ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი მეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ასას მეფობის ოცდამეთექვსმეტე წელს ამხედრდა ისრაელის მეფე ბაყაშა იუდას წინააღმდეგ და ააშენა რამა, რათა შეეწყვიტა მისვლა-მოსვლა ასასთან, იუდას მეფესთან.

1

და ოცდაათხუთმეტსა წელსა მეფობისა ასასისასა აღმოვიდა ბაასა, მეფჱ ისრაჱლისა, იუდასა ზედა და აშენა რამა, რათა არა სცეს განსავალი ასას, მეფესა იუდასასა.

2 გამოიტანა ასამ ვერცხლი და ოქრო უფლის სახლისა და მეფის სახლის საგანძურებიდან. გაუგზავნა ბენჰადადს, არამის მეფეს, დამასკოში რომ იჯდა, და შეუთვალა: 2 და მოიღო ასა ოქრო და ვეცხლი საუნჯეთაგან სახლისა უფლისათა და სახლისა სამეფოსა და მიუძღუანა ძესა ადერისასა, მეფესა ასურეთისასა, რომელი იყო დამასკესა, და ჰრქუა:
3 იყოს კავშირი ჩვენს შორის, როგორც ჩვენს მამებს შორის იყო. აჰა, გიგზავნი ვერცხლსა და ოქროს. წადი და გაწყვიტე კავშირი ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან, და ჩამომეხსნება. 3 აღვთქუ აღთქმა შორის შენსა და ჩემსა და შორის მამისა ჩემისა და შორის მამისა შენისა; და აჰა, ეგერა, მიგიძღუანე შენ ოქრო და ვეცხლი, მოვედ და განმაყენე მე ბაასა, მეფე ისრაჱლისა, რათა წარვიდეს იგი ჩემგან.
4 დაუჯერა ბენ-ჰადადმა მეფე ასას და გაგზავნა თავისი მხედართმთავრები, ვინც ჰყავდა, ისრაელის ქალაქთა წინააღმდეგ. დალაშქრეს ყიონი, დანი, აბელ-მაიმი და ნაფთალის ყველა სამარაგო ქალაქი. 4 და ისმინა ძემან ადერისამან მეფისა ასასი და მიავლინნა მთავარნი ძლიერებისა მისისანი ქალაქებსა ისრაჱლისასა, და მოსრა აიონი და აბელმაონი და ყოველი გარემო სოფლები ნეფთალიმისი.
5 ეს რომ შეიტყო ბაყაშამ, შეწყვიტა რამას შენება და შეაჩერა თავისი საქმე. 5 და იყო, ვითარცა ესმა ბაასას, მეფესა ისრაჱლისასა, დაუტევა შენება რამასა და დააცადა საქმე იგი და წარვიდა.
6 შეკრიბა მეფე ასამ მთელი იუდა და გადაზიდეს რამას ქვები და ხე-ტყე, რითაც ბაყაშა აშენებდა. ააშენა ამით გებაყი და მიცფა. 6 და ასა მეფემან მოავლინა ყოველი იუდა და წარიღეს ქვები იგი რამასა და ძელი იგი, რომელი აშენა ბაასა და აღაშენა მით გაბაას და მასფა.
7 იმ დროს მივიდა მეფე ასასთან მისანი ხანანი და უთხრა: არამის მეფეს რომ მიენდე და არ მიენდე უფალს, შენს ღმერთს, ამის გამო გადაურჩა არამის ჯარი შენ ხელს. 7 მას ჟამსა ოდენ მოვიდა ანანია წინაწარმეტყუელი ასას მეფისა იუდასასა და ჰრქუა მათ: ამისთჳს, რამეთუ მოსავ ხარ შენ მეფისა ასურეთისასა და არა ესავ შენ მეუფესა, ღმერთსა შენსა, ამისთჳს
8 განა ქუშელთა და ლუბიელთა ლაშქარი დიდი არ იყო, მრავლის უმრავლესი ეტლი და მხედარი არ ჰყავდათ? მაგრამ უფალს რომ იყავი მინდობილი, ამიტომაც ჩაგიგდო ისინი ხელში. 8 ანუ არა ეთიოპელნი და ლჳბელნი იყუნეს ერითა მრავალ და მოსავ მჴედრობასა დიდძალსა ფრიად? და რამეთუ ესევდ შენ უფალსა ღმერთსა შენსა, და მოგცნა იგინი ჴელთა შენთა.
9 რადგან უფლის თვალი დაჰყურებს მთელს ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი. უგუნურად მოგივიდა ეს. ამიტომ ომები გექნება ამიერიდან. 9 რამეთუ თუალნი უფლისანი ხედვენ ყოველსა ქუეყანასა განძლიერებად ყოვლითა გულითა სავსითა მისა მიმართ, და აწ უმეცარ იქმენ ფრიად ამას ზედა, ამიერითგან იყოს ბრძოლა შენ ზედა.
10 განურისხდა ასა მისანს და საპყრობილეში ჩააგდო, რადგან გაგულისებული იყო ნათქვამის გამო. იმავე დროს ასა ჩაგრავდა ხალხიდან ზოგიერთებს. 10 და განურისხნა ასა წინაწარმეტყუელსა მას და მისცა იგი საპყრობილედ, რამეთუ გული განუწყრა ამის სიტყჳსათჳს და განაქარვა ასა სიტყუაჲ იგი ერსა შორის მას ჟამსა შინა.
11 ასას პირველი და უკანასკნელი ამბები ჩაწერილია იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნში. 11 და, აჰა, ესერა, სიტყუანი ასასნი, პირველნი და უკუანაისკნელნი, წერილ არიან წიგნთა მეფეთა იუდასთა და ისრაჱლისათა.
12 თავისი მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს ასას ფეხები დაუსნეულდა. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, მაგრამ თავის სნეულებაშიც კი არ ეძებდა უფალს, არამედ მკურნალებს. 12 დასნეულდა ასა ოცდამეცხრამეტესა წელსა მეფობისა მისისასა ფერჴნი ელმოდეს, და დასნეულდა ფრიად, და სნეულებასა მისსა არა ეძიებდა უფალსა, არამედ მკურნალთა.
13 განისვენა ასამ თავის მამა-პაპასთან; მოკვდა თავისი მეფობის ორმოცდამეერთე წელს. 13 და დაიძინა ასა მამათა თჳსთა თანა და აღესრულა ოცდამეათცხრამეტესა წელსა მეფობისა მისისასა.
14 დამარხეს მის სამარხში, თავისთვის რომ გაიმზადა, დავითის ქალაქში. დაასვენეს იგი სარეცელზე, რომელიც აავსეს კეთილსურნელებითა და მენელსაცხებლეთა ხელობით დამზადებული ნაირნაირი ნელსაცხებლებით. და დაუნთეს მას დიდზე დიდი კოცონი. 14 და დაფლეს იგი საფლავსა მას, რომელი ქმნა თავისა თჳსისა ქალაქსა დავითისსა. და მოიღეს იგი ცხედრითა და აღავსეს სულნელითა თჳთოსახითა ნელსაცხებელითა მენელსაცხებლეთმგბოლველთასა და ყვეს განღება დაფლვასა მისსა დიდ ფრიად.