ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მეშვიდე წელს ძალი მოიცა იეჰოიადაყმა და აიყვანა ასისთავები: ყაზარია იეროხამის ძე, იშმაყელ იეჰოყანანის ძე, ყაზარია ყობედის ძე, მაყასეია ყადაიას ძე და ელიშაფატ ზიქრის ძე. |
1 |
და წელსა მეშჳდესა განძლიერდა იოდაე და მოიყვანა ასისთავები: აარია, ძე იორამისი, და ისმაელ, ძე იონანისი, და აზარია ძე ობედისი, და მასეა ძე ადაიაისი, და ელისაფან, ძე ზაქარიასი, მის თანა სახლსა შინა უფლისასა. |
2 | წავიდნენ ისინი იუდაში, შეკრიბეს ლევიანები იუდას ყველა ქალაქში და იერუსალიმში მოვიდნენ. | 2 | და მოადგეს იუდასა და შემოკრიბნეს ყოველნი ლევიტელნი ყოველთაგან ქალაქთა იუდასთა და მთავარნი ტომთა ისრაჱლისათანი და მოვიდეს და შემოკრბეს იერუსალიმად. |
3 | აღთქმა დადო მთელმა კრებულმა მეფესთან ღვთის სახლში. უთხრა მათ იეჰოდაყმა: აჰა, უფლისწული უნდა გამეფდეს, როგორც უფალმა ბრძანა დავითის შთამომავლებზე. | 3 | და აღთქუმა აღუთქუა ყოველმან კრებულმან იუდასამან სახლსა შინა უფლისა ღმრთისა მეფისა თანა. და მაშინ უჩუენა მათ ძე მეფისა და ჰრქუა მათ: აჰა, ძე მეფისა, ესე მეფობდინ, ვითარცა იტყოდა უფალი სახელისათჳს დავითისა. |
4 | აი, ასე უნდა მოიქცეთ: თქვენგან ერთი მესამედი შაბათს შემომსვლელ მღვდელთაგან და ლევიანთაგან ზღურბლთა მცველები იქნებიან; | 4 | და აწ ესე სიტყუაჲ არს, რომელი ჰყოთ: მესამე თქუენგანი შევედინ შაბათსა მღდელთაგანნი და ლევიტელთაგანნი ბჭეთა მათ შესავალთასა. |
5 | მესამედი მეფის სასახლეში იქნება, მესამედი - იესოდის კარში, დანარჩენი ხალხი კი - უფლის სახლის ეზოებში. | 5 | და მესამე თქუენგანი სახლსა მეფისასა გარემოადეგინ და მესამე თქუენგანი დეგინ ბჭესა მას საშუალსა, და ყოველი ერი იყავნ ეზოსა სახლისა უფლისასა. |
6 | არავინ შევიდეს უფლის სახლში, გარდა მღვდლებისა და მომსახურე ლევიანებისა. ისინი შევიდნენ, რადგან განწმედილნი არიან. მთელი ხალხი კი უფლის სადარაჯოზე დადგეს. | 6 | და ნუ ვინ შევალნ სხუაჲ სახლსა უფლისასა, გარნა მღდელნი და ლევიტელნი და მსახურნი იგი ლევიტელთანი. ესენი შევიდენ, რამეთუ წმიდა არიან და ყოველი ერი სცევდინ საცავსა მას უფლისასა. |
7 | გარს უნდა შემოერტყნენ ლევიანები მეფეს იარაღით ხელში; ვინც სახლში შემოვა, მოკვდეს. ედექით მეფეს გამოსვლისას და შესვლისას. | 7 | და გარემოადგედ ლევიტელნი მეფესა გარემო და კაცად-კაცადსა მახჳლი ჴელსა მისსა და სხუაჲ, რომელი შევიდოდის სახლსა უფლისასა, მოკუედინ და იყუნედ კაცნი იგი მეფისა თანა შესლვასა და გამოსლვასა მისსა. |
8 | ყველაფერი ისე გააკეთეს ლევიანებმა და იუდამ, როგორც მათ იეჰოიადაყ მღვდელმა უბრძანა: წაიყვანეს თავ-თავისი ხალხი - შაბათს შემომსვლელნი შაბათს გამსვლელებთან ერთად, რადგან არ დაუთხოვია იეჰოიადაყ მღვდელს დასები. | 8 | და ყვეს ლევიტელთა მათ და ყოველმან იუდამან ყოვლისა მისებრ, ვითარცა-იგი ამცნო იოდაე მღდელმან და წარიყვანა კაცად-კაცადმან ერი თჳსი დასაბამსა შაბათისასა, რამეთუ არა განაქარვა იუდაე მდღევარი იგი მსახურებაჲ. |
9 | დაურიგა იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავებს შუბები, დიდი და მცირე ფარები, მეფე დავითს რომ ჰქონდა უფლის სახლში. | 9 | და მისცა მახჳლი და საჭურველი და ფარები, რომელი იყო დავითის მეფისა სახლსა შინა უფლისასა. |
10 | დააყენა მთელი ხალხი, თითოეული თავის იარაღით ხელში, სახლის მარჯვენა ფრთიდან მარცხენა ფრთამდე, სამსხვერპლოსთან და სახლთან, მეფის ირგვლივ. | 10 | და დაადგინა ყოველი ერი კაცად-კაცადი საჭურველითა თჳსისათა მჴარითგან ტაძრისათა მარჯუენით ვიდრე მჴარადმდე ტაძრისა მარცხენითისა საკურთხევლისა და ტაძრის გარემო მეფისა. |
11 |
გამოიყვანეს უფლისწული, დაადგეს შარავანდი და მისცეს მოწმობა. გაამეფეს იგი და სცხეს მირონი იეჰოიადაყმა და მისმა ვაჟებმა, თქვეს: იცოცხლოს მეფემ! |
11 |
და გამოიყვანა ძე იგი მეფისა და მოსცა მის ზედა შარავანდი იგი სამეფო და საწამებელნი და მეფე-ყვეს იგი და სცხეს მას იოედაე და ძეთა მისთა და თქუეს: ცხონდინ მეფე! |
12 | შემოესმა ღოთოლიას ხალხის ჩოჩქოლი, რომ მორბოდნენ და მეფეს ადიდებდნენ, და გაჰყვა ხალხს უფლის სახლისკენ. | 12 | და ესმა გოთოლიას ჴმაჲ იგი ერისა, რომელნი რბიოდეს და აღუარებდეს და აქებდეს მეფესა. და შევიდა მეფისა სახლსა უფლისასა. |
13 | და აჰა, დაინახა, შესასვლელთან, თავის სვეტთან, დგას მეფე. მეფის გვერდით სარდლები და მესაყვირენი იყვნენ, მთელი ქვეყნის ერი ხარობდა და საყვირებს აყვირებდა, მგალობელნი კი სამუსიკო საკრავებით ქება-დიდებას უძღვებოდნენ. მაშინ შემოიხია სამოსელი ღოთოლიამ და იყვირა: ღალატია, ღალატი! | 13 | და იხილა და, აჰა, ესერა, მეფე დგა სადგომელსა თჳსსა და შესლვასა მას დგეს მთავარნი და ნესტუები და მთავრები გარემო მეფისა და ყოველსა ერსა უხაროდა და სცემდეს ნესტუებსა და შემასხმელნი იგი სტჳრითა შესხმასა და ახიობდეს ქებასა და დაიპო გოთოლია სამოსელი თჳსი, ღაღად-ყო და თქუა: დასხმით დამესხმით |
14 | გაიხმო იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავები, ჯარის მეთაურნი, და უთხრა: კარში გაიყვანეთ. ვინც უკან გაჰყვება მახვილით მოკალით, რადგან იფიქრა მღვდელმა, უფლის სახლში არ მოკლანო. | 14 | და ამცნო იოდაე მღღელმან ასისთავთა მათ და მთავართა მათ ძლიერთასა და ჰრქუა მათ: გაიყვანეთ ეგე გარეშე ტაძრით და განვედით შემდგომად მისა და მოკუედინ მახჳლითა, რამეთუ თქუა მღდელმან მან: ნუ მოკუდებინ ეგე სახლსა შინა უფლისასა. |
15 | გზა მისცეს და წავიდა სახლისკენ ცხენთა შესასვლელით და იქ მოკლეს. | 15 | და სცეს მას შენდობა, და განვიდა ბჭეთა მათ საცხენოსათა სახლისა მეფისათა და მოკლეს იგი მუნ. |
16 | დადო იეჰოიადაყმა აღთქმა თავისთავსა, მთელ ერსა და მეფეს შორის, რათა ისინი უფლის ერი გამხდარიყვნენ. | 16 | და აღუთქუა იუდაე აღთქმა შორის მისსა და შორის ერისა და მეფისა, რათა იყუნენ ერად უფლისა. |
17 | შევიდა მთელი ხალხი ბაალის სახლში და დაანგრია სამსხვერპლოანად, დალეწეს მისი გამოსახულებანი და მოკლეს მათანი, ბაალის ქურუმი, სამსხვერპლოების წინ. | 17 | და შევიდა ყოველი ერი ქუეყანისა სახლსა მას ბაალ კერპისასა. და დაარღჳეს იგი და საკურთხევლები მისი და ძეგლები მისი და მოსრეს და დააწვლილეს, და მათ თანა ქურუმი იგი ბაალისი მოკლეს წინაშე საკურთხეველსა მისსა. |
18 | უფლის სახლის საქმენი იეჰოიადაყმა იმ მღვდლებს - ლევიანებს ჩააბარა, რომლებიც დავითმა უფლის სახლში გაამწესა უფლისთვის აღსავლენის შესწირად, როგორც მოსეს რჯულში წერია, სიხარულითა და გალობით, დავითის განაწესის მიხედვით. | 18 | და იწყო იოდაე მღდელმან საქმესა სახლისა უფლისასა ჴელთა მღდელთა და ლევიტელთა და დაადგინნა მდღევარ განწესებით მსახურებანი იგი მღდელთანი და ლევიტელთანი, ვითარცა-იგი განეჩინა დავით მეფესა სახლსა შინა უფლისასა და შეწირა მსხუერპლები უფლისა, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესსა, სიხარულითა და გალობითა ჴელითა დავითისითა |
19 | მცველები ჩააყენა უფლის სახლის კარში, რათა რაიმეთი გაუწმიდურებული არ შესულიყო. | 19 | და დადგეს მეკარენი იგი ბჭეთა ზედა სახლისა უფლისათა, რათა არა შევიდეს მუნ არაწმიდაჲ ყოვლისა მიმართ საქმისა. |
20 | წამოიყვანა ასისთავები, დიდებულები, ერისმთავრები, ქვეყნის მთელი ხალხი, და გაჰყვა მეფეს უფლის სახლიდან, ზემო ჭიშკრის გავლით, მეფის სასახლემდე, დასვეს მეფე სამეფო ტახტზე. | 20 | და მოიყვანნა მამათმთავარნი იგი და ძლიერნი და მთავარნი ერისანი და ყოველი ერი ქუეყანისა და აღიყვანეს მეფე ტაძრად უფლისა, და შევიდა ბჭისა მისგან შინაგანისა ტაძრად მეფისა და დასვეს მეფე საყდარსა ზედა სამეუფოსა. |
21 | გამხიარულდა მთელი ქვეყნის ერი და დაწყნარდა ქალაქი. ხოლო ღოთოლია მახვილით მოკლეს. | 21 | და განიხარა ყოველმან ერმან ქუეყანისამან, და ქალაქი დაყუდნა, და გოთოლია მოკლეს მახჳლითა. |