1 |
დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს
ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია. |
1 |
ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს
ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ
განწესებულ არიან. |
2 |
ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის
განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე
მოიწევენ სასჯელს. |
2 |
ამიერითგან რომელი ადგებოდის ჴელმწიფებასა, ღმრთისა
ბრძანებასა ადგების. ხოლო რომელნი-იგი ადგებოდიან, თავისა თჳსისა საშჯელი
მიიღონ. |
3 |
ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა,
ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა?
კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან. |
3 |
რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილის მოქმედთა,
არამედ ბოროტის მოქმედთა. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის
ჴელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაჲ მისგან, |
4 |
რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ
ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ
იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ. |
4 |
რამეთუ ღმრთის მსახური არს შენდა კეთილისათჳს. ხოლო
უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს; რამეთუ
ღმრთის მსახურ არს შენდა, რისხვისათჳს შურის მეძიებელ ბოროტის მოქმედთათჳს. |
5 |
ამიტომაც გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით,
არამედ სინიდისითაც. |
5 |
ვინაჲცა ჯერ-არს დამორჩილებაჲ არა ხოლო რისხვისათჳს,
არამედ გონებისათჳსცა იჭჳსა. |
6 |
სწორედ იმიტომ იხდით ხარკს, რომ ღვთის მსახურნი არიან ამ
საქმეზე გადაგებულნი. |
6 |
ამისთჳს ხარკსაცა მისცემდით, რამეთუ მსახურნი ღმრთისანი
არიან, ამისთჳსცა მოღუაწებასა განკრძალულ არიან. |
7 |
ამრიგად, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი: ვისაც ხარკი ეგება
- ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, საშიშარს - შიში, პატივსაცემს - პატივისცემა. |
7 |
მისცემდით უკუე ყოველთა თანა-ნადებსა: სახარკოსა - ხარკი,
საზუერესა - ზუერი, საშინელსა - შიში, პატივსა - პატივი. |
8 |
არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა,
რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული. |
8 |
ნურაჲმცა ვისი თანა-გაც, გარნა ურთიერთას სიყუარული,
რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი, მან შჯული აღასრულა, |
9 |
ვინაიდან: „არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა
ცილი სწამო, არა ინდომო“ და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული:
„გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. |
9 |
ვითარმედ: არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა გული გითქუმიდეს, და სხუაჲ თუ
რაჲმე მცნებაჲ არს, ამითვე სიტყჳთა აღესრულების, ვითარმედ: შეიყუარო მოყუასი შენი,
ვითარცა თავი თჳსი. |
10 |
სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია. |
10 |
სიყუარულმან მოყუასსა თჳსსა ბოროტი არა უყვის; აღმასრულებელი სჯულისაჲ სიყუარული
არს. |
11 |
მაშ, ასე მოიქეცით, რაკიღა იცით დრო, ვინაიდან მოახლოვდა ძილისგან თქვენი
გამოფხიზლების ჟამი, და ხსნა ახლა უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე მაშინ, როცა
ვირწმუნეთ. |
11 |
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ
უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. |
12 |
ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე; მაშ, განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ
ნათლის საჭურვლით. |
12 |
ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და
შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ. |
13 |
და როგორც დღისით, ღირსეულად ვიაროთ: არა ღორმუცელობით და სიმთვრალით, არა სიმრუშით
და სიბილწით, არა შუღლით და შურით, |
13 |
და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ
საწოლითა და ბილწებითა, ნუ ჴდომითა და შურითა, |
14 |
არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად. |
14 |
არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ. |