ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
წლის შემოქცევისას, მეფეთა გამოსვლის ჟამს, იოაბი წინ წაუძღვა ლაშქარს და გაანადგურა ყამონიანთა ქვეყანა, მივიდა და რაბას შემოადგა. დავითი კი იერუსალიმში დარჩა. აიღო იოაბმა რაბა და დაანგრია. |
1 |
და იყო მოწევნასა მას მეორისა წელიწადისასა განსლვასა ოდეს მეფეთასა, და მოიყვანა იოაბ ყოველი ძლიერისა. და განრყუნეს ყოველი სოფელი ძეთა ამონისთა, და მოვიდეს და გარემოადგეს არაბათსა. და დავით იყოფოდა იერუსალჱმს. და მოსრა იოაბ არაბათი და დაარღჳა იგი. |
2 | დავითმა მათ მეფეს გვირგვინი მოხადა, ნახა რომ ერთი ტალანტი ოქროს წონისა იყო და ძვირფასი ქვებით იყო მოოჭვილი, და თავზე დაირქვა იგი. აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან. | 2 | და მოიღო დავით გჳრგჳნი მოლქომისა, მეფისა მათისა, თავისაგან მისისა. და იყო სასწორი მისი ტალანტი ოქროსა. და მას შინა იყო ანთრაკი პატიოსანი და დაიდგა იგი თავსა დავით და ნატყუენავი იგი ქალაქისა გამოიღო მრავალი ფრიად. |
3 | გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და იწყო მათი ხერხით ხერხვა და რკინის კბილებითა და რკინის ცულებით ხოცვა. ასე მოექცა დავითი ყამონიანთა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავისი ხალხითურთ იერუსალიმში. | 3 | და ერი იგი მას შინა გამოიყვანა და განხერხნა იგინი ხერხითა რკინისათა. ესრეთ უყო დავით ყოველთა ძეთა ამონისთა. და მოიქცა დავით და ყოველი ერი მისი იერუსალჱმდ. |
4 | ამის შემდეგ იყო, რომ ფილისტიმელებთან ომი ატყდა გეზერში. მაშინ სიბქაი ხუშათელმა მოკლა სიფაი, რაფას ერთ-ერთი ვაჟი და დაზავდნენ. | 4 | და იყო ამისა შემდგომად ბრძოლა გაზერს შინა უცხოთესლთა თანა. მაშინ მოკლა სობოქე უსთელმან სეფი ძეთაგან გმირთა და დასცა იგი. |
5 | კვლავ ატყდა ფილისტიმელებთან ომი. მაშინ ელხანან იაყირის ძემ დაამარცხა ლახმი, გოლიათის ძმა, რომლის შუბის ტარი მქსოველთა ლილვისოდენა იყო. | 5 | და მერმე კუალად იყო ბრძოლა უცხოთესლთა თანა და მოკლა ელენან, ძემან იათისმან, ლეიმი, ძმა გოლიადი გეთელისა და ტარი ლახურისა მისისა, ვითარცა ლვილი ქსელთა. |
6 | კვლავ ატყდა ომი გეთში. იყო უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი ება - სულ ოცდაოთხი. ისიც რაფას ნაშიერი იყო. | 6 | და იყო მერმე ბრძოლა გეთსა, და იყო კაცი უფროსად მწვისე და ესხა თითები ჴელთა და ფერჴთა მისთა ექუს-ექუს - ოცდაოთხი. იგი იყო ძე გმირთა. |
7 | დასცინოდა ისრაელს, მაგრამ განგმირა იგი იონათან მიმყას ძემ - დავითის ძმისწულმა. | 7 | და აყუედრა ისრაჱლსა და მოკლა იგი იონათან, ძემან სამაასმან, ძმისწულმან დავითისამან. ესენი ესხნეს რაფას გეთსა შინა. ყოველნი ესე იყუნეს კაცნი გმირნი. დაეცნეს ესენი ჴელითა დავითისათა და ჴელითა მონათა მისთათა. |
8 | რაფას გათში ესენი შეეძინნენ და ყველანი დავითისა და მისი მორჩილთა ხელით დაეცნენ. |