ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ესენი იყვნენ დავითის ძენი, რომლებიც ხებრონში შეეძინნენ მას: პირმშო ამონი, ახინოყამ ისრაელიანისგან, მეორე - დანიელი, აბიგაილ ქარმელელისგან, |
1 |
და ესენი იყუნეს ძენი დავითისნი, რომელნი ესხნეს მას ქებრონს: პირმშო ამონ აქინამასაგან იეზრაიტელისა; მეორე - დალუა, აბიგეასგან კარმელისა. |
2 | მესამე - აბესალომი, გეშურის მეფე თალმაის ასულის, მაყაქას ვაჟი, მეოთხე - ადონია, ხაგითის ვაჟი. | 2 | მესამე - აბესალომ, ძე მოქასი, ასულისა თოლმისი, მეფისა გესურისა; მეოთხე - ადონია, ძე ანგითისი. |
3 | მეხუთე - შეფატია, აბიტალისგან, მეექვსე - ითარეყამი, ყეგლასგან, თავისი ცოლისაგან. | 3 | მეხუთე - საფატია აბიტალისგან; მეექუსე იეთრამ, აგალისგან, ცოლისა მისისა. |
4 | ექვსნი შეეძინნენ მას ხებრონში. შვიდი წელი და ექვსი თვე იქ იმეფა, ოცდაცამეტი წელი კი - იერუსალიმში. | 4 | ესენი ესხნეს ქებრონს; და იმეფა მუნ შჳდ წელ და ექუს თთუე და ოცდაათცამეტ წელ მეფობდა იერუსალჱმსა. |
5 | ესენი შეეძინნენ იერუსალიმში: შიმყა, შობაბი, ნათანი, სოლომონი - ოთხნი ბათშუაყისგან, ყამიელის ასულისგან. | 5 | და ესენი ესხნეს მას იერუსალჱმს: სამაა, სობაბ, ნათან და სოლომონ ბერსაბესგან, ასულისა ამელისა, |
6 | იბხარი, ელიშამაყი, ელიფალეტი, | 6 | იებაარ, და ელისაუ. |
7 | ნოჰაგი, ნეფეგი, იაფიაყი, | 7 | და ელიფალეტ, და ნაგებ, და ნაფეკ, და ნაფია, |
8 | ელიშამაყი, ელიადაყი, ელიფელეგი - ცხრანი. | 8 | და ელისამა, და ელიათადა და სოქაინ, |
9 | სულ ესენი არიან დავითის ძენი, ხარჭების ძეთა გარდა; თამარიც მათი და იყო. | 9 | ყოველნი ესე ძენი დავითისნი ცხრა გარეშე ძეთა ხარჭთა მისთასა,- და თამარ, დაჲ მათი. |
10 | სოლომონის ძე რობოამი, მისი ძე აბია, მისი ძე ასა, მისი ძე იოშაფატი, | 10 | და ძენი სოლომონისნი: რობოამ, აბია, ძე მისი, ასა, ძე მისი, იოსაფატ, ძე მისი, |
11 | მისი ძე იორამი, მისი ძე ახაზიაჰუ, მისი ძე იოაში, | 11 | იორამ, ძე მისი, ოზია, ძე მისი, |
12 | მისი ძე ამაციაჰუ, მისი ძე ყაზარია, მისი ძე იოთამი, | 12 | ამასია, ძე მისი, აზარია, ძე მისი, იოვას, ძე მისი, იოთამ, ძე მისი, |
13 |
მისი ძე ახაზი, მისი ძე ხიზკიაჰუ, მისი ძე მენაშე, |
13 |
აქაზ, ძე მისი, ეზეკია, ძე მისი, მანასე, ძე მისი, |
14 | მისი ძე ამონი, მისი ძე იოშიაჰუ. | 14 | ამონ, ძე მისი, იოსია, ძე მისი, |
15 | იოშიაჰუს ძენი: პირმშო იოხაზანი, მეორე - იეჰოიაკიმი, მესამე - ციდკიაჰუ, მეოთხე - შალუმი. | 15 | და ძენი იოსიასი: პირმშო იოაქაზ, მეორე - იოაკიმ, მესამე - სედეკია, მეოთხე - სალუმ. |
16 | იეჰოიაკიმის ძენი: მისი ძე იექონია, მისი ძე ციდკია. | 16 | და ძენი იოვაკიმისანი: იექონია, ძე მისი, და სედეკია, ძე მისი. |
17 | იექონიას ძენი: ასირი, მისი ძე შელათიელი, | 17 | და ძენი იოქონისნი: ასირ, სალათიელ, ძე მისი. |
18 | მალქირამი, ფედაია, შენაცარი, იეკამია, ჰოშამაყი, ნედაბია. | 18 | მელქირამ, და ფადია, და სენესარ, და იეკენია, და იოსამოთ და ნადაბია. |
19 | ფედაიას ძენი: ზერუბაბელი, შიმყი. ზერუბაბელის ძენი: მეშულამი, ხანანია, მათი და შელომითი; | 19 | და ძენი სალათიელისნი: ზორობაბელ და სემეა. და ძენი ზორაბაბელისნი: მოსალამოს და ანანია და სალომითი, დაჲ მათი. |
20 | ხაშუბა, ოჰელი, ბერექია და ხასადია. | 20 | და ასება, და ოლ, და ბარაქია, და ასადია, და სობედ, - ხუთნი ესე. |
21 | ხანანიას ძენი: ფელატია და ესაია. რეფაიას ძენი და არნანის ძენი, ყობადიას ძენი და შექანიას ძენი. | 21 | და ძენი ანანიასნი: ფალატია და იესეი, ძე მისი, და რაფაია, ძე მისი, ორნა, ძე მისი, აბდია, ძე მისი, სექენია, ძე მისი. |
22 | შექანიას ძე შემაყია. შემაყიას ძენი: ხატუში, იგალი, ბარიახი, ნეყარია, შეფატი - ექვსნი. | 22 | და ძე სექენიასი: სამეა. და ძენი სამეასნი: ქატუს, და იოელ, და ბარია, და ნოადია და საფატ, ექუსნი ესე. |
23 | ნეყარიას ძენი: ელიოყენაი, ხიზკია, ყაზრიკამი - სამნი. | 23 | და ძენი ნოადიასნი: ელიონე, და ეზეკია და ეზრიკამ, სამნი. |
24 | ელიოყენაის ძენი: ჰოდაგიაჰუ, ელიაშიბი, ფელაია, ყაკუბი. იოხანანი, დელაია, ყანანი - შვიდნი. | 24 | და ძენი ელიეოასნი: ოდუია, და ელიასიბ, და ფალაგია, აკკუბ, და იონან, და დალეა, და ანანია, - შჳდნი. |