ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
უთხრა სამუელმა საულს: უფალმა გამომგზავნა, რომ მეცხე ისრაელის, ჩემი ერის, მეფედ. ახლა ისმინე უფლის სიტყვები. |
1 |
მას ჟამსა მოვიდა სამოველ საულისა და ჰრქუა მას: მომავლინა უფალმან ცხებად შენდა მეფედ ისრაჱლსა ზედა, ერსა მისსა! აწ ისმინე ბრძანება უფლისა! |
2 | ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მე მახსოვს, როგორ ექცეოდა ისრაელს ყამალეკი, როგორ აბრკოლებდა გზაზე ეგვიპტიდან გამომავალს. | 2 | რამეთუ ამას იტყჳს უფალი ყოვლისამპყრობელი: აჰა, ესერა, მე ვიძიო შური ამალეკისა ზედა ამისთჳს, რამეთუ ბოროტი უყვეს ერსა მას ჩემსა, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგჳპტით. |
3 | ახლა წადი და სძლიე ყამალეკს და გაუნადგურე მთელი საბადებელი. ნუ დაინდობ, გაწყვიტე კაცი და ქალი, ყრმა და ძუძუთა ბავშვი, ხარი და ცხვარი, აქლემი და სახედარი. | 3 | და აწ აღდეგ, და წარვედ, მივედ მათ ზედა და მოსარ ამალეკი და ყოველივე მათი, რაჲცა იყოს კაცითგან მიპირუტყვამდე, მამაკაცი და დედაკაცი, ყრმა და ძუძუსმწოვარი, ზროხა და ცხოვარი, აქლემი და კარაული, ყოველი მოსრა და მოსწყჳტო და ნურარას დაუტევებ. |
4 | შეჰყარა საულმა ხალხი და დათვალა ტელაიმში ორასი ათასი ქვეითი, მათ შორის ათი ათასი იუდაელი. | 4 | და უბრძანა სამოველ ყოვლისა ერისა მოწოდებაჲ ანდეზობით და ყო გალგალას ახილვასა მას მათსა. იპოვნეს მუნ ისრაჱლისაგანნი ერი, ვითარ ოთხასი ათასი კაცი და იუდასი ოცდაათი ათასი კაცი. |
5 | მოადგა საული ყამალეკის ქალაქს და ხევში ჩასაფრდა. | 5 | და წარვიდა საულ ერითურთ და მივიდა ქალაქთა მათამდე ამალეკისთა, და დაემალა მათ ნაღვარევთასა. |
6 | უთხრა საულმა კენიელებს: ადექით და განუდექით, გაშორდით ყამალეკელებს, რომ მათთან ერთად თქვენარ გაგანადგუროთ, რადგან სიკეთე გაქვთ გაკეთებული მთელი ისრაელისთვის, როცა ის ეგვიპტიდან გამოდიოდა. განუდგნენ კენიელები ყამალეკს. | 6 | და ჰრქუა საულ კინეველსა: წარვედ შენ ამალეკისაგან და ნუღარა მიეახლები მას, რათა არა მოსწყდე მათ თანა ამისთჳს, რამეთუ კეთილ უყავ შენ ძეთა ისრაჱლისათა, რაჟამს განვიდოდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით. და განეშორა კინეველი იგი ამალეკისაგან. |
7 | შემუსრა საულმა ყამალეკი ხავილადან შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ რომ არის. | 7 | დაესხა საულ ამალეკსა და მოსრა ამალეკი ევილათითგან მისუდამდე, რომელ არს წინაშე პირსა ეგჳპტისასა. |
8 | ცოცხლად შეიპყრო აგაგი, ყამალეკის მეფე, მთელი ხალხი კი მახვილით გაანადგურა. | 8 | და შეიპყრა აგაგ, მეფე ამალეკთა, ცოცხალი და ყოველი ნათესავნი არიმისნი მოსწყჳდა. |
9 | დაინდეს საულმა და ლაშქარმა აგაგი და საუკეთესი ცხვარ-ძროხა, საკვები, ბაღ-ვენახები და ყველაფერი, რაც საუკეთესო იყო და რისი განადგურებაც არ მოინდომეს. ყველაფერი უვარგისი და ცუდი კი გაანადგურეს. | 9 | და განარინეს საულ და ყოველმან ერმან აგაგ ცოცხლად, ხოლო კაცი ჭაბუკოვანი და კეთილ-კეთილი ტყუედ წარმოიტყუენა და საცხოვარი რჩეულ-რჩეული წარმოასხა და ყოველი კეთილი მის ქუეყანისა, ხოლო შეურაცხი ოდენ მოსწყჳდეს. |
10 | იყო უფლის სიტყვა სამუელის მიმართ: | 10 | და იყო ბრძანება უფლისა სამოველსა ზედა და თქუა: |
11 |
ვნანობ, რომ გავამეფე საული, რადგან განმიდგა მე და აღარ ასრულებს ჩემს სიტყვებს. შეწუხდა სამუელი და მთელი ღამე უხმობდა უფალს. |
11 |
შემინანებიეს მე, რამეთუ დავადგინე საულ მეფედ. რამეთუ გარდაჴდა იგი ბრძანებასა ჩემსა და არა ქმნა, რომელ-იგი ვამცენ. და შეუძნდა სამოველს სიტყუაჲ იგი და გოდებდა ღმრთისა მიმართ ღამე ყოელ. |
12 | ადგა დილაადრიანად სამუელი, რომ შეხვედროდა საულს. შეატყობინეს სამუელს, რომ საული ქარმელში ყოფილა, იქ სვეტი აღუმართავს თავისთვის და, იქიდან გამობრუნებული, გილგალში ჩასულა. | 12 | და აღიმსთო სამოველ განთიად და მიეგებვოდა ისრაჱლსა ჟამსა ცისკრისასა. და უთხრეს სამოველს, ვითარმედ: მოვიდა საულ კარმელად. და მიჰყო სამოველ ჴელი თჳსი, გარემოაქცივნა ეტლნი მისნი და შთავიდა იგი მუნვე გალგალად. და მოვიდა სამოველ საულსა თანა და იხილა საულ, რამეთუ შესწირვიდა მსხუერპლთა ნატყუენავისა მისგანსა, რომელი მოეღო ამალეკთაგან. |
13 | მივიდა სამუელი საულთან და უთხრა მას საულმა: კერთხეული ხარ უფლისაგან! აღვასრულე უფლის სიტყვა. | 13 | და ვითარცა მოვიდა სამოველ საულისა თანა, და ჰრქუა მას საულ: კურთხეულო უფლისაო, აჰა, ესერა, აღვასრულე ყოველი ბრძანება უფლისა. |
14 | უთხრა სამუელმა: რა არს, ცხვრისა და ძროხის ბღავილი რომ მესმის? | 14 | მიუგო სამოელ და ჰრქუა: რომელი არს ჴმაჲ ესე საცხოვარისა, რომელი მესმის ყურთა ჩემთა, ღრიალი ზროხათა ამათ? |
15 | მიუგო საულმა: ყამალეკისგან წამოასხეს, რადგან დაინდო ლაშქარმა საუკეთესო ცხვარ-ძროხა, რომ უფლის, შენი ღმერთისთვის, შეეწირა. დანარჩენი გავანადგურეთ. | 15 | მიუგო საულ და ჰრქუა: ეგე რჩეულ-რჩეული შესაწირავად უფლისა, რომელი განარინა ყრმამან მან, ზროხა და ცხოვარი ამალიკისი, ხოლო სხუაჲ იგი მოსრეს. |
16 | უთხრა სამუელმა საულს: მათქმევინე, რა გამომიცხადა უფალმა წუხელ. მიუგო: თქვი. | 16 | მიუგო სამოველ საულს და ჰრქუა: აწ ისმენდი და გითხრა შენ ბრძანება უფლისა, რომელსა მეტყოდა მე უფალი ღამესა ამას! და ჰრქუა მას საულ: იტყოდე! |
17 | თქვა სამუელმა: ხომ არ გეღირსებოდა თავი, როცა ისრაელის ტომთა მეთაური გახდი და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა. | 17 | მაშინ ჰრქუა სამოველ: არა შენ უმრწემეს იყავ ნათესავსა შორის ისრაჱლთასა და გცხო შენ უფალმან მეფედ ყოველსა ზედა ისრაჱლსა? |
18 | დაგაყენა გზაზე უფალმა და გითხრა: წადი და გაანადგურე ცოდვილი ყამალეკი, ებრძოლე მას, ვიდრე არ მოუღებ ბოლოს. | 18 | და წარგავლინა შენ უფალმან გზასა ერთსა და გრქვა, ვითარმედ: მივედ, მოსარ ამალეკი შეცოდებული იგი ჩემდა მომართ, მოსწყჳდო მისრულიადმდე! |
19 | რატომ არ ისმინე უფლის სიტყვა, რატომ დახარბდი ნადავლს და ჩაიდინე ბოროტება უფლის თვალში? | 19 | ხოლო შენ არა ჰყავ ბრძანება უფლისა, არამედ განუტევენ თუალნი შენნი ნატყუენავსა მას ზედა და ჰყავ შენ ბოროტი წინაშე უფლისა. |
20 | უთხრა საულმა სამუელს: არა, მე გავიგონე უფლის სიტყვა და წავედი იმ გზით, რაზედაც დამაყენა უფალმა; მოვიყვანე აგაგი, ყამალეკის მეფე, ხოლო ყამალეკი გავანადგურე. | 20 | და ჰრქუა საულ სამოველს: ამისთჳს, რამეთუ ვისმინე ჴმაჲ ერისა ამის და მივედ გზასა მას, რომელსა მიმავლინა მე უფალმან, და მივიყვანე მე აგაგ, მეფე ამალეკთა, ცოცხალი პყრობილად და ერი იგი ამალეკთა მოვსარ! |
21 |
ლაშქარმა აიღო ნადავლიდან ცხვარი და ძროხა - დარისხებულის საუკეთესო ნაწილი, რომ უფლის, შენი ღმერთისათვის შეეწირა მსხვერპლად გილგალში. |
21 |
და კეთილ-კეთილი იგი ცხოვარი და ზროხა მოასხეს ერმან ამან შესაწირავად უფლისა ღმრთისა გალგალად. |
22 | უთხრა სამუელმა: განა ისევე ეამება უფალს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავები, როგორც მოსმენა უფლის სიტყვისა? მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება - ცხვრების ლურთებზე. | 22 | მიუგო სამოველ საულს და ჰრქუა: არა უჴმან უფალსა საკუერთხნი მსხუერპლად, არამედ აღსრულებად ბრძანება უფლისა! რამეთუ ფრიად უმჯობეს არს მსხუერპლთა დამორჩილება და სმენად ბრძანება უფლისა უფროს ცმელისა ვერძთასა! |
23 | რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე. რაკიღა მოიძულე უფლის სიტყვა, ისიც მოიძულებს შენს მეფობას. | 23 | რამეთუ ზმნა ზმნათა ცოდვა არს და განრისხებაჲ ცუდადი უსჯულოება არს, და ფუფუნებამან სენი და სალმობა შეიძინიან. აწ, რამეთუ შეურაცხ-ყავ შენ ბრძანება იგი უფლისა, შეურაცხ-გყოს შენცა უფალმან, რათა არღარა მეფობდე ისრაჱლსა ზედა! |
24 | უთხრა საულმა სამუელს: შევცოდე, რომ გადავედი უფლის ბრძანებას და შენს სიტყვას, რადგან ხალხის შემეშინდა და გავუგონე მის ხმას. | 24 | მაშინ ჰრქუა საულ სამოველს: ვცოდე წინაშე უფლისა, რამეთუ გარდავჴედ ბრძანებასა მას უფლისასა და სიტყუასა მას შენსა; და შემეშინა ერისა მისგან და მივერჩდი მათ. |
25 | ახლა შემინდე ცოდვა და დაბრუნდი ჩემთან ერთად, რომ თაყვანი ვცე უფალს. | 25 | და აწ მომიტევე მე შეცოდება ესე ჩემი და მოვედ ჩემ თანა და მოვიდეთ და თაყუანის-ვსცეთ უფალსა ღმერთსა შენსა! |
26 | უთხრა სამუელმა საულს: არ დავბრუნდები შენთან ერთად, რადგან შეიძულე უფლის სიტყვა და უფალმაც მოგიძულა ისრაელის მეფედ. | 26 | მიუგო სამოველ საულს და ჰრქუა: არა მივიდე მე შენ თანა, რამეთუ შეურაცხ-ყავ შენ ბრძანებაჲ უფლისა, და აწ შეურაცხ-გყო შენ უფალმან, რათა არღარა მეფობდე შენ ქუეყანასა ზედა! |
27 | შეტრიალდა სამუელი წასასვლელად და მოეჭიდა საული მის მოსასხამის კალთას და გაიგლიჯა კალთა. | 27 | და გარემოიქცა სამოველ წარსლვად პირისაგან. და მიჰყო საულ ჴელი თჳსი და შეუპყრა კიდე ჩუდკეცისა მისისა, რათამცა დაიყენა იგი მის თანა და მოხეთქა კიდე ერთი სამოსლისა მისისა. |
28 | უთხრა მას სამუელმა: გამოგგლიჯა დღეს უფალმა ისრაელის მეფობა და მისცა იგი შენს თვისტომს, შენზე უკეთესს. | 28 | მაშინ ჰრქუა მას სამოველ: განხეთქოს უფალმან მეფობა შენი ქუეყანასა ზედა და სახლსა მას ზედა ისრაჱლისასა დღესდღე და მისცეს იგი მოყვასსავე შენსა, რომელი უმჯობეს იყოს შენსა! |
29 | არ იცრუებს ისრაელის დიდება და არ გადაიფიქრებს, რადგან ადამიანი ხომ არ არის, რომ გადაიფიქროს. | 29 | და განხეთქოს ისრაჱლი ორგან, და არღარა მოიქცეს და არცა შეინანოს უფალმან ისრაჱლისამან, რამეთუ არა ვითარცა კაცი არს იგი, ვითარცა შეინანა რისხვა იგი! |
30 |
თქვა საულმა: შევცოდე. ახლა ჩემი ერის უხუცესების და ისრაელის წინაშე მაინც მომაგე პატივი და წამომყევი, რომ თაყვანი ვცე უფალს, შენს ღმერთს. |
30 |
და ჰრქუა საულ სამოველს: ვსცოდე, არამედ ნუღარა მაგინებ მე წინაშე მოხუცებულთა ერისა ჩემისათა და წინაშე ისრაჱლისა, არამედ მოიქეც შენ ჩემდა და თაყუანის-ვსცეთ უფალსა ღმერთსა შენსა. |
31 | წაჰყვა სამუელი საულს და თაყვანი სცა საულმა უფალს. | 31 | და მოვიდა სამოველ საულის თანა და თაყუანი-სცეს უფალსა |
32 | თქვა სამუელმა: მომიყვანეთ აგაგი, ყამალეკის მეფე. მოვიდა მასთან შებორკილი აგაგი და იფიქრა აგაგმა: ნამდვილად ამცდა მწარე სიკვდილი. | 32 | და ჰრქუა სამოველ: მომგვარეთ მე აგაგ, მეფე იგი ამალეკისა! და მოჰგუარეს მას აგაგ და ძრწოლა შეედვა მას და თქუა: უკუეთუ ესრე მწარე არს სიკუდილი? |
33 | თქვა სამუელმა: როგორც უშვილო ქმნა შენმა მახვილმა დედაკაცები, ასევე უშვილო იქნება დედაშენი ქალთა შორის და აჩეხა სამუელმა აგაგი გილგალში უფლის წინაშე. | 33 | მიუგო მას სამოველ და ჰრქუა: ვითარ-იგი უშვილო ქმნნა დედანი იგი მახჳლმან შენმან, ეგრე უშვილო იქმნეს დედათა შორის შენთა დედაჲ შენი. და სცა და მოკლა აგაგ წინაშე უფლისა გალგალას. |
34 | გაბრუნდა სამუელი რამათს, საული კი თავის სახლში, საულის გიბყაში წავიდა. | 34 | და წარვიდა სამოველ არმათემად. და საულ წარვიდა სახლით თჳსა გაბაას. და არღარა შევიდა სამოველ ხილვად საულისა ვიდრე დღემდე სიკუდილისა თჳსისა, რამეთუ ეგლოვდა სამოველ საულს. და უფალმანცა შეინანა, რამეთუ დაადგინა იგი მეფედ ისრაჱლსა ზედა. |
35 | აღარ უნახავს სამუელს საული სიკვდილის დღემდე, მაგრამ სწუხდა სამუელი საულზე. ინანა უფალმა საული რომ გაამეფა ისრაელში. |