ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ყოველივე ამის შემდგომ სპარსელთა მეფის არტაქსერქსეს მეფობის დროს, მოვიდა ეზრა ძე ზერახიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა სილკიასი, ძისა შალემისა, |
1 |
და რაჟამს იყო, დაესრულა ესე ყოველნი შარავანდედნი. შეიბნა არტაშეს მეფემან სპარსთა ზედა, რომლისაცა მივიდა ეზრა, ძე აზარიასი, რომელი იეზრასაგან, რომელი ქელეკენესაგან, რომელი სალემისაგან, |
2 | ძისა ცადოკისა, ძისა ახიტობისა, ძისა ამარიასი, ძისა ყუზიასი, ძისა ბოკასი, ძისა აბიშუაყისა, ძისა ფინსასისა, ძისა ელყაზარისა, ძისა აარონისა, მღვდელმთავრისა. | 2 | რომელი სადუკისაგან, რომელი აქიტობისაგან, რომელი იამართესაგან, რომელი იოზეკისაგან, რომელი მარეროთისაგან, რომელი ზარეასაგან, რომელი სეუესაგან, რომელი ბოკკესაგან, რომელი იებუესაგან, რომელი ფენიესაგან, რომელი ელიეზარისაგან, რომელი აარონისაგან, პირველისა მის მღდელისა |
3 | ეს ეზრა მოვიდა ბაბილონიდან როგორც მწიგნობარი, განსწავლული მოსეს რჯულში, რომელიც მიეცა ღვთისაგან ისრაელს. | 3 | ესე ეზრა, რომელი განვიდა ბაბილონით, რომელი-იგი იყო მწერალ მარჯვე სჯულსა მას მოსესასა მოცემულისა მის ღმრთისა მიერ ისრაჱლისა. |
4 | და მიაგო მას მეფემ პატივი, და ჰპოვა მან მადლი მის წინაშე ყველა თავის სათხოვარში. | 4 | და მისცა მას მეფემან დიდებაჲ და პოვა მადლი მის წინაშე და განადიდა იგი დიდითა პატივითა. |
5 | მოვიდნენ მასთან ერთად ისრაელიანთაგან, მღვდელთაგან, ლევიანთაგან, მგალობელთაგან, მეკარეთაგან და ტაძრის მსახურთაგან იერუსალიმში არტაქსერქსეს მეფობის მეშვიდე წელს, მეხუთე თვეს (და ეს იყო მეშვიდე წელი მეფობისა). | 5 | და გამოვიდეს მის თანა ძეთა მათ ისრაჱლისათა და მღდელთა მათგანი, და ლევიტელთა და მსახურთა, მეფსალმუნეთა და მეკარეთა მათგანი და მონათა მღდელთაგანი იერუსალჱმად. |
6 | პირველი თვის ახალმთავრობისას ბაბილონიდან გამოსულნი, მეხუთე თვის ახალ მთვარეზე მოვიდნენ იერუსალიმში, ღვთისგან მოცემული ბედნიერი გზით. | 6 | წელსა მეშჳდესა შარავანდედებასა არტაშე მეფისასა, თთუესა მეხუთესა, რომელი-იგი იყო წელი მეშჳდე მეფისა მის, და გამოვიდეს ბაბილონით თთჳსთავსა მას მეხუთესა პირველისა მის თთჳსასა, |
7 | შევიდეს იერუსალჱმდ, ვითარცა-იგი განუმარჯვა მათ უფალმან გზა, | ||
7 | ხოლო ეზრა დიდად ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა უფლის კანონთა და მცნებათაგან და ესწავლებინა მთელი ისრაელისთვის ყველა სამართალი და მსჯავრი. | 8 | რამეთუ სავსე იყო ეზრა ყოვლითა სიბრძნითა და არარა დაკლებულ იყო მისგან ყოველთაგან მცნებათა უფლისათა, მსგავსად შჯულისა ასწავებდა ისრაჱლსა განკითხვათა და სიმართლეთა. |
8 | მოვიდა წერილობითი ბრძანებაც მეფე არტაქსერქსესგან ეზრა მღვდლისა და საღვთო რჯულის მკითხველისადმი, რომლის პირიც შემდეგია: | 9 | მოიწია წიგნი ბრძანებისა მეფისა არტაშესი ეზრა მღდლისა, რომელი უთხრობდა სჯულსა უფლისასა, და მიწერა ესრესახედ: |
9 | მეფე არტაქსერქსე ეზრას, მღვდელსა და საღვთო რჯულის მკითხველს, იბარებდე: | 10 | მეფე არტაშეს ეზრა მღდელსა და მთხრობელსა სჯულისა უფლისასა გიკითხავ: |
10 | კაცთმოყვარებით განმიკითხავს და მიბრძანებია: ვისაც კი სურს იუდას ხალხიდან - მღვდლებს და ლევიანებს, ჩვენს სამეფოში, მყოფთ, შენთან ერთად წავიდნენ იერუსალიმში. | 11 | ყოვლითავე კაცთმპყრობისა ნიჭითა აღმიწონიეს მე და უბრძანებ ყოველთა ნათესავთა ურიათასა, რომელთა ენებოს აღსლვად იერუსალჱმდ და მღდელთმოძღუართა და ლევიტელთა, კადნიერებითმცა მივლენან შენ თანა იერუსალჱმდ. |
11 | ამგვარად, წადილის მქონენი ერთად გაემართეთ, როგორც განმისჯია მე და შვიდ ახლობელ თანამზრახველს, | 12 |
და ვითარ სურის წადიერებით მისლვად ურიასტანად და იერუსალჱმდ, უბრძანეთ მე და შჳდთა თანამზრახველთა ჩემთა, |
12 |
რათა ნახონ, რაც ხდება იუდასა და იერუსალიმში თანახმად უფლის რჯულისა, |
13 | რომელ მივიდენ მსგავსად შჯულისა და აღასრულონ ყოველივე საცონი, ვითარცა გაქუსთ სჯული უფლისა |
13 | და მიუტანონ ძღვენი ისრაელის უფალს იერუსალიმში, მე და ჩემმა მახლობლებმა რომ აღვუთქვით, და ყოველი ოქრო და ვერცხლი, რაც კი იპოვება ბაბილონის ქვეყნად უფლისათვის იერუსალიმში, ხალხის შესაწირავთან ერთად მათი უფლის ტაძრისათვის, რომელიც იერუსალიმშია. | 14 | და შესწირონ შესაწირავი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ვითარცა აღუთქუთ მე და მოყუარეთა ჩემთა იერუსალჱმსა, და ყოველივე ოქრო და ვეცხლი, რაოდენიცა იპოოს ქუეყანასა მას ბაბილოვანთასა, უფლისა ღმრთისა შეწირენ მსხუერპლი იერუსალჱმს. |
14 | შეგროვდეს ოქრო და ვერცხლი კურატებისთვის, ვერძებისთვის და კრავებისთვის და იმისთვის, რაც საჭიროა. | 15 | და მიიღედ საწევნელი ქუეყანისა მისგან ბაბილონელთასა, მღდელთა მათ უფლისა ღმრთისა მოართვედ იერუსალჱმად: ოქრო და ვეცხლი, ზვარაკები და ვერძები, კრავები და სხუა იგი ყოველი საკუერთხი მსხუერპლთა |
15 | ასე შესწირონ მსხვერპლი თავიანთი უფლის სამსხვერპლოზე. | 16 | შეწირედ საკურთხეველსა უფალსა ღმერთსა იერუსალჱმდ. |
16 | და ყოველივე, რისი გაკეთებაც გსურს შენს ძმებთან ერთად ამ ოქროთი და ვერცხლით, აღასრულე შენი ღვთის ნებისამებრ. | 17 | ყოველივე, რაცა გენებოს ძმებითურთ შენით, იგი ყავ ოქროსა და ვეცხლისა ხარკთათჳს, ნებისაებრ უფლისა ღმრთისა შენისა აღასრულე, |
17 | უფლის წმინდა ჭურჭელი მოცემული გაქვს სამსახურებლად ტაძრისათვის შენი ღმერთისა, იერუსალიმში რომ არის. | 18 | სამღდელო იგი ჭურჭელი და სამსახურებელი უფლისა მიიღე იერუსალჱმდ. |
19 | და იყავნ, ვითარცა საჴმარ იყოს ტაძრისა მის უფლისა ღმრთისასა, და დადევ ყოველი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა იერუსალჱმს. | ||
18 | სხვა დანარჩენი, რაც კი დაგჭირდება სახმარად შენი ღმერთის ტაძრისათვის, გაეცი სამეფო საგანძურიდან. | 20 | და სხუა იგი ნამეტნავი ნეშტი, რომელი-იგი იყოს საჴმარისაგან ტაძრისასა, დადევ იგი სახლსა საფასისა მეფეთასა. |
19 | ხოლო მე, მეფე არტაქსერქსემ, ვუბრძანე სირიისა და ფინიკიის მეგანძურებს, რათა, რასაც მოითხოვს ეზრა მღვდელი და რჯულის მეცნიერი მაღალი ღმერთისა, შეუფერხებლად მიეცეს მას ვერცხლი ას ტალანტამდეც კი, | 21 | და მე, არტაშეს მეფემან, უბრძანე მეფასეთა, რომელნი არიან ასურასტანს და ქანანელთა კერძო, რაოდენცა უნდა მოღებად ეზრა მღდელსა და მთხრობელსა სჯულსა უფლისა ღმრთისა მაღლისასა, დაუბრკოლებელადმცა მოეცემის ვეცხლი ასი ტალანტი, მისვე სახისაებრ ოქროცა, |
20 | ასევე ხორბალი, ას საწყაულამდე, ას საწყაულამდე ღვინო და მარილი უხვად. | 22 | იფქლი ასი საწყაული, ეგოდენცა ღჳნო და ზეთი. |
21 | ყოველივე საღვთო რჯულის შესაბამისად გულმოდგინედ სრულდებოდეს მაღალი ღმერთის სახელზე, რათა არ მოევლინოს რისხვა მეფისა და მეფისწულთა სამეფოს. | 23 | და ყოველივე მსგავსად სჯულისა მის მიიღედ და მიუსრულედ უფალსა ღმერთსა მაღალსა, რათა არა იყოს შერისხვა ღმრთისა ზედა შარავანდედობასა ჩემსა და ძისა ჩემისასა. |
22 | თქვენ კი გეტყვით, რომ არცერთ მღვდელსა და ლევიანს, მგალობელს, მეკარეს, ტაძრის მსახურს და ტაძრის მემატიანეს, არავითარი ხარკი, არც სხვა რამ გადასახადი არ დასდოთ, და არც არავის ჰქონდეს უფლება მათ რაიმე გადაახდევინოს. | 24 |
და მიბრძანებიეს თქუენ მღდელთათჳს, და ლევიტელთა, მეფსალმუნეთა მათ მსახურთა, და მეკარეთა, და მონათა მღდელთასა, და მსახურთა სახლისა უფლისათა. |
25 | ნუცა ხარკი, ნუცა სხუა ყოვლითურთ ჴელ-ეწიფებინ მათგან მოღებად. | ||
23 | ხოლო შენ, ეზრა, ღვთის სიბრძნით დაადგინე მსაჯულნი და მოსამართლენი, რათა განიკითხავდნენ მთელს არაბსა და ფინიკიაში ყველას, ვინც აღიარებს შენი უფლის რჯულს; არმცოდნეთ კი ასწავლიდე. | 26 | და შენ, ეზრა, სიბრძნისა შენისაებრ, რომელ მოცემულ არს შენდა ღმრთისაგან, დაადგინენ შენდა ზედამდგომელნი და მსაჯულნი, რომელნი სჯიდენ ასურასტანით კერძო და ფინიკიათ, და რომელთა ესწაოს სჯული უფლისა ღმრთისა შენისა. |
24 |
ყველა, ვინც კი გადავა შენი უფლის ან მეფის კანონს, სამაგალითოდ დაისაჯონ ან სიკვდილით, ან გვემოთ, ან ვერცხლის გადახდევინებით, ან მოკვეთით. |
27 | და რომელთა არა ესწაოს, ასწავე და ყოველნივე, რომელნი გარდაჴდენ სჯულსა უფლისა ღმრთისა შენისასა და სჯულსა ჩუენ მეფეთასა, მიმიცემიეს შენდა ჴელმწიფება პატიჟისა ყოფად და გუემად და, თუ სიკუდილისა თანამდებ იყუნენ, მოკლვად, გინა თუ საპატიჟებელ იყუნენ, პატიჟ-ყოფად და ზღუევა-მოჴდად |
25 | კურთხეულია ერთი უფალი, რომელმაც გულში შთაუნერგა მეფეს განდიდება მისი სახლისა იერუსალიმში, | 28 | და თქუა ეზრა მწერალმან სჯულისა უფლისამან: კურთხეულ არს უფალი ღმერთი მამათა ჩუენთა, რომელმან მოსცა ესე ყოველი გულსა მეფისასა, დიდებულ-ყოფად ტაძრისა ამის უფლისა, რომელ არს იერუსალჱმს. |
26 | და მე პატივი მომაგო მეფისა და მისი თანამზრახველების, ყოველი მისი მახლობლისა და დიდებულის წინაშე. | 29 | და მე დიდებულ და პატიოსან-მყო წინაშე შარავანდედისა მის წინაშე ყოველთა თანამზრახველთა თანა მისთა და მოყუარეთა და ყოველთა დიდ-დიდთა მისთა. |
27 | მე გავმხნევდი უფლის, ჩემი ღმერთის შეწევნით და შევკრიბე კაცნი ისრაელთაგან, რათა ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ. | 30 | მხიარულ ვიქმენ მეფედ შეწევნითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა და შეკრიბნა ყოველნი იგი კაცნი ისრაჱლისანი, რომელნი-იგი აღსრულ იყვნეს მის თანა იერუსალჱმდ. |
28 | აი, წინამძღოლნი მათი მამისსახლებისა და უხუცესობის მიხედვით, რომლებიც ჩემთან ერთად წამოვიდნენ ბაბილონიდან მეფე არტაქსერქსეს მეფობის დროს: | 31 | და ესენი არიან მთავარნი ნახპეტთა მათებრ მამათა თჳსთასა და გან- წილვისა მისებრ მამათა და ნათესავთასა, რომელნი გამოვიდეს ეზრას თანა ბაბილონით შარავანდედებასა არტაშეს მეფისასა, |
29 | ფინხასის ძეთაგან გერშომი; ითამარის ძეთაგან გამელოსი; დავითის ძეთაგან ხატუში შექანიასი; | 32 | ძეთა მათგან ფინეზისთა - გერსონ, ძეთა მათგან ითამარისთა - გამაელ, ძეთა მათგან დავითისთა - ფარეზ. |
30 | ფარყიშის ძეთაგან ზაქარია და მასთან ერთად ჩაწერილი ას ორმოცდა ათი კაცი; | 33 | ძეთა მათგან ფურუსისთა - ზაქარია, და რომელნი მის თანა წერილ იყუნეს, კაცნი ასერგასის. |
31 | ფახათმოაბის ძეთაგან ელიაოხია, ზერახიასი, და მასთან ერთად ორასი კაცი; | 34 | ძეთა მათგან ფაათ-მომბისთა - ელია, ონია, ზარია და მის თანა ორასი კაცი. |
32 | ზათოესის ძეთაგან შექანია იახზიელისა, და მასთან ერთად სამასი კაცი. ყადინის ძეთაგან ბენ-იონათანი და მასთან ერთად ორას ორმოცდა ათი კაცი; | 35 | ძეთა მათგან ზათოესთა: იექონია იეთერიასი და მის თანა კაცნი სამასნი. |
33 | ყოლამის ძეთაგან იშია, ღოთოლიასი და მასთან ერთად სამოცდა ათი კაცი; | 36 |
ძეთა მათგან ადინუბესთა -იონათან და მის თანა კაცნი სამასერგასისნი; ძეთა მათგან ელამისთა - გოთოლისა და მის თანა კაცნი სამეოცდაათ. |
34 | შეფატიას ძეთაგან ზერახია მიქაელისა და მასთან ერთად სამოცდა ათი კაცი. | 37 | ძეთა მათგან საფატიასთა: ზაქარია მიქელაიანი და მის თანა კაცნი სამეოცდაათ. |
35 | იოაბის ძეთაგან აბდია იახზიელისა, და მასთან ერთად ორას თორმეტი კაცი; | 38 | ძეთა მათგან ოაბისთა - აბადისერ ეზელიანი და მის თანა კაცნი ორასდათორმეტ. |
36 | ბინუის ძეთაგან ასალიმოთი, იოსაფიასი, და მასთან ერთად ას სამოცი კაცი; | 39 | ძეთა მათგან ბანესთა - ასალიმუთ ასაფეანი და მის თანა კაცნი ასსა- მეოც. |
37 | ბებაის ძეთაგან ზაქარია, ბებე და მასთან ერთად ოცდარვა კაცი; | 40 | ძეთა მათგან ბერისთა: ზაქარია, ბიერია და მის თანა კაცნი ოცდარვა. |
38 |
ყაზგადის ძეთაგან იოხანანი, ჰაკატანი და მასთან ერთად ას ათი კაცი; |
41 | ძეთა მათგან ასტთისთა: იოანე კატანისი და მის თანა კაცნი ას და ათი. |
39 | ადონიკამის ძეთაგან - უკანასკნელნი და აი, სახელები მათი: ელიფელეტი, იეყუში და შემაყია და მათთან ერთად სამოცდა ათი კაცი; | 42 | ძეთა მათგან ადომიკამისთა და ესფატისთა. და ესე სახელები მათი არს: ელიფატ გულუველ, და სამეას, და მათ თანა კაცნი სამეოცდაათ ძეთა მათგან ბენეასთა - უთიას ტაკურიანი და მის თანა კაცნი სამეოცდაათ. |
40 | ბიგვაის ძეთაგან ყუთაი ისტალკუროსისა, და მასთან ერთად სამოცდა ათი კაცი. | ||
41 | და შევკრიბე ისინი თერად წოდებულ მდინარესთან, იქვე დავიბანაკეთ სამ დღეს და მე დავათვალიერე ისინი, | 43 | და შეკრიბნა იგინი კიდესა მას მდინარისასა, რომელსა სახელ-ედების თერა. და დაიდვეს მუნ სავანე სამ დღე ოდენ და ყვეს ახილვა ყოველთა. |
42 | მაგრამ მღვდლთაგან და ლევიანთაგან იქ ვერავინ ვპოვე. | 44 | ძეთა მათგანი მღდელთა ძეთა მათ ლევიტელთა არა ვინ იპოვა მათ თანა. |
43 | შევუთვალე ელყაზარს, იადუელს, მაასმასს, ელნათანს, შემაყიას, იოარიბს, ნათანს, ელნათანს, ზაქარიას და მეშულამს, წინამძღვართა და სწავლულთ, | 45 | მივივლინე ელიაზარისსა და მოვიდეს ჩემდა: სამეა, და ორიბუნ, და ნათან, ენნატონ, ზაქარია და მოსოლობონ. ესე არიან მთავარნი და წინამძღუარნი შჯულისანი. |
44 | მისულიყვნენ ყიდოსთან, განძთსაცავის ადგილის წინამძღვართან, | 46 | და ვარქუ მათ, რათამცა მივიდეს ლოდეონ მთავრისა მეფასეთასა. |
45 | და ვუბრძანე ეთქვათ ყიდოსთვის და მისი ძმებისათვის და იმ ადგილის განძისმცველთათვის წარმოეგზავნათ მღვდელმსახურნი ჩვენი უფლის სახლისათვის. | 47 | და ვამცენ მათ, რათა ჰრქუან ლოდეონს და ძმათა მისთა, რომელნი-იგი ერთვე არიან ადგილსა მას მეფარეშისასა, რათამცა მოავლინნეს ჩუენდა მღდელთა მათგანნი სახლისა უფლისა. |
46 | და გამოგვიგზავნეს, ჩვენი უფლის მაგარი ხელით, კაცნი მცოდნენი ძეთაგან მახლისა, ძისა ლევისა, ძისა ისრაელისა: ხაშაბია და მისი ძენი და ძმანი თვრამეტი კაცი. | 48 | და მოიყვანნეს ჩუენდა კაცნი, რომელნი იყუნეს ძლიერ და მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა და მეცნიერ შჯულისა უფლისასა ძისა მოუოლისა, რომელი-იგი ლევისგან და ისრაჱლისგან - ასერევინ, და ძენი მისნი და ძმანი ათრვამეტ, |
47 | ხაშაბია და ანნუნოსი და ძმა ხოშაყია, ხანუნეოსის ძეთაგან, და მათი ძენი - ოცი კაცი; | 49 |
და ასებიან და აუნონდა, ოსეტან და ძმა ძეთა მათგან ქანუნისთა და ძენი მისნი ოც კაც. |
48 | ტაძრის მსახურთაგან, რომელნიც დავითმა და წინამძღოლებმა დაადგინეს ლევიანთა სამსახურისათვის - ტაძრის მსახურნი ორას ოცი; თითოეულის სახელის აღნიშვნით. | 50 | და მონათა მათგან მღდელთასა, რომელნი მოსცნა დავით მთავარმან საქმედ სამსახურებელად ლევიტელთასა, რომელთა დაიწერნეს სახელნი სახელოვანთა მათ ორასდაოც. |
49 | გამოვუცხადე იქ მარხვა ჭაბუკებს ჩვენი უფლის წინაშე, | 51 | და ვქადაგეთ მუნ მარხვა და ვილოცევდით წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა და ვეძიებდით ადვილსა განმარჯვებასა ჩუენდა და შვილთა ჩუენთათჳს და ყოვლისავეთჳს, რა-იგი იყო ჩუენ თანა, |
50 | რათა გამოგვეთხოვა მისგან კეთილი გზა ჩვენთვის და ჩვენი თანამგზავრებისთვის, შვილებისათვის და საქონლისათვის; | ||
51 |
მრცხვენოდა, მეთხოვა მეფისათვის ქვეითნი, მხედრები და გამცილებელნი ჩვენი მტრებისაგან თავის დასაცავად; |
52 | რამეთუ მძიმე-გჳჩნდა თხოვა მეფისა მისგან მკჳრცხლებისა და მჴედრებისა, რათამცა გზად-მყვეს ჩუენ შემწეობისათჳს მათგან, რომელნი-იგი წინააღგჳდგეს, |
52 | რადგან ვუთხარით მეფეს, რომ ჩვენი უფლის ძალი იქნებოდა მის მაძიებლებთან ყოველ კეთილ საქმეში. | 53 | რამეთუ ვარქუთ ჩუენ მეფესა ესრეთ, ვითარმედ: ძლიერებაჲ უფლისა ღმრთისა ჩუენისა არს ჩუენ თანა და ყოველთა თანა, რომელნი ეძიებენ მას. |
53 | კვლავ ვევედრეთ უფალს ჩვენსას ყოველივე ამისთვის და მივიღეთ მისგან დიდი წყალობა. | 54 | და მის ყოვლისათჳს ვქადაგებდით მარხვასა და ვილოცევდით, რათამცა უფალმან დაგჳცვა ჩუენ და წარგჳმართა ჩუენ გზათა მშჳდობისათა. |
54 | გამოვყავი მღვდელთა წინამძღვართაგან თორმეტი კაცი და შერაბია და ხაშაბია და მათთან ერთად მათი ძმებისგან ათი კაცი. | 55 | და გამოვირჩიენ მთავარნი ნათესავთა მათგან და მღდელთანი, კაცნი ათორმეტნი, და ესებიან და ესემინ და მათ თანა ძმათაგანნი მათთა ათ კაც. |
55 | და ავუწონე მათ ვერცხლი და ოქრო და ჩვენი უფლის სახლის წმიდა ჭურჭელი, რაც თვით მიუძღვნა მეფემ და მისმა თანამზრახველებმა და დიდებულებმა და მთელმა ისრაელმა. | 56 | და აღვწონეთ და მივეცით მათ ოქრო და ვეცხლი და სამსახურებელი სამღდელო და ჭურჭელი სახლისა უფლისა, რომელი-იგი მოგვანიჭა ჩუენ მეფემან და თანამზრახველთა მისთა და მთავართა და ყოველმან ისრაჱლმან. |
56 | და აწონილი გადავეცი მათ ექვსას ორმოცდაათი ვერცხლის ტალანტი და ვერცხლის ჭურჭელი ასი ტალანტისა, ასი ოქროს ტალანტი, ოცი ოქროს ნივთი და სპილენძის ჭურჭელი, რჩეული სპილენძის, ოქროსდრად მბზინვარე, თორმეტი. | 57 | აღვწონე და მივეც ვეცხლი იგი ექუსასერგასისი ტალანტი, და სამსახურებელი ვეცხლისა ასი ტალანტი, და ასი ტალანტი ოქროსა, |
58 | და სხუა ჭურჭელი ოქროსა ოც და სპილენძისა წმიდაჲ რჩეული ოქროსფერი თორმეტ. | ||
57 | ვუთხარი მათ: თქვენც წმიდა ხართ უფლისათვის, წმიდაა ჭურჭელიც, ვერცხლიც და ოქროც, ილოცეთ უფლის, ჩვენი მამების უფლის მიმართ. | 59 | და ვარქუ მათ: თქუენ განწმედილ ხართ უფლისა მიერ და ყოველი სამსახურებელი წმიდაჲ უფლისა არს ოქროსანი და ვეცხლისანი, ილოცეთ უფლისა მიმართ და უფალმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან დაგჳცვნეს და მოგვაწივნეს ჩუენ მშჳდობით ადგილსა ამას სიწმიდისა თჳსისასა. |
58 | იფხიზლეთ და დაიცავით, ვიდრე არ გადასცემთ მათ მღვდელთა წინამძღვართ და ლევიანებს და ისრაელის საგვარეულოთა წინამძღოლებს იერუსალიმში, ჭურჭლის საცავში ჩვენი უფლის სახლისა. | 60 |
მღჳძარედ დეგით და ეკრძალენით, ვიდრემდის მიიყვანნეთ და მიაწივნეთ იგინი მთავართა მიმართ მღდელთა და ლევიტელთასა, მთავართა და მღდელთმოძღუართა ისრაჱლისათა, რომელნი არიან იერუსალჱმს. |
59 | მიიღეს მღვდლებმა და ლევიანებმა ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი, რაც იერუსალიმში იყო, და შეიტანეს ისინი უფლის ტაძარში. | 61 | და რომელ მოიღეს მცველთა ტაძრისა უფლისათა და მღდელთმოძღუართა მათ და ლევიტელთა ვეცხლი, ოქრო და ჭურჭელი სამსახურებელისაჲ, რომელ მოიღონ ტაძრად უფლისა, რომელი-იგი არს იერუსალჱმს. |
60 | დავიძარით მდინარე თერადან პირველი თვის მეთორმეტე დღეს და შევედით იერუსალიმში ჩვენი უფლის ძლიერი ხელით, რომელიც ჩვენზე იყო; და გვიფარავდა ჩვენ გზაზე ყოველი მტრისგან და მოვედით იერუსალიმში. | 62 | და აღვდგეთ და წარვიდეთ თერა მდინარით, რომელსა დღესა ათორმეტი იყო თთჳსა მის პირველისა, მოდით და მივცენით იერუსალჱმდ დაცულნი ამაღლებულითა მით ძლიერითა მკლავითა ღმრთისათა, და გჳჴსნას ჩუენ ღმერთმან ჩუენმან ყოველთა მტერთაგან, მშჳდობით და ცოცხლებით მივიწივნეთ იერუსალჱმდ |
61 | და აქ, მესამე დღის დამდეგს, ჩვენი აწონილი ვერცხლი და ოქრო გადაეცა უფლის სახლში მღვდელ მარმოთს, ურიას ძეს. | 63 | და რაჟამს განვისუენეთ სამ დღე ოდენ იერუსალჱმს, დღესა მეოთხესა აღვწონეთ და მივეცით ვეცხლი და ოქრო სახლად უფლისა ღმრთისა ჩუენისა მღდელსა მას მარმუთი ურიათაგანსა, და რომელნი-იგი მის თანა იყუნეს. |
62 | იყო მასთან ერთად ელყაზარი, ძე ფინხასისა; აგრეთვე იყვნენ მათთან იოზაბად იესოს ძე და ნოყადია ბანუიასი, ლევიანები; ჩააბარეს რიცხვით და წონით ყოველივე და ჩაწერილ იქნა მათი მთელი წონა იმავე დროს. | 64 | ელიეზერ ფინეზეანი, და იოსებეთოს, და ესოვან, და მეთურსა საბეან და სხუანი ლევიტელნი, რომელთა მივეცით სასწორით და რიცხჳთ. |
65 | და იპოვა სასწორი რიცხჳსა მას დღესა შინა. | ||
63 |
ხოლო ტყვეობიდან გამოსულებმა შესწირეს მსხვერპლი უფალს, ისრაელის ღმერთს: თორმეტი კურატი, მთელი ისრაელისათვის, ოთხმოცდა თექვსმეტი ვაცი, სამოცდა თორმეტი კრავი, თხები სამადლობელად, ყოველივე მსხვერპლად უფლისათვის. |
66 | და რომელნი-იგი მოსრულ იყუნენ ჩემ თანა ტყუეობისა მისგან ბაბილოვნელთასა, შესწირეს მსხუერპლი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა: ზვარაკი ათორმეტ, ყოვლისათჳს ისრაჱლისა, ვერძები ოთხმეოცდაათ, |
67 | და კრავები, სამეოცდააოორმეტ, ვაცები ამა ცხოვრებისათჳს ათორმეტ, ესე შესაწირავი შესწირეს წინაშე უფლისა ღმრთისა. | ||
64 | გადასცეს მეფის განკარგულებანი სამეფოს მმართველთ და კოილე სირიისა და ფინიკიის მთავართ და მათ ადიდეს ხალხი და უფლის ტაძარი. | 68 | და მისცეს წიგნი ბრძანებისა მის მეფისა კარანთა მათ მეფისათა მფლობელთა და სოფლისმპყრობელთა ასურთასა და ფინიკისათა და დიდის პატივით იდიდა ნათესავი ჩუენი და ტაძარი უფლისა. |
65 | როდესაც ყოველივე აღსრულდა, მოვიდნენ ჩემთან წინამძღოლნი და მითხრეს: | 69 | და ვითარცა აღესრულა ესე ყოველი, მოვიდეს ჩემ წინაშე ნახპეტნი და მთავარნი ძეთა ისრაჱლისათანი და თქვეს: ურიდ იქმნა ყოველი ნათესავი ძეთა ისრაჱლისა და მთავარნი მათნი, მღდელნი და ლევიტელნი. |
66 | არ განეშორა ერი ისრაელისა, მთავარნი და მღვდელნი და ლევიანნი ამ ქვეყნის უცხოთესლის ხალხებს და მათს უწმიდურებას - ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, იებუსელებს, მოაბელებს, ეგვიპტელებს და ედომელებს; | 70 |
აღერივნეს წარმართთა და უცხოთესლთა და სიბილწესა ყოველთა უცხოთესლთასა: ქანანელთა, და ქეტელთა, და ფერეზელთა, და იებოსელთასა, და მოაბელთა, და ამორეველთა, და ეგჳპტელთა, და იდუმელთა, |
67 | რადგან შეეუღლნენ მათ ასულებს თავადაც და ძენი მათნიც, და შეერია წმიდა თესლი უცხო თესლს, ამ ქვეყნის ხალხებს; წინამძღვარნი, და დიდებულნი ამ ურჯულოების თანამოზიარენი შეიქმნენ თავიდანვე. | 71 | რამეთუ შეიბილწნეს ასულთა მათთა თანა იგი და ძენი მათნი და შეერია თესლი სიწმიდისა მათისა უცხოთესლთა და წარმართთა მის ქუეყანისათა და უსჯულო იქმნნეს მთავარნი და დიდ-დიდნი თჳთეულად თავით თჳსით, რამეთუ იგინი იქმნნეს წინამძღუარ ბოროტისა მის შერეულობისათჳს. |
68 | ამის გაგონებაზე შემოვიძარცვე ტანსაცმელი და სამღვდელო შესამოსელი, ვიგლეჯდი თმას თავსა და წვერზე, და ვიჯექი დამწუხრებული და შეურვებული. | 72 | და იყო, რაჟამს მესმა სიტყუა ესე, დავიპე სამოსელი ჩემი, და ვგოდებდი და ვიფხურიდი თმათა თავისა ჩემისათა და წუერთა ჩემთა. და დავჯედი მგლოვარედ დიდად და მწუხარედ. |
69 | შემოიკრიბნენ ჩემთან ისრაელის, უფლის სიტყვით აღძრულნი, როცა ვგოდებდი ურჯულოებისათვის და ვიჯექი შეურვებული მწუხრის მსხვერპლშეწირვამდე. | 73 | და მოკრბეს ჩუენდა ყოველნი, ვითარ ესმა გოდება ჩემი, რომელ იყო უფლისათჳს ღმრთისა ისრაჱლისა, და მიხილეს მე, რასა ვიქმოდე ზედა უსჯულოებათა მათთჳს, რამეთუ ვჯედ მწუხარედვე ვიდრე მწუხრადმდე და მოწევნამდე შესაწირავისა მის სამწუხროსა. |
70 | როცა მარხვისგან ავდექი, შემოხეული კაბითა და სამღვდელო სამოსელით, მუხლი მოვიდრიკე და ხელაპყრობით მივმართე უფალს: | 74 | და აღვდეგ მე გლოვისა მისგან და ეგრევე დაპებულ იყო სამოსელი ჩემი, დაღონებულ ვიყავ გლოვითა და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა, ღაღად-ვყავ, |
71 | უფალო, მრცხვენია და ვძრწი შენი პირის წინაშე. | 75 | და ვთქუ: უფალო, გურცხუენის და ვძრწით წინაშე პირსა შენსა, |
72 | რადგან ჩვენმა ცოდვებმა გადაფარა ჩვენი თავები და უგუნურობებმა ჩვენმა ცას მიაღწია; | 76 | რამეთუ ცოდვანი ჩუენნი განმრავლდეს უფროს თმათა თავისა ჩუენისათა და უსჯულოებანი ჩუენნი ამაღლდეს უზეშთაეს ცათასა. |
73 | ჩვენი მამა-პაპის დროიდან ვართ დიდ ცოდვებში დღევანდელ დღემდე; | 77 | წელთა მათგან და ჟამთა მამათა ჩუენთასა და ვართ ჩუენ ცოდვათა შინა დიდთა მოდღენდელად დღედმდე |
74 | ჩვენი და ჩვენი მამა-პაპის ცოდვათა გამო ჩვენს ძმებთან, ჩვენს მეფეებთან და ჩვენს მღვდლებთან ერთად, ქვეყნის მეფეთა მახვილს მიგვეცი დასატყვევებლად, საძარცვავად და შეურაცხყოფისათვის დღევანდელ დღემდე. | 78 | და ცოდვათა ჩუენთა და მამათა ჩუენთასა, და მივეცით ტყუეობასა ჩუენ და ძმანი ჩუენნი და მეფენი ჩუენნი და მღდელთმოძღუარნი ჩუენნი და ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა შეგჳცუნეს ჩუენ მახჳლითა ჴრმლებისათა, წარგუტყუენეს ჩუენ, და აღჴოცნეს ადგილნი ჩუენნი, და ვიქმნენით ჩუენ სირცხჳლეულ ჟამთა მათ |
75 |
აწ რაოდენი შეწევნა მივიღეთ შენგან, უფალო, რომ შეგვინარჩუნე ჩვენ ძირი და სახელი შენი სიწმიდის ადგილზე, |
79 | და აწ, რაოდენ იქმენ წყალობა შენი, უფალო, დატევებად ძირი და ნათესავი ადგილსა მას სიწმიდისა შენისასა. |
76 | რომ გამოაჩინე ნათელი ჩვენი უფლის სახლში, მოგვეცი საზრდო ჩვენი მონობის ჟამს; | 80 |
და გამოაბრწყინვე ნათელი ტაძარსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა, და მომეც ჩუენ საზრდელი ჟამსა მონებისა ჩუენისა |
77 | მონობაშიც არ ვყოფილვართ მიტოვებულნი ჩვენი ღმერთისგან, არამედ მადლი მოგვივლინე სპარსელთა მეფეების წინაშე, | 81 | და ტყუეობასა მას შინა და არა დაგუთხიენ ჩუენ ჴელთაგან შენთა, არამედ გუექმენ უფალი შემწე, და გუეც ჩუენ პოვნად მადლი წინაშე მეფი- სა მის სპარსთასა, და პატიოსან-გუყვენ ჩუენ და გჳღვაწნე ჩუენ ყოვლითა განმზადებულებითა. |
78 | რათა მოეცათ საზრდელი და განედიდებინათ ჩვენი ღმერთის ტაძარი და აშენებულიყო იავარქმნილი სიონი, მოეცა ჩვენთვის სამკვიდრებელი იუდასა და იერუსალიმში. | 82 | დიდებულ-ყო ტაძარი იგი უფლისა ღმრთისა ჩუენისა და აღმართა და აღაშენა უდაბნო იგი სიონი და დაგუამკჳდრნა ჩუენ ჰურიასტანსა შინა და იერუსალჱმს. |
79 | აწ რა ვთქვათ, უფალო, ყოველივე ამის მქონებლებმა? რადგან გადავედით შენს ბრძანებას, რომელიც მოგვეცი შენ მორჩილთა - წინასწარმეტყველთა ხელით და გვითხარი, რომ | 83 | აწ რამე ვთქუა წინაშე შენსა, უფალო, ამის ყოვლისათჳს? რამეთუ გარდავჴედით სჯულსა და ბრძანებათა შენთა, უფალო, რომელი-იგი მოგუეც ჩუენ ჴელითა მონათა შენთა წინაწარმეტყუელთათა. |
80 | ქვეყანა, რომელშიც შედიხართ წილხვედრით, არის მიწა, შეგინებული სიბილწით ქვეყნის უცხოთესლთა მიერ, რომელთაც თავისი უწმიდურებით აავსეს იგი; | 84 | და სთქუ ესრეთ: ქუეყანასა, რომელსა შეხჳდეთ დამკჳდრებად, მას ზედა არს ქუეყანა იგი შეგინებულ სიბილწითა მით ნათესავთა მათგან მის ქუეყანისათა და შეგინებითა მათითა აღივსნეს იგინი. |
81 | ამიერიდან თქვენი ასულნი არ შერთოთ მათ ვაჟებს, და მათი ასულნი არ მოჰგვაროთ ცოლად თქვენს ვაჟებს; | 85 | და აწ ნუ მოჰგური შენ ასულთა მათთაგან ცოლად ძესა შენსა და ასულთა შენთაგან ნუ მისცემ ცოლად ძეთა მათთა, |
82 | ნურასდროს ეძიებთ მათთან ზავით ცხოვრებას, რათა გაძლიერდეთ და იგემოთ სიკეთენი მიწისა და გაუყოთ იგი თქვენს შვილებს უკუნისამდე. | 86 | ნუცა ჰყოფ მშჳდობასა მათ თანა ყოველთა ჟამთა, და იყავ შენ განძლიერებულ ჭამად სიპოხესა მის ქუეყანისასა და დაიმკჳდრედ ძეთა შენთა ქუეყანა იგი უკუნისამდე ჟამთა. |
83 | რაც გვემართება, ჩვენი უკეთური საქმეების გამო და ჩვენი დიდი ცოდვებისათვის გვემართება. | 87 | და რა ესე წარგჳჴდა ჩუენ და უკეთურებისათჳს ცოდვათა ჩუენთათჳს, |
84 | შენ გვილხინე, უფალო, ჩვენი ცოდვებისგან და მოგვეცი ასეთი ძირი, მაგრამ ჩვენ კვლავ მივიქეცით და გადავედით შენს რჯულს და შევერიეთ ამ ქვეყნის ხალხთა უწმიდურებას. | 88 | არამედ შენ, უფალო, მრავალგზის მოგჳტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და მოგუეც ჩუენ ესევითარი ნათესავი და ძირი, და ჩუენ მერმე გარდავაქციეთ და გარდავჴედით შჯულსა შენსა და აღვერიენით ბილწებასა ნათესავი- სა მის ქუეყანისასა. |
85 | ხომ არ განრისხდი ჩვენზე ისე, რომ მოვისრათ და არ დარჩეს ძირი და თესლი და სახელი ჩვენი? | 89 | და არა განრისხენ ჩუენ ზედა წარსაწყმედელად ჩუენდა ვიდრე აქამომდე, უკუეთუ არა დაშთეს ძირი და თესლი და სახელი ჩუენი. |
86 |
უფალო ისრაელისა, ჭეშმარიტი ხარ შენ, რადგან დავრჩით ძირად დღემდე. |
90 |
შენ მართალ ხარ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, ჭეშმარიტ და არა მოასრულე ნათესავი ჩუენი, შენ მართალ, არამედ დავშთით ძირი და თესლი მოდღემდე. |
87 | აჰა, აწ ურჯულოებაში ვართ შენს წინაშე. არ ეგებოდა კვლავ მასში დგომა შენს პირისპირ. | 91 | და აწ, აჰა, ესერა, ვართ დღეს წინაშე შენსა უსჯულოებათა შინა ჩუენთა და ვერ შემძლებელ ვართ დღეს წინაშე შენსა უსჯულოებათა შინა ჩუენთა, და ვერ შემძლებელ ვართ დადგომად წინაშე პირსა შენსა, რამეთუ განმრავლდეს უსჯულოებანი და უკეთურებანი ჩუენნი უმეტეს თმათა ჩუენთა |
88 | როცა ეზრა ლოცულობდა, აღსარებას ამბობდა და ტიროდა ტაძრის წინ მიწაზე გართხმული, შემოიკრიბა მის ირგვლივ იერუსალიმიდან დიდძალი ერი: კაცები, ქალები და ბავშვები, და დიდი იყო გოდება ხალხში; | 92 | და რაჟამს ილოცვიდა ეზრა მით აღსარებითურთ და გოდებითა დიდითა, და დავრდომილი იდვა პირსა ზედა ქუეყანისასა წინაშე ტაძარსა მას უფლისასა, შეკრბეს მისსა ყოველნივე, რომელნი იყუნეს იერუსალჱმს, ერი მრავალი, მამანი და დედანი, ჭაბუკნი და ქალწულნი, რამეთუ გოდება დიდი იყო სიმრავლისა ერისა |
89 | ხმა ამოიღო იექონიამ, იეელოსის ძემ, ისრაელიანთაგან, და უთხრა ეზრას: ჩვენ ვცოდეთ უფალს და შევეუღლეთ ამ ქვეყნის უცხოთესლის დედაკაცებს და აწ იმედით მყოფობს ისრაელი. | 93 | და განაწესა იაქონია და იელუ, ძეთაგან ისრაჱლისათა. და თქუა ეზრა: ვცოდეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა და ვისხნეთ ჩუენ ცოლნი უცხოთესლთაგან ამის ქუეყანისათა. |
90 | აღვავლინოთ ჩვენ ფიცი უფლის წინაშე, რომ გავეყრებით ჩვენს ცოლებს, რომელნიც კი უცხოთესლნი არიან, მათ შვილებთან ერთად, როგორც განსაჯე შენ და მათ, რომელნიც მორჩილებენ საღმრთო რჯულს. | 94 | და აწ არიან დღეს უსჯულოებანი ჩუენ შორის, და აწ მოდით ყოველნივე და დავდვათ ფიცი წინაშე უფლისა და განვიყენნეთ ჩუენ ცოლნი ჩუენნი, რომელ ვისხენით უცხოთესლთაგან შვილითურთ მათით, |
91 | აღდეგ და აღასრულე, რადგან შენ გეკუთვნის ეს საქმე და ჩვენ შენთან ერთად ძალი მოგვეცემა. | 95 | ვითარცა ბრძანებს სჯულსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა: აღდეგ მეყსეულად და აღასრულე, |
96 | რამეთუ შენდა მიმართ არიან ყოველნი საქმენი ჩუენნი და ჩუენ შენ თანა ვართ, რაცა ჰბრძანო, ვყოთ. | ||
92 | ადგა ეზრა და ფიცით. შეჰკრა მთელი ისრაელის მღვდელთა და ლევიანთა მთავრები, რათა ასე მოქცეულიყვნენ და მათაც ფიცი დასდეს. | 97 | და აღდგა ეზრა და აფუცნა მთავარნი ტომთა მღდელთანი და ლევიტელთანი და ყოველი ისრაჱლი, მსგავსად ამის სახისა ფუცეს. |