1 |
აიყარა დავითი იქიდან და ენგადის მიუვალ ადგილებში ჩაჯდა. |
1 |
და წარვიდა დავით და დაადგრა ძნელოვანსა მას გადდესა. |
2 |
როგორც კი დაბრუნდა საული ფილისტიმელთაგან, შეატყობინეს,
ენგადის უდაბნოშიაო დავითი. |
2 |
და იყო, ვითარცა მოიქცა საულ უცხოთესლთა მათგან, უთხრეს
მას, ვითარმედ: აჰა, ესერა, დავით მოსრულ არს უდაბნოსა მას გადესსა! |
3 |
აიყვანა საულმა მთელი ისრაელისგან გამორჩეული სამი ათასი
კაცი და წავიდა დავითისა და მისი ხალხის საძებრად სანიამორე კლდეებში. |
3 |
და წარიყვანა საულ მის თანა სამი ათასი კაცი რჩეული
ყოველთაგან ისრაჱლთასა და მივიდა ძიებად დავითისა და ესეკ სადამისისა
ადგილთა კაპანთა ფრიალოთა. |
4 |
მივიდა ცხვრის სადგომებიდან გზის ნაპირას, სადაც
გამოქვაბული იყო. შევიდა შიგ საული საჭირო საქმეზე, ხოლო დავითი და მისი
კაცები გამოქვაბულის შიგნით ისხდნენ. |
4 |
და მოვიდა იგი ადგილსა მას მწყემსთასა. და იყო მუნ ქვაბი
ერთი. და შევიდა მუნ საულ განსვენებად მას შინა. და დავით ერითურთ მისით
დამალულ იყო შინაგან ქვაბთა. |
5 |
უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: აჰა, ის დღეც, რომელზეც
გითხრა უფალმა, აჰა, ხელში ჩაგიგდებო შენს მტრებს და უყავი მათ, რაც
გენებოსო. წამოდგა დავითი და ჩუმად მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს. |
5 |
და ჰრქუეს კაცთა მათ დავითს, რომელნი მის თანა იყუნეს:
ესე დღე მათ დღეთაგანი არს, რომელსა დღესა აღგითქვა ღმერთმან მოცემად
მტერთა შენთა ჴელთა შინა შენთა. აწ ყავ, რომელი კეთილ არს შენ წინაშე! და
მოვიდა დავით მსწრაფლ საულისა და მოჰკუეთა ფრთე ერთი ქლამინდისა მისისისა. |
6 |
ამის შემდეგ სტკიოდა გული დავითს, რომ მოაჭრა კიდე საულის
მოსასხამს. |
6 |
და შეინანა ფრიად დავით გულსა შინა თჳსსა, რამეთუ
მოჰკუეთა ქლამინდსა მისსა. |
7 |
უთხრა თავის ხალხს: ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე
ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან
უფლის ცხებულია იგი |
7 |
და ჰრქუა დავით ერსა მას: ნუ იყოფინ ჩემდა ეგე უფლისა
მიერ, რათამცა ვნებაჲ რამე შევამთხჳე უფალსა ჩემსა, რამეთუ ცხებული უფლისა
არს იგი! |
8 |
გაკიცხა თავისი კაცები დავითმა და ნება არ მისცა, თავს
დასხმოდნენ საულს. გამოვიდა საული გამოქვაბულიდან და გავიდა გზაზე. |
8 |
და შეაჯერა დავით სიტყჳთა ამით ერსა მას მისსა და არა ვის
უტევა მოკლვად საულისა. და გამოვიდა საულ ქვაბისა მისგან და წარვიდა გზასა
თჳსსა. |
9 |
ადგა ამის შემდეგ დავითი და გამოქვაბულიდან გამოვიდა და მიაძახა საულს:
მეფევ ბატონო! როცა უკან მოიხედა საულმა, მიწად დაიხარა დავითი და თაყვანი
სცა მას. |
9 |
შემდგომად მისა გამოვიდა დავითცა და უჴმობდა მიმართ და
თქუა: უფალო ჩემო მეფე! და გარეუკმოიხედნა საულ და დადრკა დავით და დამხედ
თაყუანი-სცა მას. |
10 |
უთხრა დავითმა საულს: რატომ უგდებ ყურს კაცის სიტყვებს? აჰა, ბოროტს
გიმზადებსო დავითი? |
10 |
ჰრქვა დავით მეფესა: რადმე ისმენ სიტყუასა მონათა შენთასა, რომელნი
გითხრობენ, ვითარმედ დავით გიმზირს შენ მოკლვად? |
11 |
ახლა ხომ შენი თვალით დაინახე, რომ ჩამიგდო დღეს ხელში შენი თავი უფალმა
გამოქვაბულში და მეუბნებოდნენ, მოჰკალიო. მაგრამ შეგიბრალე და ვთქვი, ხელს
არ აღვმართავ ჩემს ბატონზე, რადგან უფლის ცხებულია-მეთქი. |
11 |
აჰა, ესერა, იხილეს თუალთა შენთა, რამეთუ განგწირა შენ უფალმან დღეს ჴელთა
ჩემთა ქვაბსა ამას შინა და მე არა მოგკალ, რამეთუ ვთქუ, ვითარმედ: არა
მივყო ჴელი ცხებულსა ზედა უფლისასა, რამეთუ უფალი არს ჩემი. |
12 |
შეხედე, მამაჩემო, და დააკვირდი შენი მოსასხამის კიდეს, ხელში რომ მიჭირავს. შენი
მოსასხამის კიდის მოჭრისას რომ არ მოგკალი, ამაზე მიხვდი, რომ არ არის ჩემში
ბოროტება და სივერაგე, არ შემიცოდავს შენს წინაშე; შენ კი მოსაკლავად მდევნი. |
12 |
და აწ იხილე, რამეთუ კიდე ქლამინდისა შენისა არს ჴელთა შინა ჩემთა, რომელი
მოვკუეთე, და შენ არა მოგკალ. და აწ გულისხმა-ყავ, რამეთუ არა არს
უკეთურება ჩემ თანა და არცა შეურაცხება და უთნოობა, და არცა გავნე შენ, და
შენ მდევნი მე. |
13 |
უფალმა განგვსაჯოს და უფალმა მოგიზღოს სამაგიერო ჩემს გამო. მე კი შენზე
ხელს არ აღვმართავ. |
13 |
და აწ საჯენ უფალმან ჩემ შორის და შენ შორის! და სამართალი გამომეცინ მე უფალმან
შენგან, რამეთუ ჴელმან ჩემმან არა გავნო შენ. |
14 |
როგორც ძველი ანდაზა ამბობს: ბოროტისაგან ბოროტება გამოდის, მე კი შენზე
ხელს არ აღვმართავ. |
14 |
ვითარცა-იგი თქჳან პირველთა მათ სიტყჳსჯერად, ვითარმედ:
ჴელთაგან უსჯულოსათა გამოჴდეს ცოდვა. აწ, ესერა, ჴელნი ჩემნი შენდა მიმართ
არა შეიგინნეს! |
15 |
ვის წინააღმდეგ გამოვიდა ისრაელის მეფე? ვის სდევნი? მხოლოდ მკვდარ ძაღლს,
მხოლოდ რწყილს რასმე! |
15 |
და ვის შეუდგნ და სდევნ მეფე ეგე ისრაჱლისა, ძაღლსა ერთსა
მკუდარსა უკანაშეუდგ და სდევნი, ანუ თუ გრწყილსა ერთსა დასდევ უდაბნოსა
ამას ზედა? |
16 |
უფალი იყოს მსაჯული, და განგვსაჯოს ჩვენ. იგი შეხედავს და გაიკითხავს ჩემს
სამართალს და მიხსნის შენი ხელიდან. |
16 |
საშჯელი ყავნ უფალმან შენდა და ჩემ შორის და სამართალი
გამომეცინ ჴელთაგან შენთა! |
17 |
როცა დაასრულა დავითმა ამ სიტყვების ლაპარაკი საულთან, თქვა საულმა: ეს
შენი ხმაა, დავით, ჩემო შვილო? და ატირდა საული. |
17 |
და იყო, ვითარცა დაასრულნა სიტყუანი ესე დავით, ჰრქუა
საულ: ესე შენი ჴმა არს, შვილო ჩემო დავით? და ტიროდა საულ ჴმითა მაღლითა. |
18 |
უთხრა დავითს: მართალი ხარ ჩემთან, რადგან შენ სიკეთით მიხდიდი, მე კი
ბოროტებით გიხდიდი. |
18 |
და თქუა: ყოველი სამართალი შენი უფროს არს, ვიდრე ჩემი,
შვილო! რამეთუ შენ მომაგე მე კეთილი და მე მიგაგე შენ ბოროტი კეთილისა წილ. |
19 |
დღესაც დაამტკიცე, რომ კეთილად მექცევი, რადგან, როცა უფალმა ჩაგიგდო ჩემი
თავი ხელში, არ მომკალი. |
19 |
და დღესცა შენვე მომაგე კეთილი, ვითარ-იგი შენ მითხარ,
რამეთუ შემომამწყუდია უფალმან დღეს ჴელთა შენთა, და შენ არა მომკალ მე. |
20 |
ვინ არის ისეთი, რომ დაჭერილი მტერი გაუშვას გზაზე? უფალმა გადაგიხადოს
სიკეთით იმის საზღაურად, რაც დღეს მიყავი. |
20 |
და ვინმე არს, რომელმანცა პოვა მტერი იწროებასა შინა და
არა მოკლა იგი, არამედ განუტევა იგი გზასა თჳსსა კეთილობითა? უფალმან
მიაგოს მას კეთილი, ვითარცა ესე შენ ყავ დღეს ჩემთჳს! |
21 |
ახლა კი მჯერა, რომ ნამდვილად იმეფებ და განმტკიცდება შენს ხელში ისრაელის
სამეფო. |
21 |
და აწ ჭეშმარიტად უწყი, რამეთუ მეფობით მეფობდე შენ და
მიიწიოს უფლება შენი ყოველსა ზედა ისრაჱლსა! |
22 |
ახლა უფლის სახელით შემომფიცე, რომ არ გასწყვეტ ჩემს შემდეგ ჩემს
შთამომავლობას და არ გააქრობ ჩემს სახელს მამაჩემის საგვარეულოდან. |
22 |
და აწ მოვედ და მეფუცე მე უფალსა, რათა არა აღჴოცო
შემდგომად ჩემსა ნათესავი ჩემი და არა წარსწყმიდო სახელი ჩემი სახლისაგან
მამისა ჩემისა! |
23 |
შეფიცა დავითმა საულს და წავიდა საული თავის სახლში. ხოლო დავითი და მისი
კაცები თავშესაფარში ავიდნენ. |
23 |
და ეფუცა დავით საულს. და წარვიდა საულ სახიდ თჳსა და
დავით და მისთანანი იგი აღვიდეს მასეფთად იწროსა მას. |