ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ლევის ძენი: გერშომი, კეჰათი და მერარი. |
1 |
და ძენი ლევისნი: გესრომ, და კაათ, და მერარი. |
2 | კეხათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. | 2 | და ძენი კათისნი: ამრამ და ისარ, და ქებრონ და ოზიელ. |
3 | ყამრამის ძენი: აარონი, მოსე, მირიამი. აარონის ძენი: ნადაბი, აბიჰუ, ელყაზარი და ითამარი. | 3 | და ძენი ამრამისნი: აარონ, და მოსე და მარიამ. და ძენი აარონისნი: ნაბად, და აბიუდ, და ელიაზარ და ითამარ. |
4 | ელყაზარმა შვა ფინხასი, ფინხასმა შვა აბიშუაყი. | 4 | ხოლო ელიაზარ შვა ფინეზ, და ფინეზ შვა აბისუე. |
5 | აბიშუაყმა შვა ბუკი, ბუკმა შვა ყუზი. | 5 | აბისუე შვა ბოკე, ბოკე შვა ოზი. |
6 | ყუზმა შვა ზერახია, ზერახიამ შვა მერაიოთი. | 6 | ოზი შვა ზარაია, ზარაია შვა მარეთ. |
7 | მერაიოთმა შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი. | 7 | მარეთ შვა ამარეა, ამარია შვა აქიტობ. |
8 | ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა ახიმაყაცი. | 8 | აქიტობ შვა სადუკ, სადუკ შვა აქიმას. |
9 | ახიმაყაცმა შვა ყაზარია, ყაზარიამ შვა იოხანანი. | 9 | აქიმას შვა აზარია, აზარია შვა იოანა. |
10 | იოხანანმა შვა ყაზარია (ეს იმ ტაძარში მღვდლობდა, რომელიც სოლომონმა ააშენა იერუსალიმში). | 10 | და იოანა შვა აზარია - ესე მღდელობდა სახლსა ღმრთისასა მას, რომელი აღაშენა სოლომან იერუსალჱმს. |
11 | ყაზარიამ შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი. | 11 | და აზარია შვა ამარია და ამარია შვა აქიტობ. |
12 | ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა შალუმი, | 12 | და აქიტობ შვა სადუკ, და სადუკ შვა სელუმ. |
13 | შალუმმა შვა ხილკია, ხილკიამ შვა ყაზარია. | 13 | და სალუმ შვა ქელკია, და ქელკია შვა აზარია. |
14 | ყაზარიამ შვა სერაია, სერაიამ შვა იეჰოცადაკი. | 14 | და აზარია შვა სარეა, და სარეა შვა იოსედეკ. |
15 | იეჰოცადაკი წავიდა, როცა უფალმა იუდა და იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის ხელით გაასახლა. | 15 | და იოსედეკ წარვიდა ტყუედ იუდას თანა იერუსალჱმს ჴელითა ნაბუქოდონოსორისათა. |
16 |
ლევის ძენი: გერშომი, კეჰათი, მერარი. |
16 |
და ძენი ლევისნი: გაერსომ, და კაათ და მერარი. |
17 | აჰა, გერშომის ძეთა სახელები: ლიბნი და შიმყი. | 17 | და ესე არს სახელები ძეთა გერსონისთა: ლობენი და სემი. |
18 | კეჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. | 18 | და ძენი კაათისნი: ამრაამ და ისაარ, ქებრონ და ოზიელ. |
19 | მერარის ძენი: მახლი და მუში. აჰა, ლევის საგვარეულონი, თავ-თავიანთი მამისსახლის მიხედვით. | 19 | ძენი მერარისნი: მოოლი და ომუსი. და ესე არს ტომი ლევისი მამად ნათესავისაებრ მათისა, |
20 | გერშომს ჰყავდა მისი ძე ლიბნი, მისი ძე იახათი, მისი ძე ზიმა, | 20 | გერსაონისი და ლობენისი, ძისა მისისა; იეთ, ძე მისი, |
21 | მისი ძე იოახი, მისი ძე ყიდო, მისი ძე ზერახი, მისი ძე იეათრაი. | 21 | იოაქ, ძე მისი; ადდი, ძე მისი; ზიმა, ძე მისი; ასტი, ძე მისი; იეთრი, ძე მისი. |
22 | კეჰათის ძენი: მისი ძე ყამინადაბი, მისი ძე კორახი, მისი ძე ასირი, | 22 | ძენი კათრისნი: სარა, ძე მისი, კორე, ძე მისი, ასირი, ძე მისი, |
23 | მისი ძე ელკანა, მისი ძე აბიასაფი, მისი ძე ასირი, | 23 | ელკანა, ძე მისი; იაბი ასაფ, ძე მისი; ისირი, ძე მისი; ოზია, ძე მისი. |
24 | მისი ძე თახათი, მისი ძე ურიელი, მისი ძე ყუზია, მისი ძე საული. | 24 | ტათი, ძე მისი; ურიელ, ძე მისი; და საულ, ძე მისი; |
25 | ელკანას ძენი: ყასამაი და ახიმოთი. | 25 | ძენი ელკანასი: ამასი და აქამოთ, |
26 | ელკანა. ელკანას ძენი: მისი ძე ცოფაი, მისი ძე ნახათი, | 26 | და ელკანა, ძე მისი, სუფი, ძე მისი, კანათ, ძე მისი; |
27 | მისი ძე ელიაბი, მისი ძე იეროხამი, მისი ძე ელკანა. | 27 | ელიაბ, ძე მისი; იერომ, ძე მისი; ელკანა, ძე მისი; |
28 | სამუელის ძენი: პირმშო ვაშნი და აბია. | 28 | და ძენი სამოელისნი: პირმშო მისი იოველ და მეორე აბია. |
29 | მერარის ძენი: მახლი, მისი ძე ლიბნი, მისი ძე შიმყი, მისი ძე ყუზა, | 29 | და ძენი მერარისნი: მოსოლი, ნაბარი და ლუბენი, ძე მისი, სემეი, ძე მისი, ოზია, ძე მისი. |
30 | მისი ძე შიმყა, მისი ძე ხაგია, მისი ძე ყასაია. | 30 | საამა, ძე მისი, ანგა, ძე მისი, ასაია, ძე მისი. |
31 |
აჰა, ისინი, მგალობლებად რომ დააყენა დავითმა უფლის სახლში, კიდობნის დადგმის შემდეგ. |
31 |
ესე არიან, რომელნი დაადგინნა დავით ჴელსა მგალობელთასა, სახლსა უფლისა ღმრთისასა, დაცხრომასა მას კიდობნისასა. |
32 | სადღესასწაულო კარავთან გალობით ასრულებდნენ სამსახურს, სანამ სოლომონი იერუსალიმში უფლის სახლს ააშენებდა. ისინი თავიანთი სამსახურის წესისდამიხედვით იდგნენ. | 32 | და იყუნეს ესენი მსახურ წინაშე კარავსა მას სახლისა საწამებელისასა სტჳრითა და ებნითა ვიდრე შენებადმდე სოლომონისსა ტაძრისა მის უფლისა იერუსალიმს, და დადგეს სამართლისაებრ მათისა მსახურებასა მათსა. |
33 | აჰა, ისინი, სამსახურს ვინც ეწეოდნენ და მათი ძენი: | 33 | და ესენი, რომელნი დგეს, და ძენი მათნი ძეთაგანნი კაათისთანი, ძისა? ემან მეფსალმუნე, ძისა იოელისნი, ძისა სამუელისნი, |
34 | ელკანას ძე, იეროხამის ძე, ელილელის ძე, თირხას ძე, | 34 | ძისა ელკანისი, ძისა იერემელისი, ძისა ელიელისი, ძისა თოვესი, ძისა სუფისი, ძისა ელკანასი, ძისა მაათისი, ძისა ამასიასი, |
35 | ცუფის ძე, ელკანას ძე, მახათის ძე, ყამასაის ძე, | 35 | |
36 | ელკანას ძე, იოელის ძე, ყაზარიას ძე, ცეფანიას ძე, | 36 | ძისა ელკანასი, ძისა იოვდისი, ძისა აზარიასი, ძისა საფანისი. |
37 | თახათის ძე, ასირის ძე, აბიასაფის ძე, კორახის ძე, | 37 | ძისა თათისი, ძისა ასირისი, ძისა აბიასაფისი, ძისა კორესი, |
38 | იცჰარის ძე, კეჰათის ძე, ლევის ძე, ისრაელის ძე. | 38 | ძისა ისაარისი, ძისა კაათისი, ძისა ლევისი, ძისა ისრაჱლისი. |
39 | მისი ძმა ასაფი მის მარჯვნივ მდგომი, ასაფ ბერექიას ძე, შიმყას ძე, | 39 | და ძმა მისი ასაფ, რომელი დგა მარჯვენით მისა, ასაფ, ძე ბარაქიასი, ძე სამაასი, |
40 | მიქაელის ძე, ბაყასეას ძე, მალქიას ძე, | 40 | ძისა მიქეელისი, ძისა მაასიასი, ძისა მექიასი, |
41 | ეთნის ძე, ზერახის ძე, ყადიას ძე, | 41 | ძისა ათანისი, ძისა აზაარესი, ძისა ადაასი, |
42 | ეთანის ძე, ზიმას ძე, შიმყის ძე, | 42 | ძისა ურისი, ძისა ზამმასი, ძისა სემიისი, |
43 | იახათის ძე, გერშომის ძე, ლევის ძე, | 43 | ძისა იეთისი, ძისა გეთსონისი, ძისა ლევისი. |
44 | მერარის ძე, მათი ძმები მარცხნივ რომ იდგნენ: ეთან კიშის ძე, ყავდის ძე, მალუქის ძე, | 44 | და ძენი მერარისნი, ძმანი მისნი, მარცხენით - ეთან, ძე კაინანისი, ძისა აბდისი, ძისა მალუქისი, |
45 | ხაშაბიას ძე, ამაციას ძე, ხილკიას ძე, | 45 | ძისა ასაბისი, ძისა ამესიასი, ძისა ქელკიასი, |
46 |
ამცის ძე, ბანის ძე, შამერის ძე, |
46 |
ძისა ამასაისი, ძისა ბასანისი, ძისა სემერისი, |
47 | მახლის ძე, მუშის ძე, მერარის ძე, ლევის ძე. | 47 | ძისა მოოლისი, ძისა ომოსისი, ძისა მერაარისი, ძისა ლევისნი, |
48 | მათი ძმები, ლევიანები, ღვთის სახლის სავანის ყველანაირი სამსახურისთვის იყვნენ დაყენებულნი. | 48 | და ძმანი მათნი სახლად და სახლად მამათა მათთა ლევიტელნი მიცემულ არიან ყოველსა საქმესა მსახურებისასა კარავისა სახლისა უფლისასა. |
49 | აარონი და მისი ძენი აღსავლენის სამსხვერპლოზე და საკმევლის სამსხვერპლოზე აკმევდნენ. წმიდათა წმიდაში ყველა საქმეს აკეთებდნენ და ყველაფერს ისე ასრულებდნენ ისრაელის განსაწმედად, როგორც მოსემ ბრძანა, ღვთის მორჩილმა. | 49 | და აჰრონ და ძენი მისნი აკუმევდეს საკუმეველსა საკურთხეველსა მას ყოვლად დასაწველთასა და საკურთხეველსა მას საკუმეველთასა. და ყოველსა მას საქმარსა წმიდასა წმიდათასა და ლხინებად ისრაჱლისა ყოვლისა მისებრ, რაოდენი ამცნო მოსე, მონამან ღმრთისამან. |
50 | აჰა, აარონის ძენი: მისი ძე ელყაზარი, მისი ძე ფინხასი, მისი ძე აბიშუაყი, | 50 | და ესე არიან ძენი აჰრონისნი: ელიეზერ, ძე მისი; ფინეზ, ძე მისი; აბისუ, ძე მისი; |
51 | მისი ძე ბუკი, მისი ძე ყუზი, მისი ძე ზერახია, | 51 | ბოკე, ძე მისი; ოზი, ძე მისი; ზარა, ძე მისი; |
52 | მისი ძე მერაიოთი, მისი ძე ამარია, მისი ძე ახიტუბი, | 52 | მერაოთ, ძე მისი; ამარიათ, ძე მისი; აქიტომ, ძე მისი; |
53 | მისი ძე ცადოკი, მისი ძე ახიმაყაცი. | 53 | სადუკ, ძე მისი; აქიმაან, ძე მისი. |
54 | ეს მათი საცხოვრებელი, მათი დაბებისა და საზღვრის მიხედვით, ერგოთ აარონიანებს, კეჰათელთა საგვარეულოდან, რადგან წილისყრით მათ ეკუთვნოდათ. | 54 | და ესე არს დამკჳდრება მათი დაბნებსა მათსა და საზღვართა მათთა ძეთა აჰრონისთა და ტომთა მისთა კათიანთა, რამეთუ იგი იქმნა მთავარი მძლავრი. |
55 | მისცეს მათ ხებრონი, იუდას ქვეყანაში, თავისი სანახებითა და შემოგარენითურთ. | 55 | და მისცეს მათ ქებრონი ქუეყანასა იუდასსა და გარემო ნათესავი მისი. |
56 | ამ ქალაქის მინდორ-ველი და სოფლები ქალებს მისცეს, იეფუნეს ძეს. | 56 | და ველნი ქალაქისანი და დაბნები მისი მისცეს ქალებს, ძესა იეფონესასა. |
57 | აარონიანებს მისცეს თავშესაფარი ქალაქები: ხებრონი, ლიბნა თავისი სანახებით, იათირი და ეშთემოაყი თავისი სანახებით, | 57 | და ძეთა აჰრონისთა მისცეს ქალაქები იგი შესავედრებელი მეოტთა: ქებრონი და ლობნა. და გარემო სათესავი მისი და ესთამონი და გარემო სათესავი მისი და დელონი და გარემო სათესავი მისი. |
58 | ხილენი თავისი სანახებით, დებირი თავისი სანახებით, | 58 |
და იეთერი და გარემო სათესავი მისი, დაბირი და გარემო სათესავი მისი. |
59 | ყაშანი თავისი სანახებით, ბეთ-შემეში თავისი სანახებით, | 59 | და ასან და გარემო სათესავი მისი და ბეთსამუსი და გარემო სათესავი მისი, და ბეთერ და სათესავი მისი. |
60 | ბენიამინის ტომიდან: გებაყი თავისი სანახებით, ყალემეთი თავისი სანახებით, ყანათოთი თავისი სანახებით. მათ საგვარეულოებში სულ ცამეტი ქალაქი იყო. | 60 | და ტომისაგან ბენიამენისა - გაბე და გარემო სათესავი მისი, და გალემოთი და გარემო სათესავი მისი, და ლაბეე და გარემო სათესავი მისი, და ანათოთი და გარემო სათესავი მისი და ანქოსი, და გარემო სათესავი მისი, ყოველი ქალაქები მათი ათცამეტ ქალაქ ტომთაებრ მათთა, |
61 |
ნოლო დანარჩენ კეჰათიანებს, ამ ტომის საგვარეულოდან, მენაშეს ტომის ნახევრიდან ათი ქალაქი ერგოთ წილისყრით. |
61 | და ძეთა კაათისთა, ნეშტთა ტომთაგან და ნათესავისაგანთა კერძოსა ნათესავისაგან მანასესისა ქალაქი ათ ნაწილად, |
62 | გერშომიანებს, თავ-თავიანთი საგვარეულოებისდა მიხედვით, ისაქარის, აშერის, ნაფთალის და მენაშეს ტომებიდან ცამეტი ქალაქი ერგოთ ბაშანში. | 62 | და ძეთა გეთსონისთა ტომთაებრ მათთა ტომისაგან ისაქარისა და ტომისაგან ასერისი და ტომისაგან ნეფთალიმისა და ტომისაგან მანასესა - ბასაანს შინა ქალაქები ათცამეტ, |
63 | მერარიანებს, თავ-თავიანთი საგვარეულოებისდა მიხედვით, რეუბენის, გადისა და ზებულუნის ტომებიდან თორმეტი ქალაქი შეხვდათ წილისყრით. | 63 | და ძეთა მერარისათა ტომად-ტომადსა მათსა ნათესავისაგან რუბენისი, ნათესავისაგან გადისა, ნათესავისაგან ზაბულონისა - ნაწილად ქალაქები ათორმეტ. |
64 | ეს ქალაქები მისცეს თავისი სანახებითურთ ისრაელიანებმა ლევიანებს. | 64 | და მისცეს ძეთა ისრაჱლისთა ლევიტელთა მათ ქალაქები ესე და გარემო სათესავი მათი. |
65 | წილისყრით მისცეს იუდას, სიმონისა და ბენიამინის ძეთა ტომებიდან ის ქალაქები, რომელთაც სახელები ერქვათ. | 65 | და მისცეს ტომისაგან ძეთა იუდასა, ტომისაგან ძეთა სემიონისთა და ტომისაგან ძეთა ბენიამენისათა ქალაქები ესე, რომელთა ეწოდა სახელებითა. |
66 | კეჰათიანთა საგვარეულოებმა თავიანთი სასაზღვრო ქალაქები ეფრემის ტომისგან მიიღეს. | 66 | ნათესავისაგან ძეთაგან კაათისთა და იყუნეს ქალაქნი საზღვართა მათთანი ტომისაგან ეფრემისა. |
67 | მათვე მისცეს თავშესაფარი ქალაქები: შექემი, ეფრემის მთაზე, თავის სანახებიანად, გეზერი თავისი სანახებით, | 67 | და მისცეს მას ქალაქნი შესავედრებელნი მეოტთანი: სჳქემი და გარემო სათესავი მისი საზღვართა ეფრემისთა, და გაზირი და გარემო სათესავი მისი. |
68 | იაკმეყამი თავისი სანახებით, ბეთ-ხორონი თავისი სანახებით, | 68 | და იკნამი და გარემო სათესავი მისი, და ბეთორონი და გარემო სათესავი მისი. |
69 | აიალონი თავისი სანახებით და გათ-რიმონი თავისი სანახებით. | 69 | და ეგლომი და გარემო სათესავი მისი. |
70 | მენაშეს ტომის ნახევრიდან ყანერი თავისი სანახებით და ბილყამი თავისი სანახებით მისცეს კეჰათიანთა დანრჩენ საგვარეულოს. | 70 |
და გეთრემონი და გარემო სათესავი მისი, და ზოგისაგან ნათესავისა მანასესა - ენარი და გარემო სათესავი მისი, და იბლანმი და გარემო სათესავი მისი, ტომად-ტომად ძეთა კაათისთა ნეშტთა. |
71 |
გერშომიანებს, მენაშეს ტომის ნახევრის საგვარეულოდან, ბაშანში მისცეს: გოლანი თავის სანახებიანად და ყაშთაროთი თავის სანახებიანად. |
71 | და ძეთა გეთსონისთა: ტომად და ტომად კერძოსაგან ნათესავისა მანასესა - გავლონი ბასანით კერძო და გარემო სათესავი მისი, და რამუთი და გარემო სათესავი მისი, |
72 | ისაქარის ტომიდან მისცეს: კედეში თავის სანახებიანად, დაბრაში თავის სანახებიანად, | 72 | და ტომისაგან ისაქარისა - კედესი და გარემო სათესავი მისი, და გადირი და გარემო სათესავი მისი, |
73 | რამონი თავის სანახებიანად, ყანემი თავის სანახებიანად. | 73 | და რამოთი და გარემო სათესავი მისი, და ანამ და გარემო სათესავი მისი, |
74 | აშერის ტომიდან მისცეს: მაშალი თავის სანახებიანად, ყაბდონი თავის სანახებიანად, | 74 | და ნათესავისაგან ასერისა მასალი და გარემო სათესავი მისი და ოდონი და გარემო სათესავი მისი, |
75 | ხუკოკი თავის სანახებიანად, რეხობი თავის სანახებიანად. | 75 | და იკაკი და გარემო სათესავი მისი, და როობი და გარემო სათესავი მისი, |
76 | ნაფთალის ტომიდან მისცეს კედეში, გალილეაში თავის სანახებიანად. | 76 | და ტომისაგან ნეფთალიმისა - კედესენი გალილეას და გარემო სათესავი მისი და ქარმონი და გარემო სათესავი მისი და კარიათემი და გარემო სათვსავი მისი, |
77 | დანარჩენ მერარიანებს კი ზებულუნის ტომიდან მისცეს: რიმონო თავის სანახებიანად და თაბორი თავის სანახებიანად. | 77 | და ძეთა მერარისთა, ნეშტთა ნათესავისაგან ზაბულონისა - იეკომ და გარემო სათესავი მისი, და კადესი და გარემო სათესავი მისი, და რემონი და გარემო სათესავი მისი, და თობორა და გარემო სათესავი მისი, |
78 | იორდანეს გადაღმა, იერიხონთან, იორდანეს აღმოსავლეთით, რეუბენის ტომიდან მისცეს: ბეცერი უდაბნოში თავის სანახებიანად, იახცარი თავის სანახებიანად, | 78 | და წიაღ იორდანესა და იერიქო, დასავლით იორდანესა, ნათესავისაგან რუბენისა - ბოსორი უდაბნოს და გარემო სათესავი მისი, და იასაა და გარემო სათესავი მისი, |
79 | კედმოთი თავის სანახებიანად და მეფაყი თავის სანახებიანად. | 79 | და კადემოთი და გარემო სათესავი მისი, და მოფათი და გარემო სათესავი მისი, |
80 | გადის ტომიდან მისცეს: რამოთი გალაადში თავის სანახებიანად, | 80 | და ნათესავისაგან გადისა - რამოთი გაალადისა და გარემო სათესავი მისი, და მანაიმი და გარემო სათესავი მისი, |
81 | ხეშბონი თავის სანახებიანად და იაყზერი თავის სანახებიანად. | 81 | და ესებონი და გარემო სათესავი მისი, და იაზერი და გარემო სათესავი მისი. |