ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
1. მაშინ სისინესი, კოილე-სირიისა და ფინიკიის მთავარი, ბეთარ-ბოზნაი და მათი თანამდგომნი, დარიოს მეფის ბრძანების კვალზე |
1 |
მაშინ სისინი მთავარმან და დიდმან, რომელი-იგი იყო ასურეთით კერძო და ფინიკიათ, და სათრაბუზან და სხუანი მოყუასნი მათნი, რომელ აყენებდეს საქმესა მის ტაძრისასა, რაჟამს მოიღეს ბრძანება დარეჰ მეფისაგან, |
2 | სათავეში ჩაუდგნენ ამ წმინდა საქმეებს და გულმოდგინედ ეხმარებოდნენ იუდაელთა უხუცესებს და მღვდელმთავრებს. | 2 | იწყეს ზედადგომად და ზრუნვიდეს საქმისა მისთჳს და ექმნეს საქმისა მოდგამთა მოხუცებულთა მათ ჰურიათასა და მღდელთმოძღუართა. |
3 | წარმატებით წარიმართა წმინდა საქმე ანგია და ზაქარია წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებით. | 3 | და განემარჯვებოდა საქმე იგი ტაძრისა მის, და რამეთუ წინაწარმეტყუელებდეს ანგეა და ზაქარია. |
4 | და აღასრულეს ეს უფლის, ისრაელის ღმერთის განგებით; | 4 | და აღასრულეს ტაძარი იგი ბრძანებისა მისებრ უფლისა მიერ ღმრთისა ისრაჱლისასა და ბრძანებისაებრ და ნიჭისა კჳროსისა და დარეჰისა და არტაშერსისა, მეფისა სპარსთასა, წელსა მას მეექუსესა დარეჰ მეფისასა. |
5 | კიროსის, დარიოსისა და არტაქსერქსეს - სპარსელ მეფეთა ნებით სრულ იქმნა წმინდა სახლი ადარის თვის ოცდამესამე დღეს, დარიოსის მეფობის მეექვსე წელს. | 5 | აღესრულა ტაძარი იგი წმიდაჲ მირაკნისასა, მეოცესა თთჳსა ადარისასა, მეექუსესა წელსა შარავანდედობასა დარეჰისასა. |
6 | შეასრულეს ყველაფერი უცვლელად მოსეს წიგნში დაწერილისამებრ, ისრაელიანებმა და მღვდლებმა, ლევიანებმა და ტყვეობიდან დაბრუნებულმა დანარჩენმა ხალხმა, ვინც მიემხრო მათ. | 6 | და ყვეს ძეთა მათ ისრაჱლისათა და მღდელთა და ლევიტელთა ყოველთა მათ გამოსრულთა ტყუეობისაგან, ვითარცა განწესებულ და ბრძანებულ იყო წიგნთა სჯულისა მოსესთა. |
7 | შესწირეს უფლის ტაძრის სატფურებისათვის ასი კურატი, ორასი ვაცი, ოთხასი კრავი; | 7 | და შეწირეს სატფური იგი სახლისა უფლისა: ზუარაკები ას, და ვაცები ორას, და კრავები ოთხას |
8 | და თორმეტი თხა მთელი ისრაელის ცოდვებისათვის ისრაელის თორმეტი შტოს მთავართა რიცხვის მიხედვით. | 8 | და წელიწდეულნი ცოდვათათჳს ყოვლისა ისრაჱლისათა თორმეტ, რიცხჳსა მისებრ ტომთა და მთავართა მათ ისრაჱლისათა. |
9 | იდგნენ მღვდლები და ლევიანები, შემოსილნი, შტოთა მიხედვით უფლის, ისრაელის ღმერთის საქმეთა წინაშე, შესაბამისად მოსეს წიგნისა, და მეკარენი თითოეულ ბჭესთან. | 9 | და განეწყუნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი ნათესავთა მათებრ და ეცვა მათ ბრჭალამდისი იგი წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა ბრძანებულთაებრ წიგნთა მოსესთა და მეკარენი იგი თჳთვეულად კართა. |
10 | გაამზადეს ტყვეობიდან გამოსულმა ისრაელიანებმა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, რათა ერთად განწმედილიყვნენ მღვდლები და ლევიანები. | 10 | და ყვეს ძეთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან, ზატიკი იგი უფლისა მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა, რამეთუ განწმიდეს მღდელნი იგი და ლევიტელნი იგი ყოვლითურთ ერთბამად. |
11 | ტყვეობიდან გამოსულთაგან ყველანი არ განწმედილან, რადგან ლევიანები განიწმინდნენ ყველანი ერთად. | 11 | და ყოველნი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან. და ვითარცა განწმიდნეს ლევიტელნი იგი, |
12 | ამსხვერპლეს პასექი ყველასთვის, ტყვეობიდან დაბრუნებულთათვის და თავიანთი ძმების, მღვდლებისა და თავიანთი თავისთვის. | 12 | ყვეს ზატიკი იგი უფლისა ყოველთა მათ ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი-იგი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან ძმათა თჳსთა, და თჳთ მღდელთა მათ. |
13 | ჭამეს ტყვეობიდან გამოსულმა ისრაელიანებმა, ყველამ, ქვეყნის ხალხთა სიბილწეთაგან განდგომილებმა, უფლის მაძიებლებმა. | 13 | და ჭამეს ძეთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან მათისა ყოველნივე, რომელნი განეშორნეს ბილწებისა მისგან წარმართთასა, და რომელთა გამოიძიეს უფალი ღმერთი. |
14 | ზეიმობდნენ უფუარობის დღესასწაულს შვიდ დღეს, მოხარულნი ღვთის წინაშე. | 14 | და ყვეს ზატიკი იგი ბალარჯობისა შჳდ დღე და იხარებდეს წინაშე უფლისა. |
15 | რადგან შეაცვლევინა აშურელთა მეფეს გადაწყვვდ;ილება მათ შესახებ, რათა განმტკიცებულიყო მათი ხელები უფლის, ისრაელის ღმერთის საქმეთათვის. | 15 | რამეთუ გარემიაქცია უფალმან ზრახვა მეფისა მის ასურთასა მათა მომართ და განაძლიერნა ჴელნი მათნი საქმესა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა. |