ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
რეუბენის, ისრაელის პირმშოს ძენი (იგი პირმშო იყო, მაგრამ როცა მამის სარეცელი წაბილწა, მისი პირმშოობა გადაეცა იოსებს, ისრაელის ძეს, არა იმისათვის რომ პირმშოდ ჩაწერილიყო. |
1 |
და ძენი რუბენისნი, პირმშოსა ისრაჱლისა, რამეთუ ესე იყო პირმშო, აღსვლისა მისთჳს საწოლსა მამისა თჳსისა მისცა კურთხევა მისი ძესა მისსა იოსებს, ძესა ისრაჱლისასა, და არა შეერაცხა ნათესავად პირმშოდ. |
2 | იუდა ძლიერი იყო თავის ძმებში და წინამძღვარიც მისგან იყო, პირმშოობა კი იოსებს ეკუთვნოდა). | 2 | რამეთუ იუდა იყო ძლიერ ძალითა ძმათა შორის მისთა, და იყუნეს მთავრად მისგანნი. ხოლო კურთხევა იგი იყო იოსებისა. |
3 | რეუბენის, ისრაელის პირმშოს ძენი: ხანოქი, ფალლუ, ხეცრონი და ქარმი. | 3 | და ძენი რუბესნი, პირმშოსა ისრაჱლისანი: ენოქ და ფალუს, ასრომ და ქარმი. |
4 | იოელის ძენი: მისი ძე შემაყია, მისი ძე გოგი, მისი ძე შიმაყი, | 4 | და ძენი იოელისნი: სემეი და ბანეა, ძე მისი, და ძენი გეგისნი. |
5 | მისი ძე მიქა, მისი ძე სერაია, მისი ძე ბაცალი, | 5 | ძისა სემეისნი, ძე მისი ბაალ. |
6 | მისი ძე ბეერა, რომელიც ტყვედ წაიყვანა აშურის მეფემ, თიგლათ-ფილნესერმა. ის იყო რეუბენიანთა წინამძღოლი. | 6 | ძე მისი ბაელ, რომელი წარტყუენა თაგლადფალნასარ, მეფემან ასურეთისამან. ესე მთავარი რუბენისი. |
7 | მისი ძმები, მათი საგვარეულოებისა და საგვარტომო ნუსხის მიხედვით იყვნენ: უფროსი: იეყიელი, ზექარია, | 7 | და ძმანი მისნი იყუნეს მამულსა მათსა და ნაწილსა მათსა ნათესავთაებრ მათთა: მთავარი იოელ და ზაქარია. |
8 | ბელაყი, ძე ყაზაზისა, ძე შემაყისა, ძე იოელისა. იგი ყაროყერში ცხოვრობდა ნებომდე და ბაყალ-მეყონამდე. | 8 | და ბალე, და ოზუზისი, ძე სამასა, ძე იოელისი. ესე დაემკჳდრა აროირს ნაბავით კერძო და ბელმასონით. |
9 | აღმოსავლეთით ცხოვრობდა მდინარე ევფრატიდან მოყოლებული უდაბნოს პირამდე, რადგან დიდძალი საქონელი ჰყავდათ გალაადის ქვეყანაში. | 9 | და მზისა აღმოსავლით დაეშენა, ვიდრე ამოსლვადმდე უდაბნოდ მდინარითგან ევფრატით, რამეთუ საცხოვარი მათი ფრიად იყო ქუეყანასა გალადისსა. |
10 | საულის დროს აგარიანებს ეომებოდნენ და მათ ხელში ჩაცვივდნენ. დასახლდნენ მათ კარვებში, გალაადის მთელ აღმოსავლეთ მხარეში. | 10 | და დღეთა საულისთა ყვეს ბრძოლა მკჳდრთა მათ მიმართ მის ქუეყანისათა. და დასცნეს ჴელითა მათითა დამკჳდრებულნი იგი კარვებსა ყოველნივე აღმოსავლად კერძო გალადისსა. |
11 | გადის ძენი მათ მეზობლად ცხოვრობდნენ, ბაშანის ქვეყანაში, სალქამდე. | 11 | და ძენი გადისნი წინაშე მათსა დაემკჳდრნეს ბასანს შინა ვიდრე ზელაქადმდე: |
12 | უფროსი იოელი, მომდევნო შაფამი, იაყნაი და შაფატი ბაშანში ცხოვრობდნენ. | 12 | იოელ, პირმშო, და საფან, მეორე, და ანა მწიგნობარი, ბასანს. |
13 | მათი მოძმენი, თავ-თავიანთი მამისსახლებიდან: მიქაელი, მეშულამი, შებაყი, იორაი, იაყქანი, ზიაყი, ყებედი და შიბყა. | 13 | და ძმანი მათნი და სახლად მამული მათი: მიქეელ, და მოსოლამ, და სობეე, და იორეე და იოაქამ და აზოვე და ობედ - შვიდნი. |
14 |
აჰა, ძენი აბიხაილისა, ხურის ძისა, იაროახის ძის, გილყადის ძისა, მიქაელის ძისა, იეშიშაის ძისა, იახდოს ძისა, ბუზის ძისა. |
14 |
ესე ძენი აბიქესნი, ძისა ურისნი, ძისა იედელისნი, ძისა მიქეელისნი, ძისა იესესესნი, ძისა გალადისნი, ძისა იედადისნი, ძისა ქიბულისნი. |
15 | ახი, ძე ყაბდიელისა, ძე გუნისა - მათი მამისსახლის თავკაცი. | 15 | ძისა აბდიელისნი, ძისა გუნდისნი- მთავარნი სახლისა მამულისანი. |
16 | ისინი ცხოვრობდნენ გალაადში, ბაშანსა და მის კუთვნილ ქალაქებში, ასევე შარონის მთელ სანახებში, ვიდრე გამოვიდოდნენ. | 16 | და დაემკჳდრნეს გალაადს და ბასანსა შინა და დაბნებსა მათსა და ყოველსა გარემო სოფლებისა სარონისასა, ვიდრე განსლვადმდე |
17 | ყველანი აღირიცხნენ იუდას მეფის, იოთამის დროს და იარბეყამ ისრაელის მეფის დროს. | 17 | ყოველთა ნაწილად ხუედრებულისა დღეთა იოათამისთა, მეფისა იუდასათა, და დღეთა იორობოამისათა, მეფისა ისრაჱლისთა. |
18 | რეუბენიანებში, გადიანებში და მენაშეს ტომის ნახევარში იყვნენ გულადი ვაჟკაცები, რომელნიც ფარსა და მახვილს ატარებდნენ, მშვილდოსნობდნენ და ბრძოლაში იყვნენ ნაწრთობნი. მათგან რიცხვით ორმოცდაოთხიათას შვიდას სამოცნი გამოდიოდნენ საომრად. | 18 | ძენი რუბენისნი და გადისნი და კერძოსა ტომისა მანასესი ძეთაგან ძლიერებისათა კაცნი, რომელნი აღიღებდეს საჭურველსა და მახჳლსა და მომრთხმელნი მშჳლდისანი და წურთილნი ბრძოლასა ორმეოცდაოთხნი ათასნი და შჳდას და სამეოცნი, რომელნი განვიდეს წყობად. |
19 | აგარიანებთან, იატურთან, ნაფიშთან და ნოდაბთან ჰქონდათ ომი. | 19 | და ჰყოფდეს ბოროტსა აგარელთა თანა, და იტურელთა, და ნაფისელთა, და ნადაბელთა. |
20 | მიეხმარნენ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში და მათ ხელში ჩაცვივდნენ აგარიანები მთელი მათი საბადებლითურთ. ეს იმიტომ, რომ ომში ღმერთს მოუხმეს. მანაც უსმინა მათ, რაკი მისი იმედი ჰქონდათ. | 20 | და განძლიერდეს მათ ზედა, და მოეცნეს ჴელთა მათთა აგარელნი იგი და ყოველი საყოფლები მათი, რამეთუ ღმრთისა მიმართ ღაღად-ყვეს ბრძოლასა შინა და ისმინა მათი ღმერთმან, რამეთუ ესვიდეს მას. |
21 | წამოასხეს მათი საქონელი: ორმოცდაათიათასი აქლემი, ორასორმოცდაათიათასი ცხვარი, ორი ათასი ვირი და ასი ათასი სული ტყვე. | 21 | და წარმოტყუენეს ჭურჭელი მათი, აქლემი ხუთი ათასი, და ცხოვარი ორას და ერგასისი ათასი, ვირი ორი ათასი, და სულები მამათა ასი ათასი. |
22 | მრავალი მოკლული დაეცა, რადგან ღვთისაგან იყო ეს ომი. მკვიდრობდნენ ისინი ამ ადგილებზე, სანამ ტყვეობაში მოხვდებოდნენ. | 22 | რამეთუ მრავალი წყლულებაჲ ყვეს და მოსრეს. რამეთუ უფლისა მიერ იყო ბრძოლა და დაემკჳდრნეს მათ წილ ვიდრე წარტყუენვადმდე მათისა. |
23 | მენაშეს ტომის ნახევარიც დასახლდა იმ ქვეყნად, დაწყებული ბაშანიდან ვიდრე ბაალ-ხერმონამდე, სენირამდე და ხერმონის მთამდე. მრავალრიცხოვანნი იყვნენ ისინი. | 23 | და ზოგი ნათესავი მანასესი დაემკჳდრა ქუეყანასა ბასანითგან ვიდრე ბაალერმონადმდე, და სანირდ, და მთად აერმონისა და ლიბანესა, ესენი განმრავლდეს. |
24 | აჰა, მათი მამისსახლის თავკაცები: ყეფერი, იშყი, ელიელი, ყაზრიელი, იერემია, ჰოდავია, იახდიელი - მამაცი ვაჟკაცები, მამისსახლთა სახელოვანი თავკაცები. | 24 | და ესენი იყუნეს მთავარნი და წინამძღუარნი სახლთა მამულთა მათთანი: ოფერ და იესსი, და ელიელ, და ეზრიელ, და იერმია, და ოდუი, და იედიელ, კაცნი ძლიერნი ძალითა და კაცნი სახელოვანნი, მთავარნი სახლთა მამათა მათთანი. |
25 | მათ ზურგი აქციეს მამა-პაპის ღმერთს და გზააბნეულნი გაჰევნენ იმ ქვეყნის ხალხის ღმერთებს, მათგან რომ განდევნა ღმერთმა. | 25 | და შეურაცხება ქმნეს ღმრთისა მიმართ მამათა მათთასა და ისიძვიდეს შემდგომად ღმერთთა ერისა მის ქუეყანისათა, რომელნი-იგი აღჴოცნა ღმერთმან პირისაგან მათისა. |
26 | ისრაელის ღმერთმა აღძრა აშურის მეფის, ფულის, სული და აშურის მეფის, თიგლათ-ფილნესერის, სული და გაასახლა რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს ტომის ნახევარი. ჩაასახლა ისინი ხალახში, ხაბორში, ჰარაში, მდინარე გოზანთან, სადაც დღემდე არიან. | 26 | და აღუდგინა ღმერთმან ისრაჱლისამან სული ფალუქისი, მეფისა ასურეთისა, და სული თალგათფალსარისი, მეფისა ასუბისა, და წარტყუენეს რუბენ და გადი და ზოგი ნათესავი მანასესი, და წარიყუანნა ქალად და ქაბორად და მდინარესა მას ქუზასტანისასა ვიდრე აქა დღედმდე. |