ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
არ ექნებათ ლევიან მღვდლებს, ლევიანთა მთელს შტოს, წილი და სამკვიდრო ისრაელთან; საუფლო მსხვერპლი და მისი სამკვიდრო უნდა ჭამონ. |
1 |
არა იყოს მღდელთა მათ ძეთა ლევისთა, ვითარცა სხუათა მათ ნათესავთაჲ ნაწილ და სამკვიდრებელ შორის ისრაჱლსა, არამედ შესაწირავნი იგი უფლისანი იყვნედ ნაწილად მათა და მას ჭამედ. |
2 | სამკვიდრო არ ექნება თავის მოძმეთა წიაღში; თავად უფალია მისი სამკვიდრო, როგორც ნათქვამი აქვს მისთვის. | 2 | ხოლო სხუაჲ ნაწილი არა აქუნდეს, არამედ უფალი ნაწილ იყავნ |
3 | ეს იყოს დაწესებული მღვდლებისათვის ხალხისაგან, იმათგან, ვინც კლავს საკლავს - ხარს ან ცხვარს: მისცენ მღვდელს ბეჭი, ყბა და კუჭი, | 3 | მღდელთა მათ ერისა მისგან, რომელნი-იგი შესწირვიდენ მსხუერპლთა მათ, გინა თუ ზუარაკსა, გინა თუ ცხოვარსა, მიეცენ მღდელსა მას ნაწილად აღსაბმელი და ღაწუნი კოჭანითურთ. |
4 | პირველმოწეული ხორბალი, ღვინო და ზეთი. ცხვრის პირველგანაპარსი მას მიეცი. | 4 | და პირველ იფქლისაჲ და ღვინისაჲ და ზეთისაჲ და პირველი ნარისუელი ცხოვართა შენთაჲ მისცე მას. |
5 | რადგან ის აირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა შტოდან, რათა იდგნენ და მსახურებდნენ უფლის სახელით ის და მისი შვილები სამუდამოდ. | 5 | რამეთუ იგი გამოირჩია უფალმან ღმერთმან შენმან თავისა თჳსისა ყოველთაგან ნათესავთა დადგინებად მისა მსახურებად უფლისა, იგი და ძენი მისნი ძეთაგან ისრაჱლისათა ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა. |
6 | თუ წამოვა ვინმე ლევიანი შენი ერთ-ერთი ქალაქიდან, ისრაელის რომელიმე კუთხიდან, სადაც მდგმურობს იგი, და მოვა თავისი სურვილით იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, | 6 | მო-თუ-ვინმე-ვიდეს ლევიტელი ერთი, რომლისავე ქალაქისა ძეთა მათ ისრაჱლისათა, სადაცა ვინ დამკვიდრებულ იყოს და რამეთუ გულმან ჰრქუა მას მოსლვად და მსახურებად ადგილსა ამას, რომელი-იგი გამოირჩია უფალმან |
7 | შეუდგება უფლის, თავისი ღმერთის სახელით სამსახურს თავისი მოძმე ლევიანების მსგავსად, რომლებიც დგანან იქ უფლის წინაშე, | 7 | სამსახურებულად უფლისა ღმრთისა, ვითარცა ყოველთა ამათ ძმათა ძეთა ლევიტელთა, რომელნი დგენ წინაშე უფლისა. |
8 | ისარგებლონ თანაბარი წილით, მამისსახლის წილს ნუ ჩაუთვლიან. | 8 | ეგრეცა მას მიეც ნაწილი საჭმლად, გარნა სასყიდელისა მისგან ნათესავთაჲსა არა სცე მას. |
9 |
როცა შეხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს შენ უფალი, შენი ღმერთი, ნუ დაეჩვევი სისაძაგლეთა ჩადენას იმ ხალხის მსგავსად: |
9 | უკეთუ შეხვიდე შენ ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, ნუ ისწავებ შენ საქმედ მსგავსად ბილწებისა მის მათ წარმართთაჲსა. |
10 | ნუ იქნება შენს შორის თავისი ვაჟისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი, | 10 | ნუ ვინ იპოვებინ შენ შორის, რამეთუ შესწვიდეს ძესა თვისსა, გინა თუ ასულსა თჳსსა ცეცხლითა, ანუ თუ იმისნიდეს მისნობითა, ანუ ჰავსა იზმნიდეს ჰავთა ზმნითა, ანუ წამლებდეს წამლითა, |
11 | გრძნებით შემკვრელი, მესულთანე, მჩხიბავი და მკვდართა გამომკითხველი, | 11 | ანუ გრძნეულ გრძნებითა, ანუ თუ ულუკთმკითხველი, ანუ სასწაულით მკუდართა მკითხველი. |
12 |
რადგან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის გამკეთებელი და ამ სისაძაგლის გამო დევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი. |
12 |
რამეთუ ბილწი არს წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, რომელი იქმოდის ამას ყოველსა, რამეთუ ამის ყოვლისა ბილწებისათჳს მოსრნა იგინი უფალმან ღმერთმან შენმან პირისაგან შენისა. |
13 | სრული იყავი უფალთან, შენს ღმერთთან, | 13 | არამედ სრულ იყავ შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა. |
14 | რადგან ეს ხალხები, რომელთაც შენ განდევნი, გრძნეულებს და ჯადოქრებს უსმენენ, შენთვის კი ამის ნება არ მოუცია უფალს. | 14 | ხოლო წარმართნი ესე, რომელნი შენ დაიმკვიდრნე, ჰავის ზმნთა და მისნობათა აღრეულ იყვნეს, ხოლო შენ არა ეგრე გამცნო უფალმან ღმერთმან შენმან. |
15 | წინასწარმეტყველს, როგორც მე ვარ, შენი წიაღიდან, შენი მოძმეებიდან, დაგიდგენს უფალი, შენი ღმერთი. მას უსმინე. | 15 | რამეთუ წინაწარმეტყუელი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთაჲ, ვითარცა-ესე მე მისი. |
16 | როცა შესთხოვე უფალს, შენს ღმერთს, ხორებში, თავშეყრის დღეს: მეტს ნუღარ გავიგონებ უფლის, ჩემი ღმერთის ხმას და ამ დიდ ცეცხლსაც ნუღარ ვიხილავ, რათა არ მოვკვდეო, | 16 | ისმინეთ მსგავსად ყოვლისა მის, რომელი-იგი ითხოვე უფლისა ღმრთისა შენისაგან ქორებს ჟამსა მას შეკრებისასა, რამეთუ სთქუათ: არღარა შევსძინოთ ჩუენ სმენად ჴმისა მის უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲსა. და ცეცხლი ესე დიდი არღარა ვიხილოთ მერმე, რათა არღარა მოვწყდეთ. |
17 | მითხრა უფალმა: კარგი ქნეს, რომ ეს თქვეს. | 17 | და მომიგო უფალმან და მრქუა მე: მართლიად მოგიგეს სიტყუაჲ ეგე, რომელსა იტყოდეს. აწ |
18 | შენ რომ ხარ, ისეთ წინასწარმეტყველს დავუდგენ მოძმეთა წრიდან, ბაგეზე დავუდებ ჩემს სიტყვებს და ის გამოგიცხადებს ყველაფერს, რასაც მე ვუბრძანებ. | 18 | წინაწარმეტყუელნი აღუდგინო მათ ძმათაგანვე თჳსთა, ვითარცა-ეგე შენ და მივსცნე მე სიტყუანი ესე ჩემნი პირსა მისსა და ეტყოდის მათ ყოველთავე მცნებათა ჩემთა. |
19 | თუ ვინმე არ შეისმენს ჩემს სიტყვებს, რომელთაც ის გამოაცხადებს ჩემი სახელით, თავად მე მოვთხოვ მას პასუხს. | 19 | და იყოს კაცი იგი, რომელმან არა ისმინნეს ყოველნი იგი სიტყუანი მის წინაწარმეტყუელისანი, რომელსა-იგი ეტყოდის სახელითა ჩემითა. |
20 | მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელიც გაკადნიერდება და ჩემი სახელით დაიწყებს იმის გამოცხადებას, რაც მე არ მიბრძანებია გამოსაცხადებლად, ან რომელიც უცხო ღმერთების სახელით ალაპარაკდება, ეს წინასწარმეტყველი უნდა მოკვდეს. | 20 | მე შური ვიძიო მისგან და წინაწარმეტყუელი, რომელი უშჯულოებდეს და იტყოდის სახელითა ჩემითა სიტყუასა, რომელ მე არა უბრძანე მას სიტყუად და ანუ თუ ეტყოდის სახელითა ღმერთთა უცხოთაჲთა, სიკუდილით მოკუდეს იგი წინაწარმეტყუელი. |
21 | თუ გულში იტყვი: როგორ მივხვდეთ სიტყვას, რომელიც არ უთქვამს უფალს? | 21 | უკეთუ სთქუა გულსა შენსა, ვითარ მე უწყოდით სიტყუაჲ იგი უფლისა, |
22 | წინასწარმეტყველი თუ უფლის სახელით ილაპარაკებს და არ აცხადდება მისი ნალაპარაკევი, არ ყოფილა ეს უფლის სიტყვა - თვითნებურად ულაპარაკნია წინასწარმეტყველს, ნუ გეშინია მისი. | 22 | რომელსა-იგი უფალი არა ეტყოდის წინასწარმეტუელსა მას? სიტყუასა, რომელ-იგი იტყოდის წინაწარმეტყუელი იგი სახელით უფლისათა და სიტყუაჲ იგი არა იყოს მსგავსად წინაწარმეტყუელებისა მის მისისა, რომელსა-იგი ეტყოდა მას უფალი ღმერთი, ნუ შეუდგებით, რამეთუ უსჯულოებით მით თავისა თვისისაჲთა იტყოდა ცრუწინაწარმეტყუელი იგი. |