1 |
წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. |
1 |
წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
|
2 |
აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა
იუდა და მისი ძმები. |
2 |
აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და
ძმანი მისნი; |
3 |
ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა
ესრომი; ესრომმა შვა არამი. |
3 |
ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა
ესრომ; ესრომ შვა არამ; |
4 |
არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა
შვა სალმონი. |
4 |
არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა
სალმონ; |
5 |
სალმონმა შვა ბოოსი რაქაბისაგან; ბოოსმა შვა იობედი
რუთისაგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა მეფე დავითი. |
5 |
სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან;
იობედ შვა იესე; |
6 |
მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან. |
6 |
იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს
ცოლისაგან; |
7 |
სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა
ასა. |
7 |
სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; |
8 |
ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა
ოზია. |
8 |
ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია;
ოზია შვა იოათამ; |
9 |
ოზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა აქაზი; აქაზმა შვა ეზეკია. |
9 |
იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; |
10 |
ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი;. ამონმა შვა იოსია. |
10 |
ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; |
11 |
იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობის ჟამს. |
11 |
იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა. |
12 |
ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი;
სალათიელმა შვა ზორობაბელი. |
12 |
შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა
სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; |
13 |
ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა
შვა აზორი. |
13 |
აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; |
14 |
აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა მვა
ელიუდი. |
14 |
აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; |
15 |
ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მატთანი; მატთანმა
შვა იაკობი. |
15 |
ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა
იაკობ; |
16 |
ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია
ქრისტე. |
16 |
იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. |
17 |
ასე რომ, მთელი შთამომავლობა აბრაამიდან დავითამდე
თოთხმეტი თაობა, და დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე თოთხმეტი თაობა და
ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე თოთხმეტი თაობა. |
17 |
ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე
ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა
ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე
ნათესავი ათოთხმეტ. |
18 |
ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი მარიამი
დანიშნული იყო იოსებზე, და მათ შეერთებამდე აღმოჩნდა, რომ მუცლად ეღო სული
წმიდისაგან. |
18 |
ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო, რამეთუ: თხოვილ იყო
დედაჲ მისი მარიამ იოსებისა და ვიდრე შერთვადმდე მათა იპოვა იგი მიდგომილ
სულისაგან წმიდისა. |
19 |
ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ უნდოდა მისი
შერცხვენა და განიზრახა ფარულად გაეშვა იგი. |
19 |
ხოლო იოსებ, ქმარი ამისი, მართალი იყო და არა უნდა
განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი. |
20 |
ეს რომ დააპირა, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად და
უთხრა: იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი: რადგან
ვინც მასში ჩასახულია, სული წმიდისაგან არის. |
20 |
და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი
უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა მას და ჰრქუა: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ
მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელი-იგი მისგან იშვეს,
სულისაგან წმიდისა არს. |
21 |
და შობს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი
ცოდვებისაგან. |
21 |
შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა
მათთაგან. |
22 |
ხოლო ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა,
წინასწარმეტყველის მიერ თქმული: |
22 |
ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ
პირითა წინასწარმეტყუელისაჲთა თქუმული: |
23 |
აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას
სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი. |
23 |
აჰა ქალწული მოუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი
ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი. |
24 |
გამოიღვიძა იოსებმა ძილისგან და ისე მოიქცა, როგორც
უბრძანა ანგელოზმა უფლისა, და მოიყვანა თავისი ცოლი. |
24 |
განიღჳძა იოსებ ძილისა მისგან და ყო ეგრე, ვითარცა
უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან, და წარიყვანა ცოლი თჳსი. |
25 |
და არ უცვნია იგი, ვიდრე არა შვა ძე თვისი პირმშო, და
უწოდა სახელი მისი იესო. |
25 |
და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და
უწოდა სახელი მისი იესუ. |