ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ხოლო იუდა მაკაბელმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ფარულად მოიარეს სოფლები და მოუხმეს ნათესავებს და იუდაური რჯულის ერთგულებს და შეკრიბეს ექვსიათასამდე კაცი. |
||
2 | მოუხმეს უფალს, რათა მოეხედა ყველასგან დაჩაგრული ხალხისთვის და მეოხად ჰყოლოდა უწმინდური ადამიანებისგან შეგინებულ ტაძარს. | ||
3 | მოეღო მოწყალება განადგურებული ქალაქისათვის, მალე მიწას რომ გაუსწორდებოდა, და შეესმინა მის მიმართ მღაღადებელი სისხლისათვის. | ||
4 | გაეხსენებინა უღვთოდ დაღუპული უცოდველი ჩვილები და თავისი სახელის შეგინება და ბოროტთა მიმართ სიძულვილით აღვსილიყო. | ||
5 | როცა მაკაბელი ჩაუდგა რაზმებს სათავეში, უძლეველი შეიქნა იგი წარმართათვის, რადგან უფლის რისხვა მოწყალებად მოიქცა. | ||
6 | იგი მოულოდნელად ესხმოდა თავს ქალაქებსა და სოფლებს და ცეცხლს უკიდებდა მათ; ასე დაიკავა მან მოხერხებული ადგილი და მრავალრიცხოვანი მტერი უკუაქცია. | ||
7 | ამ თავდასხმებისთვის იგი უპირატესად ღამეს ირჩევდა. და ხმა იუდას ვაჟკაცობაზე ყველგან გავრცელდა. | ||
8 | ფილიპემ დაინახა, რომ ეს კაცი თანდათან იკრებდა ძალას და ბედიც ხშირად სწყალობდა ხოლმე, და მისწერა პტოლემეოსს, კოილეს სირიისა და ფინიკიის განმგებელს, დახმარებოდა სამეფოს საქმეებში. | ||
9 | მანაც მაშინვე დანიშნა ნიკანორი, პატროკლეს ძე, თავისი პირველი მეგობართაგანი, და გააგზავნა იუდაში ოციათასამდე კაგი სხვადასხვა ხალხებიდან და უბრძანა, მიწასთან გაესწორებინა იუდაელთა მთელი მოდგმა. მასთან ერთად გააგზავნა გორგიაც, სარდალი და საომარ საქმეებში გამოცდილი კაცი. | ||
10 | ნიკანორს დაევალა, რომაელთათვის მეფის გადასახადი - ორასი ტალანტი იუდაელი ტყვეების ხარჯზე აენაზღაურებინა. | ||
11 | მაშინვე დაგზავნა ნიკანორმა მაცნეები ზღვისპირა ქალაქებში, მოუწოდებდა მათ, იუდაელები მონებად შეესყიდათ და თითო ტალანტად ოთხმოცდაათ ტყვეს ჰპირდებოდა. არ ელოდა იგი, რომ ამის გამო ყოვლისშემძლის მსჯავრი დაატყდებოდა თავს. | ||
12 | ეუწყა იუდას ნიკანორის გამოლაშქრების ამბავი და როცა მან თავის თანმხლებთ ლაშქრის მოახლოება აცნობა, | ||
13 |
ვინც კი მხდალნი და ღვთის სამართლისადმი ურწმუნონი იყვნენ, მიმოიფანტნენ და თავიანთი ადგილები მიატოვეს; |
||
14 | სხვებმა კი ყველაფერი გაყიდეს, რაც ებადათ, და უფალს ევედრებოდნენ, უღვთო ნიკანორისგან დაეხსნა ისინი, რომლებიც ჯერ კიდევ ბრძოლის დაწყებამდე იყვნენ გაყიდულნი, | ||
15 | მათთვის თუ არა მათ მამა-პაპასთან დადებული აღთქმის გამო მაინც და იმის გამოც, რომ ისინი მისი წმიდა და დიდებული სახელით იწოდებიან. | ||
16 | ხოლო მაკაბელმა შეკრიბა თავისი ხალხი - ექვსიათასამდე კაცი და მოუწოდებდა, არ შეშინებოდნენ მტერს, არ შემდრკალიყვნენ მათზე უსამართლოდ დაძრული მრავალრიცხოვანი წარმართების წინაშე და ვაჟკაცურად შებრძოლებოდნენ მათ. | ||
17 | თვალწინ ჰქონოდათ მოძალადეთა მიერ წმინდა ადგილის შებღალვა, შეგინებული ქალაქების გაპარტახება და წინაპართა ცხოვრების წესის მოშლა. | ||
18 | ისინი იარაღსა და გამბედაობას ენდობიანო, თქვა მან, ჩვენ კი ყოვლადძლიერი ღმერთის იმედი გვაქვს, რომელიც ერთი წამისყოფით გაანადგურებს ჩვენზე გამოლაშქრებულებსაც და მთელ ქვეყნიერებასაცო. | ||
19 | მან გაახსენა მათ ის ხანა, როცა ხსნა მოევლინა მათ წინაპრებს, სანქერიბის ხანა, როცა დაიღუპა ასოთხმოცდახუთი ათასი კაცი, | ||
20 | და ის ხანაც, როცა ბაბილონში, გალატებთან ომში, საბრძოლველად მხოლოდ რვა ათასი კაცი მოვიდა ოთხი ათას მაკედონელთან ერთად და, როცა მაკედონელები აირ-დაირივნენ, ამ რვა ათასმა ასოცი ათასი კაცი გაანადგურა, რადგან ზეციური შეწევნა იყო მათზე მოვლენილი, და აურაცხელი ნადავლიც ერგოთ. | ||
21 | ასე ამხნევებდა მათ და ამზადებდა რჯულისა და სამშობლოსათვის თავის გასაწირად. მერე ოთხ რაზმად დააწყო ჯარი იუდამ. | ||
22 | რაზმებს, რომელთაგან თითოეული ათასხუთას კაცს ითვლიდა, წინამძღთლად თითო ძმა - სიმონი, იოსები და იონათანი - დაუყენა. | ||
23 | შემდეგ ელეაზარს უბრძანა წმიდა წიგნი წაეკითხა და, ღვთის შეწევნით დაიმედებულმა, თვითონ იკისრა მეწინავე რაზმის წინამძღოლობა და ჩაება ნიკანორთან ომში. | ||
24 | რაკი ყოვლადძლიერი იყო მათი შემწე, მოწინააღმდეგის ცხრა ათასზე მეტი კაცი გაანადგურეს, მეტი წილი ნიკანორის ლაშქრისა დაჭრეს და დაასახიჩრეს, და ყველანი უკუაქციეს. | ||
25 |
ფულებიც აიღეს მათგან, ვინც ტყვეთა გამოსასყიდლად იყო მოსული. კარგა დიდ მანძილზე სდიეს მტერს, ბოლოს კი შემოიქცნენ, რადგან გვიანი ჟამი იყო. |
||
26 | რაკი შაბათი დგებოდა, აღარ გაუგრძელებიათ დევნა. | ||
27 | შეაგროვეს მომხდურთა საჭურველი, იარაღი აჰყარეს დახოცილ მტერს და იდღესასწაულეს შაბათი: გულმდუღარედ მადლს სწირავდნენ და განადიდებდნენ უფალს, ვინც იხსნა ისინი ამ დღეს და მათზე მოწყალებას დასაბამი დაუდო. | ||
28 | მერე ბრძოლაში დასახიჩრებულთ, ქვრივებსა და ობლებს, დაურიგეს ნადავლის ნაწილი, დანარჩენი კი თავიანთთვის და მცირეწლოვანთათვის დაიტოვეს. | ||
29 | ეს რომ მოათავეს, საერთო ვედრებით შესთხოვეს მოწყალე უფალს, ბოლომდე შეეწყნარებთნა თავისი მორჩილნი. | ||
30 | ტიმოთესა და ბაკქიდეს ჯარებთან შეტაკებაში ოციათასზე მეტი კაცი ამოხოცეს და მაღალი სიმაგრეები დაიკავეს. დასახიჩრებულებს, დაჭრილებს, ობლებსა და ქვრივებს თანაბრად გაშოუყვეს ნადავლის დიდი ნაწილი, უხუცესებმაც მიიღეს წილი. | ||
31 | შეაგროვეს ნაალაფარი იარაღი და შეინახეს; ყველაფერი გულმოდგინედ დააწყვეს ხელმისაწვდომ ადგალას, დანარჩენი ნადავლი კი იერუსალიმში წაიღეს. | ||
32 | ამ ბრძოლაში მოკლეს ტიმოთეს ჯარის მეთაური, უწმიდურზე უწმიდური კაცი, იუდაელებისთვის მრავალი უბედურების მომტანი. | ||
33 | შემდეგ კი სამშობლოში გამარჯვება იზეიმეს და ცეცხლზე დაწვეს კალისთენე და ზოგი სხვაც, რომლებმაც ცეცხლი წაუკიდეს წმიდა კარიბჭეს და ერთერთ სახლს შეაფარეს თავი. კიდეც მიეზღოთ მათ მკრეხელობისთვის საკადრისი საზღაური. | ||
34 | ხოლო სამგზის წყეულთ ნიკანორი, ვინც ათასი ვაჭარი წამოიყვანა იუდაელთა საყიდლად, | ||
35 | უფლის შეწევნით მათგან აღმოჩნდა დამცირებული, ვისაც თავად არარაირად მიიჩნევდა. გაიძრო დიდებული სამოსელი და მარტოდმარტომ, როგორც გაქცეულმა მონამ, გადალახა ქვეყანა და ანტიოქიას მიაღწია. ასე გადარჩა იგი ცოცხალთ თავისი ლაშქრის განადგურების შემდეგ. | ||
36 | ვინც რომაელებისთვის გადასახადის აკრეფას იერუსალიმელ ტყვეთა ხარჯზე ლამობდა, თავად აღიარა იუდაელთა უძლეველობა, რომ იუდაელებს ღვთისგან დადგენილი რჯულის მიმდევრებს, ვერავინ მიაყენებდა ზიანს. |