ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მშვიდობით დაბრუნდა იოშაფატ იუდას მეფე სახლში, იერუსალიმში. |
1 |
მოიქცა იოსაფატ, მეფე იუდასი, და შევიდა სახიდ თჳსა მშჳდობით იერუსალიმს. |
2 | გამოეგება მისანი იეჰუ ხანანის ძე და უთხრა მეფე იოშაფატს: განა შეგშვენოდა უღვთო კაცისთვის დახმარების გაწევა და უფლის მოძულის სიყვარული? ამის გამო უფლის რისხვა დაგატყდება თავს. | 2 | და გამოვიდა იეუ შემთხუევად მისა, ძე ანანიასი წინაწარმეტყუელისა, და ჰრქუა მას მეფე იოსაფატ: უკუეთუ ცოდვილსა შენ შეეწევი, რამეთუ მოძულებულსა უფლისა მიერ დაემოყურე, ამისთჳს იყო შენ ზედა რისხვაჲ უფლისაჲ. |
3 | თუმცაღა კეთილი საქმეებიც აღმოგაჩნდა, რადგან მოსპე აშერები ქვეყნიდან და გული მოამზდე ღვთის საძიებლად. | 3 | არამედ სიტყუანიცა კეთილნი იპოვნეს შენ თანა, რამეთუ აღიხუნეს სერტყნი ქუეყანისაგან იუდასა და განამარტე გული შენი გამოძიებად უფლისა. |
4 | ცხოვრობდა იოშაფატი იერუსალიმში. კვლავ გავიდა ხალხში, ბერშებადან ეფრემის მთამდე და მოაქცია იგი უფლისკენ, მამა-პაპის ღმერთისკენ. | 4 | და დაემკჳდრა იოსაფატ იერუსალჱმს და კუალად გან-ვე-ღა-ვიდა იოსაფატ ბერსაბეთაგან, ვიდრე მთადმდე ეფრემისა და მოაქცინა იგინი უფლისა მიმართ ღმრთისა მამათა მათთასა. |
5 | მსაჯულები დააყენა ქვეყანაში, იუდას ყველა ციხე-ქალაქში, ყოველ ქალაქში. | 5 | და დაადგინა მსაჯულები ყოველსა ქუეყანასა იუდასასა ძნელოვანთა ქალაქად. |
6 | უთხრა მსაჯულებს: დაუკვირდით რას აკეთებთ, რადგან კაცისთვის კი არ გამოგაქვთ მსჯავრი, არამედ უფლისთვის. იგი თქვენთან არის სამსჯავროზე. | 6 | და ჰრქუა მსაჯულთა მათ: იხილეთ თქუენ, რასაცა იქმოდით, რათა არა კაცთა სასჯელსა სჯიდეთ თქუენ, არამედ ღმრთისასა და თქუენ თანა იყუნედ სიტყუანი სასჯელისანი. |
7 | უფლის შიში იქონიეთ, ფრთხილად მოიქეცით, რადგან უფალთან, ჩვენს ღმერთთან, არ არის უსამართლობა, თვალთმაქცობა და ანგარება. | 7 | და აწ იყავნ შიში უფლისაჲ თქუენ ზედა, დაიმარხეთ და იქმოდეთ კეთილსა, რამეთუ არა არს უფლისა ღმრთისა ჩუენისა თანა სიცრუე, არცა თუალთ-ღება, არცა მიღება ქრთამისა. |
8 | იერუსალიმში უფლის მსჯავრის გამოსატანად და დავის გადასაწყვეტად დააყენა ლევიანთაგანნი, მღვდელნი და ისრაელის მამისსახლთა თავკაცნი და დაბრუნდნენ იერუსალიმს. | 8 | და იერუსალჱმსაცა დაადგინნა იოსაფატ მღდელთაგანნი და ლევიტელთაგანნი და ტომთაგანნი მთავარნი ისრაჱლისანი მსაჯულად უფლისა მიერ, რათა შჯიდენ სამართლად იერუსალჱმისა დამკჳდრებულთა. |
9 | უბრძანა მათ და უთხრა: ასე აკეთეთ საქმე უფლისმოშიშებით, ჭეშმარიტებითა და ერთგულებით. | 9 | და ამცნო მათ და ჰრქუა: ესრეთ იქმოდეთ შიშითა უფლისათა ჭეშმარიტებით და სრულითა გულითა. |
10 | ყველა სადაო საქმე, რომელიც კი შემოვა თქვენთან თქვენს მოძმეთაგან, თქვენს ქალაქებში რომ ცხოვრობენ, სასისხლო იქნება ეს თუ რჯულის, მცნების, წესებისა და კანონების საქმე, გააფრთხილეთ, რომ უფალს არ შესცოდონ და თქვენც, თქვენს ძმებთან ერთად უფლის რისხვა არ დაიტეხოთ. ასე მოიქეცით და არ შესცოდავთ. | 10 | ყოვლისათჳს კაცისა, რომელი სარჩელად მოვიდოდის თქუენ წინაშე ძმათა თქუენთაგანნი, რომელნი მკჳდრ არიან ქალაქთა მათთა შორის სისხლისა და შორის ბრძანებასა და მცნებასა და სამართალსა და მსჯავრსა და განუჩინებდით მათ, რათა არა ცოდვიდენ უფლისა მიმართ და არა იყოს რისხვა თქუენ ზედა და ძმათა თქუენთა ზედა, ესრეთ იქმოდეთ და არა სცოდოთ |
11 | აჰა, მღვდელმთავარი ამარიაჰუ გეყოლებათ ყველა საუფლო საქმეში და ზებადიაჰუ იშმაყელის ძე, იუდას სახლის წინამძღოლი, ყველა სამეფო საქმეში. ზედამხედველებად ლევიანები იქნებიან თქვენს წინაშე. მტკიცედ იდექით და იმოქმედეთ, და კეთილთან იქნება უფალი. | 11 | და აჰა, ესერა, ამარია მღდელი თქუენ ზედა მთავრად და ყოველსავე სიტყუასა უფლისასა ზაბადია, ძე ისმაელისი, მთავარი სახლსა იუდასასა ყოვლისა მიმართ სიტყჳსა მეფისასა და მწიგნობარნი და ლევიტელნი წინაშე თქუენსა განძლიერდით და იქმოდეთ, და იყოს უფალი თქუენ თანა ყოვლისათჳს კეთილისა |