ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
კარისმცველთა დასები. კორხიელთაგან: მეშელემიაჰუ კორეხის ძე - ასაფის ძეთაგან. |
1 |
განყოფა ბჭეებისა: ძეთა კორეთა: მოსოლამ, ძე კორესი, ძეთაგან ასაფისთა. |
2 | მეშელემიაჰუს ძენი: ზექარია - პირმშო, იედიყაელი - მეორე, ზებადიაჰუ - მესამე, იათნიელი - მეოთხე, | 2 | და მასელემიასნი ძენი: ზაქარია, პირმშო, იასიელ მეორე, აზაბად მესამე, ნათან მეოთხე, იოველ |
3 | ყელამი - მეხუთე, იეჰოხანანი - მეექვსე, ელიეჰოყენაი - მეშვიდე. | 3 | მეხუთე, იოვან მეექუსე, იონათან მეშჳდე, ელიოვე. |
4 | ყობედ-ედომის ძენი: შემაყია - პირმშო, იეჰოზაბადი - მეორე, იოახი - მესამე, საქარი - მეოთხე, ნეთანელი - მეხუთე. | 4 | და იდუთუმასნი ძენი: სემია, პირმშო, იოზაბათ მეორე, იოალ მესამე, ზაქარ მეოთხე, ნათანაელ მეხუთე, |
5 | ყამიელი - მეექვსე, ისაქარი - მეშვიდე, ფეყულთაი - მერვე, რადგან ღმერთმა აკურთხა იგი. | 5 | ამიელ მეექუსე, ისაქარ მეშჳდე, ფოლოთოეთე მერვე, რამეთუ აკურთხა იგი უფალმან. |
6 | მის ძეს, შემაყიას, ვაჟები შეეძინა, რომელნიც მამისსახლს განაგებდნენ, ვინაიდან მაგარი ვაჟკაცები იყვნენ. | 6 | და სამეას, ძესა მისსა, ესხნეს ძეები, პირმშონი ძენი ძლიერნი სახლსა მამულსა მისსა, რამეთუ ძლიერ იყუნეს. |
7 | შემაყიას ძენი: ყათნი, რეფაელი, ყობედი, ელზაბადი, მისი ძმანი, მაგარი ხალხი, ელიჰუ და სემაქიაჰუ. | 7 | ძენი სამეასნი: აგონი, და რაფაელ, და ობედ, და ელზაბად და აქიუდ, ძმანი მისნი, და ძენი ძლიერნი ძალითა: ელიუ, და სამაბაქია და ისბაკობ. |
8 | ყველანი ყობედ-ედომის ძენი იყვნენ. ისინი თავიანთი ძეებითა და ძმებითურთ მაგარი ვაჟკაცვბი იყვნენ და სამსახურის გაწევის უნარი ჰქონდათ. ყობედ-ედომს ასეთები სულ სამოცდაორი ჰყავდა. | 8 | ყოველნი ესე ძენი აბდედონისი, ესენი და ძმანი მათნი, და ძენი მათნი ძლიერნი ძალითა იყოფოდეს ძლიერად საქმესა, ყოველნი სამეოცდაორი აბდედომს. |
9 | მეშელემიაჰუს თვრამეტი ვაჟი და ძმა, მაგარი ვაჟკაცები, ჰყავდა. | 9 | და სელემიას ესხნეს ძენი და ძმანი ათხუთმეტ. |
10 | ხოსას, მერარის ერთ-ერთი ძეთაგანის, ვაჟები: უფროსი შიმრი იყო (თუმცა პირმშო არ ყოფილა - მამამისმა არგუნა მას უფროსობა); | 10 | და ეოსამ, ძეთაგან მერარისთა, ძე ერთი შამორისა. და სცვიდეს დასაბამსა, რამეთუ არა ესუა მას პირმშო და ყო იგი მამამან მისმან მთავარ. |
11 | ხილკიაჰუ მომდევნო იყო, ტებალიაჰუ - მესამე, ზაქარიაჰუ - მეოთხე. ხოსას სულ ცამეტი ვაჟი და ძმა ჰყავდა. | 11 | ქელკი მეორე, ტაბელია მესამე, ზაქარია მეოთხე; ესე ყოველნი ძენი და ძმანი უსაისნი ათოთხმეტ. |
12 |
კარისმცველთა დასს, მოყმეთა თავკაცებს ჩაბარდათ დაცვა თავიანთ ძმებთან ერთად უფლის სახლში სამსახურის გასაწევად. |
12 |
ამათა იყო განყოფა ბჭეებისა მთავართა მათ ძლიერთა მდევარ შემდგომითი შემდგომად ძმანი მათნი და მსახურებად სახლსა შინა უფლისასა. |
13 | ყველა კარიბჭეზე წილი ყარეს, როგორც დიდებმა, ისე პატარებმა, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით. | 13 | განიგდეს წილი მცირითგან ვიდრე მწვისამდე, სახლად და სახლად მამათა მათთა ბჭეთა. |
14 | აღმოსავლეთის მხარე შელემიაჰუს ერგო წილად. მის ვაჟს ზაქარიას, გონიერ მრჩეველს, უყარეს წილი და მას წილად ჩრდილოეთის მხარე შეხვდა. | 14 | და გამოუჴდა წილი მზისა აღმოსავლისა ბჭისა სემიას და ზაქარიას, ძესა მისსა. იოვადს, გულით მზრახველსა გულთა თჳსთა, განუგდეს წილი და გამოუჴდა წილი ჩრდილოთ, |
15 | ყობედ-ედომს სამხრეთის მხარე ერგო წილად, მის ძეებს - საკუჭნაო. | 15 | აბდედონს სამხრით კერძო და ძეთა მისთა პირისპირ წინაშე სახლსა ასაფისასა. |
16 | შუფიმსა და ხოსას - დასავლეთის მხარე შეხვდა, შალექეთის ჭიშკართან, საიდანაც გზა ადის და დაცვა დაცვის პირისპირ დგას. | 16 | მესამესა ბჭისა იოვასისა დასავლით კერძო ბჭითურთ მსხორით აღსავალსა მას საპყრობილედ და წინაშე საპყრობილესა მას მზისა აღმოსავლით. |
17 | აღმოსავლეთით ექვსი ლევიანი იდგა, ჩრდილოეთით დღეში ოთხი იდგა, სამხრეთით დღეში ოთხი იდგა, საკუჭნაოსთან კი ორ-ორი. | 17 | ხოლო ლევიტელნი ექუსნი დღესა და ჩრდილოთ დღესა ოთხნი და სამხრით დღესა ოთხნი და ასაფინს ორ-ორი მსხორით, |
18 | ფარბარის დასავლეთით, გზაზე, ოთხნი იდგნენ, თავად ფარბართან კი - ორნი. | 18 | დასავლით ოთხნი და ალაგსა ორ-ორი მსხორით, |
19 | აჰა, კორახისა და მერარის ძეების კარისმცველთა დასები. | 19 | ესე არს განყოფა მეკარეთა ძეთა კორესთა და ძეთა მერარისთა. |
20 | ლევიანთაგან: ახია ღვთის სახლის საგანძურსა და შენაწირი ნივთების საგანძურს დარაჯობდა. | 20 | და ლევიტელნი, ძმანი მათნი, საუნჯეთა ზედა წმიდასა განწმედილთასა, |
21 | ლაყდანის ძენი, გერშუნელთა ძენი ლაყდანისგან, მამისსახლის თავკაცები ლაყდან გერშუნელისგან: იეხიელი. | 21 | ძენი ლედასნი, ძისა გერსონიანი: ლედან, მთავარნი ტომთა ლედანისთანი გერსონისნი, იეიელ, |
22 | იეხიელის ძენი: ზეთამი და მისი ძმა იოელი უფლის სახლის საგანძურს დარაჯობდნენ. | 22 | და ძენი იეიელისანი: ზეთამ და იოელ, ძმა მისი, საუნჯეთა ზედა სახლისა უფლისათა, |
23 |
ყამრამელებისგან, იცჰარელებისგან, ხებრონელებისგან და ყაზიელებისგან იყო: |
23 |
ამრამიმი და ისაარ, ქებრონ და ოზიელ, |
24 | შებუელი ძე გერშომისა, მოსეს ძისა, რომელიც საგანძურის ზედამხედველი იყო. | 24 | და სებიელ, ძე გერსამისი, ძისა მოსესის, მთავარი საუნჯეთა ზედა, |
25 | მისი ძმები ელიყეზერისგან: მისი ძე რეხაბიაჰუ, მისი ძე იეშაყიაჰუ, მისი ძე იორამი, მისი ძე შელომითი. | 25 | და ძმასა მისსა ელიეზერს რაბია, ძე მისი, და ოსია, ძე მისი, და ზექრი, ძე მისი, და ზეჰალმოთ, ძე მისი, |
26 | ის შელომითი თავისი ძმებითურთ დარაჯობდა შემოწირულობათა მთელ საგანძურს, რომელიც მეფე დავითმა, მამისსახლთა თავკაცებმა, ათასისთავებმა, ასისთავებმა და სარდლებმა შესწირეს. | 26 | ესე სალომოთ და ძმანი მისნი ყოველთა ზედა საუნჯეთა წმიდათასა მათ ტომთასა, რომელნი განწმიდნა დავით მთავართა მათ ტომთა, და ათასისთავთა, და ასისთავთა და ერისთავთა ერისათა, |
27 | ომიდან და ნაალაფრიდან სწირავდნენ უფლის სახლის შესანახად. | 27 | რომელ-იგი მოიღო ქალაქთაგან და ნატყუენავთაგან და განწმიდა მათგანი, რათა არა რა აკლდეს შენებასა მას სახლისა ღმრთისასა, |
28 | ყველაფერი, რაც სამუელ წინასწარმეტყველმა, საულ კიშის ძემ, აბნერ ნერის ძემ, იოაბ ცერუიას ძემ შესწირეს, ყველა ეს შენაწირი შელომითისა და მისი ძმების ხელში იყო. | 28 | და რომელი შესწირავს ჟამთა სამოელ წინაწარმეტყუელისათა. და საულის, ძის კისისათა, და აბინერ, ძისა ნერისათა. და იოაბ, ძისა სარუასთასა, ყოველი, რაოდენი წმიდა-ყო ჴელითა სოლომონისათა და ძმათა მისთათა, |
29 | იცჰარელთაგან ქენანიაჰუ და მისი ძმები ისრაელში საგარეო სამსახურზე იყვნენ გამწესებულნი მზირებად და მსაჯულებად. | 29 | ისაარისი: ქონენი და ძენი მისნი საქმესა ზედა გარეშესა და ისრაჱლსა ზედა მწიგნობრებად და მსაჯულად, |
30 | ხებრონელთაგან: ხაშაბიაჰუ და მისი ძმები, მაგარი ვაჟკაცები, ათას შვიდასნი, დანიშნულნი იყვნენ ისრაელზე იორდანის გაღმიდან დასავლეთამდე, უფლის ყოველგვარი საქმისათვის და მეფის ყოველგვარი სამსახურისთვის. | 30 | ქებრონისი: ასდიას და ძმანი მისნი, ძენი ძლიერებისნი, ათას შჳდას აღხილვასა ზედა ისრაჱლისასა წიაღ კერძო იორდანესა მზისა დასავლით ყოველსა მას მსახურებასა უფლისასა და საქმესა მეფისასა, |
31 | ხებრონელებს იერია ხებრონელი ჰყავდათ თავკაცად თავიანთ გვარ-ტომში, მამისსახლში. დავითის მეფობის მეორმოცე წელს გამოიკითხეს და მათ შორის მაგარი ვაჟკაცები აღმოაჩინეს გალაადის იაყზერში. | 31 | ქებრონისი: ურიასი, მთავარი ქებრონელთა ნათესავისა მათისაებრ ტომად-ტომადისა, მეორმეოცესა წელსა მეფობისა დავითისსა ესე აღრაცხვისა წიგნნი მუნ პოვნეს და კაცნი ძლიერნი მათ შორის აზერას შინა გალაადისასა. |
32 | მათი ძმანი, მაგარი ვაჟკაცები, ორიათას შვიდასნი იყვნენ - მამისსახლის თავკაცნი. დავით მეფემ ისინი რეუბენიანებში, გადელებში და მენაშეს ტომის ნახევარში გაამწესა ღვთის ყველა საქმისთვის და სამეფო საქმისთვის. | 32 | და ძმანი მისნი, ძენი ძლიერებისნი, ორ ათას და შჳდას მთავარნი ტომებისანი. და დაადგინნა იგინი დავით მეფემან რუბენსა ზედა და გადსა და კერძოსა ნათესავსა მანასესასა ყოველსა ზედა სიტყუასა ღმრთისასა და სიტყუასა მეფისასა. |