ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი მეთოთხმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უფლის, თქვენი ღმერთის შვილები ხართ თქვენ. ტანს ნუ დაიკაწრავთ და ნუ მოიპარსავთ თმას შუბლს ზემოთ მკვდარზე გლოვის ნიშნად,

1

ნაშობ იყვნეთ თქუენ უფლისა ღმრთისა თქუენისა, მკუდარსა ზედა არა იტყებდე და არცაღა აჩინო ნიში ჴაჴილებისაჲ შუბლსა შენსა, შორის ორთა თუალთა შენთა.

2 რადგან უფლის, შენი ღმერთის წმიდა ერი ხარ, შენ აგირჩია უფალმა, რომ ჰყოლოდი საკუთარ ერად ყველა ხალხს შორის დედამიწის ზურგზე. 2 რამეთუ ერი ეგე წმიდაჲ ხარ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და შენ გამოგირჩია უფალმან ღმერთმან შენმან, რათა იყო მისა ერ საზეპურო ყოველთა შორის ნათესავთა, რომელნი არიან გარემოჲს შენსა.
3 უსურმაგი არაფერი შეჭამო, 3 ყოველივე საცხოვარი, რომელი ბილწ არს, არა შჭამო. არამედ ესე შჭამო ჴბოჲ ზუარაკთაგანი და ტარიგი ცხოვართაგანი, ვაცი თხათაგანი,
4 ეს ცხოველებია, რომელთა ჭამა შეგიძლია: ხარი, ცხვარი და თხა. 4  
5 ირემი, ქურციკი, კამეჩი, ჯიხვი, გარეთხა, არჩვი და შველი. 5 ირემი, ქურციკი, გამეში, ხარაბუზი, ნიამორი,
6 ჩლიქგაპობილი ყოველი პირუტყვი, რომელსაც გაჭრილი აქვს ორივე ჩლიქი, პირუტყვი, რომელიც იცოხნება, შეგიძლია ჭამოთ. 6 და ყოველი პირუტყჳ, რომელი ჭლაკ-განპებულ იყოს და აღმოიცოხნიდეს, შჭამოთ.
7 ოღონდ მცოხნელთა და ჩლიქგაპობილთა შორის, რომელთაც გაჭრილი აქვთ ჩლიქი, ამათ ნუ შეჭამთ: აქლემს, კურდღელს და ბოცვერს; რადგან, თუმცა მცოხნელები არიან, მაგრამ ჩლიქი გაპობილი არა აქვთ. უსურმაგებია თქვენთვის ისინი. 7 და რომელ არა შჭამო, ესე არს, რომლისა ჭლაკნი არა განპებულ იყვნენ და არა აღმოიცოხნიდეს, არცა განმარტებულ ესხნენ ფრცხილნი.
8 ღორი თუმცა ჩლიქგაპობილია, მაგრამ არ იცოხნება. უსურმაგია იგი თქვენთვის. ნუ შეჭამთ მათ ხორცს და მათ ლეშსაც ნუ მიეკარებით. 8 არა შჭამო აქლემი და მაჩვი და ყოველივე ფერჴ-მატყიერი, რამეთუ არა აღმოიცოხნიან და არცა ჭლაკნი განპებულ ასხენ. ნუ შჭამთ, რამეთუ ბილწი არს, ნუცა მომკუდარსა შეეხებით ყოვლისაგან.
9 წყალში მყოფი ყველაფერი ჭამეთ, რომელსაც ფარფლები და ქერცლი აქვს. ეს ჭამეთ. 9 რომელი წყალსა შინა არს, ესე შჭამო. ყოველსა, რომელსა ფრთე ესხნენ და ქეცი ედვას, მისი შჭამო.
10 ხოლო რომელსაც ფარფლები და ქერცლი არა აქვს, ნუ შეჭამთ, უსურმაგია იგი თქვენთვის. 10 და ყოველსა, რომელსა ფრთე არა ესხნენ, და არცა ქეცი ედვან, მისი არა შჭამო, რამეთუ ბილწი არს.
11

ყოველი წმიდა ფრინველი ჭამეთ.

11

ყოველივე მფრინველი, რომელი წმიდა იყოს, მისი შჭამო.

12 აი, რა არ უნდა ჭამოთ: არწივი, სვავი და ფსოვი, 12 და რომელი არაწმიდა იყოს, მისი არა შჭამო,
13 ძერა, შევარდენი და ქორი და მისნაირი, 13 ორბი, ფასქუჯი და ყანჩი, ყურჭი,
14 არანაირი სახის ყორანი, 14 ძერი და ყოველი მსგავსი მისი,
15 სირაქლემა, ბუ, თოლია, მიმინო და მისნაირი, 15 სირაქლემი და ბუვი, ყუავი და ყიველი მსგავსი მისი.
16 ჭოტი, გედი და ბუკიოტი, 16 და ტივი, და ყარყატი, და აკაური,
17 ვარხვი, კოდალა და ჩვამა, 17 და ოფოფი და ძენძერუკი და დედამთრვალი და ქორი და ყოველი მსგავსი მისი.
18 ყარყატი, ყანჩა და მისნაირი, ოფოფი და ღამურა. 18 და ვარხჳ და მღამიობი, და ბუკიოტი და ყოველი მსგავსი მისი.
19 ყოველი მფრინავი მწერი უსურმაგია თქვენთვის, არ უნდა ჭამოთ. 19 და ყოველივე ქუეწარმავალი მფრინველთა არაწმიდათაჲ, ბილწ არს თქენდა და ნუ შჭამთ.
20 ყოველი წმიდა ფრინველი ჭამეთ. 20 ყოველივე მფრინველი წმიდათაგანი ჭამეთ.
21 არა ჭამოთ არავითარი ლეში. შენს სახლში მცხოვრებ მდგმურს მიეცი იგი, მან შეჭამოს, ან უცხოელს მიჰყიდე, რადგან უფლის, თქვენი ღმერთის წმიდა ერი ხართ თქვენ. ციკანს თავისი დედის რძეში ნუ მოხარშავთ. 21 ყოველსავე მკუდრისასა ნუ შჭამთ, ყოველსავე მსხემსა და მწირსა, რომელი ქალაქსა შინა შენსა იყოს, ნუ სცემ მას, ნუცა აწამებ და ნუცა სხუასა სცემ, რამეთუ ერი ეგე წმიდა ხარ უფლისა ღმრთისა შენისა, კრავსა სძითა დედისა თჳსისაჲთა ნუ შეჰგბოლავთ.
22

აიღე მეათედი მთელი შენი მოსავლიდან, რომელიც ყოველწლიურად მოდის ყანაში,

22

ათეული გამოსცი ყოვლისავე ნაყოფისა თესულისა შენისაჲ, რომელი იყოს ველთა შენთა წილად-წილად.

23 და ჭამე უფლის, შენი ღმერთის წინაშე იმ ადგილას, რომელიც აირჩია მან თავისი სახელის დასავანებლად, ხორბლის, ღვინის და ზეთის მეათედი, შენი საქონლისა და ცხვრის პირველმოგებული, რათა ისწავლო უფლის, შენი ღმერთის, შიში სამუდამოდ. 23 და შეშჭამო იგი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ადგილსა მას, რომელსაცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა, მუნ შესწირო ყოველივე ათეული იფქლისა შენისაჲ და ზეთისა შენისაჲ და პირმშოები ზროხათა და ცხოვართა შენთაჲ, რათა შეისწაო შიში უფლისა ღმრთისა შენისა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.
24 თუ შორი იქნა გზა და ვერ შესძელი ყოველივე ამის წაღება იმ ადგილამდე, რომელიც ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, თავისი სახელის დასადებად, რათა გაკურთხოს შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, 24 უკეთუ შორს იყოს შენგან გზაჲ იგი და ვერ შესწირო იგი, რამეთუ შორს იყოს შენგან ადგილი იგი, რომელი გამოირჩია უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა რამეთუ გაკურთხა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.
25 გადაცვალე ვერცხლზე, დაიჭირე ხელში ვერცხლი და წადი იმ ადგილას, რომელიც ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა. 25 განჰყიდო შენ ნაყოფი იგი ვეცხლად, და მოიღო შენ ვეცხლი იგი ჴელითა შენითა და მიხვიდე ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩია უფალმან ღმერთმან შენმან.
26 იყიდე ამ ვერცხლით ყველაფერი, რაც შენს სულს სურს: საქონელი, ცხვარი, ღვინო, სასმელი, ყველაფერი, რასაც სული მოგთხოვს, და ჭამე იქ უფლის, შენი ღმერთის წინაშე და გაიხარე შენს სახლთან ერთად. 26 განჰყიდო იგი, რადცა გინდეს და გულმან გრქუას შენ, ზროხად, გინა თუ ცხოვრად, გინა თუ ღვინოდ, გინა თუ რადმე, რაჲ გულმან გრქუას შენ, და შეშჭამო იგი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა და იხარებდე შენ და სახლეულნი შენნი.
27 არ დაივიწყო შენს ქალაქში მცხოვრები ლევიანი, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრო შენთან. 27 და ლევიტელი იგიცა, რომელი იყოს ქალაქსა შენსა, არა განიშორო იგი, რამეთუ არა უც ნაწილ და სამკვიდრებელ შენ თანა.
28 სამი წლის თავზე აიღე მეათედი იმ წლის მოსავლიდან და დააბინავე შენს ქალაქში. 28 მესამესა წელსა გამოსცე შენ ყოველი-იგი ათეული ნაყოფისა მის შენისაჲ და მასვე წელსა დასდვა იგი ქალაქსა შენსა.
29 მოვიდეს ლევიანი, რომელსაც არა აქვს წილი და სამკვიდრო შენთან, მოვიდნენ მდგმური და ქვრივ-ობლები, რომლებიც შენს ქალაქში არიან, შეჭამონ და გაძღენ, რათა გაკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, ყოველ საქმეში, რასაც გააკეთებ. 29 და მივიდეს ლევიტელი, რამეთუ არა უც ნაწილ და სამკვიდრებელ შენ თანა და მსხემი იგი, და მწირი იგი, და ქურივი იგი და ობოლი იგი, რომელ იყოს ქალაქსა შენსა, მივიდენ და შეჭამონ იგი და განძღენ, რათა გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა მათთჳს საქმეთა შენთა, რომელსა იქმოდე შენ.