ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ესენი არიან ისრაელის ძენი: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულუნი, |
1 |
და ესე არს სახელები ძეთა ისრაჱლისათა: რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ, ზაბულონ, |
2 | დანი, იოსები, ბენიამინი, ნაფთალი, გადი და აშერი. | 2 | დან, იოსებ, ბენიამენ, ნეფთალიმ, გად, ასერ. |
3 | იუდას ძენი: ყერი, ონანი და შელა. ქანაანელი შუაყის ასულისგან მას სამი შეეძინა. იუდას პირმშო ყერი ბოროტი იყო უფლის თვალში, ამიტომ მოაკვდინა იგი. | 3 | ძენი იუდასნი: ერ და ავნან, სელომ და სამნი ესე ესხნეს მას სავასგგან, ასულისა ქანანელისა კაცისა. და იყო ერ, პირმშო იგი იუდასი, უკეთური წინაშე უფლისა, და მოაკუდინა იგი უფალმან. |
4 | თამარმა, მისმა რძალმა, შვა ფერეცი და ზარახი. იუდას სულ ხუთი ვაჟი ჰყავდა. | 4 | და თამარ, სძალმან მისმან, უშვა ფარეზ და ზარა. ყოველნი ესე ძენი იუდასნი ხუთ. |
5 | ფერეცის ძენი: ხეცრონი და ხამული. | 5 | ძენი ფარეზისნი: ესრომ და ამულ. |
6 | ზერახის ძენი: ზიმრი, ეთანი, ჰემანი, ქალქოლი და დარაყი - ხუთნი. | 6 | და ძენი ზარასნი: ზამბრი, და ეთამ, და ემან, და ქალქოლ და დარა, ესე ყოველნი ხუთ. |
7 | ქარამის ძენი: ყაქარი, ფიცი რომ გადეხა და ისრაელს უბედურება შეამთხვია. | 7 | და ძენი ქარმისნი: აქარ, შემაძრწუნებელი ისრაჱლისა, და რომელმან თუალ-ახუნა შენარჩუენებსა. |
8 | ეთანის ძე: ყაზარია. | 8 | ძე ეთამისი: აზარია. |
9 | ხეცრონის ძენი, მას რომ შეეძინნენ: იერახმეელი, რამი და ქელუბაი. | 9 | და ძენი ესრომისნი, რომელნი ესხნეს მას: ერმეელ და რამ, ქალებ და ჰარამ. |
10 | რამმა შვა: ყამინადაბი. ყამინადაბმა შვა ნახშონი, იუდას ძეთა წინამძღოლი. | 10 | და არამ შვა ამინადაბ, ამინადაბ შვა ნაასონ, მთავარი სახლისა იუდასი. |
11 | ნახშონმა შვა სალმა. სალმამ შვა ბოყაზი. | 11 | და ნაასონ შვა სალმან, და სალმან შვა ბოოს. |
12 | ბოყაზმა შვა ყობედი. ყობედმა შვა იესე. | 12 | და ბოოს შვა იობედ, იობედ შვა იესე. |
13 | იესემ შვა თავისი პირმშო ელიაბი, მეორე - აბინადაბი, მესამე - შიმყა, | 13 | და იესემ შვა ელიაბედ, პირმშო მისი, ამინადაბ მეორე, საამა მესამე, |
14 | მეოთხე - ნეთანელი, მეხუთე - რადაი, | 14 | ნათანაელ მეოთხე, რადი მეხუთე, |
15 | მეექვსე - ოცემი, მეშვიდე - დავითი. | 15 | ასომ მეექუსე, დავით მეშვიდე |
16 |
მათი დები: ცერუია და აბიგაილი. ცერუიას ძენი: აბშაი, იოაბი და ყასაელი - სამნი. |
16 |
და დაჲ მათი, სარუია, და აბიგია. და ძენი სარუისნი: იოაბ, და აბესა, და ასაელ, სამნი ესე. |
17 | აბიგაელმა შვა ყამასა. ყამასას მამა იეთერი ისმაელიანი იყო. | 17 | და აბიგეა შვა ამესია, და მამა ამესიასი იეთერ, ისმაიტელი. |
18 | ქალებს, ხეცრონის ძეს, ყაზუბასაგან, თავისი ცოლისგან, და იერიყოთისაგან შვილები შეეძინნენ. აჰა, მისი ძენი: იეშერი, შობაბი და არდონი. | 18 | და ქალებ, ძემან ესრომისამან, შეირთო გაზუბა დედაკაცი და შვა იერიოთ, და ესე ძენი სამნი: იოასარ, სობაბ და ორნა. |
19 | მოკვდა ეაზუბა და ქალებმა ეფრათი შეირთო ცოლად. მასთან შეეძინა ხური. | 19 | და მოკუდა გაზუბა, და შეირთო ქალებ ეფრათ, და უშვა მას ორ. |
20 | ხურმა შვა ური, ურმა შვა ბეცალიელი. | 20 | და ორ შვა ური. და ური შვა ბესელიელ. |
21 | მერე ხეცრონი გალაადის მამის ასულთან შევიდა და ცოლად შეირთო. მაშინ იგი სამოცი წლისა იყო. მასთან შეეძინა სეგუბი. | 21 | და ამისა შემდგომად შევიდა ესრომ ასულისა მის მაქირისა, მამისა გალაამისა. და ამან შეირთო იგი. და იყო სამეოცისა წლისა და უშვა მას სერგუბ. |
22 | სეგუბმა შვა იაირი. გალაადის ქვეყანაში მას ოცდასამი ქალაქი ჰქონდა. | 22 | და სერგუბ შვა იაირ, და იყუნეს ქალაქნი მისნი ოცდასამ გალაადს. |
23 | გეშურმა და არამმა წაართვა მათ იაირის დაბები, კენათი თავის ქალაქებიანად - სულ სამოცი ქალაქი. ყველა ესენი გალაადის მამის, მაქირის ძენი არიან. | 23 | და დაიპყრეს გესურ და არამ დაბნები იარისი, და კანათი და დაბნები მისი, სამეოცი ქალაქი, ყოველი ძეთა მაქირისთა მამისა გალადისა. |
24 | მას შემდეგ, რაც ხეცრონი ქალებ-ეფრათში მოკვდა, ხეცრონის ცოლს, აბიას შეეძინა აშხური, თეკოაყის მამა. | 24 | და შემდგომად სიკუდილისა ესრომისა მოვიდა ქალებ ეფრათად და უშვა მას ასდოდ, მამა თეკვსისი. |
25 | ხეცრონის პირმშოს, იერახმეელის ძენი იყვნენ: პირმშო რამი, ბუნა, ორენი, ოცემი და ახია. | 25 | და იყუნეს ძენი იერამელისნი, პირმშოსა ესრომისი: პირმშო რამ და ბაან. და ძენი გესონისნი: ადამა და ესაბამ, და ეთრან, და ქარან. და ძენი ასარისნი: ბალაამ, და აზუკამ, და ოვიკამ, და ოკამ, და არან, და ასომ, ძმა მისი. |
26 | იერახმეელის სხვა ცოლიც ჰყავდა, სახელად ყაცრა. ის იყო ონამის დედა. | 26 | და იყო ცოლი ირამელისი, და სახელი მისი ატარა; ესე არს დედა უონომისი. |
27 | იერახმეელის პირმშოს, რამის ძენი იყვნენ: მაყაცი, იამინი და ყეკერი. | 27 | და იყუნეს ძენი რამისნი, პირმშოსა იერემელისი: მაას, და იაბინ და აკორ. |
28 | ონამის ძენი იყვნენ: შამაი და იდაყი. შამაის ძენი: ნადაბი და აბიშური. | 28 | და იყუნეს ძენი ენომისნი: სამა და იადაე. და ძენი სამაასნი: ნადაბ და აბისურ. |
29 | აბიშურის ცოლს ერქვა აბიხაილი. მან შვა ახბანი და მოლიდი. | 29 | და სახელი ცოლისა მის აბისურისი აბიქეა, და უშვა მას ზაბარ და მოლიდა. |
30 | ნედაბის ძენი: სელედი და აფაიმი. სელედი უშვილოდ მოკვდა. | 30 | და ძენი ნაბადისნი: სალად და აფაიმ. და მოკუდა სალა, და არა ესუა მას შვილი. |
31 |
აფაიმს ყავდა ძე - იშყი. იშყის ძე იყო შეშანი. შეშანის ძე იყო ახლაი. |
31 |
და ძენი აფაიმისნი: იესსი. და ძენი იესესნი: სოსან და ძე სოსანისი - აალი. |
32 | იადაყის ძენი: ახი, შამი, იეთერი და იონათანი. იეთერი უშვილოდ მოკვდა. | 32 | და ძენი ელიასნი, ძმისა აქისამისნი: იეთერ და იონათან. და მოკუდა იეთერ, და არა ესუა მას შვილი. |
33 | იონათანის ძენი: ფელეთი, ზაზა. ესენი იერახმელის ძენი იყვნენ. | 33 | და ძენი იონათანისნი: ფელეთ და ოზამ. ესენი იყუნეს ძენი რამელისნი. |
34 | შეშანს ვაჟები არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები ჰყავდა. შეშეთს ეგვიპტელი მორჩილი ჰყავდა, სახელად იარხაყი. | 34 | და არა ესხნეს სოსანს ძენი, არამედ ასულნი. და სოსანისი იყო მონა მეგჳპტელი, და სახელი მისი იოქელ. |
35 | შეშეთმა თავისი ასული თავის მორჩილს, იარნაყს, მისცა ცოლად. მას შეეძინა ყათაი. | 35 | და მისცა სოსან ასული თჳსი იექეელს, მონასა თჳსსა, ცოლად და უშვა ეთთი. |
36 | ყათაიმ შვა ნათანი; ნათანმა შვა ზაბადი. | 36 | და ეთთი შვა ნათან და ნათან შვა ზაბედ. |
37 | ზაბადმა შვა ეფლალი, ეფლალმა შვა ყობედი. | 37 | და ზაბედ შვა ოფლალ, და ოფლალ შვა ობედ. |
38 | ყობედმა შვა იეჰუ, იეჰუმ შვა ყაზარია. | 38 | და ობედ შვა იევუდ, და იევუდ შვა აზარია. |
39 | ყაზარიამ შვა ხალეცი, ხალეცმა შვა ელყასა. | 39 | და აზარია შვა ქელეს, და ქელეს შვა ელეასა. |
40 | ელყასამ შვა სისმაი, სისმაიმ შვა შალუმი. | 40 | და ელეასა შვა სოსომე, და სოსომე შვა სალუმ. |
41 | შალუმმა შვა იეკამია, იეკამიამ შვა ელიშამაყი. | 41 | და სალუმ შვა იექონია, და იექონია შვა ელისამან. |
42 | იერახმეელის ძმის, ხალების ძენი: მისი პირმშო მეშაყი, ეს არის ზიფის მამა; და მარეშას, ხებრონის მამის ძენი. | 42 | და ძენი ქალებისნი, ძმისა იერიმელისნი: მარსა, პირმშო მისი. ესე არს მამაჲ ზიფისა, და ძენი მარსასნი, მამისა ქებრონისნი. |
43 |
ხებრონის ძენი: კორახი, თაფუახი, რეკემი, შემაყი. |
43 |
და ძენი ქებრონისნი: კორეე და თაფ და როკომ და სემაა. |
44 | შემაყმა შვა რახამი, იარკეყამის მამა. რეკემმა შვა შამაი. | 44 | და სემაა შვა რემ, მამაჲ იერკანისი, და იერკან შვა სალამა. |
45 | შამაის ძე იყო მაყონი. მაყონი იყო მამა ბეთ-ცურისა. | 45 | და ძე მისი მეონ, მამა ბეთსურისი. |
46 | ქალების ხარჭას, ყეფას, შეეძინა: ხარანი, მოცავი და გაზეზი. ხარანმა შვა გაზეზი. | 46 | და გეფა, ხარჭმან ქალებისმან, შვა არრან და იოსან და გესუვი. |
47 | იაჰდაის ძენი: რეგემი, იოთამი, გეშანი, ფელეტი, ყეფა და შაყაფი. | 47 | და ძენი იადანისნი: რეგემ და იოათამ და გერსომ და ფალეგ და გეფა და საგაფ. |
48 | ქალების ხარჭას, მაყაქას, შეეძინა: შებერი, თირხანა, | 48 | და ხარჭმან ქალებისმან, მოქა, შვა სიბერ და თექნა. |
49 | მადმანას მამა შაყაფი, მაქბენასა და გიბყას მამა შევა. ქალების ასული ყაქსა. | 49 | და შვა საგაფ, მამაჲ მაგენისი, სულ, მამა მაქაებენასი და მამა ბალისი. და ასული ქალებისი - აქსაბ. |
50 | ესენი იყვნენ ქალების ძენი: ხურის ძე შობალი, ეფრათას პირმშო, მამა კირიათ-იეყარიმისა, | 50 | ესენი იყუნეს ძენი ქალებისნი: ძენი ორისნი, პირმშოსა ეფრათასნი, სობალ, მამაჲ კარიათიარიმისი, |
51 | სალმა, მამა ბეთ-ლეხემისა, და ხარეფი, მამა ბეთ-გადელისა. | 51 | სალმონ, მამა ბეთელომისი, მამა ბეთლემონისი, არი, მამა ბეთეგოვრისი. |
52 | შობალს, კირიათ-იეყარიმის მამას, ჰყავდა ვაჟები - ჰაროე და ხაცი-ჰამენუხოთი. | 52 | და ესხნეს ძენი სობალს, მამასა კარიათიმისსა, რომელი ხედვიდა ნაწილსა განსუენებისასა. |
53 | კირიათ-იეყარიმის საგვარეულონი: ითრიელნი, ფუთიელნი, შუმათიელნი და მიშრაყიელნი. მათგან გამოვიდნენ: ცორყელნი და ეშთაოლელნი. | 53 | და ნათესავისაგან კარიათიმისა: ეთაილიმ, მეფითინ, სამათით, ემასარიმ, ამათგან გამოვიდეს სარათეველნი და ესთაულელნი. |
54 | სალმას ძენი: ბეთ-ლეხემი, ნეტოფათიელნი, ყატრო-ბეთ-იოაბი, ხაცი-ჰამანახთი, ცორყიელნი. | 54 | ძენი სალომისნი: ბეთლემი და ნეტუფატი, ატაროთი, სახლისა იოაბისი და ზოგი მანაათისა - ესარა. |
55 | იაყბეცში მცხოვრებ მწიგნობართა საგვარეულონი: თირყათელნი, შიმყათიელნი, სუქათიელნი. ესენი კინიელნი არიან, ბეთ-რექაბას მამის, ხამათის, შთამომავლები. | 55 | მამათა მწიგნობართა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს იაბესსა: აგათიმელნი და სუქმითელნი და სამათიმელნი. ესე არიან სახლნი, რომელნი მოვიდეს ემათით, მამისა სახლისა რექაბისნი. |