ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი მეთოთხმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ასას დროს ათ წელიწადს მოსვენებული იყო იუდას ქვეყანა. კეთილად და სწორად იქცეოდა ასა უფლის, თავისი ღმერთის თვალში.

1

და მოკუდა აბია მამათა მისთა თანა და დაფლეს იგი ქალაქსა დავითისასა. და მეფობდა ასა, ძე მისი, მის წილ და დღეთა ასასიასთა დამშჳდნა ქუეყანა ათ წელ.

2 მოშალა უცხო სამსხვერპლოები და გორაკები, შემუსრა კერპები და აჩეხა აშერები. 2 და ქმნა კეთილი სიწრფოება წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა.
    3 და განიშორნა საკურთხეველნი უცხონი და მაღალნი, და შემუსრნა ძეგლები და მოკაფა სერტყები.
3 უბრძანა იუდას გამოეძია უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, და შეესრულებინა მისი რჯული და მცნებები. 4 და ჰრქუა იუდასა გამოძიებად უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა, რათა ჰყოფდენ შჯულთა მცნებათა უფლისათა.
4 მოშალა იუდას ყველა ქალაქში გორაკები და მზის სვეტები. მოისვენა სამეფომ მის წინაშე. 5 და განაშორა ქალაქთაგან იუდასთა საგებელები და კერპები, და აშენა ქალაქები ზღუდოვანი შენნი, ვითარცა ერთისა მათგანისანი, და იტყოდა კეთილსა მეფისათჳს.
5 ააგო იუდაში ციხე-ქალაქები, რადგან მოსვენებული იყო ქვეყანა და არც ომი არ ჰქონია იმ წლებში, რაკი უფალმა სიმშვიდე მისცა. 6 რამეთუ დამშჳდნა ქუეყანა და არა იყო ბრძოლა მათ წელთა შინა, დაუცხრო მათ უფალმან.
6 უთხრა იუდას: ავაშენოთ ეს ქალაქები და გალავანნი, კოშკები, კარიბჭეები და ბურჯები შემოვავლოთ. ქვეყანა კვლავ ჩვენს ხელშია, რადგან გამოვიძიეთ უფალი, ღმერთი ჩვენი. გამოვიძიეთ და ირგვლივ სიმშვიდე გვიბოძა. დაიწყეს შენება და ხელი მოემართათ. 7 და ჰრქუა მეფემან ასა იუდას: ვაშენო ქალაქები ესე და მოვადგათ ზღუდე და გოდლები და ბჭეები და მოქლონები, ვიდრე-ესე ქუეყანასა ამას უფლობთ, რამეთუ, ვითარცა გამოვიძიეთ უფალი ღმერთი ჩუენი, გამოგჳძინა ჩუენცა და განგჳსუენა ჩუენ გარემოთაგან და წარგჳმართა ჩუენ.
7 ასას ჯარი ჰყავდა: სამასი ათასი ფარითა და შუბით შეიარაღებული კაცი იუდადან და ორას ოთხმოცი ათასი ფარით შეიარაღებული და მშვილდოსანი კაცი ბენიამინიდან. ყველანი მაგარი ვაჟკაცები იყვნენ. 8 და იყო ერი ასასი ჭურვილი და ფაროსანი, რომელთა აქუნდა ფარი და ლახუარი ქუეყანასა იუდისასა სამასი ათასი და ქუეყანასა ბენიამენისასა მშჳლდოსან-კაპარჭოსანი ორას ოთხმეოცი ათასი, ესე ყოველი მბრძოლნი ძლიერებისანი.
8 წამოვიდა მათ წინააღმდეგ ზერახ ქუშელი ათასი ათასიანი ჯარით, სამასი ეტლით და მერეშას მოადგა. 9 და მოვიდა მათ ზედა ზარე ეთიოპელი ერითა ათასითა ათასეულითა და ეტლებითა სამასითა და მოვიდა ვიდრე მარესადმდე.
9 გამოვიდა ასა მის წინააღმდეგ. საბრძოლველად დაეწყვნენ ცეფათას ხეობაში, მარეშას მახლობლად. 10 და განვიდა ასა მიგებებად მისა და ეწყო მას ჴევსა მას ჩრდილოთ კერძო მარესასა.
10 შეჰღაღადა ასამ უფალს, თავის ღმერთს და უთხრა: უფალო, განა შენგან არ არის შეწევნა ძლიერისა და უძლურისა? შეგვეწიე უფალო, ღმერთო ჩვენო, რადგან შენზე ვართ მონდობიღ:ნი და შენი სახელით გამოვედით ამ ურდოს წინააღმდეგ. უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩვენი, ვერ გაგიძლოს კაცმა! 11 და ღაღად-ყო ასა უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა და თქუა: უფალო, არა-რა შეუძლებელ არს შენ მიერ განრინებად მრავალთა და მცირეთა და აწ განმაძლიერენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რამეთუ ჩუენ შენ გესავთ და სახელითა შენითა მოვედით სიმრავლესა ამას დიდსა ფრიად; უფალო, ღმერთო ჩუენო, ნუ განძლიერდებინ შენდა მიმართ კაცი
11 შემუსრა უფალმა ქუშელნი ასასა და იუდას წინაშე და გაიქცნენ ქუშელნი. 12 და მოსრნა უფალმან ეთიოპელნი წინაშე იუდასა და ივლტოდეს ეთიოპელნი.
12 გაედევნა ასა და ხალხი, მასთან რომ იყო, გერარამდე. დაეცნენ ქუშელნი, არავინ გადარჩენილა ცოცხალი, 13 და დევნა-უყო ასა და ერმან მისმან ვიდრე გედორადმდე და დაეცნეს ეთიოპელნი, ვიდრე არღარა იყო შეწევნა, რამეთუ შეიმუსრნეს წინაშე უფლისა და წინაშე ძლიერებისა მისისა, და წარმოიღეს ნატყუენავი მრავალი.
13 აიკლეს გერარის ქალაქები ირგვლივ, რადგან უფლის შიში იყო დაცემული მათზე. გაძარცვეს ყველა ქალაქი, რადგან იქ ბევრი იყო საძარცვი. 14 და მოსრეს დაბნები მათი გარემო გედორსა და იყო მათ ზედა განკრთომაჲ უფლისა მიერ და წარმოტყუენეს ყოველი ქალაქები მათი, რამეთუ მრავალი ნატყუენავი იყო მათი
14 აიკლეს საქონლის არვები, უამრავი ცხვარი და აქლემი გამოირეკეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ. 15 და კარვები მონაგებთა, და ამაზონელნიცა იგი მოსწყჳდნეს და წარმოასხეს ცხუარი ფრიად და აქლემები მრავალი, და მოიქცეს და მოვიდეს იერუსალიმდ.