ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ეგვიპტელ იუდაელებს სიხარულს, კეთილდღეობას და მშვიდობას უთვლიან ძმები - იერუსალიმში და იუდაში მყოფი იუდაელები. |
||
2 | დაე, სიკეთე მოგაგოთ ღმერთმა და გაიხსენოს თავისი აღთქმა აბრაამის, ისაკისა და იაკობის - თავის ერთგულ მორჩილთა მიმართ. | ||
3 | დაე, სუყველას მოგცეთ გული, რთამ თაყვანი სცეთ მას და აღასრულოთ მისი ნება მტკიცე გულითა და მოწადინე სულით. | ||
4 | გული გაგიხსნათ მან თავისი რჯულისათვის და მცნებებისთვის, მშვიდობა მოგფინოთ. | ||
5 | შეისმინოს უფალმა თქვენი ლოცვა-ვედრება და შეგიწყნაროთ გასაჭირში და არ გაგწიროთ. | ||
6 | ჩვენ ახლა თქვენთვის ვლოცულობთ. | ||
7 | დემეტრიოსის მეფობის დროს, ას სამოცდა ცხრა წელს, ჩვენ, იუდაელებმა, მოგწერეთ თქვენ დიდი გულისტკივილითა და მწუხარებით, რომელიც განვიცადეთ ჩვენ, როცა იასონი და მისი თანამზრახველები განუდგნენ წმიდა მიწას და სამეფოს, | ||
8 | და გადაწვეს კარიბჭეები, დაღვარეს უმანკო სისხლი. მაგრამ ჩვენ შევევედრეთ უფალს და შესმენილ იქნა ჩვენი ვედრება და შევწირეთ მსხვერპლი და ძღვენი, დავანთეთ კანდლები და პური დავუწყვეთ გვერდით. | ||
9 | ახლაც აღასრულებდეთ კარვობის დღესასწაულს, ქისლევის თვეში ას ოთხმოცდა რვა წელს. | ||
10 | მეფე პტოლომეოსის მასწავლებელს, არისტობულოსს, მირონცხებულ მღვდელთა ნათესავს და ეგვიპტელ იუდაელებს სიხარულსა და ჯანმრთელობას უსურვებენ იერუსალიმში და იუდაში მყოფნი, უხუცესობა და იუდა. | ||
11 | დიდად ვუმადლით ღმერთს, საშინელ საფრთხეთაგან ჩვენს მხსნელს, რომ შეგვეწია მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში | ||
12 | და უკუაქცია წმინდა ქალაქზე გამოლაშქრებული ჯარი, | ||
13 | რადგან სპარსეთს რომ მიადგა წინამძღთალი თავისი ლაშქრით, როშელიც უძლეველად იყო მიჩნეული, ნაკუწ-ნაკუწად აკაფეს ნანეას ტაძარში ამ ტაძრის ქურუმთა ეშმაკობის წყალობით. | ||
14 |
ანტიოქოსი ხომ თითქოსდა მასთან შეუღლების სურვილით წამოვიდა ხსენებული ადგილისაკენ და მასთან ერთად მისი მეგობრებიც მოვიდნენ აქ, მზითვის ფულის ასაღებად. |
||
15 | ნანეას ქურუმებმა გადაიხადეს ფული და მეფეც მცირედი ამალით კვრივის გალავანში შემოვიდა. და, როგორც კი შედგა ტაძარში ანტიოქოსმა ფეხი, შიგნით მოიმწყვდიეს იგი ქურუმებმა, | ||
16 | გახსნეს თაღზე ფარული კარი, დაუშინეს იქიდან ქვები და ჩაქოლეს ყველა - წინამძღოლიცა და თანმხლებნიც; შემდეგ მოკვეთეს მათ თავები და გარეთ გამოყარეს. | ||
17 | ყოვლად კურთხეულია ჩვენი ღმერთი, რომ გასცა მკრეხელები; | ||
18 | ხოლო ჩვენ, რაკი მოვისურვეთ ქისლევის ოცდამეხუთე დღეს გვედღესასწაულა ტაძრის სატფურების დღესასწაული, საჭიროდ ვცანით, გვეუწყებინა თქვენთვის, რომ თქვენც გაგემართათ კარვობისა და ცეცხლის დღესასწაული, როგორც ნეემიამ, ტაძრისა და სამსხვერპლოს ამშენებელმა, შესწირა მსხვერპლი. | ||
19 | რადგან როცა სპარსეთში ტყვედ წაასხეს ჩვენი მამა-პაპა, ღვთისმოშიშმა მღვდლებმა საკურთხევლიდან საიდუმლოდ წამოიღეს ცეცხლი და მშრალი ჭის ფსკერზე გადამალეს და საიმედოდ შეინახეს ჭაში, რაკი არავინ იცოდა ეს ადგილი. | ||
20 | გამოხდა მრავალი წელი და ღმერთმა ინება, რათა სპარსეთის მეფეს ნეემია გაეგზავნა ცეცხლისთვის მისი შემნახველი მღვდლების შთამომავლებთან; როცა გვაცნობეს, რომ არ აღმოჩნდა ცეცხლი, არამედ მხოლოდ შემკვრივებული წყალი, უბრძანა მათ ნეემიამ, მოეტანათ იგი. | ||
21 | როცა ყველაფერი მოამზადეს მსხვერპლის შესაწირად, ნეემიამ მღვდლებს უბრძანა, ეპკურებინათ წყალი შეშისთვის და მასზე დაწყობილი მსხვერპლისთვის. | ||
22 | ბრძანება რომ შეასრულეს და დრომ მოაწია, გამოანათა მზემ, აქამდე ღრუბლებით რომ იყო დაფარული, და აღეგზნო დიდი ცეცხლი; გააოცა ამან ყველა. | ||
23 | მღვდლები კი, ვიდრე მსხვერპლი იწვოდა, ლოცულობდნენ მღვდლებიც და ყველანი. იონათანი იწყებდა და დანარჩენები ხმას აყოლებდნენ, და ნეემიაც მათ შორის. | ||
24 | ასეთი იყო მათი ლოცვა: უფალო, უფალო, ღმერთო, ყოვლის შემოქმედო, საშინელო და ძლიერო, სამართლიანო და ლმობიერო, ერთადერთო მეუფევ, კეთილისმყოფელო, | ||
25 | ერთადერთო გამრიგევ, ერთადერთო მართალო, ყოვლისმპყრობელო და მარადიულო, რომელმაც იხსენი ისრაელი ყოველივე ბოროტისაგან, რომელმაც გამოარჩიე მამები და აკურთხე ისინი; | ||
26 | შეიწირე ეს მსხვერპლი მთელი შენი ხალხის, ისრაელის გულისთვის, დაიცავი შენი წილხვედრი და წმინდაჰყავ იგი. | ||
27 |
გევედრებით, კვლავ შეკრიბო ჩვენი გაფანტული ხალხი, იხსნა დატყვევებულნი წარმართთა შორის, მოხედე განწირულთ და მოძულებულთ; დაე, უწყოდნენ წარმართებმა, რომ ჩვენი ღმერთი ხარ; |
||
28 | დასაჯე ჩვენი მოძალადეები, ამპარტავნობით რომ გვაგულისებენ. | ||
29 | დანერგე შენი ხალხი შენს წმიდა ადგილას, როგორც თქვა მოსემ. | ||
30 | მღვდლები კი ამასობაში საზეიმო სიმღერებს გალობდნენ. | ||
31 | როგორც კი შეიწირა მსხვერპლი, ნეემიამ ბრძანა, დანარჩენი წყალი დიდ ქვებზე მოეღვარათ. | ||
32 | როგორც კი ეს ბრძანება აღასრულეს, იფეთქა ალმა, მაგრამ სამსხვერპლოსაგან გამოტევებულ შუქზე ჩანელდა იგი. | ||
33 | განცხადდა ეს საქმე და მოახსენეს სპარსეთის მეფეს, რომ იმ ადგილას, სადაც გადმოსახლებული მღვდლები ინახავდნენ ცეცხლს, აღმოჩნდა წყალი და ამ წყლით ნეემიას მიმდევრებმა განწმიდეს მსხვერპლი. | ||
34 | მეფემ საქმის ვითარება რომ გაიცნო, ბრძანა შემოესაზღვრათ ეს ადგილი, როგორც კვრივი. | ||
35 | ხოლო იმათ, ვისაც სწყალობდა, მეფემ ბევრი ძღვენი უბოძა, რაც თავად ჰქონდა მიღებული. | ||
36 | ხოლო ნეემიას თანმხლებმა ხალხმა უწოდა ამ ადგილს ნეფთარ, რაც განწმედად ითარგმნება. ბევრი კი მას ნეფთაის უწოდებს. |