ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
წარმოთქვა დავითმა უფლისადმი ამ გალობის სიტყვები, რა დღესაც იხსნა უფალმა იგი ყველა მისი მტრისა და საულის ხელიდან. |
1 |
მაშინ წართქვა დავით სიტყუაჲ გალობისა წინაშე უფლისა დღესა მას, რომელსა იჴსნა იგი უფალმან ყოველთაგან მტერთა მისთა და ჴელთაგან საულისთა, |
2 | თქვა: უფალი კლდეა ჩემი, სიმაგრე ჩემი, მხსნელი ჩემი! | 2 | და თქუა: შეგიყუარო შენ უფალო, ძალო ჩემო! უფალი განმაძრიალებელი ჩემი! ჭირსა ჩემსა მიჴსნეს მე. |
3 | ღმერთი კლდეა ჩემი, სადაც შევეფარვი; ფარია ჩემი და რქაა ჩემი გადარჩენისა; სიმაღლე ჩემი და მისაქცეველი. ჩემო მხსნელო, შენ მიხსენი მოძალადისგან! | 3 | ღმერთი ჩემი, მფარველი ჩემი! რამეთუ იგი არს ჯაჭჳ ჩემი და რქა ცხორებისა ჩემისა. და იგი არს შესავედრებელი ჩემი და მჴსნელი ჩემი! და უსჯულოებათა ჩემთაგან მიჴსნა მე უფალმან. |
4 | უფალს დიდებულს შევღაღადე და მტრებს გადავურჩი. | 4 | ქებით ვხადე უფალსა და მტერთა ჩემთაგან განმარინა მე! |
5 | მომაწყდნენ სიკვდილის ტალღები, ბელიალის ნიაღვრებმა შემაშინეს, | 5 | მომადგეს მე სალმობანი წყალთანი და ღუართა უსჯულოებისათა შემაძრწუნეს მე! |
6 | შავეთის ქსელები შემომეხლართა, სიკვდილის ბადეებმა მომიცვეს. | 6 | გარემომადგეს მე სალმობანი ჯოჯოხეთისანი და მახენი სიკუდილისანი მეწივნეს მე! |
7 | ჩემს გასაჭირში შევღაღადე უფალს; ჩემს ღმერთს შევძახე და ისმინა თავის სასახლეში ჩემი ხმა და ჩემი ღაღადი მისწვდა მის ყურებს. | 7 | ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვყავ და ისმინა ჩემი ტაძრით წმიდით მისით ჴმისა ჩემისა! და ღაღადება ჩემი მიიწია ჴელთა მისთა. მან მოისმინა, ყურთა მისთა მოიჴსენა. |
8 | შებარბაცდა, შეტოკდა დედამიწა, ცათა საფუძველნი აძროდნენ და ირყეოდნენ, რადგან რისხვით აინთო იგი. | 8 | იძრა და შეძრწუნდა ქუეყანა! და საფუძველნი მთათანი შეირყნეს, შეძრწუნდეს, რამეთუ შერისხდა მათ ღმერთი! |
9 | ავარდა კვამლი მისი ნესტოებიდან და მჭამელი ცეცხლი მისი ბაგეებიდან; მისგან მუგუზლები აგიზგიზდნენ. | 9 | აჰჴდა კუამლი რისხვასა მისსა, და ცეცხლი პირისა მისისგან აღატყდა, და ნაბერწყალნი გამოეთხეოდეს მისგან! |
10 | მოდრიკა ცა და ჩამოვიდა; ღრუბელი მოექცა მის ფეხქვეშ. | 10 | მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა, ნისლი ქუეშე ფერჴთა მისთა! |
11 |
ამხედრდა ქერუბიმზე და გაფრინდა, და გამოჩნდა ქარის ფრთებზე. |
11 |
აღჴდა ქერობინთა, აფრინდა, აღმაღლდა ფრთეთა ზედა ქართასა! |
12 | კარვად წყვდიადი მოიბურა, წყლის ჯურღმული და ცის ღრუბელი. | 12 | დადვა ბნელი საფარველად მისა და გარემოს მისა, საყოფელნი მისნი ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა! |
13 | მისი ბრწყინვალებით გიზგიზებენ ცეცხლის ნაკვერცხლები. | 13 | ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე სეტყვა და ნაბერწყალი ცეცხლისა! |
14 | ციდან დაიქუხა უფალმა, უზენაესმა ხმა გამოსცა. | 14 | ქუხდა ცით გამო უფალი, და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი. |
15 | ისრები გატყორცნა და მიმოფანტა ჩემი მტრები, აგრგვინა და აუბნია გზა-კვალი. | 15 | მიავლინა მათა შურდულის ქვანი და განაბნივნა იგინი, ელვანი განამრავლა და შეაძრწუნნა იგინი! |
16 | გამიაჩნდა ზღვის ფსკერი, გაშიშვლდნენ სამყაროს საფუძვლები უფლის მუქარისგან, მისი რისხვის ქარისაგან. | 16 | შეძრწუნდეს იგინი განფენასა მას ზღჳსასა, გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა უფლისათა და სულითა რისხვისა მისისათა! |
17 | ხელი გადმოყო ზეგარდამო, ჩამჭიდა და წყლის მორევიდან ამომიყვანა. | 17 | გამოავლინა მაღლით და შემიწყალა მე და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა! |
18 | მიხსნა ძლიერი მტრისგან, ჩემს მოძულეთაგან, რომელთაც დამძალეს. | 18 | მიჴსნა მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთა, რამეთუ უძლიერეს ჩემსა იყუნეს! |
19 | ჭირში ვიყავ, როცა დამეცნენ, მაგრამ უფალი იყო ჩემი საყრდენი. | 19 | მომეწყინეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა, და უფალი იყო შემწე ჩემდა! |
20 | ფართოზე გამიყვანა და მიხსნა, რადგან შემიტკბო მან. | 20 | და გამომიყვანა მე ფართოდ. ეს მიჴსნა მე უფალმან! |
21 |
მომაგო უფალმა ჩემი სიმართლისაებრ და ჩემი ხელების სიწმიდისაებრ გადამიხადა. |
21 |
მომიგოს მე უფალმან სიმართლითა ჩემითა და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთა მომიგოს მე! |
22 | რადგან ვიცავდი უფლის გზას და არ შემიცოდავს ჩემი ღმერთისათვის. | 22 | რამეთუ დავიცუენ მე გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან! |
23 | რადგან მისი მცნებები წინ მედო და მისი წესებისივის არ გადამიხვევია. | 23 | რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან მარადის და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან! |
24 | წრფელი ვიყავ მის მიმართ და ცოდვას გავურბოდი. | 24 | და ვიყო მე წმიდაჲ წინაშე მისა და ვეკრძალო მე უსჯულოებისა ჩემისაგან! |
25 | გადამიხადა უფალმა ჩემი სიმართლისაებრ და სიწმიდისაებრ მის თვალში. | 25 | მომაგოს მე უფალმან სიმართლითა ჩემითა და უბიწოებითა ჴელთა ჩემთათა წინაშე თუალთა მისთა! |
26 | მოწყალესთან მოწყალეობ, წრფელ კაცთან წრფელობ. | 26 | წმიდისა თანა წმიდა იყო და სრულისა კაცისა სრული იყო! |
27 | უმწიკვლოსთან უმწიკვლო ხარ, უკუღმართთან - ცბიერი. | 27 | და რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუსა მისგან განეშორო! |
28 | დაჩაგრულთა მხსნელი ხარ, მედიდურებს მზერით აცამტვერებ. | 28 | რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნე და თუალნი ამპარტავანთანი შენ დაამდაბლენ! |
29 | რადგან, უფალო ჩემო, ლამპარი ხარ! უფალი ბნელს მინათებს. | 29 | რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, და განმინათლო ბნელი ჩემი! |
30 | რადგან შენით ურდოებს შევებმები. ჩემი ღმერთით გალავანს გადავევლები. | 30 | რამეთუ შენ მიერ ვრბიოდი მე ჭურვილი და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავჴედ ზღუდეთა! |
31 |
წრფელია ღვთის გზა, წმიდაა უფლის სიტყვა, მის მოიმედეთა ფარია იგი. |
31 |
ღმერთი წმიდა არს და უბიწო არს გზა მისი! ბრძანება უფლისა მტკიცე არს და გამოჴურვებულ და შესავედრებელ არს თჳთ მოშიშთა მისთა! |
32 | რადგან სად არს სხვა ღმერთი გარდა უფლისა? სად არს კლდე გარდა ჩვენი ღვთისა? | 32 | რამეთუ ვინ არს ღმერთი უფლისა გარეშე? ანუ ვინ არს შემოქმედი გარნა ღმრთისა ჩუენისა? |
33 | ღმერთია ჩემი გამაძლიერებელი, გზის წრფელად წარმმართველი. | 33 | რომელმან შემჭურა მე ძალითა და აღივსნეს სიმართლითა გზანი ჩემნი! |
34 | ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებზე დამაყენებს. | 34 | დაამტკიცნა ფერჴნი, ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე! |
35 | საბრძოლველად გამიწრთვნის ხელებს და მოჭიმავს სპილენძის მშვილდს ჩემი მკლავი. | 35 | განსწავლენ ჴელნი ჩემნი ღუაწლსა და არა მოუძლურდა, ვითარცა მშჳლდი რვალისა მკლავთაგან ჩემთა! |
36 | ხსნის ფარს შენ მაძლევ, შენი მოწყალება განმადიდებს. | 36 | შემჭურვე მე საჭურველითა მაცხოვარებისათა და განამრავლე ჩემ თანა სიმდაბლე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე, და სწავლამან შენმან აღმმართა მე! |
37 | შენ მიფართოებ ნაბიჯებს, აღარ მეჩორთება კოჭები. | 37 | ფართო-ყვენ სლვანი ჩემნი, ნაკლულევანებათა დამაკჳრვეს მე ქუეშე ჩემსა, რათა არა მოუძლურდენ ალაგნი ჩემნი, და ვერ წინადამიდგეს მე მჴდომნი იგი ჩემნი! |
38 | მტერს ვედევნები მოსასპობად და არ ვბრუნდები, ვიდრე ბოლოს არ მოვუღებ. | 38 | მივეტევე მე მტერთა ჩემთა ზედა და მოვსრენ იგინი და არა მოვაქცივე მათგან ვიდრე მოაკლდეს და მოვასრულნე იგინი! |
39 | ვსპობ და ვანადგურებ, ვეღარ დგებიან, ჩემს ფეხებთან ეცემიან. | 39 | დავგალნე იგინი და არღარა აღემართნენ და დაეცნენ იგინი ქუეშე ფერჴთა ჩემთა! |
40 | შენ შემომარტყამ ძალას საბრძოლველად, ჩემს წინაშე აჩოქებ ჩემს მომხდურებს. | 40 | შთამაცვა მე ძალი ბრძოლასა მათდა, შევმუსრენ, რომელნი-იგი აღდგომილ იყვნეს ჩემ ზედა! და მტერნი ჩემნი მომცენ მეოტად ჴელთა ჩემთა და ქედნი მტერთა ჩემთანი დავსთრგუნენ! |
41 |
მტრების ზურგს მაჩვენებ და ვაცამტვერებ ჩემს მოძულეებს. |
41 |
მტერთა ჩემთა ზურგთა ვდევნიდი და მოძულეთა ჩემთა განვაბნევდი! |
42 | აქეთ-იქით იხედება, მაგრამ არა ჩანს მხსნელი; უფლისაკენ - მაგრამ ხმას არ სცემს. | 42 | ღაღად-ყვეს და არა ვინ იყო, რომელმანცა იჴსნნა იგინი უფლისა ღმრთისა მიერ, და არა ისმინა მათი. |
43 | მიწის მტვერივით ვაცამტვერებ, ქუჩის გოროხივით ვამტვრევ და ვჯეგავ. | 43 | განვაბნიენ იგინი, ვითარცა მტუერნი წინაშე ქარისა და, ვითარცა თიჴა უბნისა, დავზილენ იგინი. |
44 | შენ მიხსენი ჩემი მეამბოხე ხალხისაგან; შენ მინახავ ერების მთავრად. ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახურება. | 44 | მიჴსენ მე მძლავრობისგან ერისასა და ნათლად წარმართთა დამიდგინე მე. ერი, რომელ არა ვიცოდე, მემონა მე, სმენითა ყურისათა დამემორჩილნეს მე. |
45 | უცხო ხალხები მეპირფერებიან; როგორც კი მოესმებათ ჩემი, მემორჩილებიან, | 45 | მეცრუვნეს მე შვილნი და უცხოთა დასმენითა ყურისათა მემორჩილნეს მე. |
46 | უცხოთესლთ ღონე ეხდებათ, გარბიან თავიანთი სიმაგრეებიდან. | 46 | და შვილნი სხუათანი წარვლიდენ და ზრუნვათა თჳსთა შეეკრნეს. |
47 | ცოცხალ არს უფალი, კურთხეულ არს კლდე ჩემი! ამაღლდეს ჩემი ღმერთი, კლდე ჩემი ხსნისა, | 47 | ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს დამბადებელი ჩემი! და ამაღლდინ ღმერთი ჩემი, მცველი მაცხოვარებისა ჩემისა! |
48 | ღმერთი, ჩემი შურისმგებელი, ხალხების ჩემთვის დამმორჩილებელი, | 48 | ძლიერ არს უფალი, რომელმან იძია შური ჩემი და დაამდაბლნა ერნი ჩემ ქუეშე! |
49 | მტრებისაგან ჩემი გამრიდებელი და ჩემს მეამბოხეებზე ჩემი ამამაღლებელი; შემავიწროებელთაგან დამფარავი. | 49 | განმარინა გულისწყრომისაგან მტერთასა და მჴდომთაგან ჩემისა აღმამაღლა მე და კაცთა უსჯულოთაგან მიჴსნა მე! |
50 | ამიტომ გადიდებ, შენ, უფალო, ხალხთა შორის და შენს სახელს ვუმღერი. | 50 | ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელი უფლისა მოვიჴსენო! |
51 | ხსნის გოდოლია თავისი მეფისთვის, მწყალობელია თავისი ცხებულისთვის, დავითისთვის და მისი მოდგმისთვის უკუნისამდე! | 51 | განადიდე ცხორებაჲ მისი და ჰყავ წყალობაჲ ცხებულისა მისისა თანა დავითისა და ნათესავისა მისისა თანა უკუნითი უკუნისამდე! |