1 |
უხუცესი - საყვარელ გაიუსს, რომელიც მიყვარს ჭეშმარიტებით. |
1 |
მოხუცებული გაიოზს საყუარელსა, რომელი მიყუარს მე ჭეშმარიტებით. |
2 |
საყვარელო, ვლოცულობ, რომ კეთილად გევლოს და კარგად იყო,
როგორც კეთილად ვალს შენი სული. |
2 |
საყუარელო, ყოვლისათჳს გლოცავ შენ წარმართებად და
მშჳდობად, ვითარცა-ეგე წარუმართებიეს სულსა შენსა. |
3 |
რადგანაც დიდად გავიხარე, როცა მოვიდნენ ძმები და
მიმოწმეს შენი ჭეშმარიტება, თუ როგორ დადიხარ ჭეშმარიტებით. |
3 |
რამეთუ ფრიად განვიხარე მომავალთაგან ძმათა, რომელნი
წამებდეს ჭეშმარიტებისა შენისათჳს, ვითარ-იგი შენ ჭეშმარიტებით ხუალ. |
4 |
რა უნდა იყოს ჩემთვის უფრო სასიხარულო, ვიდრე იმის
გაგება, თუ როგორ დადიან ჭეშმარიტებით ჩემი შვილები. |
4 |
სხუაჲ უფროჲსი სიხარული ამისსა არა მაქუს, რაჲთა მესმოდის
შვილთა ჩემთა ჭეშმარიტებით სლვაჲ. |
5 |
საყვარელო, ერთგულად აკეთებ ყველაფერს, რასაც აკეთებ
ძმებისა და უცხოთათვის, |
5 |
საყუარელო, სარწმუნოდ ჰყოფ, რომელსა-ეგე იქმ ძმათა მიმართ
და უცხოთა, |
6 |
ეკლესიის წინაშე რომ გვიმოწმეს შენი სიყვარული; კარგს
იზამ, თუ ისე წარგზავნი მათ, როგორც შეშვენის შენს ღვთისმსახურებას. |
6 |
რომელთა წამეს სიყუარულისა შენისათჳს წინაშე ეკლესიათა,
რომელთასა კეთილად ჰყოფ, წარ-რაჲ-ჰგზავნი მათ ღირსად ღმრთისა. |
7 |
რადგანაც მისი სახელისათვის გამოემართნენ და არაფერი
წამოუღიათ წარმართთაგან. |
7 |
რამეთუ სახელისა მისისათჳს გამოვიდეს და არარაჲ გამოიღეს
წარმართთაგან. |
8 |
ხოლო ჩვენ გვმართებს შევიწყნაროთ ამნაირნი, რათა შევეწიოთ
ჭეშმარიტებას. |
8 |
ხოლო ჩუენდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ ეგევითართაჲ მათ, რაჲთა
თანა-შემწე ვექმნეთ ჭეშმარიტებასა. |
9 |
ეს მივწერე ეკლესიებსაც, მაგრამ დიოტროფე, პირველობას რომ
იჩემებს მათ შორის, არ გვიღებს ჩვენ. |
9 |
მივწერე ესე ეკლესიისა, არამედ მთავრობის მოყუარე იგი მათი დიოტროფე არა
შემიწყნარებს ჩუენ. |
10 |
ამიტომ, თუ მივალ, შევახსენებ მის საქმეებს, უკეთური სიტყვით რომ გვიხსენიებს, და
ამასაც არ სჯერდება: თვითონ ხომ არ ღებულობს ძმებს, მაგრამ მათი მიმღების
მსურველთაც უკრძალავს ამას და ეკლესიიდან აძევებს მათ. |
10 |
ამისთჳს უკუეთუ მოვიდე, მოვაჴსენნე მას საქმენი მისნი, რომელთა იქმს სიტყჳთა
ბოროტითა, გუგმობს ჩუენ და არა კმა-იყოფს ამას ზედა, არამედ არცა იგი შეიწყნარებს
ძმათა და რომელთა ჰნებავს შეწყნარების, მათცა აყენებს და კრებულისაგან განასხამს. |
11 |
საყვარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტს, არამედ კეთილს მიჰბაძე, ვინაიდან კეთილისმოქმედი
ღვთისაგან არის, ბოროტმოქმედს კი არ უხილავს ღმერთი. |
11 |
საყუარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტსა მას, არამედ კეთილსა, რამეთუ კეთილის მოქმედი
ღმრთისაგან არს, ხოლო ბოროტის მოქმედსა მას არა უხილავს ღმერთი. |
12 |
დიმიტრის არა მარტო ყველა უმოწმებს, არამედ თვით ჭეშმარიტებაც; ჩვენც ვმოწმობთ და
იცით, რომ ჩვენი მოწმობა ჭეშმარიტია. |
12 |
დიმიტრი წამებულ არს ყოველთაგან და თჳთ მის ჭეშმარიტებისაგანცა ჩუეცა ვწამებთ და
იცით, რამეთუ წამებაჲ ჩუენი ჭეშმარიტ არს. |
13 |
ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არ მინდა მელნითა და კალმით მოგწერო. |
13 |
მრავალი მინდა მიწერად შენდა, არამედ არა მნებავს მელნითა და კალმითა მიწერად
შენდა. |
14 |
რადგანაც იმედი მაქვს რომ მალე გნახავ და პირისპირ ვილაპარაკებთ |
14 |
რამეთუ ვესავ ადრე ხილვასა შენსა და პირისპირ ვიტყოდით. |
15 |
მშვიდობა შენდა. მოგიკითხავენ მეგობრები. სათითაოდ გადაეცი მოკითხვა ჩვენს
მეგობრებს. |
15 |
მშჳდობაჲ შენდა! გიკითხვენ შენ მეგობარნი. კითხვაჲ არქუ მოყუარეთა ჩუენთა სახელით. |