ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ამრიგად, მოგიწოდებ ღვთისა და უფალ ქრისტე იესოს წინაშე, თავისი გამოცხადებით და სასუფევლით რომ განიკითხავს ცოცხალთაც და მკვდართაც, |
1 | ვწამებ მე წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა, რომელმან განსაჯნეს ცხოველნი და მკუდარნი გამოჩინებისაებრ მისისა და სუფევისა მისისა. |
2 | იქადაგე სიტყვა, თავს ადექ დროულად თუ უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი დიდსულოვნებით და სწავლებით, | 2 | ქადაგე სიტყუაჲ, ზედა-ადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც ყოვლითა სულგრძელებითა და მოძღურებითა. |
3 | რადგანაც მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას, | 3 | რამეთუ იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამას მოძღურობასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულის თქუმისაებრ თავისა თჳსისა შეიკრებდენ მოძღუართა ქავილითა ყურთაჲთა; |
4 | ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან. | 4 | და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თჳსნი გარე-მიიქცინენ და ზღაპრებასა მიექცენ. |
5 | მაგრამ შენ ყოველ წამს ფხიზლად იყავი, დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე და კეთილად აღასრულე შენი მსახურება. | 5 | ხოლო შენ ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, ძჳრსა იხილევდ, საქმე ქმენ მახარებელისაჲ, მსახურებაჲ შენი კეთილად აღასრულე. |
6 | რადგან მე უკვე გამზადებული ვარ სამსხვერპლოდ და ახლოვდება ჩემი მიქცევის ჟამი. | 6 | რამეთუ მე აწ ესერა შევიწირვი, და ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაჲ მოიწია. |
7 | კეთილი ღვაწლით მიღვაწნია, სარბიელი გამილევია, რწმენა შემინახავს, | 7 | ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს. |
8 | ამიერიდან მიმელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს მე მართლად განმკითხე უფალი იმ დღეს, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიყვარა მოვლინება მისი. | 8 | ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი. |
9 | ეცადე მალე მოხვიდე ჩემთან. | 9 |
ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე, |
10 | რადგანაც დემასმა მიმატოვა, შეიყვარა ეს საწუთრო და თესალონიკეში წავიდა, კრესკე - გალატეას, ტიტე - დალმაციას; ლუკაღა დარჩა ჩემთან. | 10 | რამეთუ დიმა დამიტევა მე და შეიყუარა სოფელი ესე და წარვიდა თესალონიკედ, კრისტე - გალატიად, ტიტე - დალმატიად, ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა. |
11 | მარკოზი დასძარი და წამოიყვანე, რადგანაც მსახურებისთვის მჭირდება. | 11 | მარკოზ აღადგინე და მოიყვანე შენ თანა, რამეთუ საჴმარ არს იგი ჩემდა მსახურებასა. |
12 |
ტიქიკოსი ეფესოს წარვგზავნე. |
12 | ტჳქიკოს წარავლინე ეფესოდ. |
13 | როცა წამოხვალ, მოსასხამი წამომიღე, ტროაში, კარპესთან რომ დავტოვე; აგრეთე წიგნები, მეტადრე ტყავზე ნაწერი. | 13 | ფელონი, რომელ დაუტევე ტროადას კარპოსს თანა, მო-რაჲ-ხჳდოდი, მოიღე და წიგნებიცა იგი, უფროჲსღა წიგნის ტყავები. |
14 | ალექსანდრე მჭედელმა სიცოცხლე გამიმწარა, მისი საქმისამებრ მიაგებს მას უფალი. | 14 | ალექსანდრე მჭედელმან მრავალი ბოროტი შემაჩუენა მე. მიაგოს მას უფალმან საქმეთა მისთაებრ. |
15 | შენც ერიდე, რადგანაც თავგამოდებით აღუდგა წინ ჩვენს სიტყვებს. | 15 | რომელსა შენცა ეკრძალე, რამეთუ ფრიად წინა-აღუდგა იგი ჩუენთა სიტყუათა. |
16 | ჩემი პირველი თავის მართლებისას არავინ ამომიდგა მხარში, არამედ ყველამ მიმატოვა. ნუ მიეთვლება მათ. | 16 | პირველსა მას სიტყჳს-გებასა ჩემსა არავინ თანა-დამიდგა მე, არამედ ყოველთა დამიტევეს მე. ნუ შეერაცხებინ მათ. |
17 | მაგრამ უფალი დამიდგა გვერდით და განმამტკიცა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და ესმინა ყველა წარმართს; ასე დავაღწიე თავი ლომის ხახას. | 17 | ხოლო უფალი თანა-დამიდგა და განმაძლიერა მე, რაჲთა ჩემ მიერ ქადაგებაჲ ესე აღესრულოს და ესმეს ყოველთა წარმართთა, და განვერი პირისაგან ლომისა. |
18 | უფალივე დამიხსნის ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს თავის ზეციურ სასუფეველში. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ. | 18 | და მიჴსნეს მე უფალმან ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და მაცხოვნოს მე სასუფეველსა მისსა ზეცათასა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნუთი უკუნისამდე. ამინ. |
19 | მომიკითხე პრისკილა და აკვილა, აგრეთვე ონესიფორეს სახლი. | 19 | კითხვაჲ არქუ პრისკილას და აკჳლას და ონესიფორეს სახლსა. |
20 | ერასტოსი კორინთოში დარჩა, ტროფიმე კი ავადმყოფი დავტოვე მილეტში. | 20 | ერასტოს დადგა კორინთეს შინა; ხოლო ტროფიმე დაუტევე მელიტონს შინა უძლური. |
21 | ეცადე ზამთარს დაასწრო მოსვლა. მოგიკითხავენ ევბულე, პუდე, ლიმოსი, კლავდია და ყველა ძმანი. | 21 |
ისწრაფე ზამთრისა წინა მოსლვად. გიკითხვენ შენ ევვულოს და პუდის და ლინოს და კლავდია და ძმანი ყოველნი. |
22 | უფალი იყოს შენს სულთან, მადლი თქვენდა. ამინ. | 22 | უფალი იესუ ქრისტე სულისა შენისა თანა. მადლი ჩუენ თანა. ამინ. |