ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
როგორც კი დაიწყო ცხოვრება მეფემ თავის სახლში, მოასვენა იგი უფალმა ირგვლივ მტრებისგან. |
1 |
და იყო, ვითარცა დაემკჳდრა დავით სახლსა შინა თჳსსა. და დააცხრვნა უფალმან გარემოს მისსა ყოველნი მტერნი მისნი. |
2 | უთხრა მეფემ ნათან წინასწარმეტყველს: შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, ღვთის კიდობანი კი სავანის ქვეშ ასვენია. | 2 | მიუგო მეფემან ნათანს წინაწარმეტყუელსა: მე, ესერა, დამკჳდრებულ ვარ ტაზართა შინა ჩემთა და კიდობანი იგი სჯულისა სდგას კარავსა შინა უფლისსა! |
3 | უთხრა ნათანმა მეფეს: გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა უფალი. | 3 | მიჰუგო ნათან წინაწარმეტყუელმან მეფესა და ჰრქუა: სად ღმერთმან განგიმარჯვა! მივედ შენ და ყავ, რაცა გნებავს, რამეთუ უფალი ღმერთი შენ თანა არს. |
4 | იმ ღამით იყო, რომ ჩაესმა ნათანს უფლის სიტყვა: | 4 | და იყო მას ღამესა ბრძანებაჲ უფლისა ნათან წინაწარმეტყუელისა მიმართ და ჰრქუა: |
5 | წადი და უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფელად? | 5 | მივედ და არქუ მონასა ჩემსა დავითსა, ვითარმედ: ესრე იტყჳს უფალი: არა შენ მიშენო სახლი, რათა დავიმკჳდრო მას შინა? |
6 | მე ხომ არ დავმკვიდრებულვარ სახლში იმ დროიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ისრაელიანები, მუდამ კარავში და სავანეში ვიმყოფებოდი მგზავრობისას. | 6 | რამეთუ არა დამკჳდრებულ ვარ მე საყოფელთა შინა მიერ დღითგან, ოდეს გამოვიყვანნე ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით ვიდრე აქა ჟამამდე, არამედ ვიდოდე მათ თანა საბანაკესა მათსა კარვითა ყოველსა ადგილსა. |
7 | ნუთუ ისრაელიანთა შორის მოარულს ოდესმე მითქვამს ისრაელის რომელიმე შტოსთვის, ვისთვისაც ჩემი ერის, ისრაელის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი? | 7 | რომელსაცა მივიდოდე ძეთა მათ თანა ისრაჱლისათა და არა თუ სიტყჳთ სადა ვის ვეტყოდე ერთსა ნათესავთაგანსა ძეთა ისრაჱლისათა, რომელთა-იგი ვამცენ მწყსა ერისა ჩემისა ისრაჱლისა, ვითარმედ: რად არა მიშენეთ მე სახლი ძელთაგან ნაძუთასა? |
8 | ახლა ასე უთხარი ჩემა მორჩილს დავითს. ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის ფარიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლი ყოფილიყავი. | 8 | და აწ შენ ესრე ჰრქვა მონასა ჩემსა დავითს: ესრე იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი: გამოგიყვანე შენ ფარეხთაგან სამწყსოთასა და გყავ შენ წინამძღუარ ერისა ჩემისა ისრაჱლისა. |
9 | ყველგან შენთან ვიყავი, სადაც კი გივლია; მინადგურებია შენი მტრები შენს წინაშე; განმიდიდებია შენი სახელი, მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეეანაზე. | 9 | და ვიყავ შენ თანა ყოველთა გზათა შენთა, ვიდრეცა ხჳდოდე და მოვსრენ ყოველნი მტერნი შენნი წინაშე შენსა და მიგეც შენ სახელი დიდი მგზავსად სახელთა მათ დიდთა, რომელნი უწინარეს შენსა იყუნეს ქუეყანასა ზედა. |
10 | ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს, და დავაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად და ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ ძველებურად. | 10 | და აწ მივსცე ადგილი ერსა ჩემსა ისრაჱლსა, დავნერგნე იგინი და დავამკჳდრნე იგინი თავისთავ და არღარა ზრუნვიდენ, არცა შესძინოს ძემან უსჯულოებისამან ვნებად მათა, ვითარცა-იგი წინათვე, |
11 |
იმ დროიდან, რაც მსაჯულები დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს, მოსვენებული მყავხარ ყველა მტრისაგან. უფალი გამცნობს შენ, რომ სახლს აგიშენებს უფალი. |
11 |
და დღეთა, რომელთა დავამტკიცენ მსაჯულნი ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა. აწ მე განგისუენო შენ ყოველთაგან მტერთა შენთა და გაუწყოს შენ უფალმან, ვითარ-იგი ჯერ-იყოს მისა შენებად ტაზარი. |
12 | როცა დრო მოგივა და შენს მამა-პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომად ნაშიერს, შენი საზარდულიდან გამომავალს, და მეფობას განვუმტკიცებ. | 12 | და იყო, რაჟამს აღგესრულნენ დღენი შენნი, დაიძინო მამათა შენთა თანა, და აღვადგინო ნათესავისა შენისაგან, რომელი იყოს მუცლისაგან შენისა და განუმზადო მას დამტკიცებად მეფობა შენი. |
13 | ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისთვის და მე გავამტკიცებ მისი მეფობის ტახტს სამარადისოდ. | 13 | და მან აღაშენოს ტაზარი სახელისა ჩემისათჳს და აღვმართო საყდარი მისი მიუკუნისამდე. |
14 | მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის. თუ დააშავებს, გავწკეპლავ კაცთა წესით და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით. | 14 | და ვიყო მე მისა მამა და იგი იყოს ჩემდა ძე. უკუეთუ შემცოდოს მე, ვგუემო იგი კუერთხითა კაცთათა და განვსწავლო იგი ძეთა მიერ კაცთასა; |
15 | არ წაერთმევა მას ჩემი წყალობა, როგორც წავართვი საულს, რომელიც ჩამოგაცილე. | 15 | ხოლო წყალობაჲ ჩემი არავე დავაყენო მისგან, ვითარცა დავაყენე მათგან, რომელნი მიდრკეს პირისაგან ჩემისა. |
16 | მტკიცედ იდგება მისი სახლი და სამეფო სამარადისოდ ჩემს წინაშე; მყარი იქნება მისი ტახტი სამარადისოდ. | 16 | და დავამტკიცო მეფობაჲ იგი მისი და სახელი მისი უკუნისამდე წინაშე ჩემსა და საყდარი მისი აღმართებულ იყოს წინაშე ჩემსა უკუნისამდე. |
17 | თანახმად ამ სიტყვებისა და ამ ხილვისა ელაპარაკა ნათანი დავითს. | 17 | და მგზავსად სიტყუათა ამათ და ჩუენებათა მათ ეტყოდა ნათან დავითს. |
18 | მივიდა დავით მეფე და დადგა უფლის წინაშე და თქვა. ვინა ვარ მე, უფალო ღმერთო ჩემო, ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე აღმაზევე! | 18 | და შევიდა დავით მეფე და დაჯდა წინაშე უფლისა და თქუა: ვინ ვარი მე, უფალო ჩემო, უფალო? ანუ რა არს სახლი ჩემი, რამეთუ ესეოდენ შემიყუარე მე? |
19 | ესეც მცირე ყოფილა შენს თვალში, უფალო ღმერთო ჩემო, რომ სამომავლოდაც აღუთქვი დაპირება შენი მორჩილის სახლს. ადამის ძეთა წესია ეს, უფალო ღმერთო ჩემო. | 19 | რამეთუ უნდო და არარა ვარ მე შენს წინაშე, უფალო, უფალო ჩემო! და ვითარ იტყოდე ოდენ მყოვარ სახლისათჳს მონისა შენისა და ესე რჯულ არს მონისა შენისა შენდა მიმართ, უფალო, უფალო ჩემო! |
20 | კიდევ რა უნდა გითხრას დავითმა? შენ თავად იცნობ შენს მორჩილს, უფალო ღმერთო ჩემო! | 20 | რაღამე შევსძინო, დავით, სიტყუად შენს წინაშე? და აწ შენ იცი მონისა შენისა, უფალო, უფალო ჩემო! |
21 |
შენი სიტყვისათვის და შენი გულის თანახმად სჩადიხარ ამ სადიადეს და ამცნობ შენს მორჩილს. |
21 |
მონისა შენისათჳს ყავ ნიჭისაებრ შენისა ყოველი დიდება, რათა გულისხმა-უყო მონასა შენსა. |
22 | ამიტომაც დიდი ხარ შენ, უფალო ღმერთო; რადგან არავინაა შენი მსგავსი, არ არის ღმერთი შენს გარდა, ყველაფრის თანახმად, რაც ჩვენი ყურით მოვისმინეთ. | 22 | სიმდიდრისათჳს ჩემისა, უფალო ჩემო, უფალო, რამეთუ არა ვინ არს მგზავსი შენდა ღმერთად შენსა გარეშე, ყოველი, რაოდენი გუესმა ყურთა ჩუენთა! |
23 | თუ არის ამქვეყნად თუნდაც ერთი ხალხი შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც მოვლენია ღმერთი, რომ თავისთვის გამოესყიდა იგი, რომ ექცია თავის ერად, რომ სახელოვანი გაეხადა და ჩაედინა დიადი და საკვირველი ამბები შენი ქვეყნისთვის ერის წინაშე, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტისგან, ხალხებისგან და ღმერთებისგან? | 23 | არავინ არს ნათესავი, ვითარ ერი შენი ისრაჱლი; რომელსა-იგი უძღოდე ქუეყანასა ზედან, ღმერთო, მაცხოვრად მათდა, რათამცა მოიპოვე იგი ერად შენდა და ადიდე სახელი დიდებითა დიდითა, რაჟამს გამოგყვანდა ერი შენი, რომელი იჴსენ ქუეყანისაგან ეგჳპტელთაგან, ერი იგი და სამკჳდრებელი. |
24 | შენ განამტკიცე შენთვის შენი ერი ისრაელი, რომ შენი ერი ყოფილიყო სამარადისოდ და შენ, უფალო, მათი ღმერთი ყოფილიყავი! | 24 | და განამზადე თავისა შენისა ერი შენი ისრაჱლი ერად საუკუნოდ და შენ, უფალო, იყავ მათა ღმერთად. |
25 | ახლა სამარადისოდ განამტკიცე, უფალო, ღმერთო, ეგ სიტყვა, შენს მორჩილზე და მის სახლზე რომ გიბრძანებია, აღასრულე, როგორც ნაბრძანები გაქვს. | 25 | და აწცა, უფალო, უფალო ჩემო, სიტყუასა მას, რომელსა იტყოდე მონისა შენისათჳს და სახლისა მისისათჳს, დაემტკიცენ უკუნისამდე! და ვითარცა ეტყოდე, ეგრეცა ყავ. |
26 | იდიდოს შენმა სახელმა სამარადისოდ, თქვან: ცაბაოთ უფალი ღმერთობს ისრაელზე! მტკიცე იყოს შენს წინაშე შენი მორჩილის დავითის სახლი! | 26 | და აწ ამაღლდინ სახელი შენი უკუნითი უკუნისამდე, უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო ყოვლისა ისრაჱლისაო, და სახლი მონისა შენისა დავითისი აღმართებულ იყავნ წინაშე შენსა! |
27 | რადგან ეს შენ იყავი, ცაბაოთ უფალო, ისრაელის ღმერთო, რომ გამოუცხადე შენს მორჩილს, სახლს აგიშენებო. ამიტომაც გაუწია გულმა შენს მორჩილს ასეთი ლოცვით ელოცა შენს მიმართ. | 27 | რამეთუ შენ, უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო ისრაჱლისაო, განაღე ყური მონისა შენისა და სთქუ, ვითარმედ: აღგაშენო შენ! სთქუ, ვითარმედ: აღგიშენო შენ სახლი! ამისთჳს პოვა მონამან შენმან გულჴსნილობაჲ ღმრთისა მიერ ლოცვად შენდა თხოვა ესე. |
28 | ახლა, უფალო ჩემო, ღმერთი ხარ შენ და შენი სიტყვები ჭეშმარიტია, და შენი მორჩილისთვის ეს სიკეთე გაქვს გამოცხადებული. | 28 | და აწ, უფალო, უფალო ჩემო, შენ ხარ ღმერთი და სიტყუანი შენნი ეგნედ ჭეშმარიტებითა, ვითარცა იტყოდე მონისა შენისათჳს კეთილთა ამათ! |
29 | ახლა მოდი, აკურთხე შენი მორჩილის სახლი, რომ სამარადისოდ შენს წინაშე იყოს, რადგან ეს შენ წარმოთქვი, უფალო ჩემო! იკურთხოს შენი კურთხევით შენი მორჩილის სახლი სამარადისოდ! | 29 | და აწ აკურთხე სახლი მონისა შენისა, რათა ეგოს უკუნისამდე წინაშე შენსა, რამეთუ შენ, უფალი, იტყოდე, და კურთხევითა შენითა იკურთხენ სახლი მონისა შენისა უკუნისამდე! |