ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ადგა და წავიდა იონათანი, და მივიდა ქალაქს. |
1 |
და მოვიდა დავით ნობად აბიმელიქსა მღდელისა, და განუკჳრდა აბიმელიქს მღდელსა მისლვა იგი დავითისი და ჰრქუა: რად ეგრე? რაჲსათჳს მარტო მოხვალ და არა ვინ არს შენ თანა? |
2 | ხოლო დავითი ნომბაში წავიდა ახიმელექ მღვდელთან. შიშით გამოეგება ახიმელექი დავითს და ჰკითხა: მარტო რატომ ხარ? რატომ არავინ გახლავს? | 2 | მიუგო დავით და ჰრქუა აბიმელიქს, მღდელსა ღმრთისასა: სიტყუაჲ ერთი მიბრძანა მე მეფემან საიდუმლო და მომავლინა, და მონანი ჩემნი განვიშვენ, და მელიან მე ადგილსა, რომელსა ჰრქჳან სარწმუნო ღმრთისა. |
3 | მიუგო დავითმა ახიმელექ მღვდელს: საქმე დამავალა მეფემ და მითხრა: არავინ იცოდეს, რა საქმეა, რაზედაც გგზავნი და რასაც გავალებ. ამიტომაც ამა და ამ ადგილს დავიბარე მსახურები. | 3 | და აწ თუ გიც ხუთი ჴვეზა პურისა და სხუაცა თუ რამე არს ჴელთა შენთა, მომეც. |
4 | ახლა, რა გექნება სახელდახელოდ? მომეცი ხუთი პური ან რაც მოგეძევება. | 4 | მიუგო მღდელმან მან და ჰრქუა: არა არს პური შერეული ჴელთა შინა ჩემთა, გარნა პური იგი შესაწირავისანი. აწ წმიდა თუ არიან ყრმანი შენნი დედათაგან, მიიღეთ და ჭამეთ. |
5 | მიუგო მღვდელმა დავითს და უთხრა: სადაგი პური არა მაქვს ახლა, მხოლოდ ნაკურთხი პური მაქვს. ოღონდ ცოლებს ხომ არ გაჰკარებიან შენი მსახურები? | 5 | მიუგო დავით მღდელსა და ჰრქუა: დედათაგან წმიდა ვართ, გუშინდლითგან და ძოღანდლითგან, ვინათგან გამოვედით გზასა ამას, წმიდა ვართ, და გზათა, თუ ესე საეჭველ არს, ხოლო დღეს წმიდა ვართ, და ყრმანიცა ჩემნი განწმედილ არიან. |
6 | მიუგო დავითმა მღვდელს და უთხრა: ცოლებთან არ მივსულვართ არც გუშინ და არც გუშინწინ, იმ დროდან, რაც გზას ვადგავარ. ჩემი მსახურების ჭურჭლები წმიდაა; ეგ პურიც სადაგად ჩაითვლება, რადგან დღეს ხომ ახალი უნდა იკურთხოს ჭურჭელში. | 6 | ამოიღო პური იგი აბიმელიქ და მისცა მას პური იგი, რომელ დაგებულ იყო წინაშე უფლისა, რამეთუ სხუაჲ პური შერეული არა იდვა, გარნა პური იგი, რომელ დაგებულ იყო წინაშე უფლისა. |
7 | მისცა მას მღვდელმა ნაკურთხი პური, რადგან არ იყო იქ სხვა პური, გარდა საუფლო პურისა, რომელსაც იღებენ ხოლმე უფლის ტაბლიდან, რომ მის ნაცვლად ახალი პური დააწყონ. | 7 | და იყო ვინმე მუნ მონათა მათგანი საულისთა კაცი ერთი, სულით სნეული, შეკრული წინაშე უფლისა, და სახელი მისი დოიკ იდუმელი, მეჯორე საულისი. |
8 | იყო იქ იმ დღეს უფლის წინაშე ერთი კაცი, საულის მორჩილთაგანი, სახელად დოეგი, ედომელი, საულის მწყემსების უფროსი. | 8 | და ჰრქუა დავით აბიმელიქს: იხილე შენ, არს თუ სადა შენ თანა ჰოროლი, ანუ ჴმალი, ანუ ლახვარი, რამეთუ ჴმალი ჩემი და საჭურველი ჩემი არა მოვიღე ჩემ თანა, რამეთუ ბრძანებაჲ იგი მეფისა მსწრაფლ იყო. |
9 |
უთხრა დავითმა ახიმელექს: ხომ არ გაქვს სადმე შუბი ან მახვილი, რადგან არც მახვილი წამომიღია და არც სხვა რამ საჭურველი, ისე სასწრაფო იყო სამეფო საქმე. |
9 |
მიუგო მღდელმან მან და ჰრქვა: აჰა, ეგერა, ჴმალი იგი გოლიადისა, უცხოთესლისა მის, რომელ შენ მოჰკალ ღელესა მას ელისსა, წარგრაგნილი სამოსლითა ძეს, იგი თუ მიგაქუს, მიიღე; ხოლო მახჳლი არა არს ჩემ თანა, თჳნიერ მისა. მიუგო დავით და ჰრქუა: მომართუ მე იგი, რამეთუ არა არს მისა უმჯობესი! მოიღო აქიმელექ ჴმალი იგი და მისცა მას. |
10 | უთხრა მღვდელმა: იმ ფილისტიმელი გოლიათის მახვილია აქ, მუხნარის ველზე რომ დაამარცხე; აგერ დევს, ეფოდის უკან, მოსასხამში გახვეული. თუ წაღება გინდა, წაიღე, რადგან მის გარდა სხვა არაფერი გვაქვს. თქვა დავითმა: არაფერია ამის მსგავსი. მომეცი. | ||
11 | ადგა დავითი და გაიქცა იმ დღეს საულისგან, და მოვიდა აქიშთან, გათის მეფესთან. | 10 | და ადგა დავით სწრაფით და ივლტოდა საულისგან, და მოვიდა იგი ანქუშისა, მეფისა მის გეთელთასა. |
12 | უთხრეს აქიშს მისმა მორჩილებმა: ეს დავითი არ არის ქვეყნის მეფე? მას არ უმღეროდნენ როკვისას: საულმა სძლია ათასს, დავითმა ათი ათასსო? | 11 | მაშინ ჰრქუეს ანქუშს მონათა მათ მისთა: არა ესე არს დავით მეფე იგი ქუეყანისა? არა ამას გამოეგებვოდეს მაქებელნი იგი, რომელ იტყოდეს: საულ დასცა ათასები, ხოლო დავით დასცნა ბევრეულნი? |
13 | გულში ჩაიდო დავითმა ეს სიტყვები და ძლიერ ეშინოდა აქიშისა, გათის მეფისა. | 12 | და ვითარცა ესმა დავითს სიტყუაჲ ესე, შეეშინა ფრიად ანქუშისა, მეფისა გეთელისა. |
14 | გონება შეიშალა დავითმა მათ თვალში, თავი მოიგიჟიანა, ხაზებს ავლებდა ჭიშკრის კარებზე და წვერებზე დორბლი ჩამოსდიოდა. | 13 | და განიმრუდა პირი მისი წინაშე მათსა და მოიცოფა თავი თჳსი, როკავნ და იქცევინ იგი კარით კარად მიბჭედმდე ქალაქისა, მერმე იწყო ოთხითა სლვად, გორვად და პეროად და აღავსებდა პერითა მით წვერთა მისთა. |
15 | უთხრა აქიშმა თავის მორჩილთ: ხომ ხედავთ, რომ შეშლილია ეს კაცი. რისთვის მოიყვანეთ ჩემთან? | 14 | და ჰრქუა ანქუშ მონათა თჳსთა: სადა ჰპოვეთ კაცი ეგე სულითა სნეული, რამეთუ მოიყვანეთ ეგე ჩემ წინაშე? |
16 | შეშლილებიღა მაკლდნენ, რომ მოგიყვანიათ და გიჟობს ჩემს წინაშე? ეს უნდა შემოსულიყო ჩემს სახლში? | 15 | ნაკლულ ნურა ვიყვენით ჩუენ ესევითარითა სნეულითა, რად გამოიყვანედ ესევითარი სნეული წინაშე ჩემსა? აწ ნურღარა შემოვალნ ეგე სახლსა ჩემსა. |