ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი ნეშტთა

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ადამი, შეთი, ენოში,

1

ადამ, სეთ, ენოს.

2 კენანი, მაჰალალეელი, იარედი, 2 კაინან, მალალელ, იარედ.
3 ხანოქი, მეთუშელახი, ლამექი, 3 ენუქ, მათუსალა, ლამექ.
4 ნოე, სემი, ქამი, იაფეთი. 4 ნოე, ძენი ნოესნი: სემ, ქამ და იაფეთ.
5 იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირამი. 5 ძენი იაფეთისნი: გამერ, მიაგოგ, მადაი, ოვიგან, ელისან, თობელ, მოსოქ და თირას.
6 გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა. 6 ძენი გომერისნი: ასქანას და რიფატ და თერგამ.
7 იავანის ძენი: ელიშა, თარშიშა, ქითიმი და დოდანიმი. 7 ძენი იოვიგანისანი: ელისა და თარსის, კიტელნი(!) და როდინელნი(!)
8 ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი. 8 ძენი ქამისნი: ქუშ და მესტრემ, ფუდ და ქანან.
9 ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა, საბთექა. რაყმას ძენი: შება და დედანი. 9 ძენი ქუშისანი: საბა და ევილა, და საბათა, რეგამა და საბათაქა. ძენი რეგამისნი: საბა და დიედან.
10 ქუშმა შვა ნიმროდი. მან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე. 10 და ქუშ შვა ნებროთ, ამან იწყო გმირ-ყოფა და მონადირებად ქუეყანასა ზედა.
11 მიცრაიმმა შვა ლუდიმი და ყანანიმი, ლეჰაბიმი და ნაფთუხიმი, 11 და მესტრომ შვა ლუდიმელნი და ლობიმელნი და ზანაიმელნი და ნეფთალიმელნი.
12 ფათრუმიმი და ქასლუხიმი, რომელთაგანაც ფილისტიმელები და ქაფთორელნი გამოვიდნენ. 12 და პატროსიმელნი. და ქალონიმელნი, რომლისაგან გამოვიდნენ ფილისტიმელნი და ქაბდორიმელნი.
13 ქანაანმა შვა ციდონი, თავისი პირმშო, და ხეთი. 13 და ქანან შვა სიდონ, პირმშო თჳსი, და ქანანელნი.
14 იებუსელნი, ამორეველნი, გირგაშეველნი, 14 და იებოსელნი და ამორეველნი და გერგესეველნი.
15 ხიველნი, ყარკიელნი, სინაელნი, 15 ეველნი და არეველნი და არსანელელნი.
16

არვადიელნი, ცემარიელნი და ხამათიელნი.

16

და ასადელნი და სამარელნი და ამათელნი.

17 სემის ძენი: ელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი, არამი, ყუცი, ხული, გეთერი და მეშექი. 17 ძენი სემისნი: ელამ და ასსურ და არფაქსად და ლუდ და არამ. და ძენი არამისნი: ოვსესოლ და გათერ და მოსოქ.
18 არფაქშადმა შვა შელახი, შელახმა შვა ყებერი. 18 და არფაქსატ შვა კაინან, და კაინან შვა სალა, და სალა შვა ებერ.
19 ყებერს ორი ვაჟი შეეძინა; ერთის სახელი იყო ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო ქვეყანა. მისი ძმის სახელი იყო იაკტანი. 19 და ებერ შვნა ორნი ძენი: სახელი ერთისა მის ფოლეგ, რამეთუ დღეთა მისთა განიყო ქუეყანა, და სახელი ძმისა მისისა იეკტან.
20 იაკტანმა შვა ალმოდადი, შალეფი, ხაცარ-მავეთი, იარახი, 20 და იეკტან შვა ელმოდად და სალობ და ზარამათ.
21 ჰადორამი, უზალი, დიკლა, 21 და კედურამ, და ზეზელ, და დეკლან, და ზირა.
22 ყებალი, აბიმაელი, შება, 22 და კამაან, და ზაბიმეელ, და საბა.
23 ოფირი, ხავილა, იობაბი. ყველა ესენი იაკტანის ძენი არიან. 23 და სუფირ, ზევი დ იორამ. და ყოველნი ესე ძენი იეკტანისნი.
24 სემი, არფაქშადი, შალახი, 24 და ძენი...
25 ყებერი, ფელეგი, რეყუ, 25 ებერ, ფალეგ, რაგავ.
26 სერუგი, ნახორი, თარახი, 26 სერუქ, ნაქორ, თარა.
27 აბრამი, იგივე აბრაამი. 27 აბრამ, ესე იგი არს, აბრაჰამ.
28 აბრაამის ძენი: ისაკი და ისმაელი. 28 და ძენი აბრაჰამისნი: ისაკ და ისმაელ.
29 ეს არის მათი მოდგმა: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, კედარი, ადბეელი, მიბსამი, 29 და ესე ნაშობნი არიან ისმაელისანი: ნაბეოთ და კედარ, ნაბდეელ და მაბსალ.
30 მიშმაყი, დუმა, მასა, ხადადი, თემა, 30 და მასმა, იდუმა და მასე, ქოდად და თემან.
31

იეტური, ნაფიში და კედმა. ესენი არიან ისმაელის ძენი.

31 ეგტურ და ნაფეს, და კედმა. ესენი არიან ძენი ისმაილისნი.
32 კეტურას, აბრაამის ხარჭას ძენი: მან შვა ზიმრა, იაკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი, იაკშანის ძენი: შება და დედანი. 32

და ესე ძენი ქეტურისნი, ხარჭისა აბრაჰამისნი, რომელ უშვნა მას ზემბრამ, და იეკსან, და მადან, და მადიან, და იესბოკ, და სოვიე და ძენი იეკსანისნი: დედან და საბე და ძენი დედანისნი: ასურიმ და ლატუსიმ და ლოვმინ.

33 მიდიანის ძენი: ყეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაყა. ყველა ესენი კეტურას ძენი არიან. 33 ძენი მადიამისნი: გეფარ და ენოქ და ოფერ და აბიდან და ელად. ესენი ყოველნი - ძენი ქეტურისნი.
34 აბრაამმა შვა ისაკი. ისაკის ძენი: ესავი და ისრაელი. 34 და შვა აბრაჰამ ისაკი. და ძენი ისაკისნი: იაკობ და ესავ.
35 ესავის ძენი: ელიფაზი, რეღუელი, იეყუში, იაყლამი და კორახი. 35 ძენი ესავისნი: ელიფაზ, და რაგუელ, და ეულ, და იეგლომ და კორე.
36 ელიფაზის ძენი: თემანი, ომარი, ცეფი, გაყთამი, კენაზი, თიმნაყი, ყამალეკი. 36 ძენი ელიფაზისნი: თემან და ომარ და სოფარ და გოოთამ და კენეზე; თამნა, ხარჭმან ელიფაზისმან, უშვა მას ამალეკი.
37 რეღუელის ძენი: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა. 37 ძენი რაგუელისნი: ნაქედ, ზარე, სომე, და მოზე.
38 სეყირის ძენი: ლოტანი, შობალი, ციბყონი, ყანა, დიშონი, ეცერი და დიშანი. 38 ძენი სეირისნი: ლოტან, სობალ, სებეგონ, ანა, დესონ და აკარ და რისონ.
39 ლოტანის ძენი: ნორი, ჰომამი. ლოტანის და იყო თიმნაყი. 39 ძენი ლოტანისნი: ბოროი და ემან, და დაჲ ლოტანისი - თამნა.
40 შობალის ძენი: ყალიანი, მანახათი, ყებალი, შეფი, ონამი. ციბყონის ძენი: აია და ყანა. 40 ძენი სუბალისნი: გოლამ, მანაქათ, და გებელ და სოფარ, და ონან და ძენი სებეგონისნი აია და ანა. ესე ძენი ანასნი: დესონ...
41 ყანას ძე დიშონი. დიშონის ძენი: ხამრანი, ეშბანი, ითრანი, ქერანი. 41 ხოლო ძენი დესონისნი: ამრან, ესებან, ითრან და ქერრან.
42 ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყავანი, იაყაკანი. დიშონის ძენი: ყუცი და არანი. 42 და ძენი ესერისნი: ბილან და ავალ და ააკან. და ძენი დესონისნი: ოვს და არან.
43

აჰა, ის მეფენი, ედომის ქვეყნად რომ მეფობდნენ, ვიდრე ისრაელიანებში გამეფდებოდა მეფე: ბეყალი, ძე ბეორისა. მისი ქალაქის სახელი იყო დინჰაბა.

43 და ესე მეფენი მათნი, რომელნი მთავრობდენ ქუეყანასა ედომისასა, რომელნი პირველად ზედა ძეთა ისრაჱლთასა მეფობდენ, ბალაკ, ძე ბეორისი და სახელი ქალაქისა მათისა დენება.
44 მოკვდა ბეყალი და მის ნაცვლად გამეფდა იობაზ ზერახის ძე, ბოცრელი. 44

და მოკუდა ბალაკა, მეფობდა მის წილ იობაბ, ძე ზარასი, ბოსორელი.

45 მოკვდა იობაბი და მის ნაცვლად გამეფდა ხუშანი, თემანის ქვეყნიდან. 45 და მოკუდა იობაბ, და მეფობდა მის წილ ასომ ქუეყანისაგან თემანელთასა.
46 მოკვდა ხუშანი და მის ნაცვლად გამეფდა ჰადად ბედადის ძე, რომელმაც მოაბის ველზე მიდიანელნი გაანადგურა. მისი ქალაქის სახელი იყო ყავითი. 46 და მოკუდა ასომ, და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი, რომელმან მოსრა მადიამი ველსა მას მოაბისასა, და სახელი ქალაქისა მისისა გეთემ.
47 მოკვდა ჰადადი და მის ნაცვლად სამლა მასრეკელი გამეფდა. 47 და მოკუდა ადად, და მეფობდა მის წილ სამაა მასეკეთით.
48 მოკვდა სამლა და მის ნაცვლად საული გამეფდა, მდინარისპირა რეხობოთიდან. 48 და მოკუდა სამაა, და მეფობდა მის წილ საულ რობეთელი, რომელ არს მდინარესა თანა.
49 მოკვდა საული და მის ნაცვლად ბაყალ-ხანან ყაქბორის ძე გამეფდა. 49 და მოკუდა საულ, და მეფობდა მისა შემდგომად ბალაენონ, ძე აქობორისი.
50 მოკვდა ბაყალ-ხანანი და მის ნაცვლად ჰადადი გამეფდა. მისი ქალაქის სახელი იყო ფაყი. სახელი მისი ცოლისა მეჰატაბელი, ასული მატრედისა, ასული მიეზაჰაბისა. 50 და მოკუდა ბალაენონ, ძე აქობორისი, და მეფობდა მისა შემდგომად ადად, და სახელი ქალაქისა მისისა ფოგორ, და სახელი ცოლისა მისისა ამეტაბელ, ასული მატრადისი.
51 მოკვდა ჰადადი. ედომის მთავრები იყვნენ: მთავარი თიმნაყი, მთავარი ყალია, მთავარი ითეთი, 51 და მოკუდა ატად. და იყუნეს მთავარნი ედომს:
    52 მთავარი თამნა, მთავარი გოლა, მთავარი იეთერ.
52 მთავარი ოჰოლიბამა, მთავარი ელა, მთავარი ფინონი, 53 მთავარი ელისაკამას, მთავარი ელას, მთავარი ფინონ.
53 მთავარი კენაზი, მთავარი თემანი, მთავარი მიბცარი, 54 მთავარი კენოზ, მთავარი თემან, მთავარი იარასარ.
54 მთავარი მაგდიელი, მთავარი ყირამი. ესენი იყვნენ ედომის მთავრები. 55 მთავარი მეგედიელ, მთავარი ზაფოინ. ესე მთავარნი მედომისნი.