ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მოუმზადა იოშიამ თავის უფალს პასექი იერუსალიმში და ამსხვერპლა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს. |
1 |
და ყო იოსია მეფემან ზატიკი იგი უფლისა იერუსალჱმს და შეწირა შესაწირავი იგი უფლისა ათორმეტსა თთჳსა მის პირველისასა. |
2 | განაწესა შემოსილნი მღვდელნი უფლის ტაძარში რიგის მიხედვით. | 2 | განაწესნა და დაადგინნა მღდელნი სახლსა უფლისასა ყოველთა დღჴეთა რიცხჳსაებრ და შთააცვა მათ კვართი სამღდელო. |
3 | უთხრა ლევიანებს, ისრაელის მღვდელმსახურთ: განიწმიდეთ თავი უფლისათვის უფლის წმინდა კიდობნის დასავანებლად იმ სახლში, რომელიც ააშენა დავითის ძემ, მეფე სალომონმა. | 3 | და ჰრქუა ლევიტელთა მსახურთა: განიწმიდენით თავნი თქუენნი და განემზადენით სიწმიდისა მისებრ კიდობნისა სჯულისა უფლისა ტაძარსა მას, რომელი-იგი აღაშენა სოლომონ მეფემან, ძემან დავითისამან. |
4 | მხრებით არ უნდა ატარებდეთ მას. ახლა კი თაყვანი ეცით უფალს, თქვენს ღმერთს და ემსახურეთ მის ერს, ისრაელს და განლაგდით თქვენ-თქვენი მოდგმისა და გვარ-ტომობის მიხედვით, როგორც განაწესა ისრაელის მეფემ დავითმა და მისი ძის სოლომონის უდიდესობამ. | 4 | და ნუმცა იპოვების თქუენ თანა ბიწოვანებაჲ და ბილწება და აწ მსახურებდით უფალსა ღმერთსა თქუენსა, და შემოკრიბეთ და განუმზადეთ ნათესავი ისრაჱლისა და განაწესეთ განწესებისა მისებრ მამათმთავართასა და ტომთა მისთასა, |
5 | როცა დადგებით ტაძარში ლევიანების, თქვენ-თქვენ მოდგმათა რიგის მიხედვით, თქვენი ძმების, ისრაელიანების წინაშე, | 5 | ვითარცა განაწესა და დაწერა დავით, მეფემან ისრაჱლისამან, და ძემან მისმან დიდმან სოლომონ. და დადგეს ტაძარსა მას შინა ლევიტელნი განწესებისა მისებრ თჳთოეულად მამათა თჳსთასა წინაშე ძმათა თჳსთა, ძეთა ისრაჱლისათა. |
6 | ამსხვერპლეთ პასექი და განუმზადეთ მსხვერპლი თქვენს ძმებს და გადაიხადეთ პასექი უფლის მცნების შესაბამისად, რომელიც მისცა მან მოსეს. | 6 | და პირველისაებრ წესისა შეწირეთ ზატიკი და განმზადეთ შესაწირავი იგი სიტყჳსაებრ უფლისა, ვითარცა-იგი უბრძანა ჴელითა მოსესითა. |
7 | უბოძა იოშიამ იქ მყოფ ხალხს კრავი და თიკანი ოცდაათი ათასი, კურატი - სამი ათასი. ეს ყოველივე მიეცა ერს სამეფოსაგან, აღთქმისამებრ, მღვდლებსაც და ლევიანებსაც | 7 | მიჰმადლა და მისცა იოსია ერსა მას კრავები და თიკანნი ოცდაათი ათასი, ჴბოები სამ ათასი. |
8 | მისცეს ხილკიამ, ზაქარიამ და იეხიელმა - ტაძრის წინამძღვრებმა მღვდლებს ორი ათას ექვსასი ცხვარი და სამასი კურატი; | 8 | ესე ყოველი მისცა მსგავსად ბრძანებისა მის მეფისასა ერთა და მღდელთა ლევიტელთა, და მერმე მისცა ქელკიასა და ზაქარია მღდელთმოძღუართა მათ, წინამძღუართა ერისათა და მღდელთა ცხოვარი ორ ათასი და ექუსასი და ჴბოები ექუსასი. |
9 | იექონიამ, შემაყიამ და ნათანიელმა, მისმა ძმამ, და ხაშაბიამ, იეყიელმა და იორამმა, ათასისთავებმა, მისცეს პასექისათვის ხუთი ათასი ცხვარი და შვიდასი კურატი. | 9 | და იექონია, და სამეა, და ნათანაელ ძმა, და საბეა, და ოზიელ და იორამ ათასისთავთა მათ მისცეს ლევიტელთა ზატიკისა მისთჳს ცხოვარი ხუთ ათასი და ჴბოები ხუთასი. |
10 | ყოველივე ამის აღსრულების დროს წესისამებრ იდგნენ მღვდლები და ლევიანები, | 10 | და მიიღეს ესე ყოველი მღდელთა მათ და დიდ-დიდად დიდებითა და შუენიერებითა განმზადეს ბატიკი იგი ბალარჯობითა, |
11 | ეპყრათ ხმიადები ერის წინაშე ტომთა | 11 |
წესთა მათთაებრ და ტომთა მათთაებრ, მსგავსად მამათა მათთასა განწესებულად დგეს მღდელნი წინაშე კრებულისა და შესწირვიდეს უფალსა შესაწირავსა მას, ვითარცა წერილ არს წიგნსა მოსესსა. |
12 |
და მოდგმათა რიგის მიხედვით, რათა მსხვერპლი შეეწირათ უფლისათვის, როგორც განწესებულია მოსეს წიგნში. და იყო დილის ჟამი. |
||
13 | შეწვეს პასექი ცეცხლზე, როგორც ეგებოდა, და მოხარშეს მსხვერპლნი სპილენძის ქვაბებში და სხვა ჭურჭელში სურნელოვანი საკმაზითურთ, და დაურიგეს ყველას, ვინც კი იყო ერისაგანი. | 12 | და ესრეთ ცისკარსა მას შემწვარი ცეცხლითა განამზადეს ზატიკი იგი უფლისა შესაწირავი და ნედლნი სურნელებითურთ შეაგბეს სიავ-ქუაბთა შინა და ქვაბებთა. |
14 | ამის შემდგომ კი მოამზადეს თავისთვის და მღვდლებისთვის, თავისი ძმებისთვის - აარონიანთათვის, რადგან მღვდლებს გვიანობამდე მოჰქონდათ ლურთები, და ლევიანებმა მოამზადეს თავისთვისაც და მღვდლებისთვისაც, თავიანთი ძმებისთვის - აარონიანთათვის. | 13 | და შესწირეს ყოვლისა მისთჳს ერისა და შემდგომად ამისა მღდელთმოძღუარნი იგი განემზადნეს თჳთ (ძმანი მათნი, ძენი იგი აჰრონისნი). |
15 | მგალობელნი - ასაფიანები თავ-თავის ადგილებზე იდგნენ მეფე დავითის დადგენილი წესის მიხედვით; ასევე ასაფი, ზაქარია და იედუთუნი, რომლებიც მეფისაგან იყვნენ. მეკარეები თითოეულ კართან, არ უნდა მოსულიყვნენ თავიანთი რიგიდან, რადგან მათი ძმები ლევიანები ამზადებდნენ მათთვის. | 14 | რამეთუ მღდელნი იგი შესწირვიდეს ცმელსა მას ცეცხლისა მის დასაწველსა და ლევიტელნი განემზადნეს თჳთ და ძმანი თჳსნი მღდელად, ძენი აჰრონისნი, |
15 | და ძენი აისაფისნი შემასხმელნი, მგალობელნი განემზადნეს, ვითარცა განაწესა დავით მეფემან ასაფი, და ზაქარია და ელდინუს. | ||
16 | და მეკარენი იგი თჳთეულად კართა მათ იყუნენ განკრძალულ წესთა მათთაებრ, რამეთუ იგინიცა იყუნენ ძეთაგან ლევის, განიმზადნეს თავნი თჳსნი. | ||
16 | იქმნა ყოველივე, რაც ეგებოდა მსხვერპლშეწირვას უფლისადმი, პასექის აღსრულებისას და მსხვერპლშეწირვას უფლის სამსხვერპლოზე, იოშია მეფის ბრძანებისამებრ. | 17 | და ყოველთა ერთბამად აღასრულეს ზატიკი უფლისა მას დღესა შინა. |
18 | და შესწირეს შესაწირავი უფლისა საკურთხეველსა ზედა მსგავსად ბრძანებისა მის იოსია მეფისა. | ||
17 | შვიდი დღის განმავლობაში იხდიდნენ იმ დროს იქ მყოფი ისრაელიანები პასექს და უფუარობის დღესასწაულს. | 19 | და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, რომელი იპოვეს მას ჟამსა შინა, ზატიკი უფლისა და დღესასწაული იგი ბალარჯობათა შჳდ დღე, |
18 | არ გადახდილა ამგვარი პასექი ისრაელში სამუელ წინასწარმეტყველის დროიდან; | 20 | არასადა ყოფილ იყო ესრეთ ზატიკი შორის ისრაჱლსა, რამეთუ არა ვინ ყო ზატიკი ჟამთა მათგან სამოელ წინაწარმეტყუელისათა. |
19 | და არც ისრაელის რომელიმე მეფეს გადაუხდია იმგვარი პასექი, როგორიც გადაიხადეს იოშიამ, მღვდლებმა და ლევიანებმა, იუდაელებმა და მთელმა ისრაელმა, ვინც კი იმ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა. | 21 |
არცაღა ყოველთა მეფეთა ისრაჱლისათა ყვეს ზატიკი ესე. ვითარი-იგი ყო იოსია მეფემან, მღდელთა მათ, და ლევიტელთა, და ჰურიათა და ყოველმან ისრაჱლმან, რომელნი-იგი იყუნეს დამკჳდრებულნი მას ჟამსა იერუსალჱმსა შინა. |
20 | იოშიას მეფობის მეთვრამეტე წელს იქნა გადახდილი ეს პასექი. | 22 | მეათურამეტესა წელსა მეფობასა იოსიასა ყო ზატიკი ესე. |
21 | სწორად წარიმართა იოშიას საქმენი უფლის წინაშე და მისი ღვთისმოსავობით სავსე გულით. | 23 | და იყუნენ მართალ საქმენი იოსიასნი წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა და ჰმონებდა უფალსა ყოვლითა გულითა და გონებითა თჳსითა. |
22 | მის დროს აღიწერა წარსულში ღვთის წინაშე შემცოდეთა და უწმიდურთა საქმენი, რომლებიც აღემატებოდა ყველა ხალხისა და სამეფოს საქმეთ, და რითაც შეგნებით შეურაცხყოფდნენ მას და აღსრულდა ღვთის სიტყვები ისრაელზე. | 24 | და სხუანიცა მეფენი იყუნეს უწინარეს მისა, რომლისათჳს წერილ არს, რომელთა-იგი შესცოდეს და უსჯულო იქმნნეს ყოველთა შინა ნათესავთა და შეაწუხეს უფალი და მჴდომად აღუდგეს სიტყვათა მისთა შორის ისრა- ჱლისა. |
23 | იოშიას ყველა ამ საქმის შემდგომ გაემართა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, საომრად ქარხემიშში ევფრატზე და გამოვიდა იოშია მის შესახვედრად; | 25 | და შემდგომად ყოველთა მათ სიმართლეთა იოსიასთა მოვიდა ფარაო, მეფე მეგჳპტელთა, მბრძოლად ვარქამუსად ევფრატით კერძო და განვიდა ბრძოლად იოსია. |
24 | და წარგზავნა ეგვიპტის მეფემ მასთან მოციქულები და შეუთვალა: რა ჩემი და რა შენი, იუდას მეფევ? | 26 | და მიავლინა მისა მეფემან მეგჳპტელთამან და ჰრქუა: რა ძეს შენი და ჩემი, მეფეო ჰურიასტანისაო? |
25 | შენს წინააღმდეგ არ წარმოუგზავნივარ უფალ ღმერთს, არამედ ევფრატზე მელის ჩემი ბრძოლა, ახლა უფალი ჩემთან არის და მასწრაფებს მე; ჩამომეცალე და წინ ნუ აღუდგები უფალს. | 27 | არა თუ შენდა მიმავლინა მე უფალმან ღმერთმან და ევფრატით კე- რძო მივალ მე ბრძოლად. და აწ უფალი ჩემ თანა არს და ნუ მაბრკოლებ მე, რამეთუ მასწრაფებს მე უფალი მისლვად და ბრძოლად ევფრატით კერძო, ხოლო შენ მიმრიდე და ნუ წინააღუდგები უფალსა. |
26 | არ უკუიქცა იოშია თავისი ეტლით, არამედ მასთან შებრძოლება გადაწყვიტა, ყურად არ იღო იერემია წინასწარმეტყველის სიტყვები უფლის პირისაგან. | 28 | და არა გარემოაქცივნა იოსია ეტლნი თჳსნი, არამედ ბრძოლად ჴელი შეყო მისა და არა ისმინნა სიტყუანი იერემია წინაწარმეტყუელისანი, რომელსა ეტყოდა მას პირითა უფლისათა, |
27 | არამედ ბრძოლა გაუმართა მას მეგიდოს ველზე და გამოვიდნენ მთავარნი მეფე იოშიას წინააღმდეგ. | 29 | არამედ შეიკრიბა და ზედამოუჴდა ველსა უდმაკედოვადაუს. და მიუჴდეს მთავარნი იგი მეფესა იოსიასა. |
28 | უთხრა მეფემ თავის მსახურთ; გამიყვანეთ ბრძოლიდან, რადგან ძალზედ მოვუძლურდი და მსახურებმაც უმალვე გაიყვანეს იგი მწყობრიდან. | 30 | და ჰრქუა იოსია მეფემან მონათა თჳსთა: განმიყვანეთ მე ველისა ამისგან, რამეთუ მოუძლურდი ფრიად. და მეყსეულად გამოიყვანეს იგი მონათა თჳსთა ბრძოლისა მისგან. |
29 | ავიდა იგი თავის მეორე ეტლზე და იერუსალიმში დააბრუნეს, მოკვდა და დაიმარხა მამა-პაპის სამარხში. | 31 |
და აღჴდა იგი ეტლთა მათ მეორეთა თჳსთა და აღიყვანეს იგი იერუსალჱმდ, მოკუდა და დაეფლა მამათა თჳსთა თანა. |
30 | მთელს იუდამი დაიტირეს იოშია, გოდებდა იერემია წინასწარმეტყველიც იოშიასთვის, მთავრები და მათი ცოლები იგლოვდნენ მას ამ დღეს და გადმოეცა ამის ქმნა სამუდამოდ ისრაელის მთელს შთამომავლობას. | 32 | და ყოველი ჰურიასტანი გოდებდა და იგლოვდა იოსიას. და თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან გოდება ესე იოსიასა ზედა. და დაჯდა იგი დე- დათა თანა და გოდებდეს გოდებასა იერემიასასა მოდღენდელად დღემდე და მისცეს ბრძანება მარადის ნათესავთა გოდებად შორის ისრაჱლისა |
31 | აღწერილია ესენი წიგნში, რომელიც მოგვითხრობს იუდაელ მეფეთა შესახებ; იოშიას საქმენი, მისი დიდება და მისი განსწავლულობა უფლის კანონებში, მისი უწინდელი ქმედებანი და ახლანდელნი ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნშია მოთხრობილი. | 33 | ესე ყოველი წერილ არს წიგნსა მატიანეთასა მეფეთა ისრაჱლისათა და საქმენი, რომელ ქმნა იოსია, სიმჴნენი იგი დიდისა მის სიმართლისა და დიდებისა მისისა და სიბრძნე იგი კრძალულებისა მისისა, რომელი აქუნდა შჯულისა მიერ უფლისა, ამას ყოველსა მოაქამდე უთხრობენ წიგნნი მეფეთა ისრაჱლისათანი და იუდასთანი |
32 | აიყვანა ხალხმა იექონია იოშიას ძე და დასვა მეფედ მისი მამის იოშიას ნაცვლად; და იყო ოცდასამი წლისა. | 34 | და მეფე-ყვეს ნათესავისა მისგან იაქონია, ძე იოსიასი. მეფობდა იექონია მამისა თჳსისა იოსიას წილ და იყო ოცდასამ წლისა, რაჟამს დადგა იგი მეფედ. |
33 | იმეფა იუდასა და იერუსალიმში სამ თვეს და გადააყენა იგი ეგვიპტის მეფემ, რათა არ ემეფა იერუსალიმში. | 35 | და მეფობდა ჰურიასტანსა და იერუსალჱმსა სამ თვე და აყენებდა მეფე იგი მეგჳპტელთა, რათამცა არა ვინ მეფობდენ იერუსალჱმსა. |
34 | შეაწერა მის ხალხს ასი ტალანტი ვერცხლი და ერთი ტალანტი ოქრო. | 36 | და მოჰჴადა მათ ასი ტალანტი ვერცხლი, ერთი ოქრო. |
35 | დაადგინა ეგვიპტის მეფემ მეფედ იოაკიმი, მისი ძმა. იუდასა და იერუსალიმის მეფედ. | 37 | და დაადგინა მათ ზედა მეფემან მეგჳპტელთამან მეფედ იოაკიმ, ძმა იექონიასი, და მეფობდა იოაკიმ ჰურიასტანსა ზედა და იერუსალჱმსა. |
36 | დაატუსაღა იოაკიმმა დიდებულნი, იოახაზი კი, თავისი ძმა, შეიპყრო და გამოიყვანა ეგვიპტედან. | 38 | და შეკრა იოაკიმ დიდნი იგი მთავარნი სახლისა ისრაჱლისანი და ზარა, ძმა თჳსი, გამოიყვანა ქუეყანით ეგჳპტით და მოიყვანნა თავისა თჳსისა თანა. |
37 | ხოლო იოაკიმი ოცდახუთი წლისა იყო, როცა გამეფდა იუდაში და იერუსალიმში და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში. | 39 | და იყო ოცდახუთ წლისა იოაკიმ, რაჟამს მეფე-ყვეს ჰურიასტანს, იერუსალჱმსა ზედა. და ქმნა მან ბოროტი წინაშე უფლისა. |
38 | აღსდგა მის წინააღმდეგ ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, დაადო მას სპილენძის ბორკილი და წაიყვანა ბაბილონში. | 40 | დღეთა მისთა გამოვიდა ნაბოქოდონოსორ, მეფე ბაბილოვანთა, და შეკრა იგი საკრველითა რვალისათა და წარიყვანა იგი ბაბილოვნად. |
39 | გამოიტანა უფლის წმიდა ჭურჭელი ნაბუქოდონოსორმა, გაზიდა და დააწყო თავის ტაძარში, ბაბილონში. | 41 |
და სამსახურებელი სახლისა უფლისა გამოიღო ნაბოქოდონოსორ, წარიღო და დადვა სახლსა კერპთა მისთასა ბაბილონს. |
40 | იოაკიმის საქმენი, მისი უწმინდურებისა და ურჯულოების ამბები მეფეთა ცხოვრების წიგნშია აღწერილი. | 42 | ესე ყოველი მისთჳს და უსჯულოებისა მისისათჳს, და სიბილწისა მისისა დაწერილ არს წიგნსა მეფეთასა. |
41 | გამეფდა მის ნაცვლად იოაკიმი, ძე მისი; თვრამეტი წლისა იყო, როდესაც იგი მეფედ დასვეს. | 43 | და მეფობდა მის წილ იოაკიმ, ძე მისი, და იყო ოცდაათრვამეტისა წლისა. |
42 | იმეფა სამ თვეს და ათ დღეს იერუსალიმში და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში. | 44 | და მეფობდა სამ თვე და ათ დღე იერუსალჱმს. და ქმნა მან ბოროტი წინაშე უფლისა. |
43 | ერთი წლის შემდგომ წააყვანინა იგი ნაბუქოდონოსორმა ბაბილონში უფლის წმინდა ჭურჭლითურთ. | 45 | და შემდგომად წლისა ერთისა მოავლინა ნაბოქოდონოსორ მეფემან და წარიყვანა იგი ბაბილოვნად ფასითურთ სახლისა მის უფლისა. |
44 | გამოაცხადა ციდკია იუდასა და იერუსალიმის მეფედ. ოცდაერთი წლისა იყო ციდკია და იმეფა თერთმეტ წელს. | 46 | და დაადგინა სედეკია მეფედ ჰურიასტანსა და იერუსალჱმსა. და იყო სედეკია ოცდაერთის წლისა და მეფობდა ათერთმეტ წელ. |
45 | უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში და ყურს არ უგდებდა იერემია წინასწარმეტყველის წარმოთქმულ სიტყვებს უფლის პირისაგან. | 47 | და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა მოიქცა უკეთურებისაგან თჳსისა და არცა ისმინა სიტყუანი იერემია წინაწარმეტყუელისანი, რომელსა ეტყოდა მას პირითა უფლისათა, |
46 | მეფე ნაბუქოდონოსორისაგან ღვთის სახელით ფიცით შეკრულმა, დაარღვია ფიცი და განუდგა, გაიფიცხა თავისი ქედი და გული და შელახა უფლის, ისრაელის ღმერთის კანონები. | 48 | და ფიცი იგი, რომლითა ეფუცა ნაბოქოდონოსორ მეფესა, სახელითა უფლისათა და არა დაადგრა ფიცსა მას, არამედ ეცრუვა და განეშორა ნაბოქოდონოსორს, და განიფიცხა ქედი თჳსი და გული თჳსი და გარდაჴდა სჯულსა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა. |
47 | ერის წინამძღვართაც და მღვდლებმაც მრავლად სცოდეს და იბილწეს, გადაამეტეს ყველა ურჯულოთა უწმინდურებას, და შეაგინეს ღვთის კურთხეული ტაძარი იერუსალიმში. | 49 | და მთავართა მის ერისათა და მღდელთა მრავალი უსჯულოება ყვეს, და უსჯულო იქმნნეს და განამრავლეს ბილწება თჳსი უფროს ყოველთა წარმართთასა, და შეაგინეს ტაძარი იგი სიწმიდისა უფლისა იერუსალჱმისა. |
48 | მიუვლინებდა მათი მამა-პაპის ღმერთი თავის ანგელოზს და მოუწოდებდა მოქცეულიყვნენ, რადგანაც ინდობდა მათ და თავის სამკვიდრებელს. | 50 | და მიუვლინა ღმერთმან მამათა მათთა მოციქულად წინაწარმეტყუელი, რათამცა მოიქცეს, რამეთუ ჰრიდებდა მათ ტაძარსა სიწმიდისასა. |
49 | ისინი კი დასცინოდნენ მის მიერ მოვლინებულთ, და, როცა არ უნდა ელაპარაკნა უფალს, მასხრად იგდებდნენ მის წინასწარმეტყველებას, ვიდრე თავის ხალხზე მისი ურჯულოების გამო განრისხებულმა არ ბრძანა, აღმდგარიყვნენ მის წინააღმდეგ ქალდეველთა მეფენი. | 51 |
და შეურაცხ-ყვეს მოციქულნი იგი მისნი და დღესა მას, რომელსა ეტყჳნ მას უფალი, იგინი ეკიცხევდეს წინაწარმეტყუელთა მისთა. |
52 | და განრისხნა უფალი ნათესავსა ზედა მათსა უღმრთოებისა მისთჳს და მოავლინა მათ ზედა მეფენი იგი ქალდეველთანი. | ||
50 | მათ მახვილით მოსრეს მათი ჭაბუკები მათივე წმიდა ტაძრის ირგვლივ და არ დაინდეს არც ვაჟი და არც ქალი, არც მოხუცი და არც ჩვილი, არამედ ყველა ხელში ჩაუგდო მათ. | 53 | და მათ მოსრნეს ჭაბუკნი მათნი მახჳილითა და დასთხიეს სისხლი მათი გარემოს ტაძარსა სიწმიდისასა და არა ჰრიდა ყრმათა ქალწულთა მოხუცებულთა და ჭაბუკთა მათთა, |
51 | უფლის მთელი წმიდა ჭურჭელი, დიდი და მცირე, უფლის კიდობნის ჭურჭელი, და სამეფო საგანძური აიღეს და წარგზავნეს ბაბილონში. | 54 | არამედ ყოველივე მისცა ჴელთა მათთა და სამსახურებელი სახლისა უფლისა, დიდი და კნინი, და ჭურჭელი სამსახურებელი კიდობნისა მის უფლისა, და ყოველი ფასი მეფეთა ისრაჱლისათა აღიღეს და წარიღეს ბაბილონად. |
52 | დაწვეს უფლის სახლი, დაარღვიეს იერუსალიმის კედლები და მათი ციხე-კოშკები ცეცხლს მისცეს. | 55 | და ცეცხლითა მოწვეს ტაძარი იგი უფლისა, დაარღჳეს და აღაოჴრეს ზღუდენი იერუსალჱმისანი, და გოდლები მისი მოწვეს ცეცხლითა. |
53 | იავარ-იქმნა ყოველი დიდება მისი; მახვილს გადარჩენილნი წაასხეს ბაბილონში. | 56 | და იყო აღსრულება ყოვლისა დიდებისა მათისა და ნეშტნი იგი წინაწარიქცინეს და წარტყუენეს ბაბილონად. |
54 | დაემონენ მას და მის შვილებს სპარსელთა მეფობამდე, რათა აღსრულებულიყო იერემიას მიერ თქმული უფლის სიტყვები: | 57 | და დაემონნეს მათ და შვილთა მათთა ვიდრე მეფეთამდე სპარსთასა აღსრულებასა მას სიტყჳსა უფლისასა, რომელსა იტყოდა პირითა იერემია წინაწარმეტყუელისათა, |
55 | ვიდრე გაიხარებდეს ქვეყანა თავისი შაბათებით, დაიცავს შაბათებს თავისი უდაბურ-ყოფის მთელ ხანს სამოცდაათი წელიწადის გასრულებამდე. | 58 | ვითარმედ სთნდეს უფალსა ქუეყანა იგი და ცალიერად შაბათ-ყო იგი ყოველთა მათ ჟამთა, რაოდენ ჟამ იყო უდაბნოსა, შეერაცხა მათ შაბათობად, ვიდრემდის აღესრულა სამეოცდაათშჳდმეტი წელი. |