ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
სპარსელთა მეფის კიროსის მეფობის პირველ წელს, რათა იერემიას პირით თქმული უფლის სიტყვა აღსრულებულიყო, სული აღუძრა უფალმა კიროსს, სპარსელთა მეფეს, და მან აუწყა მთელს თავის სამეფოს სიტყვით და წერილით: |
1 |
მეფობასა კჳროსისასა სპარსთა ზედა წელსა მას პირველსა აღესრულა სიტყუა უფლისა, რომელსა იტყოდა პირითა იერემია წინაწარმეტყუელისათა. |
2 | და განაღჳძა უფალმან სული კჳროსისი, სპარსთა მეფისა, და უბრძნა კჳროსის და ყოველთა, რომელნი იყუნეს მეფობასა მისსა, მიწერა და თქუა: | ||
2 | ამას ამბობს სპარსელთა მეფე კიროსი: მე დამადგინა სამყაროს მეფედ ისრაელის უფალმა, უზენაესმა უფალმა და ნიშანი მომცა, რათა ავუშენო მას სახლი იერუსალიმში, იუდაში რომ არის. | 3 | ესრე იტყჳს კჳროს, მეფე სპარსთა, გამომიცხადა მე მეფემან ყოველთა ცისკიდეთამან, უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან, უფალმან ჭეშმარიტმან. |
4 | გამომიცხადა სასწაულად აღშენება ტაძრისა იერუსალჱმისა და ჰურიასტანისასა. | ||
3 | ამიტომაც თუ ვინმე არის თქვენში მისი ხალხიდან, მისი უფალი იყოს მასთან, და ავიდეს იერუსალიმში, იუდაში რომ არის და ააშენოს სახლი ისრაელის ღვთისა (იგია უფალი, იერუსალიმში დამკვიდრებული). | 5 | აწ ვინცა იყოს, რომელსა თანა იყოს ნათესავთაგანი ჰურიათა, და უფალი ღმერთი იყოს მის თანა, და აღვიდენ იერუსალჱმდ ჰურიათა მათ თანა, და აღაშენეს ტაძარი იგი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ესე არს უფალი, რომელი-იგი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს. |
4 | ყოველი კაცი, სადაც არ უნდა სახლობდეს, შეეწიოს მათ ოქროთი და ვერცხლით, ცხენთა და საქონელთა გაღებით და სხვა აღთქმული შესაწირავით უფლის ტაძრისთვის იერუსალიმში. | 6 | და ყოველნივე, რომელნი-იგი თჳთეულად თჳსთა ადგილთა დამკჳდრებულ იყუნენ, შეეწინედ მათ ოქროთა და ვეცხლითა. |
5 | აღდგნენ საგვარეულოთა უხუცესნი იუდას ტომიდან და ბენიამინის ტომიდან, მღვდლები და ლევიანები, და ყველანი, რომელთაც სული გაუღვიძა უფალმა წასასვლელად და უფლის სახლის ასაშენებლად იერუსალიმში. | 7 | ცხენებითა და საცხოვრითა და ყოვლითა განმზადებულებითა თჳსითა შეწირვად ტაძარსა უფლისა ღმრთისა იერუსალჱმს. |
6 | მათ ირგვლივ მცხოვრებნი შეეწეოდნენ მათ ყველაფრით - ვერცხლით და ოქროთი, ცხენებითა და საქონლით, და ბევრი აღთქმული შესაწირავით მრავალთაგან, რომელთა გონებაც აღძრული იყო. | 8 | და დაადგინეს მთავარნი იგი ნათესავთა და მამათა მთავართაებრ ნათესავისაებრ იუდასისა, ტომისაგან ბენიამენისი, მღდელთა და ლევიტელთა და ყოველთა, რომელთა განაღჳძა უფალმან სული მათი მისლვად აღშენებად ტაძრისა მის უფლისა იერუსალჱმს, რომელნი გარემოს იყუნენ. |
7 | მეფე კიროსმა გამოიტანა უფლის წმინდა ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორს იერუსალიმიდან ჰქონდა წამოღებული და თავის საკერპოში დადებული. | 9 | შეეწივნენ ყოველნი ოქროთა და ვერცხლითა, ცხენებითა, საცხოვარითა და აღუთქუეს უფალსა, რაოდენი-რა შთაურდეს გონებასა. |
8 | გამოიტანა ისინი კიროსმა, სპარსელთა მეფემ და გადასცა მითრიდატეს, თავის მეგანძურს, მისი მეშვეობით კი გადაეცა შეშბაცარს, იუდას მთავარს. | 10 | და მეფემან კჳროს მოღებად-სცა სამსახურებელი იგი წმიდა უფლისა, რომელი-იგი წარეღო ნაბოქოდონოსორს იერუსალჱმით და დაედვა სახლსა მას კერპთა თჳსთასა. |
9 | მათი რიცხვი იყო: ათასი ოქროს ტაკუკი, ათასი ვერცხლის ტაკუკი, ოცდაცხრა ვერცხლის სასაკმევლე, | 11 |
მოღებად-სცა კჳროს, მეფემან სპარსთამან, და უბრძანა მიცემად სამსახურებელი იგი მითრდატს, მეფასეთა მთავარსა თჳსსა. |
10 | ოცდაათი ოქროს ფიალა, ორი ათას ოთხას ათი ვერცხლისა და სხვა ჭურჭელი - ათასი. | 12 | და მიუთვალა მითრდატ და მისცა სამნასარს, მთავარსა იუდასასა. |
11 | წამოღებული ჭურჭელი, ოქროსი და ვერცხლისა, სულ იყო ხუთი ათას ოთხას სამოცდა ცხრა; მოტანილი იქნა ისინი შეშბაცარის მიერ დაბრუნებულ ტყვეებთან ერთად, ბაბილონიდან იერუსალიმში. | 13 | და ესე იყო რიცხჳ სამსახურებელისა მის ჭურჭელისა უფლისა: სამსახურებელი ოქროსა ათას და სამსახურებელი ვეცხლისა ათას, გუარდაკები ვეცხლისა ოცდაცხრა და საფასები ოქროსა ოცდაათ და ვეცხლისა ორ ათას ოთხასდაოცი, სხუა ჭურჭელი ათას. |
14 | ხოლო ყოველი იგი ჭურჭელი ოქროსა და ვეცხლისა, რომელი მოიღეს ხუთ-ათას ოთხასსამეოცდაცხრა. | ||
15 | და მისცეს ესე ყოველი ჴელთა სამნასარისთა და გამოიღეს ყოვლით ნატყუენავითურთ ბაბილოვნით და აიღეს იერუსალჱმდ. | ||
12 | სპარსელთა მეფის არტაქსერქსეს მეფობის ჟამს მისწერეს მას იუდაში და იერუსალიმში მცხოვრებთა წინააღმდეგ ბიშლამმა, მითრიდატემ, ტაბეელმა, რეხუმმა და ბეელტეთმოსმა, მწერალმა შიმშაიმ და მათმა დანარჩენმა თანამზრახველებმა, რომელნიც სახლობდნენ სამარიასა და სხვა ადგილებში, შემდეგი წერილი: | 16 | ჟამთა მეფობისა არტაშესთა, სპარსთა მეფისა, მიწერეს მისა, რომელნი-იგი დამკჳდრებულ იყუნეს ურიასტანსა და იერუსალჱმს, ბალასამე, და მითრდატ, და ბელლაეს, და არითმოს, და ბელტეთემეოს და სამაელიეს მწერალი, და სხუანიცა მრავალნი მთავარნი მათ თანა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს ზღჳსკიდესა მას, ქანანელნი და ტჳრელნი, ამანელნი და მოაბელნი, სამარიტელნი და სხუანი მრავალნი ადგილისმპყრობელნი, მიწერეს წიგნი სახე ესრეთ |
13 | მეფე არტაქსერქსეს, ჩვენს ბატონს, შენი ქვეშევრდომები - მრჩეველი რეხუმი, მწერალი შიმშაი და სხვა მსაჯულნი მათი საბჭოსი კოილე სირიასა და ფინიკიაში. | 17 | მეფესა არტაშესის, უფალსა ჩუენსა, მონანი შენნი: არაითმე და ბეთსელემ, რომელნი თაყუანის-გცემდეს შენ, და სამელიე მწერალი, და ყოველნივე თანამზრახველნი ჩუენნი გიკითხავთ, და მსაჯულნი ასურთანი და ქანანელთანი. |
14 | აწ ეუწყოს მეფე-ბატონს, რომ თქვენგან წამოსული იუდაელნი ჩვენთან მოვიდნენ იერუსალიმში, და აშენებენ ქალაქს, წინააღმდგომსა და ბოროტს, მოედნებსა და კედლებს აღადგენენ და ტაძარს საძირკველს უყრიან. | 18 | აწმცა უწყებულ ხარ უფალი ჩუენი და მეფე ჰურიათა მათთჳს, რომელნი გამოვიდოდეს ჩემდა, მისრულ არიან იერუსალჱმდ, ქალაქსა განდგომილთასა და განმამწარებელთასა და აშენებენ მას და უბნებსა მისსა და ზღუდეთა მისთა ეგულების გამაგრება, ტაძრისა მის ნებავს აღშენება. |
15 | თუ ეს ქალაქი აშენდება და კედლები გასრულდება, არათუ შეწყვეტენ ხარკის გადახდას, არამედ მეფეებსაც წინაღუდგებიან. | 19 | აწ უკეთუ ქალაქი ესე აღაშენონ და ზღუდენი ამათნი აღესრულნენ, ხარკსა არა ვინ უხარკებდენ, არამედ მეფეთაცა მჴდომად აღუდგენ, |
16 | რაკი ტაძრის მშენებლობა მიდის, საჭიროდ მივიჩნევთ არ უგულვებელვყოთ ყოველივე ეს, არამედ ვაუწყოთ მეფე-ბატონს, ხომ არ ინებებს შენი მამა-პაპის წიგნებში ჩახედვას. | 20 | რამეთუ იქადიან და ესვენ ტაძარსა მას თჳსსა. აწ კეთილ-მიჩნდა ჩუენდა, ვითარცა იზრუნა ამის საქმისათჳს |
21 |
უფალმან ჩუენმან მეფემან. და გამოიძიე და იხილე, რომელი-იგი დაწერეს მამათა შენთა პირველთა. |
||
17 | ჰპოვებ მატიანეებში, რაც მათ შესახებ არის ჩაწერილი, და შეიტყობ, რომ ეს ქალაქი მეფეთა მოღალატე იყო და იუდაელები ქალაქთა მაშფოთებელნი, წინააღმდგომნი და მეამბოხენი დასაბამიდან, რა მიზეზითაც მოოხრებულ იქნა ეს ქალაქი. | 22 | და ჰპოო წერილი საჴსენებელთა და სცნა, ვითარმედ ქალაქი ესე განდგომილთა არს და მეფენი ამისნი. |
23 | და ჰურიანი განდგომილ არიან და ცილფიც მკჳდრნი იგი მისნი უკუნისამდე, რომლისათჳსცა ქალაქი ესე აოჴრდა და უდაბნო იქმნა. | ||
18 | გვიუწყებია შენთვის, მეფე-ბატაანო, რომ თუ ეს ქალაქი აშენდება და მისი კედლები აღიმართება, არ გექნება გასასვლელი კოილე სირიასა და ფინიკიაში. | 24 | აწ გაუწყებთ უფალსა ჩუენსა, შარავანდედსა, უკუეთუ ქალაქი ესე აიშენოს და ზღუდენი ამისნი აღემართნენ, ყოველი ჴელმწიფება და გზა ასურასტანით კერძო და ქანანით არ იყოს. |
19 | მაშინ მისწერა მეფემ რეხუმს, გარემოებათა აღმწერელს, ბეელტეთმოსს, მწერალ შიმშაის და სხვა თანმზრახველებს, სამარიაში, არამში და ფინიკიაში მცხოვრებთ შემდეგი: | 25 | მას ჟამსა მიწერა არტაშეს მეფემან ჰრათიმისა, და ბელტედიმესა, და სამაელისა, მწერლისა, სხუათაცა ყოველთა, რომელნი მკჳდრ არიან სამარიათ კერძო და ასურასტანით და ქანანით, რომელთა მიწერეს. |
20 | წავიკითხე წერილი, რომელიც გამომიგზავნეთ მე. | 26 | აღმოვიკითხეთ წიგნი იგი თქუენი, რომელი მოსწერეთ ჩემდა და ვბრძანე ხილვად მატიანთა საჴსენებელთასა. და იპოვა ქალაქი ეგე დასაბამითგან უკუნისამდე მჴდომ ყოველთა მეფეთა. |
21 | ვბრძანე მოძიება და აღმოჩნდა, რომ ეს ქალაქი დასაბამიდან მეფეთა წინააღმდგომი ყოფილა, მისი ხალხი კი მოღალატე და ომების ამტეხი. | ||
22 | იყვნენ მეფეები იერუსალიმში, ძლიერნი და ულმობელნი, მფლობელნი და ხარკის ამკრეფნი სირიასა და ფინიკიაში. | 27 | და ქუეყანა ულმო და ზესთამბრძოლ ყოველთა კერძო, რომელნი დამკჳდრებულან მას ზედა და მეფენი ძლიერნი და ფიცხელნი, რომელნი არიან იერუსალჱმსა, და უფლებდეს და ხარკსა მოაჴდიდეს ასურეთით და ქანანით კერძოთა. |
23 | აწ მიბრძანებია, რომ მაგ ხალხს აეკრძალოს ქალაქის შენება; | 28 | აწ, ეგერა, გიბრძანებიეს კაცთა მაგათ, რათა არა აღაშენებდეს ქალაქსა მაგას და თქუენ გულს-იდგინეთ, |
24 | თვალყური ედევნოს, რათა აღარაფერი კეთდებოდეს და ბოლო მოეღოს მეფეთა შესაწუხებელ ბოროტმოქმდებებს. | 29 | რათა არა უფროს აღემატოს უკეთურება მაგათი, აღუდგენ და შრომა შეამთხჳონ მეფობასა ამას ჩუენსა. |
25 | როდესაც წაიკითხეს მეფე არტაქსერქსესაგან მოწერილი, რეხუმი, მწერალი შიმშაი და მათი თანამზრახველნი მოსწრაფებით გაემართნენ იერუსალიმისაკენ ცხენოსანთა თანხლებით და ხალხის ამხედრებით იწყეს მშენებელთა შეპყრობა. | 30 | და მას ჟამსა აღმოიკითხონ წიგნი იგი მეფისა არტაშესისი და რათიმე და სამაელ მწერალმან და სხუათა მრავალთა მათ თანა, და მსწრაფლ აღვიდენ იერუსალჱმდ. |
26 | შეწყდა შენება ტაძრისა იერუსალიმში სპარსთა მეფის დარიოსის მეფობის მეორე წლამდე. | 31 | და არა აუფლეს ჰურიათა მათ შენებად და დააყენეს შენება ტაძრისა უფლისა იერუსალჱმს, ვიდრე მეორედ წლადმდე შარავანდედობისა დარეჰ სპარსთა მეფისა. |