ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმის მსურველია.

1

სარწმუნო არს სიტყუაჲ: უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს.

2 მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფხიზელი, გონიერი, ღირსეული, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი, 2 ჯერ-არს ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ,
3 არა მემთვრალე, არა ჩხუბისთავი, არამედ წყნარი, თვინიერი, ვერცხლისმოძულე, 3 არა მეღჳნე, არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვერცხლის უყუარულ,
4 თავისი სახლის კეთილად გამგებელი, შვილების მორჩილებით მყოლი მთელი ღირსებით, 4 თჳსისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა.
5 (რადგან ვინც თავის სახლს ვერ განაგებს, როგორღა იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე?), 5 ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსისა სახლისა განგებაჲ არა იცის, ვითარ-მე ეკლესიათა ღმრთისათა მოღუაწებაჲ აგოს?
6 არა ახლად მოქცეული, რათა თავს არ გაუვიდეს და ეშმაკის სასჯელის ღირსი არ გახდეს. 6 ნუ ახალნერგ, რაჲთა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა.
7 უნდა ჰქონეს აგრეთვე კეთილი მოწმობა გარეშეთაგან, რათა საგმობი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ გაებას. 7 არამედ ჯერ-არს მისა, რაჲთა წამებაჲცა კეთილი აქუნდეს გარეშეთგან, რაჲთა არა ყუედრებასა შევარდეს და საფრჴესა ეშმაკისასა.
8 დიაკვნებიც ასევე ღირსეულნი უნდა იყვნენ, არა ორპირნი, არა ღვინოს მიძალებულნი, არა ანგარნი, 8 დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორისმეტყუელ, ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინელ,
9 რწმენის საიდუმლოს შემნახველნი წრფელი სინიდისით. 9 აქუსმცა საიდუმლოჲ იგი სარწმუნოებისაჲ წმიდითა გონებითა.
10 ესენიც ჯერ უნდა გამოიცადონ და მხოლოდ შემდეგ, თუ უმწიკვლონი აღმოჩნდნენ, მიენდოთ მსახურება. 10 და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან.
11 მათი ცოლებიც ღირსეულნი უნდა იყვნენ, არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყოველმხრივ სარწმუნონი. 11 ცოლნი მათნი ეგრეთვე ღირსმცა არიან, ნუ მასმენელ, ფრთხილ, მორწმუნე ყოველსა შინა.
12 დიაკონიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კეთილი გამგებელი. 12 დიაკონნიმცა არიან ერთის ცოლის ქმარ, შვილთა კეთილად ზედამდგომელ და თჳსისა სახლისა.
13 ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთ თავს უმზადებენ კეთილ ხარისხსა და მხნეობას ქრისტე იესოს რწმენაში. 13 რამეთუ რომელნი კეთილად დიაკონობდენ, პატივი თავთა თჳსთა კეთილი მოუგონ და მრავალი განცხადებულებაჲ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა.
14 ამას გწერ და იმედი მაქვს მალე გეწვევი. 14 ამას მივსწერ შენდა და ვესავ ადრე მოსლვასა ჩემსა;
15 მაგრამ თუ დავიგვიანე, იცოდე, როგორ უნდა მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ეკლესია ცოცხალი ღვთისა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი. 15 ხოლო უკუეთუ ვყოვნო, რაჲთა უწყოდი, ვითარ-იგი ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ.
16 უცილობლად დიდია ღეთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით. 16 და, აღსარებულად, დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოჲ; ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა და განმართლდა სულითა, ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა და ამაღლდა დიდებითა.