ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
აიღო სამუელმა ზეთით სავსე ქილა, თავზე დაასხა, აკოცა და უთხრა: აჰა, გცხო უფალმა თავისი სამკვიდროს მთავრად. |
1 |
მოიღო სამოველ რქა იგი საცხებელისა და დაასხა თავსა ზედა და ამბორს-უყო მას და რქუა: გცხო შენ მეფედ უფალმან ერსა მას თჳსსა ზედა ისრაჱლსა! და შენ უძღოდი ერსა მას უფლისასა, და იჴსნნე იგინი ჴელთაგან მტერთა მათთასა! და ესე სასწაულ იყოს შენდა, რამეთუ გცხო შენ უფალმან შენმან და დაგადგინა შენ სამკჳდრებელსა თჳსსა ზედა. |
2 | დღესვე, როცა ჩემგან წახვალ, ორ კაცს შეხვდები რახელის საფლავთან, ბენიამინის საზღვარზე ცელცახში; გეტყვიან: ნაპოვნია ვირები, რომელთა საძებრადაც წამოხვედი. აჰა, დაავიწყდა მამაშენს თავისი ვირები და თქვენზე დარდობს: რა ვუყო ჩემს შვილსო? | 2 | და ესე სასწაულ იყოს შენდა: ვითარცა წარხჳდე დღეს ჩემგან, შეგემთხჳვნენ მუნ ორნი კაცნი საფლავსა მას თანა რაქაელისასა, საზღვართა მათ ბენიამენისათა, სამხრით ოდენ, და იწყონ ვლდომად შენს წინაშე და გითხრან შენ, ვითარმედ: ვიპოვნეთ ვირნი იგი, რომელთა შენ ეძიებდი და მამასა დაუვიწყებიეს ზრუნვა კარაულისა მის და თქუენთჳს იურვის, ვითარმედ: ვიდრემე ჴდა შვილი იგი ჩემი? |
3 | გასცდები ამ ადგილს და მიხვალ თაბორის მუხნართან და შეხვდები ბეთელისკენ სალოცავად მიმავალს სამ კაცს. ერთს სამი თიკანი მიჰყავს, მეორეს სამი პური მიაქვს, მესამეს ტიკით ღვინო. | 3 | და ვითარ წარხჳდე მცირედ მახლობელად მუხასა მას თანა შუენიერსა, და შეგემთხჳნენ მუნ სამნი კაცნი, აღმავალნი ღმრთისა ბეთელად. ერთსა ჰქონდენ სამნი თიკანნი, და ერთსა ჰქონდეს ტიკით ღჳნო და ერთსა ჰქონდეს კიშტე, სავსე პურითა. |
4 | მშვიდობით მოგიკითხავენ და ორ პურს მოგცემენ, შენც გამოართმევ. | 4 | და მოგიკითხონ შენ მშჳდობით და მოგიპყრან და გრქვან შენ, ვთარმედ: ნაწილ-იღე ამისგან და შენ ნაწილ-იღო ყოვლისა მისგან. |
5 | შემდგომ ამისა ღვთის ბორცვზე ახვალ, სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია. ქალაქში შესვლისას შეხვდები გორაკიდან ჩამომავალ ქადაგთა გუნდს, რომელთაც წინ მიუძღვებიან ქნარით, დაფდაფით, სტვირითა და ებნით. თავად კი ქადაგებენ. | 5 | და მისა შემდგომად ახჳდე შენ ბორცუსა მას ღმრთისასა, სადა-იგი არს გუნდი უცხოთესლთა. და რაჟამს შეხჳდე ქალაქად, შეგემთხჳოს შენ დასი ერთი წინაწარმეტყველთა, გარდამომავალი ბამით, და წინაშე მათსა პარით მემღერნი და ქნარით, ნესტჳ და ბობღანი. და იგინი წინაწარმეტყუელებდენ მათ თანა. |
6 | ღვთის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად აქადაგდები, სხვა კაცად გარდაიქმნები. | 6 | და მოვიდეს შენ ზედა სული ღმრთისა, და შენცა წინაწარმეტყუელებდე მათ თანა და გარდაიცვალო შენ ახალ კაცად. |
7 | როცა ყოველივე ეს აგიცხადდება, როგორც მოგიხდეს, ისე მოიქეცი, რადგან ღმერთი იქნება შენთან. | 7 | და იყოს, რაჟამს აღესრულოს ესე ყოველი სასწაული შენ ზედა, ჰქმენ ყოველი, რაჲცა გინდეს, რამეთუ უფალი შენ თანა არს. |
8 | ჩემზე წინ ჩახვალ გილგალში და მეც მალე მოვალ შენთან, რათა შევწირო აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი. შვიდ დღეს მელოდე, ვიდრე არ მოვალ შენთან და არ გასწავლი, რა უნდა გააკეთო. | 8 | აწ შენ უწინარეს აღვედ გალგალად და მე მოვიდე მუნ შეწირვად მსხუერპლთა საკურთხისათა და შესაწირავთა მშჳდობისათა და მელოდე მე შჳდ დღე, ვიდრემდე მე მოვიდე შენდა და გაუწყო შენ, რა-იგი ჯერ-იყოს ყოფად შენდა. |
9 | როგორც კი გატრიალდა საული წასასვლელად სამუელისგან, სხვა გული ჩაუდგა მას ღმერთმა და ყველა ნიში აუცხადდა იმ დღეს. | 9 | და ვითარცა გარემოიქცა და ზურგი შეაქცია, ვითარცა წარ-ოდენ-ვიდა სამოველისგან, გარდაცვალა გული მისი ღმერთმან და განახლდა და მოიწია ყოველი ესე სასწაული მის ზედა მას დღესა შინა. |
10 |
ავიდნენ გორაკზე და, აჰა, მოდის მისკენ ქადაგთა გუნდი. გადმოვიდა მასზე ღვთის სული და ისიც მათთან ერთად აქადაგდა. |
10 |
და მოვიდა იგი ბორცუსა მას თანა და მოეგებოდეს მას დასნი იგი წინაწარმეტყუელთანი. და მოეფინა მის ზედა სული იგი ღმრთისა და იწყო მანცა წინაწარმეტყუელებად მათ შორის. |
11 | ყველანი, ვინც მანამდე იცნობდნენ მას, ხედავდნენ ქადაგებთან ერთად გაქადაგებულს და ლაპარაკობდნენ ერთმანეთში: რა დაემართა კიშის ძეს? ნუთუ საულიც გაქადაგდა? | 11 | და რაჟამს იხილეს, რამეთუ გუშინ და ძოღანცა ეხილვა, რამეთუ წინაწარმეტყუელებდა წინაწარმეტყველთა შორის, თქუეს ერთა მათ მოყვასმან მოყუსისა მიმართ: ესეღა სამე ელოდა ძესა კისისასა, აწ საულცა წინაწარმეტყუელთა თანავე? |
12 | თქვა პასუხად ერთმა იქაურმა კაცმა: ვინ არის მათი მამა? ასე წარმოიშვა ანდაზა: ნუთუ საულიც გაქადაგდაო? | 12 | მი-ვინმე-უგო მათგანმან და ჰრქუა: ვინმე იყო მამა იგი მისი, არა უკუე კის? ამის ჯერისათჳს იგავად იყო სიტყუაჲ ესე, ვითარცა აწ საულ წინაწარმეტყუელთა თანავე? |
13 | მორჩა ქადაგებას და ავიდა გორაკზე. | 13 | და დაასრულა წინაწარმეტყუელება და მოვიდა ბორცუსა მას ოდენ. |
14 | უთხრა საულის ბიძამ საულსა და მის მსახურს: სად იარეთ? მიუგო: ვირებს ვეძებდით და როცა ვერსად ვიპოვეთ, სამუელთან წავედით. | 14 | ჰრქუა მამისძმამან მისმან ყრმასა მას: ვიდრე ოდენ სრულ იყვენით? ხოლო მან რქუა მას: ვირთა ძებნასა, და არასადა ვპოენით და მოვედით ჩუენ სამოველისა. |
15 | უთხრა საულს ბიძამ: მომიყევი, რა გითხრათ სამუელმა. | 15 | და რქუა სახლისწულმან მან საულს: მითხარ მე, რაჲცა გითხრა შენ სამოველ. |
16 | უთხრა საულმა ბიძას: გამოგვიცხადა, ნაპოვნიაო ვირები. ხოლო მეფობის ამბავი, რაც სამუელმა უთხრა, არ გაუმხელია მისთვის. | 16 | და ჰრქუა საულ სახლისწულსა თჳსსა: მან მომითხრა პოვნა კარაულისა, ხოლო მეფობისათჳს სიტყუაჲ არა აჴსენა მის თანა, რომელი ჰრქუა მას სამოელ. |
17 | მოუხმო სამუელმა ხალხს უფალთან მიცფაში. | 17 | და შეკრიბა სამოველ ყოველი იგი ერი უფლისად მასეფათდ |
18 | უთხრა ისრაელიანებს: ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: მე გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან, მე გიხსენით თქვენ ეგვიპტელთაგან და ყველა სამეფოსგან, რომელიც კი გავიწროებდათ. | 18 | და ჰრქუა ძეთა მათ ისრაჱლისათა: ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, მე გამოვიყვანენ ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით და გიჴსნენ თქუენ ჴელისაგან ფარაოსთა, რომელი-იგი გაჭირვებდა თქუენ. |
19 |
ახლა უარყოფთ თქვენს ღმერთს, რომელმაც გიხსნათ ძნელბედობასა და გასაჭირში, რადგან ეუბნებით: მეფე დაგვიდგინეო. აბა, წარუდექით უფალს თქვენთქვენი ტომისა და გვარეულობის მიხედვით. |
19 |
ხოლო თქუენ დღეს შეურაცხ-ყავთ ღმერთი თქუენი, რომელი-იგი იყო მჴსნელი თქუენი ყოვლისაგან ჭირისა და ძჳრთასა, და სთქუთ, ვითარმედ, მეფე დაადგინე ჩუენ ზედა! აწ წამოდეგით წინაშე უფლისა ნათესავად-ნათესავადი თქუენი ათასეულებითა მით თქუენითა! |
20 | სათითაოდ მიიყვანა სამუელმა ისრაელის ყველა ტომი და ბენიამინის ტომს ხვდა წილი. | 20 | და შეკრიბა სამოველ ყოველი იგი ნათესავები ისრაჱლისა და განაწილა და აღმოუჴდა წილი იგი ბენიამენს. |
21 | მიიყვანა ბენიამინის ტომი საგვარეულოებისდა მიხედვით და მატრის საგვარეულოს ხვდა წილი. მერე საულს, კიშის ძეს, ხვდა წილი. დაუწყეს ძებნა და ვერსად იპოვეს. | 21 | და შემოკრიბა ტომები იგი ბენიამენისა, განაწილა და აღმოუჴდა წილი მატტარიისი და შემოკრიბა ტომები იგი მატტარიასი კაცად-კაცადი და განუწილა. აღმოუჴდა წილი საულისი, ძისა კისისა, და ეძიებდა მას და ვერა ჰპოვეს. |
22 | კვლავ შეეკითხნენ უფალს: თუ კიდევ არის აქ ვინმე მიმსვლელი? თქვა უფალმა: აჰა, ჭურჭლებს არის ამოფარებული. | 22 | და იკითხა კუალად სამოველ უფლისა მიმართ და თქუა: იპოვოსმე სადა კაცი იგი ჩუენ შორის? და ჰრქუა უფალმან სამოველს: აჰა ეგერა, დამალულ არს ჭურსა შორის! |
23 | გაიქცნენ და გამოიყვანეს იქიდან. ჩადგა ხალხში და ერთი თავით ყველაზე მაღალი გამოჩნდა. | 23 | და მიირბინა სამოველ და გამოიყვანა საულ მიერ და წარმოადგინა შორის მათსა. და უმაღლეს იყო იგი ყოვლისა მის ერისა ბეჭითგან აღმართ. |
24 | უთხრა სამუელმა მთელს ხალხს: ხომ ხედავთ, ვინ აირჩია უფალმა? რადგან მთელს ხალხში არავინაა მისი მსგავსი. იხუვლა ხალხმა და თქვა: დღეგრძელი იყოს მეფე! | 24 | მაშინ ჰრქუა სამოველ ყოველსა მას ერსა: იხილეთღა, რამეთუ გამოირჩია უფალმან! არა ვინ არს თქუენ შორის მსგავსი ამისა რაჲთურთით! და იხილა ყოველმან ერმან და თქუეს: უკუნისამდინ ცხონდინ მეფე! |
25 | გამოუცხადა სამუელმა ერს მეფობის უფლებანი, წიგნში ჩაწერა და უფლის წინაშე დადო. მერე დაითხოვა სამუელმა ხალხი და წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავის სახლებში. | 25 | და ეტყოდა სამოველ ყოველსა მას ერსა მისსა და განაგო ყოველივე წესი საშარავანდო: და დაწერა წიგნი და დადვა წინაშე უფლისა; და განუჯმნა ყოველსა ერსა და წარვიდეს თჳთოეულად ადგილსა თჳსსა. |
26 | საულიც გაემართა თავისი სახლისკენ, გიბყაში. თან გაჰყვა მამაცი ხალხი, რომელთა გულებს ღმერთი შეეხო. | 26 | და საულცა წარვიდა სახიდ თჳსად გაბაას და წარმო-ვინმე-დგეს შვილნი მდიდართანი, რომელთანი განარისხნა გულნი მათნი უფალმან საულის მიმართ. |
27 | უგვანი ხალხი ამბობდა: ეგ ჩვენ როგორ გვიხსნისო, და შეიძულეს იგი და ძღვენი არ მიართვეს. მას კი არაფერი უთქვამს. | 27 | შვილნი უშჯულოებისანი შეურაცხ-ყოფდეს საულს და თქუეს: არამე უკუჱ მაცხოვნნეს ჩუენ ამან? და არასადა მიართვეს ამას ძღუენი. ხოლო იგი დუმნა და არა იტყოდა. |