1 |
ამიტომაც გადავწყვიტე, დამწუხრებული აღარ მოვსულიყავი თქვენთან.
|
1 |
და ესე ვსაჯე თავისა ჩემისა, რაჲთა არა კუალად მწუხარებით მოვიდე
თქუენდა. |
2 |
რადგანაც თუ მე გამწუხრებთ, მაშ, ვინღა გამახარებს, თუ
არა ის, ვინც ჩემს მიერ წუხს? |
2 |
რამეთუ უკუეთუ მე შეგაწუხნე თქუენ, და ვინ არს იგი,
რომელმან მახაროს მე, არა თუ მან, რომელი-იგი შეწუხებულ იყოს ჩემ მიერ? |
3 |
სწორედ ეს მოგწერეთ, რათა ჩემი მოსვლისას აღარა მქონდეს
წუხილი მათგან, ვის მიერაც უნდა მეხარა; რადგანაც ყველას გიცნობთ და
დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყოველი თქვენგანის სიხარულია. |
3 |
და მივწერე თქუენდა ესევე, რაჲთა არა, რაჟამს მივიდე,
მწუხარებაჲ მაქუნდეს, რომელთაგან ღირდა ჩემდა სიხარული; გესავ თქუენ
ყოველთა, რამეთუ სიხარული ჩემი თქუენ ყოველთაჲ არს. |
4 |
ვინაიდან ესოდენ დიდი მწუხარებით, გულისტკივილითა და
ცრემლების ფრქვევით იმიტომ კი არ გწერდით, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ
იმიტომ, რომ გეგრძნოთ, რა უსაზღვროა ჩემი სიყვარული თქვენდამი. |
4 |
რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა
მივწერე თქუენდა მრავლითა ცრემლითა, არა რაჲთა შესწუხნეთ, არამედ რაჲთა
სცნათ სიყუარული იგი გარდარეული, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ. |
5 |
ხოლო თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ,
რომ არ გადავაჭარბო, ნაწილობრივ ყველა თქვენგანიც. |
5 |
ხოლო უკუეთუ ვინმე შემაწუხა, არა მე შემაწუხა, არამედ
ზოგს-რაჲმე, რაჲთა არა დაგიმძიმო, - თქუენ ყოველთა. |
6 |
მის სასჯელად ისიცა კმარა, რომ დაიგმო მრავალთა მიერ. |
6 |
კმა-არს ეგევითარისა მის შერისხვაჲ ესე მრავალთაჲ. |
7 |
ასე რომ, პირიქით, გმართებთ უმალ მიუტევოთ და ანუგეშოთ,
რათა მეტისმეტ მწუხარებას არ მიეცეს. |
7 |
ხოლო აწ წინააღმდგომი უფროჲსღა თქუენდა მიმადლებად და
ნუგეშინის-ცემად, ნუუკუე უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი. |
8 |
ამიტომაც შეგაგონებთ, თქვენი სიყვარული დაუდასტუროთ. |
8 |
ამისათჳს გლოცავ თქუენ, განამტკიცეთ მის ზედა სიყუარული. |
9 |
მეც სწორედ ამიტომ მოგწერეთ, რომ გამომეცადეთ, რამდენად
მორჩილნი ხართ ყველაფერში. |
9 |
რამეთუ მი-ვე ამისთჳს-ვწერე, რაჲთა ვცნა გამოცდილებაჲ თქუენი, უკუეთუ ყოვლისათჳს-ძი
მორჩილ ხართა? |
10 |
ხოლო ვისაც რას მიუტევებთ, ასევე მეც; რადგან ვისაც რა მივუტევე, თქვენი გულისთვის
მივუტევე ქრისტეს წინაშე. |
10 |
ხოლო რაჲ-იგი მოჰმადლოთ თქუენ, და მეცა; და რამეთუ მეცა რაჲ-იგი მიმიმადლებიეს,
მი-ვე-მიმადლებიეს თქუენ ძლით წინაშე პირსა ქრისტესსა, |
11 |
რათა არ ვიძლიოთ სატანის მიერ, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია მისი ზრახვანი. |
11 |
რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ჩუენ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ. |
12 |
ხოლო მე, ტროას ჩასულმა ქრისტეს სახარებლად, - თუმცა კი გამეღო კარი უფლის მიერ, - |
12 |
ხოლო მო-რაჲ-ვედ ტროადად სახარებითა ქრისტესითა და კარი განმეღო მე უფლისა მიერ, |
13 |
ვერ მოვუპოვე ლხინება ჩემს სულს, რადგანაც ვერ შევხვდი იქ ჩემს ძმას ტიტეს;
ამიტომაც დავემშვიდობე მათ და მაკედონიისკენ გავწიე. |
13 |
არა მაქუნდა ლხინებაჲ სულისა ჩემისაჲ, რამეთუ არა ვპოვე მე ტიტე, ძმაჲ იგი ჩემი,
არამედ ვიჯმენ მათგან და გამოვედ მაკედონიად. |
14 |
მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვანიჭებს ძლევას ქრისტეს მიერ და ჩვენი
მეოხებით ავრცელებს ყველგან თავისი შემეცნების სურნელს; |
14 |
ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მარადის განმაცხადნის ჩუენ ქრისტეს მიერ და სული იგი
მეცნიერებისა მისისაჲ გამოაჩინის ჩუენ მიერ ყოველსა ადგილსა. |
15 |
რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე
დამდგართათვის. |
15 |
რამეთუ ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის და
წარწყმედულთა: |
16 |
ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ, ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი
სასიცოცხლოდ; სხვას ვის შესწევს ამისი ძალი? |
16 |
რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდილად და რომელთამე სულად ცხორებითი ცხორებად. და
ამის მიმართ ვინ-მე შემძლებელ არს? |
17 |
ვინაიდან მრავალთა მსგავსად როდი ვბღალავთ ღვთის სიტყვას, არამედ წრფელად, როგორც
ღვთისგან, ღვთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეს მიერ. |
17 |
რამეთუ არა ვართ ვითარცა-იგი მრავალნი ვაჭარ სიტყუასა მას ღმრთისასა, არამედ
ვითარცა წადიერებისაგან, არამედ ვითარცა ღმრთისაგან, წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ
ვიტყჳთ. |