1 |
ძმანო ჩემნო, დაე, თქვენი რწმენისათვის, რომლითაც გწამთ ჩვენი დიდების უფალი
იესო ქრისტე, უცხო იყოს მიკერძოება. |
1 |
ძმანო ჩემნო, ნუ თუალთ-ღებით, გაქუნ სარწმუნოებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს
დიდებისაჲ. |
2 |
რადგან თუ თქვენს სინაგოგაში შემოვა ოქროსბეჭდიანი და
ბრწყინვალე სამოსით მოსილი კაცი, და შემოვა გლახაკიც ჭუჭყიანი სამოსით, |
2 |
რამეთუ, უკუეთუ შევიდეს შესაკრებელსა თქუენსა კაცი
ოქროჲსა ბეჭდითა და სამოსლითა ბრწყინვალითა, და შევიდეს გლახაკიცა
სამოსელითა შეურაცხითა. |
3 |
შეხედავთ ბრწყინვალე სამოსით მოსილს და ეტყვით: აქ
დაბრძანდითო, გლახაკს კი - მანდ დადექი, ანდა: ჩემს ფერხთით დათქიო, |
3 |
და მიჰხედოთ მას, რომელსა-იგი ემოსოს სამოსელი
ბრწყინვალე, და ჰრქუათ მას: შენ დაჯედ აქა კეთილად, და გლახაკსა მას
ჰრქუათ: შენ დეგ იქი, ანუ დაჯედ აქა ქუეშე ფერჴთა ჩუენთა |
4 |
განა თქვენშივე არ განიკითხავთ მათ და უკეთური ზრახვით
განმკითხველი მსაჯულნი არა ხართ? |
4 |
და არა განიკითხენით თავთა შორის თქუენთა და იქმენით
მსაჯულ გულის სიტყჳთა ბოროტითა? |
5 |
ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი
არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც
აღუთქვა თავის მოყვარეთ? |
5 |
ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყუარელნო: ანუ არა გლახაკნი
სოფლისანი გამოირჩინაა ღმერთმან, მდიდარნი სარწმუნოებითა და მკჳდრნი
სასუფეველისანი, რომელ-იგი აღუთქუა მოყუარეთა თჳსთა? |
6 |
თქვენ კი შეურაცხყავით გლახაკი. განა მდიდარნი არ
გმძლავრობენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში? |
6 |
ხოლო თქუენ შეურაცხ-ჰყავთ გლახაკი. ანუ არა მდიდარნი
გმძლავრობენა თქუენ, და იგინივე მიგიზიდვენ თქუენ სამსჯავროდ? |
7 |
განა ისინი არა ჰგმობენ იმ კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ
იწოდებით? |
7 |
არა იგინი ჰგმობენა კეთილსა მას სახელსა, რომელი წოდებულ
არს თქუენ ზედა? |
8 |
თუ წერილის მიხედვით ასრულებთ სამეფო რჯულს: „გიყვარდეს
მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“, კარგს შვრებით. |
8 |
უკუეთუ სჯულსა აღსრულებთ სამეუფოსა, მსგავსად წერილისა:
შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი, კეთილად ჰყოფთ. |
9 |
მაგრამ თუ გარეგნობის მიხედვით ასხვავებთ ხალხს, ცოდვას
სჩადიხართ და მხილებულნი იქნებით რჯულის მიერ, როგორც დამრღვევნი. |
9 |
ხოლო უკუეთუ თუალთ-ღებით, ცოდვასა იქმთ და იმხილებით სჯულისაგან, ვითარცა
გარდამავალნი სჯულისანი. |
10 |
რადგან ვინც იცავს მთელ რჯულს და მხოლოდ ერთში სცოდავს, ყველაფერში შემცოდეა, |
10 |
რამეთუ რომელმან ყოველი სჯული დაიმარხოს და სცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისავე
თანამდებ. |
11 |
რაკი ვინცა თქვა, არ იმრუშოო, ისიცა თქვა: არა კაც ჰკლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ,
მაგრამ კაცს მოკლავ, მაინც რჯულის დამრღვევი ხარ. |
11 |
რამეთუ რომელმან-იგი თქუა: ნუ იმრუშებ, მანვე თქუა: ნუ კაც-ჰკლავ, ხოლო უკუეთუ
იმრუშო არა და კაც-ჰკლა, იქმენ გარდამავალ სჯულისა. |
12 |
მაშ, ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსასჯელნი. |
12 |
ესრეთ იტყოდეთ და ესრეთ ჰყოფდით, ვითარცა სჯულისაგან აზნაურებისა განსჯადნი. |
13 |
რადგანაც მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება;
მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია. |
13 |
რამეთუ სასჯელი უწყალო არს მათთჳს, რომელთა არა ყონ
წყალობაჲ; იქადოდეთ წყალობასა სასჯელისასა. |
14 |
რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ არა აქვს საქმე?
შესძლებს კია ეს რწმენა, რომ იხსნას იგი? |
14 |
რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას:
სარწმუნოებაჲ მაქუს, და საქმენი არა ჰქონდინ? ნუ ძალ-უც-მეა სარწმუნოებასა
ხოლო ცხოვნებად მისა? |
15 |
თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია, |
15 |
რამეთუ უკუეთუ ძმაჲ გინა დაჲ შიშველ იყვნენ და ნაკლულევან მდღევრისა საზრდელისა |
16 |
ხოლო რომელიმე თქვენგანი ეტყვის: მშვიდობით იარე, გათბი და გაძეხი, მაგრამ იმას კა
არ მისცემს, რაც ხორცს სჭირდება, რას გამოელის? |
16 |
და ჰრქუას ვინმე თქუენგანმან: წარვედით მშჳდობით, განძეღით და განტეფით, და არა
სცეთ მათ საჴმარი ჴორცითაჲ, რაჲ სარგებელ არს? |
17 |
ასევე რწმენაც, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია. |
17 |
ეგრეთცა სარწმუნოებაჲ, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო. |
18 |
მაგრამ მავანი იტყვის: „შენა გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმე“. მიჩვენე შენი
რწმენა საქმის გარეშე და მე ჩემს საქმეთაგან გიჩვენებ ჩემს რწმენას. |
18 |
არამედ თქუას თუ ვინმე: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს და მე საქმენი მქონან, მიჩუენე მე
სარწმუნოებაჲ შენი საქმეთაგან შენთა, და მე გიჩუნო შენ საქმეთაგან ჩემთა
სარწმუნოებაჲ ჩემი. |
19 |
შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კეთილი და პატიოსანი. ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან
კიდეც. |
19 |
შენ გრწამს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, კეთილად იქმ, და ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან
მისგან. |
20 |
შენ კი, ამაო კაცო, გნებავს იცოდე, რომ საქმის გარეშე რწმენა მკვდარია? |
20 |
გნებავსა ცნობად, ჵ კაცო ამაოო, რამეთუ სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს? |
21 |
განა საქმით არ გამართლდა მამაჩვენი აბრაამი, როცა თავის ძეს ისააკს მსხვერპლად
სწირავდა? |
21 |
აბრაჰამ, მამაჲ ჩუენი, არა საქმეთაგან განმართლდაა, რამეთუ შეწირა ისაკი, ძე თჳსი,
საკურთხეველსა ზედა? |
22 |
ხომ ხედავ, რომ რწმენა შეეწია მის საქმეს, საქმემ კი სრულყო რწმენა. |
22 |
ჰხედავა, რამეთუ სარწმუნოებაჲ შეეწია საქმეთა მისთა და საქმეთაგან სარწმუნოებაჲ იგი
სრულ იქმნა? |
23 |
და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, რაც სიმართლედ
შეერაცხა“ და ღვთის მეგობრად იწოდა იგი. |
23 |
და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყჳს: ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი, და შეერაცხა მას
სიმართლედ, და მეგობარ ღმრთისა იწოდა. |
24 |
როგორც ხედავთ, კაცი საქმით მართლდება და არა მხოლოდ რწმენით. |
24 |
ჰხედავთა, რამეთუ საქმეთაგან განმართლდების კაცი და არა სარწმუნოებისაგან ხოლო? |
25 |
განა საქმითვე არ გამართლდა მეძავი რახაბიც, როცა მიიღო მსტოვარი და სხვა გზით
წარავლინა შინ? |
25 |
ეგრეთვე რააბცა, მეძავი, არა საქმეთაგან განმართლდაა, რამეთუ შეიწყნარნა მსტოვარნი
იგი და სხჳთ გზით წარავლინნა? |
26 |
ვინაიდან როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის
გარეშე. |
26 |
რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ
საქმეთასა მკუდარ არს. |