ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ვიდრე მესამე დღეს დავითი და მისი კაცები ციკლაგში მივიდოდნენ, ყამალეკელები სამხრეთიდან დაესხნენ ციკლაგს, გაანადგურეს ციკლაგი და გადაწვეს. |
1 |
და რაჟამს შევიდა დავით და ერი მისი სეკელად დღით მესამით, ამალეკი დაესხა სეკელასა სამხრით კერძო და დასცა სეკელა და მოწვა იგი ცეცხლითა. |
2 | ტყვედ წაასხეს ქალები, ვინც კი იყვნენ, დიდიდან პატარამდე; არვინ მოუკლავთ, მხოლოდ გაიტაცეს და თავისი გზით წავიდნენ: | 2 | და წარეტყუენათ დედა-წული და ყოველი, რაცა იყო მას შინა, მცირითგან ვიდრე დიდამდე, ხოლო არა მოესრათ მამაცნი და დიაცნი, არამედ წარეტყუენათ. და წარსრულ იყუნეს გზათა თჳსთა. |
3 | მივიდნენ დავითი და მისი კაცები ქალაქში და ხედავენ, გადამწვარია ქალაქი, დედა-წული ტყვედ არის წაყვანილი. | 3 | და ვითარცა მოიწინეს დავით და ერი მისი ქალაქად და იხილა, რამეთუ ქალაქი მომწვარ იყო, და ცოლნი და შვილნი მათნი წარტყუენილ იყუნეს. |
4 | გამართეს მოთქმა დავითმა და მისმა ხალხმა და ტიროდნენ ვიდრე ძალი შესწევდათ. | 4 | და აღიმაღლეს დავით და ერმან მისმან ჴმა მათი და ტიროდეს ფრიად, ვიდრემდე მოაკლდა ძალი მათი და ვერღარა შემძლებელ იყუნეს ტირილად. |
5 | ტყვედ იყვნენ წაყვანილნი დავითის ორი ცოლიც - იზრეყელელი ახინოყაბი და ქარმელელი ნაბალის ქვრივი. | 5 | და ორნივე ცოლნი მისნი წარტყუენულ იყვნეს: აქინამ იეზრაიტელი და აბგეა, ცოლი ნაბალისი, კარმელელისა. |
6 | დამწუხრდა დიდად დავითი, რადგან მისი ჩაქოლვა განიზრახა ხალხმა; გამწარებული იყო მთელი ხალხი თავიანთი ვაჟებისა და ასულების გამო, მაგრამ უფლის, თავისი ღვთის იმედით გაიმხნევა დავითმა თავი. | 6 | და მწუხარე იყო დავით ფრიად, რამეთუ შეიზრახა ერი იგი, რათამცა ქვა დაკრიბეს დავითს, რამეთუ განრისხებულ იყო ერი იგი ცოლთა და შვილთა მათთათჳს. და განძლიერდა დავით უფლისა მიერ ღმრთისა თჳსისა. |
7 | უთხრა დავითმა აბიათარ მღვდელს, ახიმელექის ძეს: მომიტანე ეფოდი! მიუტანა აბიათარმა ეფოდი დავითს. | 7 | და ჰრქუა დავით აბიათარს მღდელსა, ძესა აქიმელექისასა: წარმოიპყარ ევფუდი! და მოიღო აბიათარ ევფუდი დავითისა თანა. |
8 | დაეკითხა დავითი უფალს: დავედევნო იმ ურდოს? მივეწევი? მიუგო: დაედევნე, რადგან უსათუოდ დაეწევი და წაართმევ ნადავლს. | 8 | და იკითხა დავით უფლისა მიერ: უკუეთუ ვდევნო და ვეწიო ერსა მას? და ჰრქუა უფალმან: დევნა-უყავ, რამეთუ ეწიო და მოუღო ნატყუენავი იგი! |
9 | წავიდა დავითი ექვსასი კაცითურთ და მიადგნენ ბესორის ხევს. ერთი ნაწილი დარჩა. | 9 | და დევნა-უყო დავით ექუსასითა მით ერითა და, ვითარცა მოვიდა იგი ნაღვარევსა მას ბოსორისასა, დაუტევა მუნ ორასი კაცი მცველი ვანისა. |
10 | დაედევნა დავითი ოთხასი კაცითურთ; დარჩა ორასი კაცი, რომელთაც დაღლილობის გამო ვერ შეძლეს ბესორის ხევის გადალახვა. | 10 | და ოთხასითა მით სდევდა დავით და ორასი კაცითა დაშთა წიაღ კერძო ნაღვარევსა მას ბოსორისასა. |
11 |
ნახეს მინდორში ერთი ეგვიპტელი კაცი და მიიყვანეს დავითთან; მისცეს პური და შეჭამა, წყალიც დაალევინეს. |
11 |
და პოვეს მუნ კაცი ერთი ეგჳპტელი ველსა მას და შეიპყრეს იგი, მოიყვანეს დავითისა და სცეს მას პური და წყალი, ჭამა და სვა. |
12 | მისცეს ტყლაპის ნაჭერი და ორი მტევანი ჩამიჩი. შეჭამა კაცმა და მოსულიერდა, რადგან სამი დღე და ღამე უჭმელ-უსმელი იყო. | 12 | და მოსცეს მას ლეღვისკვერი და სკიჭი. და მოექცეს მას სულნი, რამეთუ სამ დღე და სამ ღამე პური არა ეჭამა და არცა ესვა წყალი. |
13 | ჰკითხა დავითმა: ვისი ხარ და სადაური ხარ. მიუგო: ეგვიპტელი კაცი ვარ, ერთი ყამალეკელის ყმა. მიმატოვა ჩემმა პატრონმა, რადგან ეს მესამე დღეა, რაც ავად ვარ. | 13 | მაშინ ჰკითხა დავით და ჰრქუა: ვისი ხარ, ანუ ვიდრე ხვალ? ხოლო მან ჰრქუა: მონა ვარ მე კაცისა ერთისა ამალეკელისა და დამაგდო მე უფალმან ჩემმან, რამეთუ შემყმა მე შიმშილმან, რამეთუ ესე სამი დღე არს. |
14 | თავს დავესხით ქერეთის სამხრეთს, იუდას, ქალების სამხრეთს და ციკლაგს და გადავწვით. | 14 | და მივედით სამხრით კერძო ჰურიასტანად და ქელობად და სეკელად, და მოვწუთ სეკელა ცეცხლითა. |
15 | უთხრა დავითმა: თუ მიმიყვან იმ ურდომდე? მიუგო: ღმერთი დაიფიცე, რომ არ მომკლავ და ჩემს პატრონს არ მიმცემ, და ჩაგიყვან იმ ურდომდე. | 15 | და ჰრქუა მას დავით: და აწ შენ შემძლებელ ხარა, რათა შემიყვანო ბანაკსა მათსა? ხოლო მან ჰრქუა დავითს: მეფუცო თუ მე ღმერთსა შენსა, და არა მომკლა მე და არცა მიმცე ჴელთა უფლისა ჩემისათა, შეგიყვანო შენ ბანაკსა მათსა. და ეფუცა დავით მას. |
16 | ჩაიყვანა და, აჰა, გაფანტულან მთელს არემარეზე, ჭამენ, სვამენ და ზეიმობენ ფილისტიმელთა ქვეყნიდან და იუდადან წამოღებული დიდი ნადავლის გამო. | 16 | და შეიყვანა იგი ბანაკსა მათსა და იხილა დავით, რამეთუ განბნეულ იყუნეს ჟამსა მას ქუეყანასა, ჭამდეს, სუმიდეს და იხარებდეს დიდძალსა მას ზედა ნატყუენავსა, რომელ მოეღო ქუეყანისა მისგან უცხოთესლთასა და ჰურიასტანისა. |
17 | მუსრავდა მათ დავითი დილის ბინდიდან მეორე დღის საღამომდე; არვინ გადარჩენილა ოთხასი ჭაბუკის გარდა, რომელნიც მოახტნენ აქლემებს და გაიქცნენ. | 17 | და მივიდა დავით და დაესხა მათ ზედა და მოსრნა იგინი ცისკრითგან მწუხრადმდე. და ხვალისგანცა მოსწყჳდნა იგინი და არა განერა მათგანი, გარნა ოთხას ოდენ ყრმა, რომელნი ასხდეს აქლემთა და ივლტოდეს. |
18 | უკან დაიბრუნა დავითმა ყველაფერი, რაც წაღებული ჰქონდა ყამალეკს; თავისი ორი ცოლიც დაიბრუნა დავითმა. | 18 | და დაჰყარა დავით ყოველი იგი ნატყუენავი და ორნივე იგი ცოლნი მისნი. |
19 | არაფერი დაჰკარგვიათ, არც მცირე, არც დიდი, არც ვაჟებიდან და არც ასულებიდან. მთელი ნადავლიდან, რაც გატაცებული ჰქონდათ, ყველაფერი დაიბრუნა დავითმა. | 19 | და არა დაუტევა მათგან მცირითგან ვიდრე დიდამდე ვაჟნი და ქალნი და ნატყუენავი ყოველნი, რომელიცა წარეღოთ მათგან, ყოველივე მოუღო დავით. |
20 | წამოასხა დავითმა მთელი ცხვარ-ძროხა; ერეკებოდნენ ამ საქონელს და ამბობდნენ: დავითის ნადავლიაო ეს. | 20 | და მოუღო დავით ყოველი საცხოვარი, მროწეულნი და არვენი და წარიქცინა წინაშე იავარისა მის. და წარვიდა დავით და ერქვა მას მიერითგან "ნატყუენავი დავითისა". |
21 |
მივიდა დავითი ორას კაცთან, რომელთაც დაეზარათ გაჰყოლოდნენ დავითს და ბესორის ხევთან დარჩნენ. გამოვიდნენ ისინი დავითისა და მასთან მყოფი ხალხის მისაგებებლად. მივიდა დავითი ამ ხალხთან და მოიკითხა. |
21 |
და ვითარცა მივიდა დავით ორასთა მათ თანა კაცთა, რომელნი ვანისმცველად დაედგინნეს და იგინი მოეგებვოდეს დავითს და ერსა მას და ჰკითხვიდა მათ დავით მშჳდობით სიცოცხლესა. |
22 | ასე ამბობდა ზოგიერთი ბოროტი და უგვანი კაცი, დავითთან ერთად რომ იყო წასული: რაკი არ წამოგვყვნენ, ნურაფერს გავუნაწილებთ მათ ნადავლიდან, ჩვენ რომ დავიბრუნეთო უკან. მხოლოდ თავ-თავისი ცოლშვილი წაასხან და წავიდნენო. | 22 | მაშინ ჰრქუეს კაცთა მათ უღირსთა და უცებთა, რომელნი იყუნეს ღვაწლსა მას დავითისათა, ვითარმედ არა მიიღონ ნაწილი კაცთა მათ, რომელნი აქა დადგეს, გარნა ცოლნი და შვილნი მათნი მიიყვანნედ და სხუასა ნატყუენავსა განვეყენნეთ ჩუენგან. |
23 | თქვა დავითმა: ნუ იზამთ ამას, ძმებო, რადგან უფლის მოცემულია ეს ყველაფერი, მან დაგვიფარა, მან ჩაგვიგდო ხელში ეს ურდო, თავს რომ დაგვესხა. | 23 | მიუგო დავით და ჰრქუა: არა ეგრე არს, ძმანო ჩემნო, არმედ ესრე ვყოთ, ოდესღა უფალმან ღმერთმან ჩუენმან მოგუცნა მტერნი ჩუენნი ჴელთა ჩუენთა. |
24 | ვინ მოგცემთ დასტურს ამ საქმეში? რადგან რა წილიც ნაბრძოლებ კაცს უდევს, იგივე წილი უნდა ხვდეს ბანაკში დარჩენილს, ყველას უნდა ხვდეს წილი. | 24 | ვერ ეგების ეგე სიტყუაჲ ყოფად, არამედ სწორად მიიღონ ყოველთა: ვანისმცველმან და მტყუენველმან. |
25 | ასე იყო ამ დღიდან და მერეც. ეს არის მისგან დადგენილი წესად და რჯულად დღესამომდე. | 25 | და ყო ეგრე, და დაიდვა სჯულად მიერითგან ბრძანებისაებრ და სამართლისა შორის ისრაჱლსა ვიდრე დღევანდელად დღემდე. |
26 | მივიდა დავითი ციკლაგში, ჩამოურიგა ნადავლიდან წილი იუდას უხუცესებს, თავის მეგობრებს და შეუთვალა: აჰა, თქვენი მოსაკითხავი უფლის მტრების ნადავლიდან, | 26 | და მოვიდა დავით სეკელად და წარავლინნა მოციქულნი და მოუძღუანნა ნაწილნი ყოვლისა მისგან ნატყუენავისა მოხუცებულთა იუდასთა და ყოველსა გარემოს მისსა და თქუა: ესე ნაწილი იყავნ თქუენდა ნატყუენავისა ამისგან მტერთა უფლისათასა, |
27 | იმათი ბეთილში რომ არიან, სამხრეთ რაბოთში რომ არიან, იათერში რომ არიან; | 27 | რომელნი-იგი ბეთორს იყუნეს და რომელნი არემათს იყუნეს სამხრით კერძო და რომელნი-იგი იეთერს იყუნეს, |
28 | იმათი, ყაროყერში რომ არიან, შიმფოთში რომ არიან, ეშთემოყში რომ არიან, | 28 | და რომელნი არუერს იყუნეს, და რომელნი-იგი სეფომორს იყუნეს, და რომელნი ესთამოს იყუნეს, |
29 | რაქალში რომ არიან, იერახმეელთა ქალაქებში რომ არიან, კინელთა ქალაქებში რომ არიან, | 29 | და რომელნი-იგი რაქათს იყუნეს, და რომელნი ქალაქთა ერამელთასა იყუნეს, და რომელნი-იგი ქალაქთა მათ კინეველთასა იყუნეს, |
30 | ხორმაში რომ არიან, ქორიყაშანში რომ არიან, ყათაქში რომ არიან; | 30 | და რომელნი-იგი ჰრამას იყუნეს, და რომელნი-იგი ლაქაისასანს იყუნეს, და რომელნი - ანათაგს, |
31 | ხებრონში რომ არიან, და ყველგან, სადაც დავითსა და მის კაცებს უვლიათ. | 31 | და ქებრონს და ყოველთა მათ ქალაქთა, რომელთა მისმენილ იყო დავით და კაცნი იგი, რომელ მის თანა იყვნეს. |