1 |
ხოლო ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ: ამაოდ არ მიიღოთ ღვთის მადლი.
|
1 |
ხოლო თანა-შეგეწევით და გლოცავთ, რაჲთა არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისაჲ შეიწყნაროთ
თქუენ. |
2 |
რადგანაც ამბობს: „შეწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის
დღეს შეგეწიე“. აჰა, ესაა შეწყალების ჟამი; აჰა, ესაა ხსნის დღე. |
2 |
რამეთუ იტყჳს: ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი და
დღესა ცხორებისასა შეგეწიე შენ. აჰა ესერა, აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაჲ,
აჰა ესერა აწ არს დღე იგი ცხორებისაჲ. |
3 |
ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ
დაიგმოს მსახურება. |
3 |
ნურაჲვინ ნურარაჲთ ნუცა ერთსა დაბრკოლებასა ვის სცემთ,
რაჲთა არა იგმოს მსახურებაჲ ეგე თქუენი, |
4 |
არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს:
მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში, |
4 |
არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი, ვითარცა
ღმრთისა მსახურთა, მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა, იწროებათა
შინა |
5 |
გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში,
მარხვაში, |
5 |
და ტანჯვათა, პყრობილებათა შინა და შფოთებათა, შრომითა და
მღჳძარებითა, მარხვითა |
6 |
სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული
წმიდაში, უპირფერო სიყვარულში, |
6 |
და სიწმიდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა,
სიტკბოებითა და სულითა წმიდითა, სიყუარულითა შეუორგულებელითა, |
7 |
ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის
საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში, |
7 |
სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, ძალითა ღმრთისაჲთა,
საჭურველითა მით სიმართლისაჲთა მარჯუენისაჲთა და მარცხენისაჲთა, |
8 |
სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს
მაცთურნი, მაგრამ მართალნი. |
8 |
დიდებითა და გინებითა, გმობითა და ქებითა; ვითარცა
მაცთურნი და ჭეშმარიტნი; |
9 |
თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი,
მაგრამ ცოცხალხი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი; |
9 |
ვითარცა უცნაურნი და საცნაურნი; ვითარცა მოსიკუდიდნი, და აჰა ესერა ცხოველ ვართ;
ვითარცა სწავლულნი, და არა სიკუდიდნი; |
10 |
თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა
მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი. |
10 |
ვითარცა მწუხარენი, და მარადის გჳხარის; ვითარცა გლახაკნი, და მრავალთა
განვამდიდრებთ; ვითარცა არარაჲ გუაქუს, და ყოველივე გუაქუს. |
11 |
ჩვენი ბაგენი თქვენთვის მეტყველებენ, კორინთელნო, და თქვენთვისვე გვაქვს გახსნილი
გული. |
11 |
პირი ჩუენი აღებულ არს თქუენდა მიმართ, კორინთელნო, და გული ჩუენი განვრცომილ არს. |
12 |
ვიწროდ როდი ხართ ჩვენში, მაგრამ ვიწროებაა თქვენსავე გულში. |
12 |
არა შეიწრებულ ხართ ჩუენ მიერ, არამედ შეიწრებულ ხართ ნაწლევთაგან თქუენთა. |
13 |
თანაბარი ნაცვლისგებისთვის მოგმართავთ, როგორც შვილებს: თქვენც განივრცენით. |
13 |
მასვე სასყიდლის კუალად-გებასა, ვითარცა შვილთა გეტყჳ: განვრცენით თქუენცა. |
14 |
ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს
სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის? |
14 |
ნუ იქმნებით თანა-მეუღლე ურწმუნოთა, რამეთუ რაჲ მოყუსება არს სიმართლისა და
უშჯულოებისა? ანუ რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისა და ბნელისა? |
15 |
რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? |
15 |
ანუ რაჲ შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაჲ ნაწილ უც მორწმუნესა
ურწმუნოჲსა თანა? |
16 |
რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა,
როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი
ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. |
16 |
ანუ რაჲ სწორება არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა? რამეთუ თქუენ ტაძარნი ღმრთისა
ცხოველისანი ხართ, ვითარცა თქუა ღმერთმან: დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის და
ვიყო მე მათა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად. |
17 |
ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე
შეგიწყნარებთ თქვენ. |
17 |
ამისთჳს გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით, იტყჳს უფალი, და არა-წმიდასა ნუ
შეეხებით, და მე შეგიწყნარნე თქუენ. |
18 |
მე ვიქნები თქვენი მამა, ხოლო თქვენ იქნებით ჩემი ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი
ყოვლისმპყრობელი. |
18 |
და ვიყო მე თქუენდა მამა და თქუენ იყვნეთ ჩემდა ძეებ და ასულებ, იტყჳს უფალი
ყოვლისა მპყრობელი. |