ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ბენიამინმა შვა თავისი პირმშო ბელაყი, მეორე - აშბელი, მესამე - ახრახი, |
1 |
და ბენიამინ შვა ბალე, პირმშო მისი, და იასბელ, მეორე, და ზარა, მესამე, |
2 | მეოთხე - ნოხა, მეხუთე - რაფა. | 2 | და იოვა, მეოთხე, და რაფე, მეხუთე. |
3 | ბალაყს ჰყავდა ძეები: ადარი, გერა, აბიჰუდი, | 3 | და იყუნეს ძენი ბალესნი: იარედ, და გერა, და აბიუდ, |
4 | აბიშუაყი, ნაყამანი, ახოახი, | 4 | და აბისუე და ნამან, და გერა, |
5 | გერა, შეფუფანი, ხურამი. | 5 | და სოფან, და აქირამ და ოიმ. |
6 | ესენი არიან ახუდის ძენი - მამისსახლთა თავკაცები, რომელნიც გებაყში ცხოვრობდნენ და მანახათში გადაასახლეს. | 6 | ესე ძენი ადოდისნი, ესე არიან მთავარნი ტომთანი მკჳდრთა გაბესანი. და მიიყვანნა იგინი მანაქადით: |
7 | ნაყამანი, ახია და გერა: რომელმაც გადაასახლა ისინი. მას შეეძინა ყუზა და ახიხუდი. | 7 | ნოომა, და აქია, და გერა, ესე არს ეგლაამ, და შვა მან აზა და იაბიქად. |
8 | შახარაიმს მოაბის ველზე შეეძინა შვილები მას შემდეგ, რაც თავისი ცოლები, ხუშიმი და ბაყარა გაუშვა. | 8 | და სარაიმ შვა მოაბ შემდგომად განვლინებისა მისისა ოზიმისსა და ბაარასი. |
9 | ხოდეშისგან, თავისი ცოლისგან, მას შეეძინა იობაბი, ციბია, მეშა, მალქამი, | 9 | და ადა, ცოლისაგან მისისა, შვა იოაბ, და სები, და მოსა, და მელქან, |
10 | იეყუცი, საქია და მირმა. ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები. | 10 | და იეუს, და სებია, და მარმა. ესენი იყუნეს მთავარნი ტომთანი იოსიმისა. |
11 | მეხუშიბმა შეა აბიტუბი და ელფაყალი. | 11 | და შვა მოსიმ აქიტობი და ალფადი. |
12 | ელფაყალიანები: ყებერი, მიშყამი, შემერი. მან ააშენა ონო და ლოდი თავისი დაბა-სოფლებით. | 12 | და ძენი ალფადისნი: ოედ და მისაალ და სეამერ. ამან აღაშენა ონაა და ლოოდი და დაბნები მისი. |
13 | ბერიყა და შემაყი მამისსახლთა თავკაცები იყვნენ და აიალონში ცხოვრობდნენ, მათ განდევნეს გათელები. | 13 | და ბარიგა და საამა - ესე მთავარნი ტომთანი მკჳდრთა აილამისათა, და ამათ განასხნეს დამკჳდრებულნი გედისანი. |
14 | ახიო, შაშაკი, ირემოთი. | 14 | და ძმანი მისნი: მოსექ, და არიმუთ, |
15 | ზებადია, ყარადი, ყადერი, | 15 | და აზაბადია, და მარედიმ და ადერ, |
16 | მიქაელი, იშფა, იოხა-ბერიყას ძენი. | 16 | და მიქაელ და იესფაგ, და იოაქა, და იეზია - ძენი ბარიადისა. |
17 | ზებადია, მეშულამი, ხიზკი, ხაბერი, | 17 | და ზაბადია, და მოქოლამ, და აზაკი, და აბარ, |
18 | იშმერია, იზლია, იობაბი - ელფაყალის ძენი, | 18 | და იესამარი, და იეზრია და იობაბ. ესე იყუნეს ძენი ელფაასნი. |
19 | იაკიმი, ზიქორი, ზაბდი, | 19 | და იაკიმ, და ზექრი, და ზაბდი. |
20 | ელიყენაი, ცილთაი, ელიელი, | 20 | და იელიოენე და სალთი და ელიელი, |
21 |
ყადაია, ბერაია - შიმრათი-შიმყის ძენი. |
21 |
და ალაია, და ბერიგია, და ბარეა და სამარათ - ძენი სამაითისნი. |
22 | იშფანი, ყებერი, ელიელი, | 22 | და იესფან, და ობედ, და ელელ, |
23 | ყაბდონი, ზიქრი, ხანანი. | 23 | აბდონ, და მექრი, და ანან, |
24 | ხანანია, ყელამი, ყანთოთია, | 24 | და ანანაია, და ამბრი, და ელამ, და ანათოთია, |
25 | იფდეია, ფენუელი - შაშაკის ძენი. | 25 | და ათინ, და იეფადია და ფანუელ - ძენი სოსეკისნი, |
26 | შამშერაი, შეხარია, ღოთალია, | 26 | და სამარია, და სარაია, და გოთოლია, |
27 | იაყარეშია, ელია - ზიქურ-იეროხამის ძენი. | 27 | და იარასია, და ელია და ზექრი - ძენი ქერომისნი. |
28 | ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები, მთავარნი თავთავიანთ გვარ-ტომში. ესენი იერუსალიმში ცხოვრობდნენ. | 28 | ესე მთავარნი ტომთანი მსგავსად ნათესავისა მათისა, მთავარნი და წინამძღუარნი დაემკჳდრნეს იერუსალჱმს. |
29 | გიბყონში ცხოვრობდნენ: გიბყონის მამა, რომლის ცოლსაც მაყაქა ერქვა. | 29 | და გაბონს შინა დაემკჳდრა მამა გაბოანისი, და სახელი ცოლისა მისისა - მააქა |
30 | მისი ძე და პირმშო ყაბდონი, ცური, კიში, ბაყალი, ნადაბი, | 30 | და ძე მისი - პირმშო აბდონ, და ისურ, და კის, და ბაალ, და ნერ, და ნადაბ, |
31 | გედორი, ახიო, ზაქერი. | 31 | და გედურ და ძმანი მისნი: ზაქურ და მალალოთ, |
32 | მიკლოთმა შვა შიმეა. ისინი იერუსალიმში თავიანთი ძმების გვერდით ცხოვრობდნენ, ძმებთან ერთად. | 32 | რომელ შვა სემაა. და ამათ წინაშე ძმათა მათთა დაიმკჳდრეს იერუსალჱმს ძმათა თჳსთა შორის. |
33 | ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული, საულმა შვა იონათანი, მალქიშუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი. | 33 | და ნერ შვა კისი, და კისი შვა საულ, და საულ შვა იონათან, და მელქისუე, და ამინადაბ და ისბალ. |
34 | იონათანის ძე მერიბ-ბაყალი იყო. მერიბ-ბაყალმა შვა მიქა. | 34 | და იონათან შვა მემფიბაალ და მემფიბაალ შვა მიქა. |
35 | მიქას ძენი: ფითონი, მელექი, თარეაყი, ახაზი. | 35 | და ძენი მიქასნი: ფითონ, და მალქოთ, და თარე და აქაზ. |
36 | ახაზმა შვა იეჰოყადა, იეჰოყადამ შვა ყალემეთი, ყაზმავეთი და ზიმრი. ზიმრიმ შვა მოცა, | 36 | და აქაზ შვა ოვიდა, და ოვიდა შვა გალემათ, და აზმოთ და აზამბრი, და აზამბრი შვა მესა. |
37 | მოცამ შვა ბინყა. მისი ძე იყო რაფა, მისი ძე იყო ელაყასა, მისი ძე იყო აცელი. | 37 | და მესა შვა ბაანა. რაფაეა, ძე მისი, ელეასა, ძე მისი, ესეელ, ძე მისი. |
38 | აცელს ექვსი ვაჟი ჰყავდა. აჰა, მათი სახელები: ყაზრიყამი, ბოქრუ, იშმაყელი, შეყარია, ყობადია და ხანანი. ყველა ესენი აცელის ძენი არიან. | 38 | ესეელს ესხნეს ძენი ექუს, და ესე არს სახელები მათი: ასრიკამ, პირმშო მისი, და ისმაელ, და სარია, და აბდია, და ანან: ესე ყოველნი ძენი ესეელისნი. |
39 | მისი ძმის, ყეშეკის ძენი: მისი პირმშო ულამი, მეორე - იეყუში, მესამე - ელიფელეტი. | 39 | და ძენი ესეელისნი ძმისაგან მისისა: ულამ, პირმშო მისი, და აეას, მეორე, და ელიფალეტ, მესამე. |
40 | ულამის ძენი მაგარი ვაჟკაცები, მშვილდოსნები და ასორმოცდაათი შვილისა და შვილიშვილის პატრონები იყვნენ. ყველა ესენი ბენიამინიანთაგან იყვნენ. | 40 | და იყუნეს ძენი ელიკამისნი ძლიერნი კაცნი ძალითა და მომრთხმელ მშჳლდისა და მრავალ ძეებ ესხა და შჳლისშჳლ, ძისწულებ, ასერგასის იყუნეს ყოველნი ესე, ყოველნი ძეთაგან ბენიამენისთანი. |