1 |
ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი. |
1 |
ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკუანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი. |
2 |
რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლის
მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი,
უმადურნი, უღირსნი, |
2 |
და იყვნენ კაცნი თავის მოყუარე, ვეცხლის მოყუარე, ლაღ,
თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ, |
3 |
კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი,
გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი, |
3 |
უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ,
დაუმშჳდებელ, კეთილის მოძულე, |
4 |
გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის
მოყვარენი, ვიდრე ღმრთისა, |
4 |
შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის
მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე. |
5 |
მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის
უარმყოფელნი; ამნაირთაგან შორს დაიჭირე თავი. |
5 |
აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალსა მისსა
უარ-ჰყოფდენ. და ამათგანცა განეშორე. |
6 |
სწორედ ისინი არიან, ზაკვით რომ იპარებიან სახლებში და
ატყვევებენ ცოდვებით დამძიმებულსა და სხვადასხვა ვნებით შეპყრობილ ქალებს; |
6 |
რამეთუ ამათგანნი არიან, რომელნი შევლენან სახლებსა და
გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა, მოიპოვებენ გულის თქუმათა
თჳთო-სახეთა |
7 |
ერთავად რომ სწავლობენ, მაგრამ ვერასგზით ვერ აღწევენ
ჭეშმარიტების შემეცნებას. |
7 |
და ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა
ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლად. |
8 |
როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე
ესენიც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას: გონებაგახრწნილი კაცნი, რწმენაში
უმეცარნი. |
8 |
ვითარცა-იგი იანე და იამბრე უჴდებოდეს მოსეს, ეგრეთცა
ესენი უჴდებიან ჭეშმარიტებასა, კაცნი განხრწნილნი გონებითა, გამოუცდელნი
სარწმუნოებითა. |
9 |
მაგრამ ამას იქით ვეღარსად წავლენ, რადგან ამათი უმეცრება
ისევე ცხადი გახდება ყველასთვის, როგორც იმათი. |
9 |
გარნა არა წარემატნენ უფროჲს, რამეთუ უგუნურებაჲ მათი ცხად იყოს ყოველთადა,
ვითარცა-იგი მათი იყო. |
10 |
შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, ზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას,
სიყვარულს, მოთმინებას, |
10 |
ხოლო შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღურებასა, გულს-მოდგინებასა, სარწმუნებასა,
სულგრძელებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა, |
11 |
დევნილობას, ვნებას, რაც დავითმინე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრეში, მაგრამ
ყველაფრისგან მიხსნა უფალმა. |
11 |
დევნულებათა, ვნებათა, რაოდენი შემემთხჳა მე ანტიოქიას შინა, იკონიას, ლუსტრას;
რაოდენნი დევნანი დავითმინენ, და ყოველთაგან მიჴსნა მე უფალმან. |
12 |
ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება. |
12 |
და ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხორებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ,
იდევნენ. |
13 |
უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც
შეცდებიან. |
13 |
ხოლო უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძჳრესისა მიმართ, აცთუნებდენ და
სცთებოდიან. |
14 |
შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია; გახსოვდეს, ვის მიერ ხარ
განსწავლული. |
14 |
ხოლო შენ დაადგერ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს და გრწმენა, უწყი, ვისგან
გისწავიეს; |
15 |
თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს,
რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით. |
15 |
და რამეთუ სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი, რომელნი შემძლებელ არიან განბრძნობად
შენდა ცხორებისათჳს სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა. |
16 |
მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო-სასწავღად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და
სიმართლის შესაგონებლად, |
16 |
ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და
განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა, |
17 |
რათა ღვთის კაცი სრულქმნილი იყოს, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული. |
17 |
რაჲთა აწვე იყოს ღმრთისა იგი კაცი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებულ. |