ-იგი თქუენ გნებავს, იდიდებით. |
15 |
მხოლოდ ნურცერთ თქვენგანს ნურა ევნება რა, როგორც მკვლელს ან მპარავს, ბოროტმოქმედს
ან სხვის საქმეში ჩამრევს. |
15 |
ნუმცა ვის თქუენგანსა ევნების, ვითარცა კაცის-მკლველსა, გინა მპარავსა, გინა ძჳრის
მოქმედსა, გინა ვითარცა უცხოჲსა განმგესა. |
16 |
ხოლო თუ ევნება, როგორც ქრისტიანი, ნუ დაირცხვენს, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო. |
16 |
ხოლო უკუეთუ ვითარცა ქრისტეანესა, ნუ ჰრცხუენინ, არამედ ადიდებდინ ღმერთსა ამით
ნაწილითა. |
17 |
რადგანაც დროა, ღვთის სახლიდან დაიწყოს განკითხვა, ხოლო თუ ჩვენით დაიწყება, რა
აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩთ? |
17 |
რამეთუ ჟამმან დაწყებად საშჯელისა პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს, უკუეთუ კულა
პირველად ჩუენგან, რაჲ-მე იყოს აღსასრული ურჩთა მათ სახარებისა ღმრთისათაჲ? |
18 |
თუკი მართალი ძლივსღა ცხონდება, უკეთური და ცოდვილი სადღა იყოს? |
18 |
და უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადა-ღა იპოოს? |
19 |
ამიტომ ღვთის ნებით ვნებულთაც მას, როგორც ჭეშმარიტად შემოქმედს, მიანდონ თავიანთი
სული. |
19 |
ამიერითგან რომელთაცა ევნებოდის ნებითა ღმრთისაჲთა ვითარცა სარწმუნოთა
დამბადებელსა, შეჰვედრნედ სულნი თჳსნი კეთილის საქმითა. |