1 |
მაშ, რა უპირატესობა ახლავს იუდეველობას, და რა პატივი წინადაცვეთას? |
1 |
რაჲ-მე უკუე უმეტეს არს ჰურიისა მის, ანუ რაჲ-მე სარგებელი არს წინადაცუეთილებისაჲ? |
2 |
უპირატესობა დიდია ყოველნაირად: უწინარეს ყოვლისა კი
იმდენად, რამდენადაც მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვა. |
2 |
ფრიად ყოვლითავე სახითა, პირველად უკუე, რამეთუ ჰრწმენნეს
სიტყუანი ღმრთისანი. |
3 |
მერედა რა? თუ ზოგიერთს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება
გააქარწყლებს ღვთის სარწმუნოებას? |
3 |
არამედ რაჲ? ურწმუნო თუ ვინმე იქმნეს, ნუუკუე
ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა? |
4 |
არამც და არამც. ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი -
ცრუ, როგორც წერია: რათა გამართლდე შენი სიტყვებით და იმძლავრო
განკითხვისას. |
4 |
ნუ იყოფინ, იყავნ ღმერთი მხოლოჲ ჭეშმარიტ, და ყოველი კაცი
ცრუ, ვითარცა წერილ არს: რაჲთა განჰმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო შჯასა
შენსა. |
5 |
ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გზას უხსნის ღვთის
სამართლიანობას, რას ვიტყვით? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც გვრისხავს?
კაცურად ვმსჯელობ. |
5 |
უკუეთუ სიცრუე ჩუენი სიმართლესა ღმრთისასა შეეტყუების,
რაჲ-მე ვთქუათ? ნუუკუე სიცრუვე არსა ღმრთისა თანა, რომელმან მოავლინის
რისხვაჲ მისი? კაცობრივ ვიტყჳ. |
6 |
არამც და არამც. მაშ, როგორ განიკითხოს ღმერთმა ქვეყანა? |
6 |
ნუ იყოფინ! უკუეთუ არა, ვითარ საჯოს ღმერთმან სოფელი? |
7 |
მაგრამ თუ ჩემი სიცრუით კიდევ უფრო მაღლდება ღვთის
ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რატომღა განვისჯები, როგორც ცოდვილი? |
7 |
უკუეთუ ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ ჩემითა მით სიცრუითა
აღემატა სადიდებელად მისსა, რაჲსაღა მე ვითარცა ცოდვილი ვისაჯები? |
8 |
მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი,
როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით.
განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა? |
8 |
და არა ვითარცა ვიგმობვით, და ვითარცა იტყჳან ვინმე
ჩუენდა სიტყუად, ვითარმედ ვქმნეთ ბოროტი, რაჲთა მოგჳჴდეს ჩუენ კეთილი?
რომელთა განკითხვაჲ საშჯელსა შინა არს. |
9 |
მერედა, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი.
ვინაიდან უკვე დავამტკიცე, რომ ყველანი, იუდეველებიცა და ბერძნებიც, ცოდვის
ქვეშა ვართ. |
9 |
აწ უკუე რაჲ წინა-მე-ვჰმატთა? არა სამე, რამეთუ წინაწარვე ვაბრალეთ ჰურიათა და
წარმართთა ყოველთა ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ. |
10 |
როგორც დაწერილია: არავინაა მართალი. |
10 |
ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ არცაღა ერთ, |
11 |
არავინაა გამგები: არავინ ეძებს ღმერთს. |
11 |
არავინ არს გულისჴმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; |
12 |
ყველა გზას ასცდა; ერთიანად უმაქნისნი გახდნენ; არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის
არავინ. |
12 |
ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა
სიტკბოებაჲ, არავინ არს მიერთადმდე. |
13 |
პირაშკმული სამარეა მათი ყელი; ენით ზაკვას იტყვიან; ასპიტთა გესლი სცხიათ ბაგეზე. |
13 |
სამარე ზეაღებულ არს ჴორჴი მათი; ენითა მათითა ზაკუვიდეს; გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა
მათთა, |
14 |
პირი წყევლითა და სიმწრით აქვთ სავსე. |
14 |
რომელთაჲ პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს. |
15 |
ფეხმარდნი არიან სისხლის საღვრელად. |
15 |
მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა; |
16 |
ნგრევა და ვარამია მათ გზაზე. |
16 |
შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა; |
17 |
ვერ უცვნიათ მშვიდობის გზა. |
17 |
და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს. |
18 |
ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ. |
18 |
არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა. |
19 |
მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშევრდომთათვის ამბობს, რათა
შეიკრას ყოველი პირი და მთელი ქვეყანა დაექვემდებაროს ღმერთის სამართალს. |
19 |
ხოლო ესე უწყით, რამეთუ რაოდენსა შჯული იტყჳს, მათ ეტყჳს, რომელნი-იგი შჯულსა ქუეშე
არიან, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, და საშჯელსა თანა-მდებ იყოს ყოველი სოფელი
ღმრთისაჲ, |
20 |
ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც
რჯულით შეიცნობა ცოდვა. |
20 |
რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი წინაშე მისსა, რამეთუ
შჯულისაგან არს გამოცნობაჲ ცოდვისაჲ. |
21 |
ახლა კი, გარდა რჯულისა, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რასაც მოწმობენ
წინასწარმეტყველნი და რჯული, |
21 |
ხოლო აწ თჳნიერ შჯულისა სიმართლე ღმრთისაჲ გამოჩინებულ არს წამებული შჯულისა მიერ
და წინაწარმეტყუელთა, |
22 |
ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს რწმენით - ყველა მორწმუნისათვის, ვინაიდან არ
არსებობს განსხვავება, |
22 |
ხოლო სიმართლე ღმრთჲსაი სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ყოველთა მიმართ და ყოველთა
ზედა მორწმუნეთა, რამეთუ არა არს განწვალება, |
23 |
რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას. |
23 |
რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა, |
24 |
მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი
გამოსყიდვის წყალობით, |
24 |
ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოჴსნითა მით იესუ ქრისტესითა. |
25 |
ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად,
რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით, |
25 |
რომელი-იგი წინაწარ განჰმზადა ღმერთმან სალხინებელად სარწმუნოებითა თჳსითა მით
სისხლითა, გამოჩინებად სიმართლისა მისისა, მოტევებითა მით პირველთა ცოდვათაჲთა, |
26 |
რომელნიც სულგრძელად დაითმინა ღმერთმა, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე დღევანდელ
დღეს, და ყოფილიყო იგი მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი. |
26 |
თავს-დებითა ღმრთისაჲთა გამოჩინებად სიმართლისა მისისა ამათ ჟამთა, რაჲთა იყოს იგი
მართალ და განმამართლებელ სარწმუნოებისაგან იესუჲსისა. |
27 |
მაშ, სადღაა სიქადული? განქარებულა. კი მაგრამ, რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით?
არა, არამედ რწმენის რჯულით. |
27 |
სადა უკუე არს სიქადული იგი? და-მე-ყენებულ არსა? რომლითა-მე შჯულითა?
საქმეთაგან-მეა? არა, არამედ შჯულისაგან სარწმუნოებისა. |
28 |
რადგანაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კაცი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეთა მიუხედავად. |
28 |
რამეთუ ვიტყჳთ განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა თჳნიერ საქმეთა შჯულისათა. |
29 |
ნუთუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისაა და არა წარმართებისაც? რა თქმა უნდა,
წარმართებისაც. |
29 |
ანუ ჰურიათაჲ-მე ხოლო არსა ღმერთი და არა წარმართთაჲცა? ჰე, წარმართთაჲცა. |
30 |
რადგანაც ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილთ,
წინადაუცვეთელთ კი - რწმენით. |
30 |
ვინაჲთგან ერთ არს ღმერთი, რომელმან განამართლის წინადაცუეთილი სარწმუნოებითა და
წინადაუცუეთელი მითვე სარწმუნოებითა. |
31 |
მაშ, ჩვენ რწმენით ვაქარწყლებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ ვამტკიცებთ მას. |
31 |
აწ შჯულსა ნუ განვაქარვებთა სარწმუნოებითა მით? ნუ იყოფინ. არამედ შჯულსა
დავამტკიცებთ. |