ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
აჰა, ერთი მხარის მცხოვრებნი, რომლებიც გადასახლებული იყვნენ ბაბილონში ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ და დაბრუნდნენ იერუსალიმში და იუდაში, თითოეული თავის ქალაქში, |
1 |
და ესე არიან ძენი ისრაჱლისანი თჳთეულად ადგილთაგან, რომელნი გამოვიდოდეს ტყუეობისაგან, რომელი წარტყუევნა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონად, რომელნი მიაქცია კჳროს ბაბილოვნით იერუსალჱმდ ჰურიასტანად, კაცნი თჳთეულად ქალაქსა თჳსსა, |
2 | ისინი, რომლებიც მოვიდნენ ზერუბაბელთან, იესოსთან, ნეემიასთან, სერაიასთან, რეყელაიასთან, მორდექაისთან, ბილშანთან, მისფართან, ბიგვაისთან, რეხუმთან, ბაყანასთან ერთად. აჰა, ისრაელის ერის მამაკაცთა რიცხვი: | 2 | რომელნი გამოსულ იყუნეს ზურობაბელის თანა: ისუ, ნეემია, სარეა, ჰრეილიას, მარდოქეა, ბალაასან, მასაფარ, გაგუვარ, ჰრეუმ, ბაანა. ესე არს რიცხჳ კრებულის მის ძეთა ისრაჱლისა. |
3 | ფარყოშიანები ორი ათას ასსამოცდათორმეტი, | 3 | ძენი ფორსისნი ორ ათას ასსამეოცდაათორმეტ. |
4 | შეფატიანები სამას სამოცდათორმეტი, | 4 | ძენი საფატისნი ოთხასსამეოცდაათორმეტ. |
5 | არახიანები შვიდას სამოცდათხუთმეტი, | 5 | ძენი არისისნი შჳდასსამეოცდაათექუსმეტ. |
6 | ფახათ-მოაბიანები იესოიანთაგან და იოაბიანთაგან ორი ათას რვაასთორმეტი, | 6 | ძენი ლეფთალემისანი, მოაბელისნი, და ძეთა ისუთა, და აროაბისთა, ორ ათას რვაასდაათორმეტ. |
7 | ყელამიანები ათას ორას ორმოცდათოთხმეტი, | 7 | ძენი ელმოსნი ორ ათას ორასერგასისდაოთხ. |
8 | ზათუიანები ცხრაას ორმოცდახუთი, | 8 | ძენი ზატუნასნი ცხრასასოცდახუთ. |
9 | ზაქაიანები შვიდას სამოცი, | 9 | ძენი ქორებისნი შჳდასერგასის. |
10 | ბანიანები ექვსას ორმოცდაორი, | 10 | ძენი ბანესნი ათას ორმეოცდარვა. |
11 | ბებაიანები ექვსას ოცდასამი, | 11 | ძენი ბებენისნი რვაასოცდასამ. |
12 | ყაზგადიანები ათას ორას ოცდაორი, | 12 | ძენი არგესნი ათას სამასოცდაორ. |
13 | ადონიკამიანები ექვსას სამოცდაექვსი, | 13 | ძენი ადონივამისნი რვაასსამეოცდაათშჳდმეტ. |
14 | ბიგვაიანები ორი ათას ორმოცდათექვსმეტი, | 14 | ძენი ბოსორისნი ორ ათას რვაასდაექუს. |
15 | ყადიანები ოთხას ორმოცდათოთხმეტი, | 15 | ძენი ადდლნასნი ოთხასერგასისდაოთხ. |
16 |
ხიზკიანთ ატერიანები ოთხმოცდათვრამეტი, |
16 |
ძენი აზერ ეზეკიასნი ოთხმეოცდათექუსმეტ. |
17 | ბეცაიანები სამას ოცდასამი, | 17 | ძენი ბესიასნი სამასოცდახუთ. |
18 | იორაიანები ასთორმეტი, | 18 | ძენი იარასნი ასდაათორმეტ. |
19 | ხაშუმიანები ორას ოცდასამი, | 19 | ძენი ასუმისნი ორასოცდასამ. |
20 | გიბარიანები ოთხმოცდათხუთმეტი, | 20 | ძენი გაბერისნი ოთხმეოცდაათხუთმეტ. |
21 | ბეთლემიანები ასოცდასამი, | 21 | ძენი ბეთლემისნი ასოცდასამ. |
22 | ნეტოფას ხალხი ორმოცდათექვსმეტი, | 22 | ძენი ნოტოფისნი ერგასისდაექუს. |
23 | ყანათოთის ხალხი ასოცდარვა, | 23 | ძენი ანთოეთისნი ასოცდარვა. |
24 | ყაზმავეთის ხალხი ორმოცდაორი, | 24 | ძენი ისემოთისნი ორმეოცდაორ. |
25 | კირიათ-ყარიმელები, ქეფირელები, ბეეროთელები შვიდას ორმოცდასამი, | 25 | ძენი კარიათირიმისნი ქაფირა და ბეროთ, შჳდასორმოცდასამ. |
26 | რამელები და გაბაყელები ექვსას ოცდაერთი, | 26 | ძენი რასამისნი და გებასნი ათას ოცდაერთ. |
27 | მიქმასის ხალხი ასოცდაორი, | 27 | ძენი მაქამისნი ასოცდაორ |
28 | ბეთელისა და ჰაგაის ხალხი ორას ოცდასამი, | 28 | ძენი ბეთელისნი და იედეასნი ოთხასოცდასამ. |
29 | ნებოელები ორმოცდათორმეტი, | 29 | ძენი ნაბუისნი ერგასისდაორ. |
30 | მაგბიშელები ასორმოცდათექვსმეტი, | 30 | ძენი მაგებისნი ასერგასისდაექუს. |
31 |
სხვა ყელამის მკვიდრნი ათას ორას ორმოცდათოთხმეტი, |
31 |
ძენი ელამარისნი ათას ორასერგასისდაოთხ. |
32 | ხარიმიანები სამას ოცი, | 32 | ძენი არამისნი სამასდაოც. |
33 | ლოდის, ხადიდის და ონოს ხალხი შვიდას ოცდახუთი, | 33 | ძენი ლიდლონისნი ლოვდადიდ და ონა, შჳდასოცდახუთ. |
34 | იერიხონელები სამას ორმოცდათხუთმეტი, | 34 | ძენი იერიქოვისნი სამასორმეოცდახუთ. |
35 | სენაელები სამი ათას ექვსას ოცდაათი, | 35 | ძენი სენნასნი სამ ათას ექუსასოცდაათ. |
36 | მღვდლები: იედაყიანები იესოს სახლიდან ცხრაას სამოცდაცამეტი, | 36 | და ძენი მღდელთანი და ძენი ედდოასნი სახლისა ისოსნი იოესედეკეანისნი ცხრაას სამეოცდაცამეტ. |
37 | იმერიანები ათას ორმოცდათორმეტი, | 37 | ძენი ემერისნი ათას ერგასისდაორ. |
38 | ფაშხურიანები ათას ორას ორმოცდაშვიდი, | 38 | ძენი ფასურისნი ათას ორასორმეოცდახუთ. |
39 | ხარიმიანები ათას ჩვიდმეტი, | 39 | ძენი ერემისნი ათას შჳდას. |
40 | ლევიანები: იესოიანები და კადმიელიანები ჰოდავიანთაგან სამოცდათოთხმეტი, | 40 | და ლევიტელთანი იგი ძენი ისუასნი, კადმიოელ ძისა სუდიასი სამეოცდაათოთხმეტ. |
41 | მგალობელნი: ასაფიანები ასოცდარვა, | 41 | და რომელნი-იგი იყუნეს მეფსალმუნენი და შემასხმელნი და ძენი იგი ასაფისნი ასოცდარვა. |
42 | კარისმცველთა მოდგმა: შალუმიანები, ატერიანები, ტალმონიანები, ყაკუბიანები, ხატიტაიანები, შობაიანები, სულ ასოცდაცხრამეტი, | 42 | და ძენი მეკარეთანი, ძენი ელუმასნი, ძენი ატერისნი, ძენი ტელმონისნი და ძენი აკაკბობისნი, ძენი ატიტასნი, ძენი სობასნი, ყოველივე ასოცდააცხრამეტ. |
43 | შეწირულნი: ციხაიანები, ხასუფაიანები, ტაბაყოთიანები, | 43 | და ნათანისგან თესლნი: ძენი არალისნი, ძენი ასუფასნი, ძენი ტაბაოტისნი. |
44 | კეროსიანები, სიყაჰაიანები, ფადონიანები, | 44 | ძენი კერაოსისნი, ძენი სიაასნი, ძენი ფადოენისნი. |
45 | ლებანიანები, ხაგაბაიანები, ყაკუბიანები, | 45 | ძენი ლაბანისნი, ძენი ადაბისნი, ძენი აკობისნი. |
46 |
ხაგაბიანები, შამლაიანები, სანანიანები, |
46 |
ძენი ადაბისნი, ძენი სელამისნი, ძენი ანანისნი. |
47 | გიდელიანები, გახარიანები, რეაიანები, | 47 | ძენი გედდელისნი, ძენი გაარისნი, ძენი ჰრადისნი. |
48 | რეცინიანები, ნეკოდაიანები, გაზამიანები, | 48 | ძენი ჰრასუნისნი, ძენი გაზაამისნი, ძენი ნეკოვდასნი. |
49 | ყეზაიანები, ფასეახიანები, ბესაიანები, | 49 | ძენი გაზანისნი, ძენი ფასესნი, ძენი ბაასისნი |
50 | ასნაიანები, მეყუნიმიანები, ნეფუსიმიანები, | 50 | ძენი ასენისნი, ძენი მოვანიმისნი, ძენი ნეფუმისნი. |
51 | ბაკბუკიანები, ხაკუფაიანები, ხარხურიანები, | 51 | ძენი ბაკუთისნი, ძენი აკუფასნი, ძენი არურასნი. |
52 | ბაცლუთიანები, მეხიდაიანები, ხარშაიანები, | 52 | ძენი ბავლუთისნი, ძენი მიდაასნი, ძენი არისასნი. |
53 | ბარკოსიანები, სისრაიანები, თამახიანები, | 53 | ძენი ბარკოსისნი, ძენი სისარასნი, ძენი თამაისნი. |
54 | ნეციახიანები, ხატიფაიანები, | 54 | ძენი ნესოვასნი, ძენი ატტუფასნი. |
55 | სოლომონის მორჩილთა მოდგმა: სოტაიანები, სომერეთიანები, ფერუდაიანები, | 55 | ძენი მონათა სოლომონისნი, ძენი სოტეასანი, ძენი ასუფერატისნი, ძენი ფაკდურასნი. |
56 | იაყალაიანები, დარკონიანები, გიდელიანები, | 56 | ძენი იელაასნი, ძენი კედროვნისნი, ძენი კედედელისნი. |
57 | შეფატიანები, ხატილიანები, ფოქერეთ-ჰაცებაიმიანები, ამიანები, | 57 | ძენი საფასტასნი, ძენი ატტილისნი, ძენი ფაქერუთისნი, ასაბუბ, ძენი იემეისნი. |
58 | შეწირულნი და სოლომონის მორჩილთა მოდგმა სულ სამას ოთხმოცდათორმეტი. | 58 | ყოველნი იგი ძენი ნათანისნი და ძენი მონათა მათ სოლომონისათანი სამასოთხმეოცდაათორმეტ. |
59 | აჰა, თელ-მელახიდან, თელ-ხარშიდან, ქერუბ-ადანიმერიდან გამოსულნი, რომელთაც ვერ შეძლეს გაერკვიათ თავიანთი მამისსახლები და მოდგმა, იყვნენ თუ არა ისინი ისრაელიდან: | 59 | და ესენი არიან გამოსრულნი თელმელექად, თელარესად, ქერობად, ედარ და ემერად, და ვერ შეუძლეს თხრობად სახელთა მამათა თჳსთასა, უკუეთუ არს ნათესავი მათი ისრაჱლისაგან. |
60 | დელაიანები, ტობიანები, ნეკოდაიანები - ექვსას ორმოცდათორმეტი; | 60 | ძენი დალავისნი, ძენი ტობიასნი, ძენი ნეკოდასნი ექუსასერგასისდაორ. |
61 |
მღვდელთა მოდგმა: ხაბაიანები, ჰაკოციანები, ბარზილაიანები, რომელთაც გალაადელი ბარზილაის ქალიშვილები მოიყვანეს ცოლად და მათ სახელზე დაეწერნენ. |
61 |
და ძეთა მათგან მღდელთასა: ძენი აბაასნი, ძენი აკოსისნი, ძენი ბერზელესნი, ვითარცა მოიყვანნა ასულთა მათგან ბერზულოსთა გალაადიტელისა თჳსა ცოლად, იყო დავიწყება სახელთა მათთა. |
62 | ისინი ეძებდნენ თავიანთ საგვარტომო წიგნს და ვერ იპოვნეს; და განეყენნენ მღვდლობიდან. | 62 | და ეძიებდეს ნათესავთა რიცხუსა წიგნთა მათსა და არა იპოვა. და განაშორნეს იგინი მღდელთაგან. |
63 | უთხრა მათ განმგებელმა, რომ არ ეჭამათ წმიდათა წმიდიდან, ვიდრე არ დადგებოდა მღვდელი ურიმითა და თურიმით. | 63 | და ჰრქუა ანამესითა მათ: არა წეს არს თქუენდა ჭამად სიწმიდისა მისგან წმიდათასა, ვიდრემდის აღდგეს მღდელთმოძღუარი და განცხადებულად უჩუენოს, მის მიერ განათლდენ ყოველნი სრულიად. |
64 | მთელი კრებული ერთად შეადგენდა ორმოცდაათი ათას სამას სამოც კაცს, | 64 | და იყო ყოველი იგი კრებული ერთბამად ოთხ ბევრი ორ ათას სამასსამეოც. |
65 | გარდა მათ ყმათა და მხევალთა; ესენი იყვნენ შვიდი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი, მათ შორის მგალობელი კაცები და მგალობელი ქალები - სულ ორასი სული. | 65 | გარნა მონათა და მჴევალთა მათთა და მწყემსნი მათნი - ათას სამასოცდაათჩჳდმეტ და შემსხმელნი მეფსალმუნენი მათნი, მამანი და დედანი ორას; |
66 | მათი ცხენები - შვიდას ოცდათექვსმეტი, მათი ჯორები - ორას ორმოცდახუთი, | 66 | ცხენები მათი შჳდასოცდათექუსმეტ და ჯორები მათი ორასორმეოცდაშვიდ. |
67 | მათი აქლემები - ოთხას ოცდათხუთმეტი, ვირები - ექვსი ათას შვიდასოცი, | 67 | და აქლემები მათი ოთხასოცდაოხუთმეტი და ვირები მათი ექუს ათას შჳდასდაოც; |
68 | მამისსახლთა თავკაცებმა უფლის ტაძართან მისვლისას იერუსალიმში ნებაყოფლობით გაიღეს შესაწირავი ღვთის ტაძრისათვის, რომ აღდგენილიყო იგი თავის საძირკველზე. | 68 | და მფლობელნი იგი მამათმთავარნი, რომელნი მოვიდეს სახლსა უფლისასა იერუსალჱმდ, შეწირეს სახლსა ღმრთისასა განმზადებულება საშენებელად მისა, |
69 | თავიანთი შეძლებისამებრ შეიტანეს სამუშაოთა ხარჯისათვის საგანძურში: სამოცდაერთი ათასი დრაქმა ოქრო, ხუთი ათასი მინა ვერცხლი და ასი ხელი სამღვდელო შესამოსელი. | 69 | რაოდენიცა იყო ძალი მათი, მისცეს აღსაგებელად საფასე საჴმრისა: ოქრო დიდრაქმა ექუსი ბევრი და ათას და ასი, და ვეცხლი ხუთ ათასი ქანქარი და კუართები სამღდელო ასერგასის. |
70 | დასახლდნენ მღვდლები, ლევიანები, მდაბიორნი, მგალობელნი, კარისმცველები და შეწირულნი თავ-თავიანთ ქალაქებში; მთელი ისრაელი თავ-თავის ქალაქში დასახლდა. | 70 | დასხდეს მღდელნი და ლევიტელნი და ერისა მისგანნი შემასხმელნი და მეკარენი ნათანელნი ქალაქთა თჳსთა და ყოველნი ისრაჱლნი ქალაქთა თჳსთა. |