ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ამ პატიოსან საქმეთა შემდეგ მოვიდა სანხერიბი, აშურის მეფე, შემოიჭრა იუდაში და ალყა შემოარტყა ციხე-ქალაქებს, მათ გატეხას ფიქრობდა. |
1 |
და შემდგომად სიტყუათა მათ და ჭეშმარიტებისა ამის მოვიდა სენაქირიმ, მეფე ასურეთისა, მოიწია ჰურიასტანად და დაესხა ქალაქსა მას მოზღუდვილსა და იტყოდა დაპყრობად მათდა. |
2 | როცა დაინახა იეხიზკიაჰუმ, რომ მოვიდა სანხერიბი და იერუსალიმზე ლაშქრობას აპირებს, | 2 | და იხილა ეზეკია, რამეთუ მოვალს სენაქირიმ და პირი მისი მოუქცევიეს ბრძოლად იერუსალჱმდ. |
3 | გადაწყვიტა თავის სარდლებთან და თავის მებრძოლებთან ერთად, დაეწყვიტა წყაროს სათავეები, რომლებიც ქალაქის გარეთ იყო, და ისინიც მიეხმარნენ. | 3 | და ზრახვა-ყო მოხუცებულთა თანა მისთა ძლიერთა, და-რათა-ყუნენ წყარონი იგი წყალთანი, რომელნი იყუნეს გარეშე ქალაქსა, და დაყუნეს იგინი. |
4 | შეიყარა უამრავი ხალხი და დაწყვიტეს ყველა სათავე და ნაკადული, რაც კი დიოდა იმ მიწაზე, რადგან თქვეს: რატომ უნდა ნახონ აქ მოსულმა აშურის მეფეებმა ბევრი წყალი? | 4 | და განძლიერდეს მთავარნი იგი და დაყუნეს წყალნი იგი წყაროთანი და მდინარე იგი, რომელი განიყოფოდა შორის ქალაქსა და თქუა: ნუუკუე მოვიდეს მეფე ასურთა და პოოს წყალი ფრიად და განძლიერდეს. |
5 | მოიცა ძალი და ამოაშენა ყველა დანგრეული კედელი, აამაღლა გოდლები და გარედან კიდევ სხვა კედელი შემოაშენა. გაამაგრა მილო დავითის ქალაქში, დაამზადა დიდძალი საჭურველი და ფარები. | 5 | და განძლიერდა ეზეკია და აღაშენა ყოველი ზღუდე დარღუეული და გოდლები და გარეშე ზღუდისზღუდე სხუა, და განამტკიცა აღსავალი იგი ქალაქისა დავითისი და მომზადა საჭურველი მრავალი. |
6 | ჯარის უფროსები დაუყენა ხალხს, შემოიკრიბა ისინი ქალაქის კარიბჭის მოედანზე და გაამხნევა: | 6 | და დაადგინნა მთავარნი ბრძოლისანი ერსა ზედა, და შეკრბეს მისა უბანსა ზედა ბჭისა მის ჴევისასა, და ეტყოდა ყურთა მიმართ მათთა და თქუა: |
7 | გამტკიცდით და გაძლიერდით! ნუ შიშობთ და ნუ თრთით აშურის მეფისა და იმ ურდოს წინაშე, თან რომ ახლავს, რადგან ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე მასთან. | 7 | განძლიერდით და მჴნე იყვენით, ნუ გეშინინ პირისაგან მეფისა ასურეთისა, და პირისაგან ნათესავთასა, რომელნი არიან მის თანა, რამეთუ ჩუენ თანა უმრავლეს არიან ვიდრე მათ თანა. |
8 | მასთან ხორციელი ძალაა, ჩვენთან კი უფალი, ჩვენი ღმერთი, რათა შეგვეწიოს და იბრძოლოს ჩვენს ბრძოლებში. გამხნევდა ხალხი იეხიზკიაჰუს, იუდას მეფის, სიტყვებზე. | 8 | მათ თანა მკლავნი ჴორციელნი, ხოლო ჩუენ თანა უფალი ღმერთი ჩუენი ცხორებად ჩუენდა და ბრძოლად ბრძოლასა ჩუენსა და ნუგეშინის-იცა ერმან მან სიტყუასა მას ზედა ეზეკიასასა, მეფისა იუდისასა. |
9 | ამის შემდეგ სანხერიბმა, აშურის მეფემ, რომელიც მთელი თავისი ლაშქრითურთ ლაქიშის წინ იდგა, გაუგზავნა თავისი მორჩილნი იერუსალიმში იეხიზკიაჰუს, იუდას მეფეს, და მთელ იუდას, იერუსალიმში მყოფს, რომ ეთქვათ: | 9 | და ამისა შემდგომად მოავლინნა სენაქირიმ, მეფემან ასურეთისამან, მონანი თჳსნი იერუსალჱმდ და იგი თავადი იყო ლაქისს და ყოველი ერი მისი მის თანა. მოავლინა ეზეკიასა, მეფისა იუდისასა და ყოვლისა იუდისასა, რომელნი იყუნეს იერუსალჱმს და ჰრქუეს: |
10 | ასე ამბობს სანხერიბი, აშურის მეფე: რისი იმედი გაქვთ, იერუსალიმის ციხე-სიმაგრეში რომ ჩამსხდარხართ? | 10 | ესრეთ იტყჳს სენაქირიმ, მეფე ასურთა: ვის ესავთ თქუენ და სხედხართ მაგრად მოზღუდვილსა იერუსალიმს? |
11 | განა იეხიზკიაჰუ არ გაცთუნებთ, რომ შიმშილითა და წყურვილით ამოგხადოთ სული, როცა გეუბნებათ, უფალი, ჩვენი ღმერთი გვიხსნისო აშურის მეფის ხელიდან? | 11 | ანუ ეზეკიელ გაცთუნებს თქუენ, რათა მიეცნეთ თქუენ სიკუდილსა და სიყმილსა და წყურვილსა და გეტყჳს: უფალმან ღმერთმან თქუენმან გიჴსნნეს თქუენ ჴელისაგან მეფისა ასურეთისა? |
12 |
განა მაგ იეხიზკიაჰუმ არ დაანგრია მისი გორაკები და სამსხვერპლოები? განა ასე არ უთხრა იუდასა და იერუსალიმს, ერთი სამსხვერპლოს წინაშე უნდა სცეთო თაყვანი და მასზე უნდა აკმიოთო საკმეველი? |
12 |
არა ეგე არს ეზეკია, რომელმან მოსპნა საკურთხეველნი მისნი და მღდელნი მისნი, და ჰრქუა იუდასა და მკჳდრთა იერუსალჱმისათა და იტყჳს: წინაშე ამის საკურთხეველისასა თაყუანის-სცემდით და ამას ზედა შესწირვიდით? |
13 | განა არ იცით რა დღე დავაწიეთ მე და ჩემმა მამა-პაპამ ქვეყნის ყველა ხალხს? განა შესძლეს ქვეყნის ხალხების ღმერთებმა ჩემი ხელიდან ეხსნათ მათი ქვეყნები? | 13 | არა უწყითა, რაოდენი ვყავთ მე და მამათა ჩემთა ყოველთა ზედა ერთა სოფლებისათა? ნუუკუე შეუძლეს წარმართთა ყოვლისა ქუეყანისათა განრინებად ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა? |
14 | რომელი იყო ჩემი მამა-პაპის განადგურებულ ამ ხალხების ღმერთთაგან ისეთი, თავისი ხალხი რომ ეხსნა ჩემი ხელიდან, რომ ახლა თქვენმა ღმერთმა გიხსნათ ჩემი ხელიდან? | 14 | ვინ ამათ ღმერთთა ნათესავთაგანმან, რომელნი მოსრნეს მამათა ჩუენთა? ნუუკუე შეუძლეს განრინებად ერი თჳსი ჴელთაგან ჩუენთა და ვითარმე შეუძლოს ღმერთმან თქუენმან განრინებად თქუენდა ჴელთაგან ჩემთა? |
15 | ახლა არ მოგატყუოთ იეხიზკიაჰუმ და არ გაცთუნოთ ამგვარად. არ დაუჯეროთ მას. რაკი ვერცერთი ხალხის და სამეფოს ვერცერთმა ღმერთმა ვერ შესძლო თავისი ხალხის ხსნა ჩემი და ჩემი მამა-პაპის ხელიდან, ვერც თქვენი ღმერთი ვერ გიხსნით ჩემი ხელიდან. | 15 | აწ ნუ გაცთუნებნ თქუენ ეზეკია და ნუ მოსავ-გიქმნ თქუენ ესრესახედ და ნუ გრწმენინ მისი, რამეთუ ვერ შემძლებელ არს ღმერთი ყოველთა ნათესავთა და მეფობათა განრინებად ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა და ჴელთაგან მამათა ჩემთასა, ეგრევე ღმერთმან თქუენმან ვერ გიჴსნნეს თქუენ ჴელთა ჩემთაგან |
16 | კიდევ ელაპარაკნენ მისი მორჩილნი უფლის, მათი ღმერთის, წინააღმდეგ და მისი მორჩილის, იეხიზკიაჰუს, წინააღმდეგ. | 16 | და მერმე იტყოდესვეღა მონანი მისნი უფლისა მიმართ ღმრთისა და ეზეკიას მიმართ, მონისა მისისა. |
17 | უფლის, ისრაელის ღმერთის, სალანძღავ წერილებს წერდა იგი და ასეთ სიტყვებს ამბობდა მასზე: როგორც ქვეყნის ხალხების ღმერთებმა ვერ იხსნეს თავისი ხალხი ჩემი ხელიდან, ასევე ვერც იეხიზკიაჰუს ღმერთი ვერ იხსნის თავის ხალხს ჩემი ხელიდან. | 17 | და წიგნი მოწერა ყუედრებისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა და იტყოდა მისთჳს და თქუა: ვითარცა-იგი ღმერთთა წარმართთა ქუეყანისათა ვერ განარინნეს ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა, ეგრეთ ვერ განარინოს ღმერთმან ეზეკიასმან ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა. |
18 | ხმამაღლა უყვიროდნენ ებრაულად იერუსალიმის ხალხს, გალავანზე მყოფს, რომ შეეშინებინათ და თავზარი დაეცათ, და აეღოთ ქალაქი. | 18 | და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა ჰურიაებრ რაფსაკ ერისა მიმართ იერუსალჱმისა, რომელი იყო ზღუდესა ზედა, რათა შეეწივნენ მათ და დაარღჳონ იგი, რათამცა დაიპყრეს ქალაქი. |
19 | ისე ლაპარაკობდნენ იერუსალიმის ღმერთზე, როგორც ქვეყნის ხალხთა ღმერთებზე, ადამიანის ხელით შექმნილებზე. | 19 | და იტყოდა ღმრთისა მიმართ იერუსალჱმისა, ვითარცა ღმრთისა ერისა ქუეყანისა ქმნილსა ჴელითა კაცთასა. |
20 | ილოცეს მეფე იეხიზკიაჰუმ და წინასწარმეტყველმა ესაიამ, ამოცის ძემ, ამის გამო და ცას შეჰღაღადეს. | 20 | და ილოცვიდა ეზეკია მეფე და ესაია, ძე ამოსისი, წინაწარმეტყუელი ამათთჳს და ღაღად-ყვეს ცად მიმართ. |
21 | მოავლინა უფალმა ანგელოზი და ამოწყვიტა აშურის მეფის ბანაკში ყველა მაგარი ვაჟკაცი, წინამძღოლი და სარდალი. შერცხვენილი გაბრუნდა იგი თავის ქვეყანაში და, როცა თავისი ღმერთის სახლში შევიდა, მისი წიაღიდან გამოსულებმა მახვილით განგმირეს იქ. | 21 | და მოავლინა უფალმან ანგელოზი და შემუსრნა ყოველნი ძლიერნი, და მებრძოლნი, და მთავარნი, და ერისთავნი ბანაკსა შინა მეფისა ასურეთისასა და გარემიიქცია პირი თჳსი სირცხჳლით ქუეყანად თჳსა მეფემან ასურთამან და მოვიდა სახლსა ღმრთისა თჳსისასა და გამოსრულთა მუცლისა მისისაგან დასცეს იგი მახჳლითა |
22 | იხსნა უფალმა იეხიზკიაჰუ და იერუსალიმის მკვიდრნი აშურის მეფის, სანხერიბისა, და ყველას ხელიდან და დაიფარა ყოველი მხრივ. | 22 | და იჴსნა უფალმან ეზეკია და მკჳდრნი იერუსალჱმისანი ჴელისაგან სენაქერემისა, მეფისა ასურთასა, და ჴელისაგან ყოველთა მტერთასა და დაუმშჳდნა მას ყოველნი გარემონი. |
23 |
მრავალს მოჰქონდა იერუსალიმში ძღვენი უფლისათვის და რჩეული საჩუქრები იეხიზკიაჰუსთვის, იუდას მეფისთვის. მას აქეთ ამაღლდა იგი ყველა ხალხი თვალში. |
23 |
და მრავალნი მოართმიდეს ძღუენსა უფალსა იერუსალჱმდ და ნიჭსა ეზეკია მეფესა იუდისასა. და უმეტეს აღმაღლდა წინაშე თუალთა ყოველთა თესლთასა ამისა შემდგომად. |
24 | იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა იეხიზკიაჰუ და შეევედრა უფალს. ელაპარაკა უფალი და მისცა ნიშანი. | 24 | მათ დღეთა შინა დასნეულდა ეზეკია ვიდრე სიკუდილადმდე და ილოცა უფლისა მიმართ და შეისმინა მისი და სასწაული მოსცა მას. |
25 | არ მიაგო იეხიზკიაჰუმ სანაცვლო მისთვის გაწეულ სიკეთეს, რადგან გადიდგულდა. და იყო ღვთის რისხვა მასზე, იუდაზე და იერუსალიმზე. | 25 | და არა მოსაგებელისათჳს მისისა, რომელი მოსცა ღმერთმან ეზეკიას, მიაგო ეზეკია, არამედ აღმაღლდა გული მისი და იყო მის ზედა რისხვა და იუდასა ზედა და იერუსალჱმსა. |
26 | მოდრკა იეხიზკიაჰუ თავის დიდგულობაში და მასთან ერთად იერუსალიმის ყველა მკვიდრი, და აღარ დასტყდომიათ ღვთის რისხვა იეხიზკიაჰუს დღეებში. | 26 | და დამდაბლდა ეზეკია სიმაღლისაგან გულისა მისისა და მკჳდრნი იერუსალჱმისანი, ხოლო არა მოვიდა მათ ზედა რისხვა უფლისაჲ დღეთა ეზეკიასთა. |
27 | დიდზე დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა იეხიზკიაჰუს. საგანძურები გაიჩინა ვერცხლისთვის, ოქროსთვის, ძვირფასი ქვებისთვის, ნელსაცხებლებისთვის, ფარებისთვის და ყოველი სასურველი ნივთისთვის, | 27 | და იყო ეზეკიასა სიმდიდრე და დიდებაჲ დიდი ფრიად და საუნჯენი ქმნა თავისა თჳსისა: ვეცხლისა, და ოქროსა, და ქვისა პატიოსნისა, და ნელსაცხებელთა, და საკუმეველთა, და საჭურველთა დასაკრებელი, და ჭურჭელი გულისსათქმელი. |
28 | ბეღლები მიწის ნაყოფთათვის, პურისთვის, ღვინისთვის და ზეთისთვის, გომურები ყოველგვარი პირუტყვისთვის, და ფარეხები ცხვრის ფარისთვის. | 28 | და ქალაქნი ნაყოფთათჳს იფქლისათა და ზეთისა და ღჳნისათა, და დაბნები, და ბაგანი ყოვლისათჳს საცხოვარისა, და ბაკები სამწყსოთათჳს. |
29 | აიშენა თავისთვის ქალაქებიც. ცხვარ-ძროხის ჯოგები მრავლად ჰყავდა, რადგან ღმერთმა მას დიდძალი დოვლათი მისცა. | 29 | და ქალაქნი, რომელნი იშენნა თავისა თჳსისა, და განმზადა საცხოვრე და საძროხე დიდად ფრიად, რამეთუ მოსცა მათ უფალმან ხუასტაგი მრავალი ფრიად. |
30 | მანვე, იეხიზკიაჰუმ, გადაკეტა გიხონის ზემო წყაროების სათავე და ქვემოთ ჩამოიყვანა, დავითის ქალაქის დასავლეთ მხარეზე. წარმატება ჰქონდა იეხიზკიაჰუს ყველა თავის საქმეში. | 30 | ამან ეზეკია დაყო გამოსავალი წყლისა მის გესონისა ზემოსი და წარუმართა მას ქუემო ბღუარით ქალაქად კერძო დავითისა და წარემართა ეზეკიას ყოველსა შინა საქმესა მისსა. |
31 | მხოლოდ ბაბილონის მთავართა ელჩობის დროს, რომელიც გამოგზავნეს მასთან ქვეყანაში მომხდარი სასწაულის გამოსაძიებლად, მიუშვა იგი ღმერთმა, რომ გამოეცადა და სცოდნოდა ყოველი მისი გულისნადები. | 31 | და ესრეთ მოციქულთა მათ მთავართა ბაბილოვნით, რომელნი მოივლინნეს მისა კითხვად მის მიერ ნიში, რომელი იქმნა ქუეყანასა ზედა და დაუტევა იგი უფალმან, რათა გამოსცადოს იგი და იცოდის გულისა მისისა. |
32 | იეხიზკიაჰუს დანარჩენი საქმენი და მისი სიკეთენი წინასწარმეტყველ ესაიას, ამოცის ძის, ხილვაში და იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. | 32 | და ნეშტნი სიტყუანი ეზეკიასნი და წყალობათა მისთანი, აჰა, ესერა, წერილ არიან წინაწარმეტყუელებასა ესაიასა, ძისა ამონისასა, წინაწარმეტყუელთა და წიგნთა მეფეთა იუდასთა და ისრაჱლისათა. |
33 | განისვენა იეხიზკიაჰუმ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს იგი დავითიანთა სამარხების ზემოთ. პატივი მიაგეს მას სიკვდილის შემდეგ მთელმა იუდამ და იერუსალიმის მკვიდრებმა. მის ნაცვლად მისი ძე, მენაშე, გამეფდა. | 33 | და დაიძინა ეზეკია მამათა მისთა თანა და დაფლეს იგი აღსავალსა მის საფლავისა ძეთა დავითისთასა, და დიდებაჲ და პატივი მისცეს მას სიკუდილსა მისსა ყოველმან იუდამან და მკჳდრთა იერუსალჱმისათა და მეფობდა მანასე, ძე მისი, მის წილ. |