1 |
შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, კარი გაიღო ცაში, და ხმამ, რომელიც
თავდაპირველად ჩამესმა, როგორც ხმა საყვირისა, მითხრა: ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც
უნდა მოხდეს ამის შემდეგ. |
1 |
შემდგომად ამისა ვიხილე, და აჰა კარი განღებული ცათა შინა, და ჴმაჲ იგი, რომელ
მესმა პირველ, ვითარცა საყჳრისაჲ, მეტყოდა მე, ვითარმედ: აღმოვედ აქა, და გიჩუენო,
რაჲ-იგი ყოფად არს შემდგომად ამისა. |
2 |
მყისვე ატაცებულ ვიქმენ სულის მიერ; და, აჰა, ტახტი იდგა
ცაში, ხოლო ტახტზე იყო მჯდომარე. |
2 |
მეყსეულად ვიქმენ სულითა, და აჰა დგა საყდარი ცათა შინა
და საყდარსა ზედა მჯდომარე. |
3 |
მჯდომარე იასპისა და სარდიონის ქვას ჰგავდა სახით, ტახტს
კი გარს ადგა ცისარტყელა, ზურმუხტის მსგავსი. |
3 |
და მჯდომარე იგი იყო მსგავსი ქვასა მას იასპსა და
სარდიონსა; და ირისე იყო გარემო საყდრისა მის, და ეგრეთვე ხილვაჲ
სამარაგდეთაჲ. |
4 |
ტახტის გარშემო ოცდაოთხი ტახტი და მათზე მსხდომარე
ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ სპეტაკი სამოსი და თავს ედგათ ოქროს
გვირგვინნი. |
4 |
გარემო საყდრისა საყდარნი ოც და ოთხნი, და საყდართა მათ
ზედა ოც და ოთხნი მღდელნი მსხდომარენი, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკითა, და
თავთა მათთა ზედა გჳრგჳნნი ოქროჲსანი. |
5 |
ხოლო ტახტიდან გამოდიოდნენ ელვანი, გრგვინვა და გრიალი,
ტახტის წინ კი ენთო შვიდი ლამპარი ვერცხლისა, რომლებიც არიან ღვთის შვიდი
სული. |
5 |
და საყდრისა მისგან გამოვლენ ელვანი და ჴმანი და ქუხილნი;
და შჳდნი ლამპარნი ცეცხლისანი იწუებოდეს წინაშე საყდარსა მისსა, რომელნი
არიან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი. |
6 |
ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა,
ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ კი - ოთხი ცხოველი, წინიდანაც და უკნიდანაც
თვლებით სავსენი. |
6 |
და წინაშე საყდარსა მისსა, ვითრაცა ზღუაჲ ჭიქისაჲ,
მსგავსი ბროლისაჲ; და შორის საყდრისა და გარემო საყდრისა ოთხნი ცხოველნი,
სავსენი თუალითა წინაჲთ და უკუანაჲთ. |
7 |
პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა, მეორე - კუროს, მესამეს
კაცის სახე ჰქონდა, ხოლო მეოთხე იყო მფრინავი არწივის მსგავსი. |
7 |
და პირველი იგი ცხოველი მსგავსი იყო ლომისაჲ, და მეორე
ცხოველი მსგავსი იყო კუროჲსაჲ, და მესამესა ცხოველსა აქუნდა პირი კაცისაჲ,
და მეოთხე მსგავსი არწივსა მფრინვალესა. |
8 |
ამ ოთხი ცხოველიდან თვითეულს ექვსი ფრთა ესხა, შიგნიდან
თვლებით სავსენი. არც დღისით და არც ღამით არა აქვთ მოსვენება, არამედ
ღაღადებენ: წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც
იყო, არის და მოვა. |
8 |
და ოთხთა მათ ცხოველთა თითოეულსა აქუნდეს ექუსნი ფრთენი
გარემო, და შინაგან სავსე არიან თუალითა. და განსუენებაჲ არა აქუს დღე და
ღამე, არამედ იტყჳან: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი ღმერთი,
ყოვლისა მპყრობელი, რომელი იყო და რომელი არს და რომელი მომავალ არს. |
9 |
და როცა ცხოველნი დიდებას, პატივს და მადლიერებას
მიაგებენ ტახტზე მჯდომარეს, რომელიც ცოცხალია უკუნითი უკუნისამდე, |
9 |
და რაჟამს მისცენ ცხოველთა მათ დიდებაჲ და პატივი და მადლობაჲ მჯდომარესა მას
საყდარსა ზედა, რომელი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, |
10 |
ოცდაოთხი უხუცესი დაემხობა ტახტზე მჯდომარის წინაშე და თაყვანს სცემენ ცოცხალს
უკუნითი უკუნისამდე, ტახტის წინ ყრიან თავიანთ გვირგვინებს და ამბობენ: |
10 |
დავარდებიან ოც და ოთხნი იგი მღდელნი წინაშე საყდარსა ზედა მჯდომარისა მის და
თაყუანის-სცემენ მას, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, და დასხმენ
გჳრგჳნთა მათთა წინაშე საყდრისა მის და იტყჳან: |
11 |
ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ
ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ. |
11 |
ღირს ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო წმიდაო, მიღებად დიდებისა და პატივისა და
ძლიერებისა, რამეთუ შენ დაჰბადენ ყოველნივე, და ნებითა შენითა იყვნეს და დაიბადნეს. |