ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ

თავი მეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

წარმოგიდგენთ ჩვენს დას - ფებეს, კენქრეას ეკლესიის მსახურს,

1 შეგვედრებ თქუენ ფიბეს, დასა ჩუენსა, რომელი-იგი არს მსახურ ეკლესიისა მის კენქრელთაჲსა,
2 რათა შეიწყნაროთ იგი უფლის მიერ, როგორც შეჰფერის წმიდათ, და შეეწიოთ ყველაფერში, რაც შეიძლება თქვენგან დასჭირდეს, ვინაიდან თვითონაც ბევრს შეეწია და, მათ შორის, მეც. 2 რაჲთა იგი შეიწყნაროთ უფლისა მიერ ღირსად წმიდათა და თანა-დაუდეგით მას, რომელიცა რაჲმე საქმე უჴმდეს თქუენგან, და რამეთუ იგიცა მრავალთა თანა-მდგომ ექმნა და თჳთ მეცა.
3 მოიკითხეთ პრისკილა და აკვილა, ჩემი თანაშემწენი ქრისტე იესოს მიერ, 3 კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანა-შემწეთა ჩემთა, ქრისტეს იესუჲს მიერ,
4 რომელნიც თავს სწირავდნენ ჩემი სიცოცხლისათვის და რომელთაც არა მარტო მე ვმადლობ, არამედ წარმართთა ყველა ეკლესიაც. 4 რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს, რომელთადა არა მე ხოლო მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი და სახლად-სახლად კრებულნი მათნი.
5 მოკითხვა გადაეცით მათ შინაურ ეკლესიას და ჩემს ძვირფას ეპენეტოსსაც, რომელიც არის პირველნაყოფი ასიის მოქცევისა ქრისტეს მიმართ. 5 კითხვაჲ არქუთ ეპენეტოსს, საყუარელსა ჩემსა, რომელი-იგი არს პირველი ნაყოფი აქაიაჲსაჲ ქრისტეს მიმართ.
6 მოიკითხეთ მარიამი, რომელიც დიდად გაისარჯა თქვენთვის. 6 კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელი-იგი ფრიად დაშურა თქუენდა მიმართ.
7 მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და თანატყვენი, რომელნიც სახელგანთქმულნი არიან მოციქულთა შორის და ჩემზე უწინაც ირწმუნეს ქრისტე. 7 კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიანს, ნათესავთა ჩემთა და თანა-ტყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაჲთცა იყვნეს ქრისტეს მიერ.
8 მოიკითხეთ ამპლიასი, ჩემთვის ძვირფასი უფლის მიერ. 8 კითხვაჲ არქუთ ამპლიას, საყუარელსა ჩემსა, უფლისა მიერ.
9 მოიკითხეთ ურბანუსი, ჩვენი თანამოღვაწე ქრისტეში, და ჩემი ძვირფასი სტაქისი. 9 კითხვაჲ არქუთ ურბანოსს, თანა-შემწესა ჩუენსა ქრისტეს მიერ, და სტაქეს, საყუარელსა ჩემსა.
10 მოიკითხეთ აპელესი, მრავალნაცადი ქრისტეს მიერ. მოიკითხეთ არისტობულეს სახლეული. 10 კითხვაჲ არქუთ აპელეს, რჩეულსა ქრისტეს მიერ. კითხვაჲ არქუთ არისტუვულესგანთა მათ.
11 მოიკითხეთ ჩემი ნათესავი ჰეროდიონი. მოიკითხეთ ნარცისის შინაურნი, რომელნიც არიან უფალში. 11 კითხვაჲ არქუთ ეროდიონს, ნათესავსა ჩემსა. კითხვაჲ არქუთ ნარკისოჲსგანთა მათ უფლისა მიერ.
12 მოიკითხეთ უფალში მაშვრალი ტრიფენა და ტრიფოსი. მოიკითხეთ საყვარელი პერსიდა, დიდად რომ დაშვრა უფალში. 12 კითხვაჲ არქუთ ტრჳფენას და ტრჳფოსას, რომელნი მაშურალ არიან უფლისა მიერ. კითხვაჲ არქუთ პერსიდას, საყუარელსა, რომელი ფრიად დაშურა უფლისა მიერ.
13 მოიკითხეთ რუფუსი, რჩეული უფალში, აგრეთვე დედა მისი და ჩემი. 13 კითხვაჲ არქუთ რუფოსს, რჩეულსა უფლისა მიერ, და დედასა მისსა და ჩემსა.
14 მოიკითხეთ ასინკრიტოსი, ფლეგონი, ჰერმესი, პატრობასი, ჰერმასი და მასთან ერთად სხვა ძმანიც. 14 კითხვაჲ არქუთ ასჳნკრიტეს, ფლეგონს, ერმეს, პატრობას, ერმის და მათ თანათა მათ ძმათა.
15

მოიკითხეთ ფილოლოგოსი და იულია, ნერეასი და მისი და, ოლიმპასი და მათთან ერთად ყველა წმიდა.

15 კითხვაჲ არქუთ ფილოლოგეს და ივლიას, ნირეას და დასა მისსა და ულუმპას და მათ თანათა მათ ყოველთა წმიდათა.
16 მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ქრისტეს ყველა ეკლესია. 16 მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა. გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ქრისტესნი.
17 შეგაგონებთ, ძმანო, ერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებას და საცდურს ნერგავს იმ მოძღვრების წინააღმდეგ, რომელიც გისწავლიათ, და თავიდან მოიშორეთ ისინი. 17

გლოცავ თქუენ, ძმანო, ეკრძალებოდეთ მათგან, რომელნი იგი წვალებასა და საცთურსა იქმან გარეშე მის მოძღურებისა, რომელი თქუენ გისწავიეს, და განეშორენით მათგან.

18 რადგანაც ამნაირნი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს კი არ ემსახურებიან, არამედ თავიანთ მუცელს და ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს. 18 რამეთუ ეგევითარნი იგი უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა არა ჰმონებენ, არამედ თჳსსა მუცელსა და ტკბილად მეტყუელებითა მით და კურთხევითა აცთუნნიან გულნი უმანკოთანი.
19 თქვგნი მორჩილება კი ყველასათვის ცნობილია. ამიტომაც ვხარობ თქვენს გამო; მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უმანკონი - ბოროტებისთვის. 19 რამეთუ თქუენი ეგე მორჩილებაჲ ყოველთა მიმართ განთქუმულ არს; მიხარის უკუე თქუენთჳს, და მნებავს თქუენი, რაჲთა ბრძენ იყვნეთ კეთილისათჳს და უმანკო - ბოროტისათჳს.
20 ხოლო ღმერთი მშვიდობისა მალე შემუსრავს სატანას თქვენს ფეხქვეშ. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან. ამინ. 20 ხოლო ღმერთმან მშჳდობისმან შემუსრენ ეშმაკი ქუეშე ფერჴთა თქუენთა ადრე. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა.
21 მოკითნვას გითვლიან ტიმოთე, ჩემი შემწე, აგრეთვე იასონი და სოსიპატრე, ჩემი ნათესავები. 21 გიკითხვენ თქუენ ტიმოთე, შემწე ჩემი, და ლუკიოს და იასონ და სოსიპატროს, ნათესავნი ჩემნი.
22 მოგიკითხავთ მე, ტერციუსი, რომელმაც დავწერე ეს წერილი უფლის მიერ. 22 გიკითხავ თქუენ მე, ტერტიოს, რომელმან დავწერე წიგნი ესე უფლისა მიერ.
23 მოგიკითხავთ გაიუსი, ჩემი და მთელი ეკლესიის მესტუმრე; მოკითხვას გითვლიან ქალაქის ხაზინადარი ერასტოსი და ძმა კვარტუსი. 23 გიკითხავს თქუენ გაიოს, მესტუმრე ჩემი და ყოვლისა ეკლესიისაჲ, გიკითხავს თქუენ ერასტოს, მნე ქალაქისაჲ, და კუარტოს ძმაჲ.
24 ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ. 24 მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.
25 ხოლო მას, ვისაც შეუძლია, ჩემი სახარებისა და იესო ქრისტეს ქადაგებისამებრ, განგამტკიცოთ დაფარული საიდუმლოს გამოცხადებით, რის გამოც დუმდნენ საუკუნენი,    
26 ახლა კი გამოცხადდა წინასწარმეტყველური წიგნებიდან, მარადიული ღმერთის ბრძანებით, და რწმენისადმი დასამორჩილებლად ეუწყა ყველა ხალხს, -    
27 ღმერთს, ერთსა და ბრძენს, იესო ქრისტეს მეოხებით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.