1 |
ღმერთი, რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს
წინასწარმეტყველთა პირით, |
1 |
მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე ღმერთი ეტყოდა მამათა წინაწარმეტყუელთა
მიერ, ხოლო უკუანაჲსკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ თჳსისა, |
2 |
ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ,
რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა
საუკუნენი, |
2 |
რომელი-იგი დაადგინა მკჳდრად ყოველთა, რომლისაგანცა
შექმნნა საუკუნენი, |
3 |
რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების
აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი და, ცოდვებისგან
ჩვენი განწმედის შემდეგ, ზესკნელს სიდიადის მარჯვნივ მჯდომელი, |
3 |
რომელი-იგი არს ბრწყინვალებაჲ დიდებისაჲ და ხატი
ძლიერებისა მისისაჲ, უტჳრთვან ყოველნივე სიტყჳთა მით ძლიერებისა მისისაჲთა,
თავისა მიერ თჳსისა განწმედაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ ყო; და დაჯდა იგი მარჯუენით
სიმდიდრესა მისსა მაღალთა შინა; |
4 |
ანგელოზებზე იმდენადვე უზენაესი, რამდენადაც მათზე
უდიადესი დაიმკვიდრა სახელი. |
4 |
ესოდენ უმჯობეს იყო ანგელოზთა, რაოდენცა უმჯობესი მათსა
დაიმკჳდრა სახელი. |
5 |
ვინაიდან რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „ძე ხარ
შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“; ანდა: „მე ვიქნები მისი მამა, და ის იქნება
ჩემი ძე“. |
5 |
რამეთუ ოდეს-სადა ვის ჰრქუა ანგელოზთაგანსა: ძე ჩემი ხარი
შენ, და მე დღეს მიშობიე შენ? და მერმე იტყჳს: მე ვიყო მისა მამა, და იგი
იყოს ჩემდა ძე. |
6 |
ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს პირმშო ქვეყნად, ამბობს:
„დე, თაყვანი სცეს მას ყველა ანგელოზმა ღვთისა“. |
6 |
და ოდეს კუალად შემოჰყავს პირმშოჲ იგი სოფლად, იტყჳს: და
თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი ანგელოზნი ღმრთისანი. |
7 |
ხოლო ანგელოზებზე ამბობს: „რომელიც ქმნის თავის
ანგელოზებს სულებად და თავის მსახურთ - ალად ცეცხლისა“. |
7 |
ხოლო ანგელოზთათჳს იტყჳს: რომელმან შექმნნა ანგელოზნი
მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა. |
8 |
ძეზე კი: „ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, და
კვერთხი სიმართლისა - შენი სუფევის კვერთხი“. |
8 |
ხოლო ძისათჳს იტყჳს: საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი
უკუნისამდე; კუერთხი განგებისაჲ და კუერთხი სუფევისა შენისაჲ. |
9 |
„შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება, ამიტომაც გცხო
ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი უფრო უხვად, ვიდრე შენს თანაზიართ“. |
9 |
შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უშჯულოებაჲ. ამისთჳს გცხოს შენ ღმერთმან, ღმერთმან
შენმან საცხებელი სიხარულისაჲ უმეტეს მოყუასთა შენთა. |
10 |
და: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი. |
10 |
და: შენ დასაბამსა, უფალო, ქუეყანაჲ დააფუძნე, და ქმნულნი ჴელთა შენთანი ცანი
არიან; |
11 |
ისინი გარდავლენ, ხოლო შენ წარუვალი ხარ, და ყველაფერი დაძველდება, როგორც სამოსი. |
11 |
იგინი წარჴდენ, ხოლო შენ ეგო უკუნისამდე; და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, |
12 |
სამოსივით შეგრაგნი მათ და შეიცვლებიან, თავად კი უცვლელი ხარ, და არასდროს
დასრულდება შენი წლები“. |
12 |
და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ. ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და
წელიწადთა შენთა არაჲ მოაკლდეს. |
13 |
რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფეხქვეშ
დაგიმხობ მტრებს“? |
13 |
ოდეს-სადა ვის ანგელოზთაგანსა ჰრქუა სადამე: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის
დავსხნე მტერნი შენნი ქუეშა ფერჴთა შენთა? |
14 |
განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც
უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე? |
14 |
ანუ არა ყოველნივე არიანა მოხარკე სულებ, მსახურად მოვლინებულ მათთჳს, რომელთაჲ-იგი
დამკჳდრებად არს ცხორებაჲ? |