1 |
რაც შეეხება წმიდათა სამსახურს, ამის თაობაზე ზედმეტად მიმაჩნია მოგწეროთ რამე. |
1 |
რამეთუ მსახურებისა მისთჳს წმიდათაჲსა ნამეტნავ არს ჩემდა მიწერად თქუენდა. |
2 |
რადგანაც ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიქადი კიდეც ამას
მაკედონელთა წინაშე: აქაია შარშანდელს აქეთ მზადაა-მეთქი. და თქვენმა
გულმოდგინებამ აღძრა მრავალნი. |
2 |
რამეთუ ვიცი გულს-მოდგინებაჲ თქუენჲ, რომელი-იგი თქუენთჳს
ვიქადე მაკედონელთა თანა, ვითარმედ აქაიაჲ განმზადებულ არს შრანდითგან, და
თქუენმან მან შურმან აღაბაძვნა მრავალნი. |
3 |
ძმები კი იმიტომ წარმოგვგზავნე, რომ არ გაცუდდეს ჩემი
სიქადული თქვენით და, როგორც ვთქვი, მართლაც მზად იყოთ, |
3 |
ხოლო მივავლინენ ძმანი, რაჲთა არა სიქადული იგი ჩუენი
თქუენთჳს ცუდ იყოს ამის ჯერისათჳს, რაჲთა, ვითარცა-იგი ვიტყოდე,
განმზადებულ იყვნეთ. |
4 |
რათა, ჩემთან ერთად რომ მოვლენ მაკედონელნი, მოუმზადებელი
არ დახვდეთ, თორემ თქვენ კი არა, ჩვენ შევრცხვებით, რაკიღა ასე დაბეჯითებით
დავიქადეთ. |
4 |
ნუ-უკუე, მო-რაჲ-ვიდენ ჩემ თანა მაკედონელნი და გპოვნენ
თქუენ განუმზადებელნი, მრცხუენოდის ჩუენ, რაჲთა არა გეტყოდით თქუენ, - ამის
ჯერისათჳს სიქადულისა. |
5 |
ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისთვის, რომ
მოსულიყვნენ და გაემზადებინათ თქვენს მიერ აღთქმული ძღვენი, რათა მზად -
ყოფილიყო, როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება. |
5 |
უმჯობესად უკუე შევჰრაცხე, რაჲთა ვევედრო ძმათა, რაჲთა
წინაწარ მივიდენ თქუენდა და წინაწარ განგაკრძალნენ და დაამტკიცონ პირველ
აღთქუმული იგი ევლოგიაჲ თქუენი, რაჲთა ესე განმზადებულ იყოს, ვითარცა
ევლოგიაჲ და არა ვითარცა ანგაჰრებაჲ. |
6 |
ამასაც გეტყვით: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის,
ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის. |
6 |
ხოლო ესე: რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს,
და რომელმან სთესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს. |
7 |
ყველამ გაიღოს გულის კარნახით და არა მწუხარებითა თუ
ძალდატანებით, ვინაიდან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს. |
7 |
კაცად-კაცადსა ვითარცა გამოურჩევიეს გულითა, ნუ
მწუხარებით, ნუცა უნებლებით; რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა. |
8 |
ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რათა
ყოველთვის და ყველაფერში ყოველივე საკმაოდ გქონდეთ და, ამრიგად, ამრავლოთ
თქვენი კეთილი საქმე. |
8 |
ხოლო ძალ-უც ღმერთსა ყოველივე საჴმარი გარდამატებად
თქუენდა, რაჲთა ყოველსა შინა მარადის ყოველივე უნაკლულოდ გაქუნდეს, და
ჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა. |
9 |
როგორც დაწერილია: „გაანიავა, მისცა გლახაკებს; სიმართლე
მისი წარუვალია უკუნისამდე“. |
9 |
ვითარცა წერილ არს: განაბნია და მისცა იგი გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს
უკუნითი უკუნისამდე. |
10 |
ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს - საზრდოდ, ზღვად აქცევს თქვენს
ნათესსაც და ამრავლებს თქვენი სიმართლის ნაყოფს, |
10 |
ხოლო რომელმან იგი მოსცის თესლი მთესვარსა და პური საზრდელად, მოგეცინ და
განამრავლენ თესლი თქუენი და აღაორძინენ ნაყოფი სიმართლისა თქუენისაჲ. |
11 |
რათა ყველაფრით გამდიდრდეთ ყოველგვარი გულუხვობისთვის, ჩვენი მეშვეობით რომ გადებს
მადლიერებას ღვთის მიმართ. |
11 |
ყოველსა შინა განგამდიდრენინ ყოვლითა უხუებითა, რომელი-იგი შეიქმნების ჩუენ მიერ
სამადლობელად ღმრთისა. |
12 |
რადგანაც ამ საქმის სამსახური არა მარტო შეავსებს წმიდათა ნაკლულებას, არამედ ღვთის
მიმართ მადლიერებასაც ამრავლებს, |
12 |
რამეთუ მსახურებაჲ ესე შესაწირავისაჲ ამის არა თუ აღმავსებელ ხოლო არს
ნაკლულევანებისა მის წმიდათაჲსა, არამედ აღმატებაცა მრავალთათჳს სამადლობელად
ღმრთისა. |
13 |
რამდენადაც ამ სამსახურის გამოცდილებით ადიდებენ ღმერთს, როცა იხილავენ თქვენს
მორჩილებას ქრისტეს სახარების აღსარებისას და თქვენი ურთიერთობის სიწრფელეს არა
მარტო მათდამი, არამედ ყველას მიმართაც; |
13 |
გამოცდილებითა მით ამის მსახურებისაჲთა ადიდებდით ღმერთსა, დამორჩილებითა მით
აღსარებისა თქუენისაჲთა სახარებასა მას ქრისტესსა და უხუებითა მით ზიარებისაჲთა
მათდა მიმართ და ყოველთა. |
14 |
და თქვენზე მლოცველნი თავიანთ სიყვარულს არ მოგაკლებენ ღვთის მადლის გამო, ესოდენ
უხვად რომ გადმოსულა თქვენზე. |
14 |
და მათი იგი ლოცვაჲ თქუენთჳს, ჰსურის მათ თქუენდა გარდარეულისა მისთჳს მადლისა
ღმრთისა, რომელ არს თქუენ ზედა. |
15 |
მადლობა ღმერთს მისი ენათუთქმელი საბოძვრის გამო. |
15 |
ხოლო მადლი ღმერთსა გამოუთქუმელთა მათ ნიჭთა მისთა ზედა. |