1 |
ეს უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან. ორი თუ სამი მოწმის პირით დამტკიცდება
ყოველი სიტყვა. |
1 |
აჰა ესერა მესამედ მოვალ თქუენდა. პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა
დაემტკიცების ყოველი სიტყუაჲ. |
2 |
ადრეც, ჩემი მეორედ მანდ ყოფნის ჟამსაც, მითქვამს და
ახლაც შორიდან ვეუბნები ყველას, ვინც უწინ სცოდა და სხვებსაც, რომ არავის
დავინდობ, როცა კვლავ მოვალ. |
2 |
წინაწარ ვთქუ და აწცა წინაწარ ვიტყჳ, ვითარცა-იგი
პირისპირ მეორედ მაშინ, და აწ შორით მივსწერ წინაწარ შეცოდებულთა მათდა და
სხუათა ყოველთა: და რამეთუ უკუეთუ მოვიდე კუალად, არღარაჲ ვჰრიდო. |
3 |
რაკიღა იმის დასტურს ეძებთ, მეტყველებს თუ არა ჩემში იესო
ქრისტე, რომელიც უძლური როდია თქვენს მიმართ, არამედ ძლიერი - თქვენს
შორის. |
3 |
ვინაჲთგან გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ
იტყჳს ქრისტე; რომელი-იგი თქუენდა მიმართ არა უძლურ არს, არამედ ძლიერ
თქუენ შორის. |
4 |
რადგანაც თუ უძლურებით ეცვა ჯვარს, ცოცხალია ღვთის ძალით;
და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ღვთის ძალით მასთან ერთად ვიცოცხლებთ
თქვენთვის. |
4 |
რამეთუ დაღაცათუ ჯუარს-ეცუა უძლურებით, არამედ ცხოველ არს
ძალითა ღმრთისაჲთა; და რამეთუ ჩუენცა უძლურ ვართ მისა მიმართ, არამედ
ვცხონდეთ მის თანა ძალისაგან ღმრთისა თქუენითურთ. |
5 |
მაშ, გამოსცადეთ თქვენი თავი, მკვიდრობთ თუ არა რწმენაში;
შეამოწმეთ თქვენივე თავი; ნუთუ არ იცით, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა
და, გამოცდისთვის ვერ გაგიძლიათ. |
5 |
თავნი თჳსნი გამოიცადენით, უკუეთუ ხართ სარწმუნოებასა
შინა. თავნი თჳსნი განიკითხენით. ანუ არა უწყნითა თავნი თჳსნი, რამეთუ იესუ
ქრისტე თქუენ შორის არს? გარნა თუ გამოუცდელ რაჲმე ხართ. |
6 |
მაგრამ იმედი მაქვს, ის მაინც იცით, რომ ჩვენ არა ვართ
გამოუცდელნი. |
6 |
ხოლო ვესავ, ვითარმედ სცნათ, რამეთუ ჩუენ არა ვართ
გამოუცდელ. |
7 |
ღმერთს ვევედრები, რომ არ ჩაიდინოთ რამე ბოროტი, იმიტომ
კი არა, რომ ჩვენი გამოცდილება გიჩვენოთ, არამედ იმიტომ, რომ სიკეთეს
მისდევდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვიყოთ. |
7 |
ხოლო ვილოცავ ღმრთისა მიმართ, რაჲთა არარაჲ ბოროტი გიყოს
თქუენ, რაჲთა არა ჩუენ გამოცდილად გამოვჩნდეთ; არამედ რაჲთა თქუენ კეთილი
ჰქმნეთ, ხოლო ჩუენ ვითარცა გამოუცდელნი ვიყვნეთ. |
8 |
ჩვენ არაფერი შეგვიძლია ჭეშმარიტების წინააღმდეგ; თუ რამ
შეგვიძლია, ჭეშმარიტებისათვის შეგვიძლია მხოლოდ. |
8 |
რამეთუ არა ჴელ-გუეწიფების ჭეშმარიტებისა ძჳრის სიტყუად,
არამედ ჭეშმარიტებისა კერძო. |
9 |
რადგანაც ვხარობთ, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი -
ძლიერნი, და ამიტომაც თქვენი სრულყოფისთვის ვლოცულობთ. |
9 |
რამეთუ გჳხარის, რაჟამს ჩუენ უძლურ ვიყვნეთ, ხოლო თქუენ ძლიერ იყვნეთ; რამეთუ
ამასცა ვილოცავთ, თქუენსა დამტკიცებასა. |
10 |
შორიდანაც მიტომ გწერთ ამას, რომ მანდ მოსვლისას მთელი სიმკაცრით არ მოვიქცე,
თანახმად იმ ხელმწიფებისა, რომელიც დასაქცევად კი არა, ასაშენებლად მომცა უფალმა. |
10 |
და ამისთჳს ამას შორით მივსწერ, რაჲთა მი-რაჲ-ვიდე, არა თუალ-უხუავად ვიჴუმიო
ჴელმწიფებისა მისებრ, რომელ მომცა მე უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად. |
11 |
სხვა მხრივ კი, გიხაროდეთ, ძმანო, განმტკიცდით, ნუგეშისცემა და ერთსულოვნება ნუ
მოგეშალოთ, მშვიდობა გქონდეთ და თქვენთან იქნება სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი. |
11 |
ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ, განმტკიცენით, ნუგეშინის-ცემულ იქმნენით,
ნუგეშინის-სცემდით, მასვე ზრახევდით, მშჳდობასა ჰყოფდით; და ღმერთი სიყუარულისა და
მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა. |
12 |
მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ყველა წმიდა. |
12 |
მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა. გიკითხვენ თქუენ წმიდანი ყოველნი. |
13 |
მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სული წმიდისა ყველა
თქვენგანთან. ამინ. |
13 |
მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და სიყუარული ღმრთისა და მამისაჲ, და ზიარებაჲ
სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა. ამინ. |