ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი ნეშტთა

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

აჰა, ისინი, ციკლაგში რომ მივიდნენ დავითთან, როცა იგი ჯერ კიდევ საულ კიშის ძეს ემალებოდა, ისინი ომში შემწე მოყმეთა შორის იყვნენ,

1

და ესენი მოვიდეს დავითისა სეკელაკად, ვიდრე შე-ღა-წყუდეულ იყო საულის მიერ, ძისა კისისა, და ესენი ძლიერთა მათ თანა შეეწეოდეს ბრძოლასა,

2 მშვილდ-ისრით შეიარაღებულნი, მარჯვენა-მარცხენით ქვისა და მშვილდ-ისრის მსროლელნი, საულის ძმათაგანნი, ბენიამინიდან: 2 მშჳლდითა მარჯვენითა და მარცხენითა, და მეშურდულენი ქვითა და შჳლდითა - ძმათაგან საულისთანი და ბენიამენისგანნი:
3 მეთაური ახიყეზერი და იოაში - შემაყა გიბყათელის ძენი, იზიელი და ფელეტი - ყაზმავეთის ძენი, ბერაქა და იეჰუ ყანათოთელნი, 3 მთავარნი აქიეზერ და იოას - ძენი სამეასნი, გაბაათელნი; იაზელ და ფალეტ, ძენი ამოთისნი: ბარაქია და იეულ, ანათოთელნი,
4 იშმაყია გაბაონელი, ერთ-ერთი მოყმე ოცდაათში და ოცდაათის მეთაური, იერემია, იახაზიელი, იოხანანი, იოზაბედ გედერათელი, 4 და საბეა, გაბაონელი, ძლიერი ოცდაათთა შორის და ოცდაათთა თანა; იერემია, და იეზეკიელ და იონან, და იოზაბად, გათეროთელნი,
5 ელყუზაი, ირიმოთი, ბეყალია, შემარიაჰუ, შეფატიაჰუ ხარუფელი, 5 ელიოზი, და არიმუთ, და ბაალია, და სამარია, და საფატია, არიფელნი,
6 ელკანა, იშიაჰუ, ყაზარელი, იოყეზერი, იაშაბყამი - კორახელნი, 6 ელკანა, ესია, ელიელ, ოზორა, იესაბამ აკორელნი,
7 იოყელა და ზებადია - იეროხამ გედორელის ძენი. 7 იოველ და ზაბათია, ძენი ჰეროამისნი, გედურელისნი.
8 გადელებს ჩამოშორდნენ და დავითთან უდაბნოს საფარში მივიდნენ მამაცი მოყმენი, საომრად გაწვრთნილი ვაჟკაცები, ფარ-შუბით შეიარაღებულნი, სახით ლომის მსგავსნი და მთის არჩვივით სწრაფნი. 8 და გადისაგანნი შეუდგეს დავითს უდაბნოს, ძლიერნი ძალითა კაცნი, წყობასა ბრძოლისასა, რომელნი აღიღებდეს ფარსა და ლახვარსა; ვითარცა პირი ლომისა - პირები მათი და მალენი ფერჴთა მათთა ზედა, ვითარცა ქურციკნი სიმალითა.
9 მეთაური ყეზერი, მეორე - ყობადია, მესამე - ელიაბი, 9 იეზერ მთავარი, აბდია შემდგომი, ელიაბ მესამე,
10 მეოთხე - შიშმანა, მეხუთე - იერემია, 10 მასამან მეოთხე, იერემიელ მეხუთე,
11 მეექვსე - ყათაი, მეშვიდე - ელიელი, 11 უთთი მეექუსე, ელიელ მეშჳდე,
12 მერვე - იოხანანი, მეცხრე - ელზაბადი, 12 იოანან მერვე, ელაზაბ მეცხრე,
13 მეათე - იერემიაჰუ, მეთერთმეტე - მაქბანაი. 13 იერმია მეათე, მიქაბან მეათერთმეტე.
14 ესენი იყვნენ გადის ძეთაგანნი, მხედრობის მეთაურნი. ყველაზე ნაკლები ერთი ასს უმკლავდებოდა და ყველაზე დიდი - ათასს. 14 ესე ძეთაგანნი გადისთანი მთავარნი ერისანი: ერთი ასთა მიმართ მცირე და დიდ ათასთა.
15 მათ პირველ თვეში გადალახეს იორდანე, როდესაც ადიდებული მდინარე ნაპირებიდან გადმოდიოდა. მათ აღმოსავლეთითა და დასავლეთით განდევნეს ამ ველის მკვიდრნი. 15

ესენი, რომელნი წიაღმოჴდეს იორდანესა თვესა მას პირველსა, და ესენი დაემკჳდრნეს ყოველსა ნადინებსა მისსა, და ამათგან დევნეს ყოველნი დამკჳდრებულნი ღელესა მას, მზისა აღმოსავლითგან ვიდრე მზისა დასავლადმდე.

16

ბენიამინისა და იუდას ძეთაგანაც მოვიდნენ დავითთან საფარში.

16 და მოვიდეს ძეთაგან იუდასთა და ბენიამენისნი შემწედ დავითისა.
17 გამოეგება მათ დავითი, გამოელაპარაკა და უთხრა: თუ სამშვიდობოდ და დამხმარედ მოსულხართ ჩემთან, გიერთგულებთ; თუ იმისთვის მოხვედით, რომ ჩემი მტრის ხელში მზაკვრულად მიმცეთ, აჰა, ჩემი ხელი სუფთაა, დაე, ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა იხილოს ეს და განსაჯოს. 17 და დავით განვიდა მიგებებად მათა, და არქუა მათ: უკუეთუ მშჳდობით მოსულ ხართ ჩემდა, იყავნ გული ჩემი მარტოდ თქუენ ზედა; უკუეთუ მიცემად მოხუედით მტერთა ჩუენთა არა ჭეშმარიტითა ჴელითა, იხილოს ღმერთმან მამათა თქუენთამან და გამხილენ თქუენ.
18 მაშინ სულმა მოიცვა ყამასაი, ოცდაათის მეთაური და თქვა: მშვიდობა შენდა, დავით, იესეს ძეო, მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს შემწეთა, რადგან ღმერთია შენი შემწე. მიიღო ისინი დავითმა და რაზმის მეთაურობა ჩააბარა. 18 და სულმან უფლისამან განაძლიერა ამასია, მთავარი იგი ოცდაათთა, და თქუა: ვიდოდე, დავით, ძეო იესესო, მშჳდობა შენდა და მშჳდობაჲ შემწეთა შენთა! რამეთუ შეგეწია შენ ღმერთი შენი. და შეიერთნა იგინი დავით მის თანა და დაადგინნა იგინი მთავრად ძლიერებისა.
19 მენაშესგანაც მიემხრნენ დავითს, როდესაც იგი ფილისტიმელებით მიდიოდა საულთან საომრად, მაგრამ არ მიხმარებიან ისინი, რადგან ფილისტიმელთა მთავრები შეითქვნენ და უკან გამოაბრუნეს დავითი: თქვეს, ჩვენდა საზიანოდ თავის ბატონ საულს მიემხრობაო. 19 და მანასესგანნი მოადგეს დავითს, მოსლვასა მას უცხოთესლთასა საულის ზედა ბრძოლად და არა შეეწივნეს მათ, რამეთუ ზრახვა ესრეთ იყო ერისთავთა მათგან უცხოთესლთასა, რამეთუ თქუეს: თავებითა მათ კაცთათა მივიქცეთ უფლისა ჩუენისა საულისა.
20 როდესაც ციკლაგს მივიდა, მენაშესგან შეუერთდნენ: ყადნახი, იოზაბადი, იდიყაელი, მიქაელი, იოზაბადი, ელიაჰუ, ცილათი - მენაშელთა ასისთავები. 20 მისულასა მას მისსა სეკელაკად მოადგეს მას მანასესგანი: იდანა, და იოზაბად, და იედიელ, და მიქაელ და იოზაბედ, და ელიუ, და სელათი, მთავარნი ათასეულთანი მანასესნი.
21 ისინი ეხმარებოდნენ დავითს ურდოთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ყველანი მამაცი მოყმენი და ჯარის მეთაურები იყვნენ. 21 და ესენი ბრძოდეს დავითის თანა გედდურს, ისწრაფეს, რამეთნუ ძლიერ იყუნეს ყოველნი ძალითა და იყუნეს წინამძღუარ ერსა მას ზედა ძალითა.
22 დღიდან დღემდე მიედინებოდნენ დავითთან და ეხმარებოდნენ, ვიდრე მისი ლაშქარი ღვთის მხედრობასავით არ გაიზარდა. 22 რამეთუ დღითი დღედ მოვიდოდეს დავითისა ძალად დიდად, ვითარცა ძალი ღმრთისაჲ.
23 აჰა, რიცხვი საომრად შეჭურვილ მეთაურთა, რომელნიც დავითთან ხებრონში მივიდნენ, რათა უფლის სიტყვისამებრ, საულის სამეფო გადაეცათ მისთვის. 23 და ესე არს სახელები მთავართა მათ ერისათა, რომელნი მოვიდეს დავითისა ქებრონად, მოქცევად მეფობაჲ საულისა მისა, სიტყჳსა მისებრ უფლისა:
24 იუდიანები, ფარ-შუბის მტვირთველნი, ექვსიათას რვაასნი იყვნენ, საომრად აღჭურვილნი. 24 ძენი იუდასნი, ფაროსანნი და ლახუროსანნი ექუს ათას და რვაასნი, ძლიერნი ძალითა წყობასა;
25 სიმონიანთაგან შვიდიათას ასი მამაცი მოყმე იყო. 25 ძენი სჳმიონისნი, ძლიერნი ძალითა წყობასა შჳდ ათას და ას;
26 ლევიანთაგან - ოთხიათას ექვსასი. 26 ძენი ლევისნი - ოთხ ათას და ექუსას;
27 ხოლო იეჰოიადაყს, აარონელთა წინამძღოლს, თან სამიათას შვიდასი ახლდა. 27 და იუდა, მთავარი აჰრონისი, ძეთა მისთა თანა სამ ათას და შჳდასნი;
28 ცადოკს, მამაც ყმაწვილს, და მის მამისსახლს ოცდაორი მეთაური ჰყავდა. 28

და სადუკ, ჭაბუკი ძლიერი ძალითა, და მამულისაგან მისისა მთავარნი ოცდაორი;

29 საულის ძმები ბენიამინიანთაგან სამიათასნი იყვნენ. მათგან დიდი წილი საულის სახლში დარჩა. 29 და ძეთაგან ბენიამენისთა, ძმათა საულისთა, რიცხჳ სამ ათას; - და მერმე სხუანი უმრავლესნი მათგანნი ხედვიდესღა საცოსა სახლისა საულისასა.
30

ეფრემიანები ოციათას რვაასნი იყვნენ - მამაცი მოყმენი და მამისსახლთა სახელოვანი ვაჟკაცები.

30 და სახლისაგან ეფრემისი ოცი ათასი და რვაასი, ძლიერნი ძალითა კაცნი სახელოვანნი სახლად მამათა მათთა;
31 მენაშეს ტომის ნახევრიდან თვრამეტი ათასნი იყვნენ, რომელნიც სახელდებით გამოიხმეს, რათა დავითის გასამეფებლად მოსულიყვნენ. 31 და კერძოსაგან ნათესავისა მანასესისა ათურამეტი ათასი, რომელთა სახელ-ედვა მათ სახელით მეფე-ყოფა დავითისა;
32 ისაქარიანთაგან ორასი მეთაური იყო, რომელთაც იცოდნენ დრო-ჟამთა გულისხმისყოფა და უწყოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინა ისრაელს. ყველა მათი ძმა მათი დარიგებით იქცეოდა. 32 და ძეთაგან ისაქარისთა, რომელთა იცოდეს გულისხმის-ყოფა ჟამთა და უწყოდეს, რაჲ-იგი ყოფად ღირს არს ისრაჱლთა სამთავროსა თჳსსა ორასნი, და ყოველნი ძმანი მათნი მათ თანა;
33 ზაბულუნიდან საბრძოლველად გამოდიოდნენ და საომრად იყვნენ დარაზმულნი ყველანაირი საბრძოლო აღჭურვილობით ორმოცდაათი ათასი, რათა უორგუღოდ დახმარებოდნენ. 33 და ზაბულონისგანნი, რომელნი გამოვიდოდეს წყობასა ბრძოლისასა ყოვლითა საჭურველითა და საბრძოლითა ერგასის ათას, შეწევნად დავითისა არა ჴელითა ცალიერითა.
34 ნაფთალიდან ათასი სარდალი იყო, ოცდაჩვიდმეტი ათასი ფარ-შუბოსნის თანხლებით. 34 და ნეფთალემისგანნი მთავარნი - ათას და მათ თანა ფაროსანნი და ლახუროსანნი ოცდაათჩჳდმეტ ათას;
35 დანიდან იყვნენ ოცდარვაათას ექვსასნი, საომრად დარაზმულნი. 35 დანის ნათესავისაგანნი განწყობილნი ბრძოლასა ოცდარვა ათას და ექუსას;
36 აშერიდან საბრძოლველად ორმოცი ათასი საომრად დარაზმული გამოდიოდა. 36 ასერის ტომისაგანნი, გამომავალნი შემწედ ბრძოლასა ორმოცი ათასი;
37 იორდანეს გაღმა მხრიდან გამოდიოდნენ: რეუბენიდან, გადიდან და მენაშეს ტომის ნახევრიდან ყველანაირ საბრძოლო საჭურველით - სულ ასოცი ათასი. 37 და წიაღ იორდანისა, რუბენის ტომისა და გადისი და კერძოსა ნათესავისა მანასესი, ყოვლითა ჭურითა და საბრძოლითა ას და ოც ათას.
38 ყველა ეს მებრძოლი ვაჟკაცი მწყობრად დარაზმული, წრფელი გულით მოვიდა ხებრონში დავითის გასამეფებლად მთელს ისრაელზე. ასევე მთელი დანარჩენი ისრაელი ერთსულოვანი იყო დავითის გასამეფებღად. 38 ყოველნი ესე კაცნი მბრძოლნი, რომელნი ეწყვებოდეს წყობასა სულითა მშჳდობისათა და მოვიდეს ქებრონად მეფობად დავითისა ყოველსა ისრაჱლსა ზედა. და ნეშტი იგი ისრაჱლისა გულითა ერთითა იყუნეს მეფობად დავითისა.
39 სამ დღეს დარჩნენ ისინი იქ. ჭამდნენ და სვამდნენ, რადგან მათ ძმებს ყველაფერი მათთვის მოემზადებინათ. 39 და იყუნეს მუნ სამ დღე. ჭამდეს და სუმიდეს, რამეთუ მოუმზადეს მათ ძმათა მათთა
40 ასევე მათ მეზობლებს, ისაქარის, ზებულუნისა და ნაფთალის ტომებიდანაც კი მოჰქონდათ ვირებით, აქლემებით, ჯორებითა და ხარებით სურსათ-სანოვაგე: ფქვილეული, ლეღვი, ჩირი, ღვინო, ზეთი, უამრავი ხარ-ძროხა და ცხვარი. ეს იმიტომ, რომ სიხარული იყო ისრაელში. 40 და მომძღურეთა მათთა, ვიდრე ისაქარითგან და ზაბულონით და ნეფთალემით მოართმიდეს მათ აქლემებითა და ჯორებითა და ვირებითა და აზავრებითა საზრდელსა: ფქჳლსა და ლეღჳსკუერსა, სკიჭსა და ღჳნოსა, ზეთსა, ჴბოსა და ცხოვარსა მრავლად, რამეთუ სიხარული იყო ისრაჱლსა.