ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი ნეშტთა

თავი ოცდამეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ესენი არიან ისრაელიანები, მათი რიცხაის მიხედვით, მამისსახლთა თავკაცები, ათასისთავები, ასისთავები და მათი მზირები, რომელნიც მეფეს ემსახურებოდნენ დასების ყველა საქმეში, მიდი-მოდიოდნენ ყოველთვიურად, წელიწადის ყოველ თვეში. თითოეული დასი ოცდაოთხი ათასისგან შედგებოდა.

1

ძენი ისრაჱლისნი რიცხჳსაებრ მათისა, მთავარნი ტომებისანი, ათასისთავები და ასისთავები, მწიგნობარნი, რომელნი მსახურებდეს ერსა და ყოვლისა მიმართ სიტყჳსა მეფისასა განყოფისა მისებრ ყოვლისა სიტყჳსა, შემავალისა და გამომავალისა თთჳთ თთუედ, ყოველთა თუეთა წელიწდისათა განყოფა

2 პირველ დასზე პირველი თვისთვის დადგენილი იყო იაშაბყამ ზაბდიელის ძე; მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო. 2 განყოფასა მას პირველსა პირველისა მის თთჳსასა აესბალა და ბაზელ და განყოფასა მას მისსა ოცდაოთხი ათასი,
3 იგი იყო ფერეცის შვილთაგანი, პირველი თვის ყველა მხედართმთავრის მეთაური. 3 ძეთაგან ფარესისთა მთავარი ყოველთა მთავართა ძლიერებისათა თთჳსა მის პირველისა,
4 მეორე თვის დასზე იყო დოდა ახოხელი; მის დასშივე იყო მთავარი მიკლოთი. მათ დასში ოცდაოთხი ათასი იყო. 4 და განყოფასა მას თთჳსა მეორისასა დოდი და დაქოთი და მაგალოთ, წინამძღუარნი მათნი, განყოფასა მას მისსა ზედა ოცდაოთხი ათასთა,
5 მესამე თვის მესამე მხედართმთავარი იყო ბენიაჰუ, იეჰოიადაყ მღვდლის ვაჟი, მეთაური. დასში ოცდაოთხი ათასი იყო. 5 მთავარნი ძლიერებისნი: მესამე, თთუესა მესამესა ბანეა, იოვა მღდელი მთავარი, ნაწილსა მას მისსა ოცდაოთხი ათასი.
6 ეს ბენიაჰუ ოცდაათ მოყმეთაგანი და მათი მეთაური იყო. მისი ძე ყამიზაბადიც მის დასში იყო. 6 ესე ბანეა უძლიერეს იყო ოცდაათთა მათ ზედა და ოცდაათთა ნაწილთა რჩეულთა მას მისსა,
7 მეოთხე თვეში მეოთხე იყო ყასარიელი, იოაბის ძმა. მის შემდეგ კი მისი ძე ზებადია. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო. 7 მეოთხედ, თთუესა მეოთხესა ასაელ, ძმა იოაბისი, და აბდია, ძე მისი, და ძმანი მისნი და განყოფასა მისსა ოცდაოთხ ათასი,
8 მეხუთე თვეში მეხუთე მხედართმთავარი იყო შამუი იზრახელი. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო. 8 მეხუთედ, თთუესა მეხუთესა მთავარი სათიოდ, იზა, განყოფილსა მისსა ზედა ოცდაოთხი ათასი,
9 მეექვსე თვეში მეექვსე იყო ყირია ყიკეშის ძე, თეკოყელი. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო. 9 მეექუსედ, თთუესა მეექუსესა იებას, ძე ეკესი, თეკონელი, და ნაწილად განყოფილი მისი ოცდაოთხი ათასი,
10 მეშვიდე თვეში მეშვიდე იყო ხელეც ფელონელი, ეფრემის ძეთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო. 10 მეშჳდედ, თთუესა მეშჳდესა ქელელეს ფალლუსით, ძეთაგანი ეფრემისთა, და განყოფილსა მას მისსა ზედა ნაწილსა ოცდაოთხი ათასი,
11 მერვე თვეში მერვე იყო სიბქა ხუშათელი, ზარხელთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო. 11 მერვედ, თთუესა მას მერვესა უსაქ იეკესთელთა ზარიასი, და განყოფასა მას ზედა ნაწილსა ოცდაოთხი ათასი,
12

მეცხრე თვეში მეცხრე იყო აბიყეზერ ყანათოთელი, ბენიამინელთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი აყო.

12

მეცხრედ, თთუესა მას მეცხრესა აბიეზერ ანათოთელი, ქუეყანისაგან ბენიამენისა, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი,

13 მეათე თვეში მეათე იყო მაჰარაი ნეტოფათელი, ზარბიელთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო. 13 მეათედ, თთუესა მეათესა მარინოს ტოფატელი ზარაისი, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი,
14 მეთერთმეტე თვეში მეთერთმეტე იყო ბენაია ფირყათონელი, ეფრემის ძეთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო. 14 მეთერთმეტედ, თთუესა მას მეთერთმეტესა ბანეა ფარათონელი, ძეთაგან ეფრემისთა, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი,
15 მეთორმეტე თვეში მეთორმეტე იყო ხელდაი ნეტოფათელი, ყანთიელთაგან. მის დასში ოცდაოთხი ათასი იყო. 15 მეთორმეტედ, თთუესა მეთორმეტესა ქოდაი ნეტოფადით, ძე გოთონიელისი, და განყოფილი ნაწილი მისი ოცდაოთხი ათასი:
16 ისრაელის შტოებზე: რეუბენიანთა წინამძღოლი იყო ელიყეზერ ზიქრის ძე, სიმონელებისა - შეფატიაჰუ მაყაქას ძე. 16 და ტომთა ზედა ისრაჱლისათა: რუბენის მთავარი - ელიეზერ, ძე ზექრისი; სჳმეონისი - საფატია, ძე მექასი,
17 ლევიანებისა - ხაშაბია კემუელის ძე, აარონისა - ცადოკი. 17 ლევისი - ასაბია; ძე კამოელისი, არონისი - სადუკ,
18 იუდასი - ელიჰუ, დავითის ძმათაგანი. ისაქარისა - ყომრი მიქაელის ძე. 18 იუდასი - ელიაბ, ძმათაგან დავითისთა, ისაქარისი - ამბრი, ძე მისაელისი;
19 ზებულუნისა - იშმაყიაჰუ ყობადიაჰუს ძე. ნაფთალისა - იერიმოთ ყაზარიელის ძე. 19 ზაბულონისი - სამიას, ძე აბდიმიასი, და ნეფთალიმისი - არიმოთ, ძე ოზიელისი,
20 ეფრემიანთა - ჰოშეაყ ყაზაზიაჰუს ძე. მენაშეს ტომის ნახევრისა - იოელ ფედიაჰუს ძე. 20 ეფრემისი - ოსე, ძე ოზიასი, და კერძოსა ნათესავისა მანასესი იოელ, ძე ფადალისი;
21 მენაშეს ტომის ნახევრისა - იდო ზაქარიას ძე. ბენიამინისა - იაყასიელ აბნერის ძე. 21 და ერთისა კერძოსა ნათესავისა მანასესი გალადს - ილადაი, ძე ზაბდისი, და ძეთა ბენიამენისთა - ასერ, ძე აბენერისი,
22 დანისა - ყაზარიელ იეროხამის ძე. ესენი არიან ისრაელის ტომთა მთავარნი. 22 და დანის - აეზრიელ, ძე იორამისი. ესე ტომთა მთავარნი ისრაჱლისნი.
23

ოცი წლისანი და მის ქვემოთ არ აღურიცხავს დავითს, ვინაიდან უფალმა ისრაელს ცის ვარსკვლავებივით გამრავლება აღუთქვა.

23

და არა მოიღო დავით რიცხჳ მათი ოცით წლითგან და ქვემო კერძოთა, რამეთუ უფალმან თქუა განმრავლებაჲ ისრაჱლისა, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი.

24 იოაბ ცერუიას ძემ დაიწყო აღრიცხვა, მაგრამ არ დაამთავრა. ამის გამო ისრაელს რისხვა დაატყდა. ეს აღრიცხვა დავით მეფის მატიანის აღრიცხვაშიც არ შევიდა. 24 და იოაბ, ძემან სარუსმან, იწყო აღრაცხვად ერისა, ვერა სრულად აღრაცხა. და იყო ამისთჳს რისხვა ისრაჱლსა ზედა და არა დაიწერა რიცხჳ წიგნსა მას სიტყუათასა დღეთა დავითის მეფისათა.
25 სამეფო საუნჯეებზე იყო ყაზმავეთ ყადიელის ძე, ხოლო იმ საუნჯეებზე, რომელიც მინდორში, ქალაქებში და ციხე-სიმაგრეებში იყო - იონათან ყუზიელის ძე. 25 და იყო საუნჯეთა ზედა მეფისათა ასმოთ, ძე მოდიელისი, და საუნჯეთა ზედა მერცხლისათა და დაბნებისათა და აგარაკებისათა და გოდლებსა ზედა იონათან, ძე ოზიასი;
26 მინდვრის სამუშაოების შემსრულებლებზე, მიწას რომ ამუშავებდნენ - ყეზერ ქელუბის ძე. 26 ხოლო ქუეყანისა საქმისა მოქმედთა ზედა ეზრაი, ძე ქელაბისი.
27 ვენახებზე - შიმყი რამათელი; ყურძნისა და ღვინის მარაგზე - ზაბდი შიფმელი. 27 და ყანებსა ზედა-სემეი, რომელი იყო რამათით საუნჯეთა ზედა დაბნებისა ღჳნისასა და ზაბდი, ძე საფინისი;
28 ზეთისხილებზე და ლეღვებზე, დაბლობში რომ არის - ბაყალ-ხანან გედერელი. ზეთის საუნჯეებზე - იოყაში. 28 და ზეთისხილოვანსა ზედა, და ლეღოვანთა ზედა ველისა - ბალანას; ძე გედურისი; ხოლო საუნჯეთა ზედა ზეთისათა - იოას;
29 ხოლო იმ ნახირზე, შარონში რომ სძოვდა, შიტრაი შარონელი. ნახირზე ხეობებში - შაფატ ყადლის ძე. 29 და ზროხათა ზედა, რომელნი იყუნეს ღელეთა, - სოფატ, ძე ადაისი;
30 აქლემებზე - ობილ ისმაელიანი. სახედრებზე - იეხდიაჰუ მერონოთელი. 30 და აქლემებსა ზედა - იუბია ისმაელატელი; ხოლო ვირებსა ზედა აიდია მარათონელი
31 ცხვარზე - იაზიზ აგარელი. ყველა ესენი დავით მეფის ქონების მოურავები იყვნენ. 31 და ცხოვარსა ზედა - იაზისა აგარეელი. ესე ყოველნი ზედამდგომელნი ნაყოფთა დავითის მეფისანი;
32 იონათანი, დავითის ბიძა - მრჩეველი იყო, კაცი გონიერი და მწიგნობარი; იეხიელ ხაქმონის ძე მეფისწულებთან იყო. 32 და იონათან, მამისძმა დავითისი, - თანამზრახვალ, რამეთუ იყო კაცი იგი გულისხმის-მყოფელ და მწიგნობარ. ეიეელი, ძე აქამინისი, - ძეთა თანა მეფისათა;
33 ახითოფელი მეფის მრჩეველი იყო, ხუშაი არქიელი კი - მეფის მეგობარი. 33 და აქიტობელ - თანამზრახვალ მეფისა და ქუსი - პირველი მეგობარი მეფისა;
34 ახითოფელის შემდეგ იყვნენ იეჰოიადაყ ბენიაჰუს ძე და აბიათარი. მეფის მხედართმთავარი იყო იოაბი. 34 და ამისა შემდგომად აქიტობელ, მახლობელი იოდაესა, ძისა ბანეასა და აბიათარ და იოაბ - ერის წინამძღუარი მეფისა;