ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მეფეთა

თავი ოცდამერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იმ ხანებში იყო, რომ შეჰყარეს ფილისტიმელებმა მხედრობა ისრაელთან საომრად და უთხრა აქიშმა დავითს: იცოდე, ჩემთან ერთად გამოხვალთ ბანაკად შენ და შენი ხალხი!

1

და იყო, მათ დღეთა შინა შეკრბეს უცხოთესლნი იგი წყობად ისრაიტელთა მათ. და ჰრქუა ანქუშ დავითს: უწყოდე, რამეთუ დღეს ჩემ თანა ყოფად ხარ ერითურთ შენით წყობად ისრაჱლისა!

2 უთხრა დავითმა აქიშს: ახლა გაიგებ, რას მოიმოქმედებს შენი მორჩილი. უთხრა აქიშმა დავითს: ამის გამო ჩემს მცველად დაგნიშნავ სამუდამოდ. 2 და თქუა დავით: აქა ვარ, აწ სცან, რასა იქმოდის მონა შენი წინაშე შენსა! და ჰრქუა ანქუშ დავითს: მაგასა ზედა დაემტკიცე და ჴელმწიფედ უფალ-გყო შენ სახლსა ზედა ჩემსა ყოველთა დღეთა.
3 მოკვდა სამუელი, დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა და დამარხეს რამათში, თავის ქალაქში. განდევნა საულმა ქვეყნიდან მუცლითმეზღაპრენი და მჩხიბავნი. 3 და მოკუდა სამოველ და დაიტყება ყოველმან ისრაჱლმან. და დაფლეს იგი არმათემს ქალაქსავე თჳსსა. და საულ მოსრა ყოველი მისანი გრძნეული და ულუკი სოფლისაგან თჳსისა ქვეყანასა ზედა.
4 შეიყარნენ ფილისტიმელები, მივიდნენ და შუნებში დაიბანაკეს. საულმაც შეჰყარა მთელი ისრაელი და გილბოაყში დაიბანაკეს. 4 და უცხოთესლნი იგი შეკრბეს და მოვიდეს და დაიბანაკეს სომანს, და შეკრბა ყოველი ერი ისრაჱლისა და დაიბანაკეს გელბუეს.
5 როცა დაიხახა საულმა ფილისტიმელთა ბანაკი, შეეშინდა და ძლიერ შეუკრთა გული. 5 რაჟამს იხილა საულ ბანაკი იგი უცხოთესლთა, შეეშინა ფრიად და განვარდა გული მისი.
6 დაეკითხა უფალს საული, მაგრამ პასუხი არ გაუცია მისთვის უფალს, არც სიზმრად, არც ურიმისა და არც წინასწარმეტყველთა პირით. 6 და იწყო კითხვად უფლისაგან და არა მიუგო მას უფალმან. და იკითხჳდა ჩუენებათაგან და წინასწარმეტყუელთა და არა ვინ ყო მისა სიტყჳსგება.
7 უთხრა საულმა თავის მორჩილთ: მომიძებნეთ ქალი, მესულთანე, მივალ მასთან და ვამკითხვინებ. უთხრეს მსახურებმა: აჰა, ყენდორში არის მესულთანე ქალი. 7 მაშინღა ჰრქუა საულ მონათა მათ თჳსთა: მიძიეთ მე დედაკაცი ერთი ულუკი, მივიდე და ვიკითხო მისგან სიტყუაჲ. და ჰრქუეს მონათა მისთა: აჰა, ესერა, არს დედაკაცი ერთი ულუკი აენდორსა შინა.
8 სახე იცვალა საულმა, გადაიცვა სხვა სამოსელი, თან გაიყოლა ორი კაცი და მივიდა იმ ქალთან ღამით. უთხრა: მიმკითხავე მისნობით და ამომიხმე, ვისზეც გეტყვი. 8 და შეიმოსა საულ სხუაჲ სამოსელი და ვერღარა საცნაურ იყო იგი მეფედ; და დაიბურა თავი თჳსი და თანაწარიყვანა ორნი მონანი. და მივიდა იგი დედაკაცისა მის ღამე და ჰრქუა დედაკაცსა მას: მიმისნე მე ულუკებითა შენითა და აღმოიყვანე ჩემს წინაშე, რომელსა ვეძიებ მე.
9 უთხრა ქალმა: კარგად უწყი, რა გააკეთა საულმა, რომ მოსპო ამ ქვეყანაში მესულთანენი და მჩხიბავნი. მახეს რატომ მიგებ დასაღუპავად? 9 და ჰრქუა დედაკაცმან მან: შენ თჳთ უწყი, რაჲ ყო საულ, რამეთუ მოსრნა მან ყოველნი მეცნიერნი და მისანნი და ულუკნი და ქუეყანით მეტყუელნი. აწ შენ რად მოინადირებ სულსა ჩემსა, რათამცა მომაკუდინა მე?
10 უფალი დაიფიცა საულმა: ცხოველ არს უფალი! ავი არაფერი შეგემთხვევა ამ საქმისთვის. 10 ეფუცა მას საულ ღმრთისა მიმართ და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი! არა შეგემთხჳოს შენ ბოროტი სიტყუასა ამას ზედა.
11

ჰკითხა ქალმა: ვინ ამოგიხმო? მიუგო: სამუელი ამომიხმე.

11

და ჰრქუა დედაკაცმან მან: ვინ აღმოვიყვანო შენდა? და ჰრქუა მას საულ: სამოველ აღმომგვარე მე!

12 დაინახა სამუელი ქალმა და ხმამაღლა იყვირა: ასე უთხრა ქალმა საულს: რისთვის მომატყუე? საული ხარ შენ! 12 და იხილა დედაკაცმან სიკრულასა მას შინა თჳსსა პირველად საულ, ჴმაო ჴმითა დიდითა დედაკაცმან და ჰრქუა საულს: რაჲსათჳს შემიტყუე მე, რამეთუ შენ თავადი თვით საულ ხარ?
13 უთხრა მას მეფემ: ნუ გეშინია. რას ხედავ? უთხრა ქალმა საულს: სულს ვხედავ, მიწიდან ამომავალს. 13 მიუგო მეფემან დედაკაცსა მას და ჰრქუა: გარქვი შენ პირველვე, ვითარმედ, ნუ გეშინინ შენ, არამედ რა იხილო, მითხარ მე! რქვა დედაკაცმან საულს: ვხედავ მე კერპთა მრავალთა აღმომავალთა ქუეყანით.
14 ჰკითხა: როგორ გამოიყურება? მიუგო: მოხუცებული კაცია, ვინც ამოდის, მოსასხამი ბურავს. მაშინ მიხვდა საული, რომ სამუელი იყო იგი, მიწად დაიხარა და თაყვანისცა. 14 და ჰრქვა საულ: რა გულისხმა-ყავ? რქვა დვდაკაცმან: ვხედავ მე კაცსა ერთსა მაღალსა აღმომავალსა ქუეყანით და ჩუდკეცი სამოსელი მოუბლარდნიეს მას! და გულისხმა-ყო საულ, ვითარმედ სამოველ იყო იგი, დადრკა ქუეყანასა ზედა და თაყუანი-სცა მას.
15 უთხრა სამუელმა საულს: რისთვის შემაწუხე, რომ ამომიყვანე? უთხრა საულმა: ძალიან მიჭირს. ფილისტიმელები მებრძვიან, ღმერთი კი განმიდგა და პასუხს აღარ მცემს, არც წინასწარმეტყველთა პირით და არც სიზმრებში. შენ ამოგიხმე, რომ მასწავლო, როგორ მოვიქცე. 15 მიუგო სამოველ და ჰრქუა საულს: რასათჳს შემაურვე მე? აღმომიყვანე მე შენდა? მიუგო საულ და ჰრქუა: ურვილ ვარ მე ფრიად და უცხოთესლნი იგი მბრძვანან მე. და ღმერთმან განმაგდო მე ჴელთაგან მისთა და არა ისმინა ჩემი, ვკითხე ღათუ ჩუენებათა მიერ და წინაწარმეტყუელთა და უწყებათა მიერ, და არავე ისმინა ჩემი. ამისთჳს აღმოგიწოდე შენ, რათა მაუწყო მე, რა ვყო.
16 უთხრა სამუელმა: მე რისთვის მეკითხები, როცა უფალი განგიდგა და მტრად გექცა? 16 ჰრქუა სამოველ: რა გიჴმს შენ კითხვად ჩემდა, რამეთუ დაგიტევა შენ უფალმან ჴელთაგან თჳსთა და მოყუსისა შენისა თანა არს იგი?
17 ყველაფერს აგისრულებს უფალი, რაც ბრძანა ჩემი პირით; გამოგგლეჯს ხელიდან სამეფოს და მისცემს შენს თვისტომს დავითს. 17 და გიყო შენ უფალმან, ვითარცა-იგი გეტყოდა ჩემ მიერ. და განხეთქოს უფალმან ღმერთმან მეფობა შენი და მისცეს მოყუასსა შენსა დავითს!
18 რადგან არ ისმინე უფლის ხმა და არ აღასრულე უფლის რისხვა ყამალეკზე. ამიტომაც აღასრულებს დღეს უფალი შენზე თავის სიტყვას. 18 რამეთუ არა ისმინე შენ ბრძანება იგი უფლისა და არცა დააცხრევ რისხვა გულისწყრომისა მისისა ამალეკსა ზედა. ამისთჳს ყო ეგე შენ ზედა უფალმან.
19 ისრაელსაც შენთან ერთად ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს. ხვალვე ჩემთან იქნებით შენ და შენი შვილები; ისრაელის ბანაკსაც ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს. 19 და მისცეს უფალმან შენითურთ ისრაჱლი უცხოთესლთასა და ხვალე ამას ჟამსა შენ და ძენი შენნი დაეცეთ პირითა მახჳლისათა, და ერი იგი ისრაჱლისა მიეცეს ჴელთა უცხოთესლთასა.
20 უცებ მთელი ტანით დაეცა მიწაზე საული, დიდად შეეშინდა სამუელის სიტყვებისა; ძალაც გამოლეოდა, რადგან მთელი დღე და ღამე არ ეჭამა პური. 20 დაეცა საულ ქუეყანასა ზედა პირდაქცევით, რამეთუ ზარი გაჰჴდა მას სიტყუათა მათგან სამოველისათა, და ძილი არღარა იყო მის თანა, რამეთუ არცა ეჭამა რა მას დღესა და ღამესა, არცა ესვა რა.
21

მივიდა ის ქალი საულთან და როცა დაინახა, რომ დიდად შეშფოთებული იყო იგი, უთხრა: აჰა, ისმინა შენი ბრძანება შენმა მხევალმა და ხიფათში ჩაიგდო თავი.

21

და დედაკაცმან მან იხილა საულ, რამეთუ შეურვებულ იყო ფრიად და ჰრქუა მას: აჰა, ესერა, ისმინა მჴევალმან შენმან ჴმისა შენისა და შევიპყრენ სულნი იგი ჴელთა შინა ჩემთა და ვისმინენ სიტყუანი შენნი!

22 ახლა შენც ისმინე შენი მხევლის სიტყვა: პურის ნაჭერს დაგიდებ წინ და შეჭამე, რათა ძალა მოიცე უკან წასასვლელად. 22 აწ შენცა ისმინე მჴევლისა შენისა, და დაგიგო პური და ჭამე, რამეთუ მოგზაურ ხარ შენ.
23 იუარა საულმა და თქვა: არ შევჭამ. როცა არ მოეშვნენ მისი მორჩილნი და ის ქალიც, დაჰყვა მათ ნებას. მიწიდან ადგა და საწოლზე ჩამოჯდა. 23 ხოლო მან არა ინება. და აწვევდეს მას მონანიცა იგი თჳსნი და დედაკაციცა იგი, და იგი არა ისმენდა ჴმასა მათსა. მაშინღა ადგა იგი და დაჯდა სავარძელთა ზედა.
24 ჰყავდა იმ ქალს სახლში ნასუქალი ხბო; სასწრაფოდ დაკლა იგი, აიღო ფქვილი, ცომი მოზილა და ხმიადები გამოაცხო. 24 და დაკლა დედაკაცმან ჴბო ერთი მწოვარი და შექმნა პური უფუველად ტაფილად.
25 მიართვა საულს და მის მორჩილთ; მათაც ჭამეს. მერე ადგნენ და იმ ღამესვე წავიდნენ. 25 და დაუგო იგი წინაშე მათსა, და ჭამეს იგი და წარვიდეს გზასა თჳსსა ღამე ყოელ.