1 |
ნუთუ ხელახლა უნდა წარმოგიდგინოთ თავი? ნუთუ ზოგიერთებივით წარდგენის წერილი
გვჭირდება თქვენდამი ან თქვენგან? |
1 |
კუალად ვიწყებთ თავთა თჳსთა წამებად. ანუ გჳჴმს-მე რაჲ, ვითარ-იგი ვიეთმე
საწამებელი წიგნი აქუს თქუენდა მიმართ ანუ თუ თქუენგან ეგრეთვე საწამებელი? |
2 |
ჩვენი წერილი თქვენა ხართ, ჩვენს გულებში ჩაწერილი,
ყოველი კაცისთვის გასაგები და მათ მიერვე წაკითხული. |
2 |
ანუ არა წიგნ ჩუენდა თქუენ ხართა უფლისა მიერ, დაწერილ
გულთა შინა ჩუენთა, უწყებულ და აღმოკითხულ ყოველთა მიერ კაცთა? |
3 |
თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენი
მეშვეობით შეთხზული და მელნით კი არა, ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა
ქვიფილაზე, არამედ ხორციელი გულის ფიცარზე. |
3 |
საცნაურ ქმნილ, რამეთუ ხართ წიგნ სამოციქულო ქრისტესა,
რომელი იმსახურა ჩუენ მიერ, დაწერილნი არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა
ცხოველისაჲთა, არა ფიცართა შინა ქვისათა, არამედ ფიცართა შინა გულისა
ჴორციელისათა. |
4 |
ასეთი ნდობა გვაქვს ქრისტეს მიერ ღვთის მიმართ. |
4 |
ხოლო სასოებაჲ ესევითარი გუაქუს ქრისტეს მიერ ღმრთისა
მიმართ. |
5 |
იმიტომ კი არა, ვითომ შეგვეძლოს ჩვენით ვიაზრებდეთ რამეს,
თითქოს ღვთისაგან კი არა, ჩვენგანვე გვქონდეს ამის უნარი; |
5 |
არა თუ თავით თჳსით შემძლებელ ვართ შერაცხად რასმე,
რეცათუ ჩუენგან, არამედ შეძლებაჲ ჩუენი ღმრთისაგან არს, |
6 |
არა, ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის
მსახურნი ვიყოთ; არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული
აცოცხლებს. |
6 |
რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა ჩუენ მსახურებად ახლისა
შჯულისა, არა წიგნისა, არამედ სულისა, რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული
აცხოვნებს. |
7 |
და თუ მსახურება სიკვდილისა, ქვაზე ასოებივით გამოსახული,
იმდენად სასახელო იყო რომ ისრაელის ძენი თვალს ვერ უსწორებდნენ მოსეს
სახეს, მისი დიდებული იერის გამო, რომელიც, თავისი დიდებულების მიუხედავად,
მაინც წარმავალი გახლდათ, - |
7 |
ხოლო უკუეთუ მსახურებაჲ იგი სიკუდილისაჲ, წიგნითა
გამოსახული ფიცართა შინა, იქმნა დიდებულ, ვიდრეღა ვერ შემძლებელ იყვნეს
ძენი ისრაჱლისანი თუალთა შედგმად პირსა მოსესსა დიდებითა მით პირისა
მისისაჲთა, რომელ განქარვებად იყო, |
8 |
რამდენად უფრო სასახელი იქნება სულის მსახურება დიდებით? |
8 |
რაოდენ-მე არა უფროჲს მსახურებაჲ იგი სულისაჲ იყოს
დიდებით? |
9 |
რადგანაც, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო
მეტი იქნება დიდება სამართლიანობის მსახურებისა, |
9 |
რამეთუ უკუეთუ მსახურებაჲ იგი დაშჯისაჲ დიდება, რაოდენ უფროჲს აღემატოს მსახურებაჲ
იგი სიმართლისაჲ დიდებითა. |
10 |
იმდენად, რომ იმ დიდებას აღარც კი ეთქმის დიდება ამ უზენაეს დიდებასთან შედარებით. |
10 |
და რამეთუ არღა დიდებულ არს დიდებადი იგი ამით ჯერითა გარდარეულისა მისთჳს
დიდებისა. |
11 |
ვინაიდან თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად უფრო მეტია დიდება წარუვალისა. |
11 |
რამეთუ უკუეთუ განქარვებადი იგი იყო დიდებით, რაოდენ უფროჲს, რომელი-იგი ჰგიეს
დიდებით. |
12 |
ამიტომ ასეთი სასოების მქონენი უფრო თამამად ვმოქმედებთ, |
12 |
ვინაჲთგან უკუე გუაქუს ესევითარი სასოებაჲ, მრავალი გაცხადებულებაჲ ვიჴუმიოთ. |
13 |
და არა როგორც მოსე, რიდე რომ ჩამოიფარა სახეზე, რათა ისრაელის ძეთ არ ეხილათ
დასასრული წარმავალისა. |
13 |
და არა ვითარ-იგი მოსე საფარველი დაიბურის პირსა თჳსსა, რაჲთა არა ხედვიდენ ძენი
ისრაჱლისანი დასასრულსა მას განქარვებისასა. |
14 |
მაგრამ დაჩლუნგდა მათი გონება, რადგანაც იგივე რიდე, ძველი აღთქმის კითხვისას,
დღემდე ჩამოუხსნელი რჩება, ვინაიდან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი. |
14 |
არამედ დაბრმეს გონებანი მათნი, რამეთუ ვიდრე დღენდელად დღედმდე იგივე საბურველი
საკითხავსა მას ზედა ძუელისა შჯულისასა ჰგიეს აღუძარცუელად, რამეთუ ქრისტეს მიერ
განქარდების. |
15 |
ასე რომ, დღემდე, მოსეს კითხვისას, იგივე რიდე უბურავთ გულს. |
15 |
არამედ დღენდელად დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთჳს, საბურველი გულსა მათსა
ძეს. |
16 |
მაგრამ როცა უფლის მიმართ მიიქცევიან, ჩამოეხსნებათ საბურველი. |
16 |
ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუვის საბურველი იგი. |
17 |
უფალი სულია, ხოლო სადაც უფლის სულია, იქვეა თავისუფლება. |
17 |
ხოლო უფალი სულ არს; ხოლო სადა სული უფლისაჲ, მუნ აზნაურებაჲ არს. |
18 |
ჩვენ კი, დაუბურავი სახით რომ ვჭვრეტთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ
გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან. |
18 |
ხოლო ჩუენ ყოველნი განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით, მასვე ხატსა
მივიცვალებით დიდებითი დიდებად, ვითარცა-იგი უფლისაგან სულად. |